Posts Tagged ‘death’
Die My Darling..
წამლების სუნით გაჟღენთილი დერეფანი ჩქარი ნაბიჯით გამოვიარე. ყურში ისევ ჩამესმოდა ექიმის ხმა და ზრიალით იშლებოდა ტვინში სიტყვები- თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ…მერე ჩემი დაბნეული ღიმილით ნათქვამი – “მადლობა,ნახვამდის” და დერეფანში მოდევნებული მედდების მწუხარე მზერა. საავადყმყოფოს კარებთან ავტობუსის გაჩერებამდე ფეხების კანკალით მივედი და როგორც იქნა ჩამოვჯექი ნახევრად გატეხილ სკამზე. ზაფხულის ცხელი ბუღი იდგა ქალაქში. მანქანების გამონაბოლქვი, შუქნიშანთან გაჩერებული ძველი მანქანის მძღოლისთვის მოღერებული მუშტები და სიგნალები..თ ქ ვ ე ნ მ ო კ ვ დ ე ბ ი თ..რა ლამაზია ყველაფერი, ალბათ იმიტომ, რომ შეიძლება ცოტა ხანში ვეღარ დავინახო როგორ აცლის ვიღაც ნაბიჭვარი მოხუც მათხოვარს რკინის ქილიდან ხურდებს,ვეღარ ვიგრძნო მეზობლების გამჭოლი მზერა და ჩურჩული- ამას საყვარელი ყავს, ვეღარ შემეშინდეს ღამით ქუჩაში მომავალს ყაჩაღის ხელის პირზე აფარების..ვიჯექი და ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის, რომ მე მოვკვდები არც ისე ნელა და ძლიერი ტკივილებით, რომ სიცოცხლის ბოლო დღეებში საჭმელს სხვისი ხელით შევჭამ, ან სულაც წვეთოვანით..რომ გავყვითლდები, ჩამოვხვმები და ერთ გაღიმებასაც დიდ ძალას დავატან, რომ ვეღარ ვაკოცებ, ვეღარ მოვეფერები და ვერც ჩახუტებული ვისლუკუნებ ჩხუბის შემდეგ..წამოვიზლაზნე სკამიდან და ჩვენს ადგილას წავედი. ჩამოვჯექი ხის ფესვზე, სადაც აქამდე მარტო შენთან ერთად ჩამომჯდარვარ და პატარა წკირით იმ მიწას დავუწყე ჩიჩქვნა, სადაც ჩემი ფრჩხილების ნაკვალევი რჩებოდა ხოლმე, როცა სიამოვნებისგან მთელი ხმით ვკვნესოდი და არ მეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ადგილი იყო..სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.მომინდა დამერეკა და მეთქვა, რომ მე მოვკვდები და სანამ მოვკვდები ჩემთან მინდა იყო..მაგრამ შემეცოდე..არ მინდოდა გენახა როგორ დავიღლებოდი ჩვეულებრივი საუბრისას, როგორ ჩამოვეყრდნობოდი ნიჟარას ჭურჭლის რეცხვისას ორი თეფშის ხელში აღებით ძალგამოცლილი, როგორ ვიწვებოდი საწოლში ოთხად მოკეცილი და როგორ დავკაწრავდი საწოლის თავს..ახლა უკვე სიმწრისგან..არ მინდოდა მთელი ცხოვრება გამუდმებით ჩაგსმოდა ყურში სიკვდილის წინ სიმწრისგან დაკვნეტილი სისხლიანი ტუჩებიდან ამოძახილი ” მიშველე”.. ჩანთიდან ამოვყარე ყველაფერი..როგორ მინდოდა შენც გაგეგო როგორ წავილუღლუღე ” მიყვარხარ” , როცა ხის ფესვზე პატარა ნაკადულად გაიკლაკნა ჩემი სისხლი..
ლოადინგ..
მარტო მე მეჩვენება, თუ ძალიან სწრაფად გადის დრო? არა ნუ, აბსტრაქტულად არ ვამბობ, ნოემბერს და ეხლა, დეკემბრის დასაწყისს ვგულისხმობ. ასე სწრაფად არასოდეს არ გასულა დღე, კვირა, თვე..რავიცი.. შეიძლება იმის ბრალია, რომ მთელი დღე სახლში არ ვარ. ამ კვირების მანძილზე რაღაცა ძალიან ბუნდოვნად ვუყურებდი ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. კურიერს არ ვუყურებდი , რომ არ გამეგო რა ხდება ზოგადად დედამიწაზე.. ვეღარც კომპიუტერთან ვიჯექი, მოკლედ რაღაც სტრანნად იყო ყველაფერი. ხოდა რაც მთავარია, ორ კვირაში ასე 4-ჯერ მოვყევი ავარიაში. პირველად ლაითად, სარკე მოტეხა ჩემმა ავტობუსმა ვიღაცის მანქანას, მერე ოო…მერე ზუსტად იმ გვერდში დაარტყა ვიღაც გალეშილმა ჩემს მარშუტკას სადაც ვიჯექი, მერე გადავდიოდი ძალიან მიყურებულ ქუჩაზე და ისეთი სისწრაფით შემოუხვია მანქანამ , ძლივს დაატორმუზა და მეც გავასწარი, ბორბლებს ბოლები ასდიოდა სულ :გივი: ეს ნამგლიანი ბიძია დამდევს თუ რაშია საქმე :lol:












