Posts Tagged ‘BigCrow’
დღე!
:mrgreen: აბა გამოიცანი რატომ არ ქვია პოსტს დღე მეორე
გუშინ პოსტის დაწერისთანავე pm მომწერა სისტერმა[თსუ-ს ფორუმი. >ამ პოსტში< მყავდა ნახსენები თუ პომნიტე..], რომ გული დამწყდა ასეთი პერიოდი რომ გაქვთო და წარმატებებიო და კიდე იმ პოსტის ბოლო ფრაზაზე ცრემლები წამომივიდაო. უუ ცრემლი მერე იყო თუ იყო :დ ძაან გული ამიჩუყდა მაგ პმ-ზე :უსერ: და რაღაცნაირად მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, დავშორდები და ფორუმით გადავიტან და ა.შ.
ცოტა კარგად რომ ვიგრძენი თავი და მეთქი თიინი, რა მოხდა ერთი კვირა? შენგან დასვენება უნდა უბრალოდ.. ხოდა ნელ-ნელა დავიგრუზე. სხვადასხვა ვერსიები, რომ ალბათ სხვა ყავს, ალბათ ის, ალბათ ეს და საკუთარ ფიქრებზე დაბოღმილმა მესიჯი მივწერე ისეთი, ალბათ ჩემი ყვირილი ესმოდა რომ კითხულობდა :დ მეთქი ერთი კვირა პოხ, ეხლავე მითხარი ! ნუ არ მომწერა ერთი 20 წთ და მსნ-ში შევედი და იქ მივწერე. ვილაპარაკეთ..ბევრი ვილაპარაკეთ..მერე ისეთები მითხრა, რომ დავშორდით [ისეთები რა..დაახლოვებით შენ ის არ ხარ, ვინც ბოლომდე გამიგებს და ა.შ. ] ხოდა ეგ რომ მითხრა მეთვითონ ვუთხარი- ვსო, დავშორდით-მეთქი, მერე საშინელებები ვუთხარი, რომ შენ მე ჩემი თავის რწმენა წამართვი და რაღაც რეჩი და ბოლოს მიყვარხარ და და უცებ ბლოკ მსნ, ბლოკ სკაიპ და გავვარდი საწოლში. აა როგორ ვღნაოდი :დ აი წიპა- მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გამიარა:ლოლ:მერე მსგ მომწერა, რომ ასე გავარდნა ნეგატიური დასასრულიაო . ის ერთი წელი გაიხსენეო, მე კარგად ვიყავიო და ა.შ. ამაზე იასნა უფრო მოვიშალე, ამის წყნარი ტონი ნერვებს მწიწკნიდა იმენა :დ ხოდა კიდე ღნავილ, ღნავილ, + მესიჯი, რომ მე ყველაფერს ვნანობ რაც იყო და ა.შ. აი იმ წამს მართლა მერჩივნა ის ერთი წელი არ ყოფილიყო , იმიტომ, რომ კარგი რამე როცა მთავრდება, ჯობია არ იცოდე რა კარგი იყო : ) ბოლოს ისე დავამთავრე, რომ თუ მაგის მეტი არაფერი გაქვს მოსაწერი აღარ მომწერო, მე ვნანობთქო და ნუ იმან- ძალიან ცუდიო და ვსო..გავიდა გძეტა 10 წუთი და აი ყველაფერმა თავში დამიარა. მეთქი რას ვაკეთებ, რისთვის ვკარგავ ყველაფერს. ჩემი უაზრო ხუშტურების გამო, რომ თურმე ყოველ წუთს უნდა ვიცოდე სად არის, უნდა გაუძლოს ჩემს ეჭვიანობას, ისტერიკას ყოველ ერთ კვირაში რეჩით- მოგბეზრდი და ა.შ. კიდევ ბევრ იდიოტიზმს. მაშინ მივხვდი, რომ ეს ნამდვილად არ არის ის, რაც იმას ჭირდება. არც მე მჭირდება.. პროსტა ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ორივე ერთმანეთისას მივერეკებოდით და არც ერთი არ ვიცვლებოდით. არადა მე შემეძლო შეცვლა , რომ მცოდნოდა, რომ ამას დაშორება მოყვებოდა. ხოდა მივხვდი, რომ დიდი შეცდომა იქნებოდა ეხლა დაშორება. მეთქი დაი შანს, მეორე.. მერე მსნ-ში შევვარდი და მივაყარე ყველაფერი, რომ ასე და ასე, მე შევიცვლები და ა.შ. ხოდა დღეს უნდა ვნახო : )) ის რასაც ითხოვს, იმდენად ელემენტარულია, რომ პროსტა ვალდებული ვარ შევუსრულო :დ იმის გამო ვარ ვალდებული, რომ ერთი წელი უძლო ყველაფერს..მერე მროველას მივწერე რეებიც მოხდა [ნუ ის იცოდა, რომ ვშორდებოდით ] , ისიც მივწერე რეებსაც მივხვდი და მითხრა- მაგიტომაც მევასებიო :უსერ: სხვათაშორის ბევრი ვიფიქრე, რომ ღირდა თუ არა თავიდან დაწყება და ეს ფიქრნი მროველას გავუზიარე და სწორად იქცევითო მითხრა :უსერ: .. მოკლედ, ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა. აი პრომის ეგრეც იქნება..
კიდევ ერთი რამე, რაც აუციელებელია.. როგორც კი “დავშორდით”, მეთქი ეხლა ნიკს რა ვუყო, ავატარს რა ვუყო, ბლოგს რა ვუყო და ა.შ. მივხვდი, რომ ბლოგის წაშლა პროსტა არ შემეძლო..ნიკებს მივადექი და ცოტა-ცოტა დავცვალე. ეს აუცილებელია . კიბორგა მეუბნებოდა ცოტა ხნის წინ კაკრაზ მაგას ფორუმზე ერთ-ერთ თემაში :
დაიბრუნე ძველი ნიკი, ძველი ალტერ ეგო, ძველი გამტრაკებლობა და შეინარჩუნე ის რაც მას დააინტერესა in the beginning – ყველა კარგავს ინტერესს ადამიანიასადმი რომელიც იცვლება იმ საწყისიდან რომელიც მოგწონდა… ნუ თუ ეს ცვლილება აგავორენნი და/ან საკუთარი განვითარების მიმარტულებით არ არი. think about it
© პრემუდრი cyborg რაზდაიოტ სავეტი.
ხოდა გუშინ ჩავწვდი მისი სიტყვების ჭეშმარიტებას :დ როცა მაქვს ნიკი LadyCrow, მინდა თუ არ მინდა, ვასოცორდები BigCrow-სთან, რომელიც ჩემამდე იყო :დ.. როცა მეგონა, რომ დავშორდით, პირველი, რისი მოშორებაც მინდოდა ნიკი იყო..ხოდა მართალია არ დავშორდით, მაგრამ ნიკის შეცვლა მაინც გადავწყვიტე : ) ჯერ მეთქი ქრცვინი ვიქნები ისევ, მაგრამ აარ დამევასა.. ხოდა გამახსენდა კოტემ რომ მითხრა ადრე, tiny დაირქვიომომეწონა მაშინაც.. ხოდა აგერ, ალბათ ხედავთ, რომ პოსტი არის by tiny,თინი-დ იკითხება მშვენივრად :დ . . აუ ტრანსლეიტ.გე-ზე თინის ყველა განმარტებაა მაგარი :
tiny – adjective ძალიან პატარა, პაწაწა, ერთი ნამცეცა, ერთი ბეწო.
ეს ბევრ რამეს გაგვიადვილებს. უნდა ვისწავლო როგორია მისგან დამოუკიდებლად ყოფნა. უნდა ვისწავლო, რომ ადამიანები, რომლებიც მისი მხრიდან გავიცანი , მასთან ასოცირებულად არ უნდა აღმიქვამდნენ და ა.შ. საბოლოოდ, აი მიუხედავად მთელი ამ ნერვიულობისა, მაინც კარგი იყო ის ნახევარი საათი, როცა საბოლოოდ დაშორებულები ვიყავით, იმიტომ, რომ იმ ნახევარ საათში მივხვდი იმ შეცდომებს, რაც აღარ უნდა გაიმეორო : )) ასთე რომ დაგიბრუნდით :ბის:
28:23
უპს, დამეწყო ჩვეული სიზარმაცის აპოთეოზი. მთელი დღეა ვფიქრობ, როგორ კარგი იქნებოდა დამეწერა მაკდონალდსში კოტესთან და მარისთან ერთად ვიზიტზე, მერე რაგბზე და ა.შ. და მეზარება.. არადა ისეთი კარგი დღე იყო : ) მარიმ რომ დაგვტოვა მე და კოტემ მთელი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია დავლაშქრეთ, რომ დრო გაგვეყვანა თამაშამდე. ვათვალიერეთ ათასი მაღაზია და თან ხან მარიზე, ხან ყვავაზე ვლაპარაკობდით და კოტე მიზიარებდა რაოდენ ძნელია პმს-ის დროს ქალის გაძლება..სულ ჩემი თავი მედგა თვალწინ და თან ტირილზე რომ თქვა, ნერვები მეძაბებაო. კიიდო მითხრა როგორც კი ოდნავ მიგრუზული სახით დავჯდებიო [დაღლიოლობის ჟამს] მაშინვე კითხვებს მისვამს მე ხომ არ ვარ შუაშიო და კაკრაზ მე ვარ ხოლმე ეგრე.. გუშინ მსნ-იდან რაღაცნაირად გავიდა ყვავა და ვაიმე რა პანიკა დამეწყო : | დაჟე დავურეკე [არ მიყვარს ტელეფონზე ლაპარაკი] და მეთქი მე გაგაბრაზე? :სლუკუნ: თურმე არ.. ხოდა მოკლედ, მიხაროდა თანდათან, რომ მარტო მე არ ვარ ასე .. და ა და კიდევ ნიკი მომიფიქრა კოტემ, მარიმ მახარა მაკდონალდსში როგორც კი შემოვიდნენ – tiny- ესეთი ნიკი გქონდესო..ხოდა დამევასა და ვინანე ბლოგს როცა ვხსნიდი მაშინ რატომ არ არსებობდა ამდაგვარი ვერსია : ) დღითიდღე ინლავ ვხვდები ამ წყვილზე, ძალიან საყვარლები არიან ცალ-ცალკეც და ერთად ხომ საერთოდ.. :უსერ:

ხომმ..მერე რაგბი. თსუ-ს ფორუმელებმა დავგეგმეთ კაი ხნით ადრე მანდ წასვლა და აი ძაალიან კი წვიმდა სანამ თამაში დაიწყებოდა, მაგრამ ერთი წამით არ დამზარებია. არადა რაგბის წესები არ ვიცი, არც მიყურებია არასდროს. ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ მე და ზოგადად მარტო ფეხბურთზე ვაფრქვევ ხოლმე ცრემლებს. რაც მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიის გამო ცრემლები ვღვარე ააა…სტადიონზე კიდე სააერთოდ მაგარი შეგრძნებაა. ხოდა ვფიქრობდი, რომ არ მომეწონებოდა რაგბი. თავიდან ჰიმნი რომ ვიმღერეთ მაშინ ამიჩუყდა გული. საერთოდ ესეთი რამეების შემჩნევა არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ ისეთი კარგი გრძნობა იყო:უსერ:მერე ნელ-ნელა ავყევი თამაშს,ჯორჯი მეჯდა გვერდით და უცებ განმანათლა წესებში და დავიწყე მეც წივილ-კივილი. ხოდა ბოლოს, ტაშს რომ უკრავდნენ მაყურებლებს აი გული ამიჩქარდა და კიდე ამიჩუყდა გული:უსერ:სტადიონი ძალიან მაგარი რამეა რა ზოგადად..ჩემი საყვარელი ადგილი :დ ეხლა პირველში ფეხბურთია, ნაკრები თამაშობს და მანდაც მივდივართ : ) ა,სურათები, (c) sweety თავისი საყვარელი ციფრულით :უსერ:


p.s. სვითის ბლოგზე ჯეიდენმა დააკომენტა და ავხტუნავდი რამის და სულ თითების კანკალით ვწერდი მარის მესიჯს, ნახე კომენტარითქო :ლოლ:
პ.პ.ს. ამ კვირაში მე და პიკო დალიელას გავიცნობთ : )
5 თვის შემდეგ..
10 ოქტომბერს პირველი პოსტი გავაკეთე ბლოგზე. მას შემდეგ, თუ აარ ვცდები გავიდა დაახლოვებით 5 თვე..
5 თვის მანძილზე სტატისტიკა ასე გამოიყურება [ეს შუადღის მონაცემებია. ეხლა 114 ჰიტი მაქვს ვორდპრესის მიხედვით..4 საათამდე დაითვლის ეს..]
[ესეც შუადღის სკრინშოტია,ეხლა ცოტა სხვანაირად გამოიყურება : )] პირველი მთვლელი ვორდპრესის არის, მეორე ტოპ.გე-სი [რომელზეც ამბობენ, რომ კარგად არ ითვლისო და აკლებს ცოტ-ცოტასო] , მესამე სვითის ტოპ ღილაკი, სადაც რაღაც პორნო საიტმა გამისწრო მუხანათურად, მერე არის ონლაინ უსერების მთვლელი, რომელიც ორი დღეა დავაყენე და ძალიან მიხარია, რომ საღამოობით 3-4 ონლაინს ვხედავ. და ბოლო არის პეიჯ რანკი.. რომელიც სვითიმ ახსნა ამ პოსტში . ციტატა :
იმისთვის, რომ შენმა ბლოგმა შემოსავალი მოგიტანოს, პირველ რიგში პოპულარული ბლოგი უნდა გქონდეს. რა იგულისხმება პოპულარობაში? პოპულარობა ძირითადად გუგლის Page Rank-ით, Alexa Rank-ით და Technorati rank-ით განისაზღვრება.
შემოსავალი ნაკლებად, მაგრამ პოპულარულობა მაინტერესებდა და ჩემი რამეებიც დავითვალე, დიდად ვერ მივხვდი მაინცდამაინც, მაგრამ პეიჯ რანკი იხილეთ უკვე , 4 იყო, alexa : 16,772,631 [ეს რიცხვი კარგია თუ ცუდი ვერ დავადგინე ჯერ :დ უპდატე: სვითიმ მითხრა ცუდიაო და იმიტომ არის ცუდიო, რომ ოპერას ხმარობო და ეგ მარტო Fierfox-ით შემოსულებს ითვლისო..] და მესამე ვერ გავაკეთე ვერანაირად ..
თვეში საშუალოდ 2000-დან 3000-მდე ვიზიტორი მყავს. ნუ დღეების სტატისტიკა ასე გამოიყურება :
რომ დავაკვირდი, ყველაზე ბლომად მაშინ შემოდის ხალხი, როცა რაძი კაიფა კი არა, არაზარმაცულ პოსტს ვწერ ხოლმე.. კიდე ბოღმიანი პოსტებია ტოპ სიაში..
ტოპ რამეები ასეა : Read the rest of this entry »












