Posts Tagged ‘doin.ge’
პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”
კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან დღემდე ძლივს ვითმენდი და ერთი სული მქონდა, სანამ “ნიჭიერი”-ს ოფისში დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ რა ხდება ჩვენს თავს..გუშინ თათუკა დაგვიკავშირდა და დღეს “ჰოი,აღსრულდა”:)) რომ შევედი ოთახში და სიტუაციას გადავხედე, მაშინ გავიაზრე თავიდან-ბოლომდე, როგორ მიხარია, რომ ნიჭიერის ბლოგერი ვარ!
ოთახში შესვლამდე დავდექი კარგ ხასიათზე. მგონი შეუძლებელია სხვანაირად, როცა შესვლის წინ, კარზე ხედავ:
შევაღეთ ეს კარი და მოვხვდით იქ, სადაც ყველაფერი ის მზადდება, რასაც პირველი თებერვლიდან ვნახავთ Read the rest of this entry »
ნიჭიერი
wooho
გამოცხადდა ნიჭიერის კონკურსის შედეგები და ის სამი ბლოგერი, ვინც დაბლოგავს ნიჭიერის ბლოგზე ვართ:
ბექა - მისი საკონკურსო პოსტი: http://doin.ge/?p=1099
პიკო- მისი საკონკურსო პოსტი: http://piccolina.ge/jeostari/
მე- ჩემი საკონკურსო პოსტი : http://tiny.ge/britains-got-talent/
თავიდან არა, მაგრამ გუშინ რომ დოდკამ facebook-ზე თქვა, რომ ახლა ვკითხულობთ საკონკურსო პოსტებსო, მაშინ კი შევატყვე ჩემს თავს რომ ვღელავდი :D
ეს სურათიც ფბ-ზე დადო დოდკამ, სამუშაო გარემო ასეთიაო..
ვაი როგორ ავნერვიულდი რომ წარმოვიდგინე ჩემი პოსტი. არც მახსოვდა ნორმალურად რა მეწერა, შევედი გადავხედე და მეთქი ეჰ,” რა იყო თინათინ, ცოტა უკეთესად ვერ დაწერე?!” იმ მომენტში უფრო ვერ აღიქვამ, მაგრამ დრო რომ გადის და მერე კითხულობ რამდენიმე დღის წინ დაწერილ პოსტს (უფრო დიდ დროზე აღარ მაქვს ლაპარაკი), სულ სხვანაირი გეჩვენება. მე სულ ცუდი მეჩვენება ხოლმე. მოკლედ, ჩავიქნიე ხელი და ჯერ იმაზე გავბრაზდი, რაღა ამ გამოცდების პერიოდში მოყვათქო და მერე ჩემს თავზე- შენ შნო არ გქონდეს გამოცდები რა შუაშიათქო ლოლ :D
მოკლედ, გამიხარდა ფრიად.. პიკოსაც და ბექასაც ვულოცავ და ჩემს თავსაც, რაღა თქმა უნდა..
აქ ის რეჩი, ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე რომ ამბობენ ხოლმე: “ვეცდები გავამართლო თქვენი იმედები. დიდი მადლობა ნდობისთვის. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ხნის მანძილზე მხარში მედგა და სჯეროდა ჩემი..” :lol:
პ.ს. შემოუერთდით ნიჭიერის fan page-ს facebook-ზე














