Posts Tagged ‘elen oriental’

ნიჭიერი კონტაქტები..

“ნიჭიერი “-(ს) კონტაქტები ..
უკვე თვეზე მეტია რაც ნიჭიერი დაიწყო და ნიჭიერის ბლოგერი ვარ. მთელი ეს დრო, რა თქმა უნდა, ჩართული ვარ ამ ამბებში. თვალ-ყურს ვადევნებ ხალხის განწყობას, სტატისტიკებს და მართლა გეუბნებით, გაოგნებული ვარ! არც ერთ შოუს, არც ერთ პროექტს არ ჰქონია ასეთი გამოხმაურება ინტერნეტში. არც ერთი პროექტისთვის არ მიმიქცევია ამხელა ყურადღება. შეიძლება ეს იმის გამო ხდება, რომ ბოლოსდაბოლოს ვალდებულიც ვარ  ყველაფრის საქმის კურსში ვიყო, თვალ-ყური ვადევნო და ა.შ. მაგრამ ფაქტი ფაქტია- როცა ნიჭიერი გადის ეთერში, ფეისბუქზე, ფორუმებზე,
- ნიჭიერის გარდა არაფერი არ ხდება!  (აფერუმ,დოდკა! :))  )
ხოდა, ძალიან საინტერესოა, როცა შიდა სამზარეულოდან უყურებ ყველაფერს. კიდევ უფრო საინტერესოა მონაწილეებთან ურთერთობა. სიმართლე გითხრათ, ამ  პოსტის წერაც მაგის გამო დავიწყე. ნიჭიერის ბლოგზე არ მაქვს ამ ფორმატის პოსტების წერის საშუალება და აქ დავწერ.. ეთერში გასვლის პირველივე დღიდან, facebook-ზე შემომემატნენ/ზოგი მე შემოვიმატე კონკურსანტები. ამის შემდეგ, არაოფიციალურად დამერქვა ნიჭიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური :D ყველა მონაწილე (ვინც კონტაქტებში მყავს) თუ რამე კითხვა აქვს, თუ რამე აინტერესებს და ა.შ. მე მწერს ” მთლიან კადრებს ვიშოვნით თუ არა”, ” რამდენი კვირა დარჩა ნახევარფინალამდე?..რამდენი დღე დარჩა ნახევარფინალამდე?..ნახევარფინალის წინ გაგვაგებინებენ?..”, “იმ ვიდეოში კადრები რატომ დააკლეს”  და ა.შ.
მერე  მე “თლა უფროსებს” ვუკავშირდები, ვიგებ ინფორმაციას და გადავცემ მონაწილეებს :D  თან რაღაცეებს მიყვებიან ხოლმე. რამე ისეთს რომ მეტყვიან, რაზეც “ოგნ”-ს მივეცემი ხოლმე, , ეგრევე ბექასთან გავრბივარ და სხაპა-სხუპით ვუყვები. ბექაც თავის მხრივ ოცდება- საიდან იგებ ამეებსო :D
ხოდა რაღაცნაირად მიხარია, რომ პოულობენ ჩემთან საერთო ენას და თუ რამეა მაშინვე მე მწერენ :)) პოსტი განკუთვნილია იმისთვის, რომ ნახოთ  და გაიგოთ რამდენიმე ისეთი ვიდეო/რამე, რაც უნდა გაიგოთ!  :D
განსაკუთრებით ორზე მინდა ვთქვა:
_
1. გივი მაღრაძე ( პარკური) ..
რამდენიმე დღის წინ ჩემმა ძმამ მაყურებინა ფილმი პარკურზე. იამაკასი ქვია. მაშინვე გამახსენდნენ ნიჭიერის სუპერმენები: )) ფეისბუქზე დავდე ლინკი ფილმის და გივი დავტაგე, თუ არ გაქვს ნანახი მოგეწონება მეთქი. აღმოჩნდა, რომ ეს ფილმი იყო მისი “მუზა”. თან დამილინკა თავისი და დანარჩენების ვიდეოები. მერე ლაპარაკს შევყევით და ძალიან ბევრი რამე გავიგე, მაგალითად: ფინალისთვის (თუ გადავიდნენ) განსაკუთრებით ორი ილეთი აქვთ შემონახული. მთავარია რეპეტიციის საშუალება გვქონდეს და მერე ჩვენ ვიცითო.(იმედია ექნებათ რეპეტიციის საშუალება. ჯერ არ ვიცი ამასთან დაკავშირებით არაფერი, მაგრამ მე თუ რამე შემიძლია ამისთვის გავაკეთო, გავაკეთებ! : )) )  მერე ვუთხარი, ამ თქვენს ვიდეოებს დავაშეარებ მეთქი და აი მაგას მოყვა ის, რის გამოც დღემდე გაოცებული ვარ-
გივი თურმე მარჯვენა თვალით საერთოდ ვერ ხედავს. ოდნავ ვარჩევ შუქს, ძალიან ბუნდოვნადო. აი ჩემთვის ჯერ ხომ
ის არის წარმოუდგენელი, რასაც ეს ბიჭები აკეთებენ და ეს რომ მითხრა, საერთოდ გავოგნდი.. მერე მომიყვა, რომ
სპორტის სამინისტროში ძალიან აგდებულად შეხედეს მათ სპორტს, ნამეტანი უცხოდ და ექსტრამალურად მოეჩვენათ და მგონი არასერიოზულადაც მიუდგნენო. ხოდა ძალიან უნდათ, რომ ამ სპორტის პოპულარიზაცია მოახდინონ და როგორმე მიაღწიონ, რომ მათ ე.წ. გატაცებას სერიოზულად შეხედონ :) ისე, ამაზე სერიოზული რაღა არის, ასეთ რამეებს აკეთებენ თვალსა და ხელს შუა : )) მართალია მითხრა, სუპერმენობამდე ბეევრი გვიკლიაო, მაგრამ ცხოვრებაში ფრენა არ არის მთავარი :D
ვიდეო, როგორ ადიან16 სართულიან კორპუსზე ყველანაირი იარაღების გარეშე. და მათ არხზე კიდევ
ძალიან  ბევრი ვიდეოა. თუმცა ცოტაძველებია, ვიდეო კამერა აღარ აქვთ და ვეღარ იღებენ..
[ამ ვიდეოს embed  არ აქვს :/ ]
_
მეორე და განსაკუთრებული- ილია ჯექსონი <3

(სხვათაშორის, დაზუსტებული ინფორმაციებით, მისი სახელით აჭრელებულია სკოლების დაფები, ზიანდება სასკოლო ინვენტარი და მის გამო ცრემლებით სველდება  ათასობით ბალიში! :D )
მისი პირველი “გამოჩენა” ჩემს ფეისბუქზე იყო მისი wall ჩემთან- პოსტები მომიწონა : ) მერე დახმარებისთვის მომმართა-  მაივიდეოზე იმ ცეკვის  ვიდეო დადეს, რაც ნახევარფინალში უნდა იცეკვოს. მე დოდკას მივმართე, დოდკამ მაივიდეოს ადმინისტრაციას და ასე ერთსულოვნად მოვაგვარეთ საკითხი! მერე მთეელი დღე სკაიპში, ღამეც სკაიპში გავათენეთ :D 5 საათზე the dirdy birdy-ს ყურებისას გამოვფხიზლდით სიცილისგან,  მერე ძლივს გავეფხიკეთ კომპიუტერიდან:|  ვლაპარაკობდით ყველაფერზე- როგორ ეცეკვინება მაიკლის ხმის გაგონებისთანავე, რა განცდები ქონდა მისი სიკვდილი რომ გაიგო (მანდ ორივემ გავჭედეთ, ლამის ტირილი დავიწყეთ :| ), განვიხილეთ ნიჭიერის მონაწილეები, გადავედით საყვარელ მულტფილმებზე და მოკლედ ასე .. დილით მე დასიებულ-დაწითლებული, იმან გაშავებულ-ჩაცვენილი თვალებით გავიღვიძეთ..
იმ ნომრის სრული ვერსია, რაც ნიჭიერის სცენაზე იცეკვა:
ელენe ჩიხლაძე- კონტაქტი არ მაქვს, მაგრამ ფეისბუქზე მყავს.  მისი საიტიც ვნახე:

http://www.elen-oriental.com/

გალერეაში შეიხედეთ, ძაალიან ლამაზი სურათები აქვს <3

გავგიჟდი ისე მომინდა მეც ცეკვა, უნდა დავიწყო სიარული ელენთან <3

[აქ რამე ისეთი, რაც ჩემამდე არ მოსულა და უნდა მოვიდეს]

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)