Posts Tagged ‘blogroll.ge’
happy birthday
დაახლოებით ერთი თვის წინ, 28 ოქტომბერს, დიდი ზარ-ზეიმით უნდა მიმელოცა ჩემი ბლოგისთვის დაბადების დღე. გავხსენი ახალი პოსტის ფანჯარა, დავწერე პოსტი და ბოლოს სულ სულ პირველი პოსტის გალინკვისთვის მოვძებნე ის პოსტი და სახე შემეცვალა თარიღი რომ დავინახე..
საიდან მახსოვდა ეს 28, დღემდე აზრზე არ ვარ..თან ისე დარწმუნებული ვიყავი, არც მიფიქრია გადამოწმება. ჩავვარდი თითქმის ისტერიკაში, მთელი პოსტი წავშალე [ამ დროს ვნატრობდი, რომ პოსტი ქაღალდზე ყოფილიყო და უფრო კარგად შემეგრძნო მისი განადგურება :D] და განვაცხადე Read the rest of this entry »
blogroll.ge
არც ერთ reader-ის ტიპის ქმნილებას არ ვწყალობ. ყველასგან ნაქები google reader-ის შეყვარება ვერაფრით ვერ მოვახერხე. ვერც RSS-ი მომწონდა მაინცდამაინც და ისევ ძველ, მამაპაპურ ხერხს, ბლოგებზე სათითაოდ შემოვლას მივმართავდი, რაც თავის მხრივ იწვევს ძაალიან ბევრი ბლოგის მივიწყებას, კომენტარების დაზარებას და ა.შ.
[აქ სევდიანი, ტრაგიკული მუსიკიდან რამე ამაღლებული განწყობის სიმფონიაზე გადასვლა]- ამ ძნელბედობის ჟამს, პოსტებსა და ბლოგებს შორის დაბნეულად მოსიარულეს შემომხვდა მრავალგზის ნანატრი blogroll.ge და მე მივხვდი- ის ის არის!
მოკლედ, ბევრი რომ არ ვიბოდიალო, როგორც იქნა გაიხსნა ნანატრი ქართულო ბლოგების აგრეგატორი! თავიდან ვიფიქრე ვერ დავუმუღამებ და ისევე მომბეზრდება, როგორც გუგლ რიდერი მეთქი, მაგრამ იისეთი კომფორტულია, ისეთი მოსახერხებელი და ისეთი აი უბრალოდ საყვარელი, რომ არ ვიცი :D მის მრავალფუნქციურობაზედ მოგახსენებთ Read the rest of this entry »













