Posts Tagged ‘500 days of summer’
movies, part V
სათაურის დარქმევისას კითხვა გამიჩნდა- ნაწილებად რომ ვაკეთებ, სადამდე ვაპირებ ასვლას o_O მომავალი პოსტიდან შევუცვლი სათაურებს..
ბოლო დროს შედარებით იშვიათად ვუყურებ ფილმებს, შემომაკლდა გადმოწერილების მარაგი და ძებნა მეზარება ხოლმე. მაგრამ თავისთავად მაინც ვუყურებ დროდადრო და ტრადიციულად, ბოლოს ნანახი რამდეინმე ფილმის მიმოხილვა:
ფილმი რომანტიულია. ცოტა არეული სიუჟეტი აქვს, დღეები დახტის და ცოტა დამეზარა ტვინის მიდევნება :D მაგრამ საერთო ჯამში კარგია. ტრადიციული happy end-ით არ მთავრდება, მაგრამ ეგეც კარგია. იმიტომ, რომ ოპტიმიზმისთვის ადგილი რჩება ისეთ შემთხვევაშიც, როცა ერთი ურთიერთობა ცუდად მთავრდება
მე მიჭირს ხოლმე დაძაბული ფილმების ყურება და თითებზე ჩამოითვლება საშინელებათა ფილმები რამდენი მაქვს ნანახი. ეს მთლად საშინელება არ იყო, მაგრამ შემეშინდა. ღამე ვუყურე, იდუმალ გარემოში და ფაქტიურად შევიშინე თავი :D რომანტიკაც იყო გარეული და ერთ-ერთ ბოლო მომენტზე გავსკდი ტირილით. საერთო ჯამში, კარგი ფილმია
ამ ფილმის ყურებისთვის მე ჯერ კიდევ არ ვიყავი მზად, როგორც აღმოჩნდა. არადა ბოლოსდაბოლოს როდისმე ხომ უნდა მენახა :D ვუყურე და მთელი ფილმის მანძილზე ერთი კოლოფი ერთჯერადი სალფეტკი დამჭირდა :| ნუ, ვისაც მაინცდამაინც გულზე არ მოხვედრია mj-ს სიკვდილი, იმათთვის ალბათ უბრალოდ კონცერტის რეპეტიციის ჩანაწერები იქნება, მაგრამ მე რომ წარმოვიდგინე, რომ ეს კონცერტი, რომელისთვისაც ასე ემზადებოდა და ვერ.. ბრრ, უჟას! ამ განცდების გარეშეც საინტერესო საყურებელია, მართლა :)
Bogus
ფილმი, რომელსაც არ ვიცი რატომ ვუყურე, მაგრამ ასე ვიცი ხოლმე- ტელევიზორში რამე ფილმს თუ შევყევი ვუყურებ. არადა კომპიუტერში რაღაც ფილმი თუ არ მომეწონა, მაშინვე გულს ვიცრუებ. ანუ, ტელევიზორში უფრო ადვილია ყურება თითქოს. ხოდა ესეც რაღაც გასართობი ფილმი იყო. წარმოსახვით მეგობარზე, რომელიც ყველას გვყავს, როცა გვიჭირს:))რაღაც მომენტში გულიც კი დამწყდა, რომ ბავშვობაში მასეთი მეგობარი არ მყოლია :D კარგი მსახიობები არიან თან.
















