Posts Tagged ‘czech bar’
P R A G O S
დღეს ძალიან დამღლელი დღის შემდეგ, მე და მარი უმისამართოდ სიარულის და “რამე დასაჯდომი ადგილის” ძებნის დროს პეროსკაიაზე მოვხვდით. ვაცეცებდით აქეთ-იქეთ თვალებს და ერთ-ერთ ვიტრინას მივაჩერდით. თავიდან მიგვიზიდა ვიტრინაზე გამოკრულმა მადისაღმძვრელმა სურათმა , სადაც ბევრი ბევრი რაღაცეები იყო [საჭმელები-სასმელები] და ეწერა, რომ ეს ყველაფერი ღირდა 5 ლარი ! რეკლამამ თავისი ქნა და შევედით. პირველი, რაც თვალში მომხვდა ინტერიერი და სიმყუდროვე იყო. მეორე- მომღიმარი სახით ჩვენსკენ მომავალი ქალბატონი,
რომელმაც აგვაცილა მესამე სართულამდე, თან ღიმილით გვიყვებოდა იქაური მენიუს და მომსახურების შესახებ. მე და მარიმ შევხედეთ ერთმანეთს და ერთნაირად გაგვიბრწყიინდა თვალები.
იმდენად მიგვიზიდა ამ ადამიანის ყურადღებამ, რომ მაშინვე ლაპარაკი გავუბით, მოვუყევით , რომ ბლოგერები ვართ და სურვილი გაგვიჩნდა ამ ბარის შესახებ დავწეროთ აუცილებლად. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოგვეწონა სიტუაცია და თან ორი თვის გახსნილია და არ აწყენს ამდაგვარი რამეები : )
ამასობაში გავეცანით მთელ მენიუს, საჭმელ-კოქტეილებიანად. ფასები- ვერი ნორმალ ! Read the rest of this entry »














