Posts Tagged ‘Earth Hour’
უშუქობა

მოგესალმებით ყველას მე Andy ვარ იაპონური ბლოგიდან. თინიმ დამპატიჟა თავის ბლოგში სტუმრად.
პოსტის დაწერა მომინდა , რახან ჩემი ბლოგი ჟანრობრივად არ მაძლევს საშუალებას პოსტის გამომზიურების , თინიმ თავის ბლოგში მომიპატიჟა.
დღეს დილით ჩემს Facebook – ის გვერდზე დამხვდა zurriuss - ის წერილი. წერილში ზურიუსი მე და დანარჩენ მის მეგობრებს წერდა :
27 მარტს, 8–ის ნახევრიდან 9–ის ნახევრამდე, გამოვრთოთ ყველაფერი, რისი ჩართვაც არ წარმოადგენს აუცილებლობას. 60 წუთით თავი შევიკავოთ კომპიუტერისა და ზედმეტი განათებისაგან.
ვაჩუოქთ ერთი საათი დედამიწას!
ვფიქრობ კარგი იდეაა, რომ საქართველოშიც თუნდაც რამდენიმე ოჯახში ერთ საათი ჩაქრეს შუქი და ეს პერიოდი ვაჩუქოთ დედამიწას. მითუმეტეს თუ მთელი მსოფლიო ამ წამოწყებაში დიდი ხანია იღებს მონაწილეობას.
პირადად ჩემთვის სინათლის ჩაქრობა სახლში პრობლემას არ წარმოადგენს. დენის ე.წ წასვლა შეიძლება ითქვას უცხო გახდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. არ ვიცი ეს მთავრობის ბრალია თუ „უკვე 21 საუკუნეა და რაღა დროს უშუქობაა“ თუმცა მაინც გამჯდარი გვაქვს ის მოქმედეები რაც დენის წასვლას ახლავს თან. Read the rest of this entry »












