Posts Tagged ‘club show’
R2 VS იმედი
მესმის რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავკასიას და მაესტროს ქართულ ტელესივრცეში, მაგრამ დღეს მინდა მაინც რუსთავი2-ის და იმედის შესახებ დავწერო.
რუსთავი2 1994 წლიდან გამოჩნდა ქართულ ტელესივრცეში. იმედი 2003 წელს. ამ უკანასკნელის გამოჩენისთანავე დაიწყო იმის გარჩევა იმედი ჯობდა თუ რუსთავი2. მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ორივეზე, რუსთავი2-ზეა ჩემს სახლში ძირითადად ტელევიზორი გადართული და ჩვევა მაქვს ძაან მაგარი- ვთქვათ სხვა არხზე ვუყურებ რაღაცას. რომ მორჩება და ტელევიზორი რომ უნდა გამოვრთო, რ2-ზე ვრთავ ჯერ და მერე ისე ვთიშავ ტელევიზორს:D შევადაროთ სხვადასხვა პუნქტებით:
ლოგო:
ტელე იმედის ლოგო თავიდან თურმე იყო ფრთებიანი ასო ბგერა “ი” . FB-ზე ვიკითხე, ხომ არ იცით წარმომავლობა, რასთან დაკავშირებით აქვს დღევანდელ ლოგოს ასეთ ფორმათქო და ეს მითხრეს (ნუ აქ, რა თქმა უნდა, გაჩნდა ვერსიები, რომ ჩაფხუტს გავს, ან გადაჭრილ დედამიწას..იყო კიდევ სხვა ვერსიებიც, რომლის აქ დაწერაც არც თუ ისე სასარგებლოა და თუ რამეა ჩემს პროფილში იხილეთ :D) პრინციპში, ძველ ლოგოს ახლანდელი ჯობია. მართალია ი-სგან ბურთად გადაიქცა და ფრთებიღა შერჩა, მაგრამ მაინც. მშვიდია რაღაც.. Read the rest of this entry »
let’s go girls
girls და არა მარტო..
დალაგება იმ ჭირთაგანია, რომელსაც ვერავინ ვერ იტანს [იმჰო]. ყოველდღიური, მოსაწყენი პროცესია, რომელიც ხანდახან ისე გვეზარება, რომ მზად ვართ, სანამ მტვრების გორგლებს არ წავაწყდებით ავეჯის ზედაპირზე და იატაკზე- არ დავალაგოთ :D დასასვენებლად რომ ვარ ხოლმე, მაგალითად მასე ვაკეთებ, იმიტომ რომ როცა დასასვნებელად ვარ, მე ვ ი ს ვ ე ნ ე ბ! :D
მაგრამ სახლში, რა თქმა უნდა, ვერ დავისვენებ.. ოჯახის ყველა წევრი, ვგონებ გენეტიკურად, მიდრეკილია სახლის აწეწვისკენ და თან ძალიან ბევრი ნივთი რომ არის სახლში, ხელის ერთი მოსმით იწეწება..ასე რომ, ყოველ დილას საფუძვლიანი დალაგებაა საჭირო.
რომელ დღეებშიც დილიდან არ მიწევს გასვლა, დილა დალაგებით იწყება. ჩემთვის ნამდვილი სტრესია ყოველ დღე ერთი და იგივე არასასიამოვნო პროცედურის ჩატარება: საწოლები დაალაგე, სათამაშოები აფხიკე ყველა კუთხე-კუნჭულიდან, იატაკები დაწმინდე.. Read the rest of this entry »













