Posts Tagged ‘day off’
DAY OFF
რადგან ოჯახში გონიათ, რომ მე ჩამოყალიბებული კიბერ ნარკომანი ვარ, დროდადრო მიწევს ხოლმე იმის დამტკიცება, რა ადვილად შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე და რომ ინტერნეტი, უბრალოდ ადამიანებთან კონტაქტისთვის და ათასი სასარგებლო თუ უსარგებლო საქმისთვის მჭირდება. რეალურად, კომპიუტერთან დაჯდომის გარეშეც იგივეს გავაკეთებდი- ტელეფონით მექნებოდა კონტაქტი [რაც დამეთანხმეთ გაცილებით ძვირია, ვიდრე ინტერნეტი] და უსარგებლო საქმეებით გავტენიდი ცხოვრებას :D
მთავარი არგუმენტი ჩემებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მე კიბერ ნარკომანი ვარ, არის: შენ მთელი დღე ხარ ონლაინ და იქ ადამიანები იცვლებიან, მთელი დღე კი არ არიან კომპიუტერთან?!- დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ვამტკიცებ, რომ დიახ, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ მთელი დღის მანძილზე ჩემთან მოსაუბრე ერთი პირი იჯდეს ჩემთან ერთად კომპთან :D Read the rest of this entry »












