Posts Tagged ‘893’
ჩემი ქსელი
რამდენიმე დღის წინ ჯეოსელის ქსელის პარალიზება მოხდა. მე სადღაც მქონდა მიგდებული ტელეფონი და სულ ვერ გავიგებდი ამ ამბავს, რომ არა ფეისბუქზე ატეხილი საყოველთაო განგაში- ძირითადად უცენზურობების შემცველი სტატუსები ან უბრალოდ გაბრაზებული სტატუსები და ა.შ.მოკლედ, ამ ვითარებაში შეიძლება პირველად დავფიქრდი რატომ ვარ ჯეოსელის აბონენტი და რატომ ვაიგნორებ ასე გულმოდგინედ სხვა დანარჩენი კომპანიების იმიტომ, რომ ატყდა სხვა ქსელის აბონენტების მიერ ბრძოლა- აი, იყავით მაგთის აბონენტი და ასე არ გაგეთიშებათ არასდროს, ბილაინი ფორევერ (:D) და მსგავსი რამეები..
PR ტექნოლოგიებში პროფესიონალურ დონეზე ვერ ვერკვევი და შეიძლება მაინცდამაინც კარგად ვერ ავხსნა რისი თქმა მინდა, მაგრამ როგორც მომხმარებელს ხომ ჩამოყალიბებული მაქვს აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით დროთა განმავლობაში და მგონი ჯეოსელის სწორად წარმართული მუშაობის შედეგია, რომ რაც არ უნდა კარგი შემოთავაზებები ჰქონდეთ დროდადრო სხვა კომპანიებს, ინტერესიც კი არ გამჩენია კარგად გარკვევისა…
ჯეოსელს ყოველთვის აქვს რაღაც გამორჩეული და კარგი და საერთოდაც, კარგ რაღაცეებთან ასოცირდება. Read the rest of this entry »













