Posts Tagged ‘bankomat’
ურჩხული ბანკომატები და ერთადერთი სიყვარული
ბლოგის უჩვეულო რეჟიმის გამო, ცოტა არ იყოს დავიძაბე..დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს!
რამდენიმე რაღაც, რასაც ვერ ვეჩვევი/არ მიყვარს/დისკომფორტს მიქმნის..
სიაში ღირსეულ, პირველ ადგილს იკავებს
ტელეფონზე ლაპარაკი!
ვერ ვიტან სახლში რომ ჩემს გარდა არავინ არ არის და ტელეფონი რეკავს, იძულებული ვარ, რომ ვუპასუხო. ყველანაირდ თავს ვარიდებ ხოლმე. რისი ბრალია არ ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ვერ ვიტან.იგივეა მობილურ ტელეფონზეც – უფრო მწვავედ თან.
კონცენტრაცია მეკარგება, თუ რა არის არ ვიცი, მაგრამ სულ დაბნეული ვლაპარაკობ ხოლმე. იცით რა ძნელია? რომ გინდა, რომ უპასუხო და თან იცი, ტვინს იმხელა ძალა უნდა დაადგეს და გეზარება :D არასდროს არ ვრეკავ საქმეზე ისე,თუ განსაკუთრებულად არ მოვემზადე სიმყუდროვეში არ დავჯექი და ტვინი არ გადავრთე “ტელეფონზე ლაპარაკის რეჟიმში”. როგორ მოვახერხო, რომ ტელეფონზე ლაპარაკი ასე არ მთრგუნავდეს, არ ვიცი, არადა საჭიროა აშკარად..
მეორე- ბანკომატები!
ნუ ბოლო დროს კიდევ რა უჭირს, მაგრამ ისეთი შიშები მქონდა ხოლმე.. აი რაღაცნაირად მაშინებს საერთოდ საბანკო ოპერაციები,ამდენი რიცხვები. ჯერ ერთი ალბათ იმიტომ, რომ მე და მათემატიკა ერთად ვერ ვთავსდებით :D სულ სულ თავიდან რომ ჩემი პირველი პლასტიკური ბალათი მეპყრა ხელთ და მარტოს უნდა გამომეტანა თანხა ანგარიშიდან, ერთი-ორი წუთი ღრმად ვსუნთქავდი და ისე მივედი ბანკომატთან- შენელებული კადრით და ნელი ნაბიჯით :D












