Posts Tagged ‘220’
პოსტი ესე, ოდეს ვიოლინო ვიყიდე
არის ! აღსრულდა ! ..არ დამიწერია არაფერი იმაზე , რომ დავიწყე ვიოლინოზე ისევ სიარული. არც იმაზე, რომ დღეში 6 საათი ვმეცადინეობ და ეს იმდენად უცნაურია ჩემნაირი ზარმაცისთვის … რაც მთავარია სიარულის დაწყების დღიდან ვმათხოვრობ სახლში, დეიდებო, ბიძიებო ვიოლინო მიყიდეთ მეთქი. ჩემი ძველი ვიოლინო დამიპატარავდა :) ზოგადად არ მჩვევია ხშირ-ხშირი მათხოვრობა და რომ შეატყვეს რა ძალიან მინდოდა კარგიო.. მთელი ერთი კვირა დავდიოდი და ვეძებდი. “ძეტსკი მირში” თქვეს ჩინეთიდან ჩამოგვაქვს და ასე ორ კვირაში იქნებაო. სანამ იმათ შევუკვეთავდი ყოველ შემთხვევაში მუსიკის სახლშიც შევიარე და როგორც შევიარე , ისე გამოვიარე :გივი: ბოლოს გადავწყვიტე ისევ იქ შემეკვეთა და ჩინური :უსერ: ის ის იყო მივუახლოვდი ვაგზლის მოედნის მიდამოებს, გამახსენდა “ტიტანი”. ჯანდაბას, მანდაც ვნახავთქო ვიფიქრე და მოვბრუნდი. საღამოს, ლექციების მერე შევიარეთ და ჰოი საოცრებავ..ის იყო :D დამცინეთ თქვენ და მართლა ის იყო..ზოგადად ეს ზომა ვიოლინო იშვიათობაა, იმიტომ, რომ თუ ვინმე ყიდულობს,- ყიდულობს ბოლო ზომას “ბარემ”..ჩემი ბოლო ზომა ჩემი ტანისთვის 3\4 იყო. ავაწყე , ჟღერადობა გავსინჯე და სახლში მოსვლისთანავე კიდევ უარეს მათხოვრად ვიქეცი :უსერ: იმდენი ვქენი, რომ დღეს მამა ადგა და წამომყვა საყიდლად.. მამა რომ რამეს ყიდულობს ჯერ დაიწყებს ხოლმე ათასი რამის გადამოწმებას. სთხოვა კატალოგები იქ, მართლ იტალიურია თუ არაო, მერე სათითაოდ დაათვალიერა ვიოლინო-ფუტლიარიანად და ბოლოს ჩემს საწყალ მზერას ვეღარ გაუძლო და აი ( ჯერედ აუწყობელი და უჯორაკო მაშვრალი იგი ):

და ძაან მაგარი (ოღონდ ზემოთხსენებულზე არა ) :
_ დე, დღეს კრუელა უნდა ვნახო და მოვალ მერე
_ ვინ კრუელა?
_აი , ძაან ლამაზი რომაა
_აა, კაი
:D












