Posts Tagged ‘033’
033
7 [31.08-6.09]
აი ესე არს კატეგორიაი ახალი, შვიდ დღედ წოდებული :D კატეგორიის იდეა ნატოშასთან ნანახმა ერთმა კატეგორიამ მომაწოდა, ეს არის 365, სადაც დებდა ხოლმე დღის ასოციაციის სურათებს. მე კიდევ გადავწყვიტე, რომ კვირაობით, 7 დღის ასოციაცია-სურათი დავდო თავისთავად კომენტარებითურთ : ) მაშ ასე:
ორშაბათი
ექიმები- ჩემი სუსტი წერტილი. არრ შემიძლია, ეგრევე ყველანაირი ტკივილი გადამივლის ხოლმე ექიმს რომ მიხსენებენ :D ხოდა ორშაბათს უცებ რამის ოთხად მოვიკეცე ისე ამტკივდა კუჭი და სიცხე ამივარდა 39-მდე. ჩვენს ექიმს ვკითხეთ და ქირურგთან მიდითო.. აქ გამისკდა გული, მეეთქი ჩემს ერთადერთ და განუმეურებელ კუჭს საფრთხე ხომ არ დაემუქრა. დედაჩემმა ბრმა ნაწლავი ჩართო საქმეში და სულ გადავირიე- ჩემს დედისერთა აპენდიქსს რამე არ დაუშავონთქო და ფეხები ავაბაკუნე არ წამოგყვებით მეთქი. ხოდა მამამ ეგრე არ გინდაო და მოუხმო სასწრაფოს.. მართლა ეგრევე მთელმა ტკივილმა გამიარა.. ნუ მაინც მატკინეს ისე მაჭერდნენ ხელებს მუცელზე გასინჯვისას oO მაგრამ მშვიდობიანად ჩაიარა და მითხრეს, რომ ნაღველი მქონდა გაღიზიანებული.. შემსვეს გაზგასული ბორჯომის და უცხიმო და შეუწველი საჭმელების დიეტაზე, რომელიც უკვე აღარ არს ძალაში :D Read the rest of this entry »
ვენიდან ვენაში
გუშინწინდელ ღამეს, ჩემს სახლში რომ შემოგეხედათ, ჩემი შეშინებული თვალების მეტს ვერაფერს დაინახავდით.. მამა გახდა ცუდად. უცებ დაეწყო არითმია გულზე, არ უწყნარდებოდა არაფრით. დედაჩემის შეშინებული თვალები, მამაჩემის ხმა- „სასწრაფო გამოიძახეთ“, ორი ექიმი და ფილმებში რომ არის ელექტრო მუხტი თუ რაღაც, მე რომ „გასაცოცხლებელს“ ვეძახი ის, დატრიალდა გარშემო. სინამდვილეში თურმე ელექტრო მუხტის მიღმა კარდიოლოგიის გადასაღები დანადგარიც არსებობდა.. მოკლედ, რამდენიმე ადგილას დააწებეს რაღაცეები, თან წნევას უზომავდნენ, თან კითხვებს აყრიდნენ, თან საავადმყოფოს ადგენდნენ-სად გადავიყვანოთო.. Read the rest of this entry »












