Posts Tagged ‘baby’
babies
დღეს დილით, გაღვიძებისთანავე და შესაბამისად კომპიუტერის ჩართვისთანავე, ოპერას feed-ებში დოდკას პოსტი ამომიხტა სახელით – baby. ვაჰ- მეთქი ალბათ ბევრს ფიქრობს მშობიარობაზე და გადაწყვიტა პოსტი დაეწერა ბავშვზე რას გრძნობს და ა.შ. ხოდა რომ შევედი ბლოგზე და წინადადება 3420gr-ით იწყებოდა, მერე კი მივიღე უსერ სახე და გული ამიჩუყდა. კომენტარებში რომ შევედი კიდე თაა-ს ამბავიც დამხვდა. თავისთავად გავვარდი მერე მშობლების კლუბში და დეტალურად გადავიკითხე ორივეს ამბები. ის ის იყო დავჯექი დამშვიდებული და ვინაიდან მაგ განყოფილებაში პირველად შევაბიჯე ფეხი, ფორუმელების ბავშვების სურათების თვალიერება დავიწყე. ბედნიერი ღიმილით ვუყურებდი ბავშვებს და ნელ-ნელა ჩემი დედობრივი ინსტიქტი, რომელსაც პარალელურ რეჟიმში ჩემი ორი და და სტუმრად მყოფი დეიდაშვილი ახშობდნენ, ნელ-ნელა იღვიძებდა. Read the rest of this entry »












