ვარსკვლავები

რამოდენიმე დღის წინ, რუსთაველზე მოსეირნეს, თვალში მომხვდა ყველგან გაკრული პოსტერები .. 15 აპრილი, სიყვარულის დღე და ა.შ. და ჟურნალ ვარსკვლავების ურლ [stars.ge] . მაშინ , რა თქმა უნდა, ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ დღეს, შუა კოლოქვიუმზე ერთი გოგო წამოხტა და გულითადად მოგვილოცა ნამდვილი, ქართული სიყვარულის დღე ! აი მაშინ გამიარა მთელმა ცხოვრებამ .. ტფუ, იმ პოსტერმა თვალწინ და გამახსენდა ზემოთხსენებული ურლ-ც.  პირველ რიგში, მე ვამაყობ იმით, რომ წელს ქუჩაში ჭრაჭუნა პარკებში შეფუთული დათუნიანიებიანი წყვილები არ შემხვდნენ :დ .. ნუ, აშკარად არ იგრძნობოდა არაფერი მაგდაგვარი, არ ვიცი აქციების გამო თუ რა იყო, მაგრამ.. მოკლედ, მოვედი სახლში და შევედი მათ ვებ გვერდზე , თუ შეიძლება, რომ საერთოდ ეწოდოს ასე ! ერთი წუთით შედით, დიზაინს შეხედეთ,  დატკბით მორბენალი სტრიქონებით და ჭრელი ბანერებით, ოღონდ დიდხანს არ უყუროთ, საზიანოა.. ნუ სანამ ჟურნალის შიგთავსს შევეხები, ჯერ ამ ჭეშმარიტი ქართული სიყვარულის დღით დავიწყოთ . ჯერ პოსტერი  თავისი სიმბოლიკით ” 15″ : 

untitledbmp1

ახლა ცოტა ჩავუღრმავდეთ საკითხს და იქვე მოთავსებული სტატია ვნახოთ:

lkbmp

ყურადღებას ვამახვილებთ ფრაზებზე:

მიზეზი საქართველოში სიყვარულის დღის დაფუძნება იყო, დღის – რომლის გარშემოც სიმბოლურად უნდა გაერთიანებულიყო მთელი ქართველი ერი, დღის – რომელსაც სიმბოლურად უნდა შეექმნა ლამაზი ქართული ტრადიცია, რომელიც მისაღები იქნებოდა ქართველებისთვის,

15 წლის უკან, ამ ყველაფერის იდეის ავტორი, ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, ერთი ჩვეულებრივი შეყვარებული ქართველი, 18 წლის ბიჭი იყო, რომელმაც, აგერ უკვე 15 წელია აცხადებს, რომ – საქართველოში სიყვარულის დღის დაარსება იმ დროს თავის შეყვარებულ გოგონას, დღეს კი უკვე მეუღლეს, საკუთარი ოჯახის დიასახლისს და მისი შვილის დედას მიუძღვნა…

კარგი..ეს ყველაფერი უკვე გადაღეჭილია , რომ ბესიკ ჩუბინიძეობა უფროა, ვიდრე სიყვარულის დღე და როგორც ვთქვი, ვამაყობ, რომ წელს ქუჩაში გამოფენილი ახალგაზრდები არ დამინახავს ამ დღის აღსანიშნავად გამოსულები. ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი, რომ ეს პოსტი მარტო მაგაზე დამეწერა და კიდევ ერთხელ გადამეღეჭა ეს საკითხი, მაგრამ რომ შევედი და ვნახე იმ ჟურნალშიც და საიტზეც რა ხდება.. !!! ლექსიკა- გასაოცარი. ჯერ მარტო რად ღირს ამ ფრაზების მოსმენა და გააზრება [ეს მარტო პირველი ორი-სამი პოსტის  მარგალიტებია, მეტისთვის ნერვები არ მეყო ]

საქართველოში ბოლო დროს ჩაწრილ დუეტებს შორის მანჩოს და ახალგაზრდა, 10 წლის რუსა ზაზაშვილის დუეტი უდაოდ ყურში სასიამოვნოდ მოსახვედრია, ხოლო მასზე გადაღებული კლიპი, კი – თვალისთვის სასიამოვნო. თემაც სწორადაა შერჩეული – დედაშვილობა და მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი შინაარსის სიმღერების დეფიციტი ნადვილად არაა ქართულ რეალობაში, მანჩოს და რუსას სიმღერა მაინც დიდი სითბოთი გამოირჩევა, კლიპი კი, სართოდ – ამაღელვებლად საყურებელია. კლიპის რეჟისორი კაკი ბოლქვაძეა, რომელიც ბოლო დროს ატიურად მუშაობს მანჩოსთან და მისსავე სტუდიაში და რამდენიმე პროექტში პირდაპირი წესითაა ჩაბმული, კლიპი რომელიც მან გადაიღო თემით, წლების წინ ასევე დედაშვილობაზე გადაღებულ რუსა მორჩილაძის და ნათია გოგიტიძის კლიპს ჩამოჰგავს, და საერთოდ – თუ ეს თემა უფრო აქტიურად აისახება ქართულ ვიდეორგოლებში საერთო საქმისთვის უკეთესი.

დიდი მადლობა რედაქციას, რომ მეტის გაბოლდება არ მომიწია :ბის:  ეხლა გიგა კვენეტაძის ბედნიერებაზე:

მოსკოვში გადახვეწილი ქართველი მომღერალი გიგა კვენეტაძე მალე გაგვიბედნიერდება (კია უკვე დრო)

ოფიციალური კომენტარებისგან წყვილი თავს იკავებს, მაგრამ პირად საუბრებში ერთმანეთის სიყვარულით დნებიან და ქრებიან :) – თან მათი სიყვარულის ამბავი ქართულ მხარვრულ ფილმს “დღე პირველი დღე უკანასკნელი”-ს ჰგავს, სადაც ვითომ არავინ იცის, რომ სტაჟიან ფოსტალიონს ხელმძღვანელობა მაცივარს ჩუქნის, არადა ყველამ ყველაფერი იცის :)

ეს  ბოლო იმენა მთლიანად ბოლდია! ავტორი მაგარი როჟაა რა :დ .. ბოლო სტრიქონებზე მოვკვდი სიცილით, როგორ ჩაუხვია თავისებურად :დ მაპატიეთ, მეტის გადმოკოპირება ძალიან მეზარება და ამიტომ თუ ნერვები გეყოთ, თქვენ დაათვალიერეთ : ) .. ნუ პდფ ფაილიც იყო იქ ჟურნალის და იქაც ბლომად მარგალიტებია. ლექსიკაა ნუ აი არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა.. ამდენი წლის ჟურნალია, რით ვერ დაიხვეწნენ ღმერთმანი !

iljkbmp1

ცის კაბადონზე მბჟუტავ პერსონათა სია ძალიან დამოკლდა !

წტფ? რა ლექსიკაა ! აი გულით მინდა, რომ ვინმე მაგ ჟურნალის რედაქციიდან შემოვიდეს აქ და წაიკითხოს ყველაფერი :დ აი სასაცილოა მართლა : ))  ჯერ ერთი, დიდი და ვგონებ საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ერთხელ რომ წერენ, მეორედ წაკითხვას ნაწერი არ ექვემდებარება თუ რაღაც ეგრე, იმიტომ, რომ იმდენი შეცდომებია, -  გრამატიკულიან-ბეჭვდითებიანად.

პ.ს. მე მაპატიეთ ბოღმა პოსტისთვის, პმს მაქვს :დ

13 Responses to “ვარსკვლავები”

  • გავხსენი, თვალები მეტკინა, დავხურე.
    თუ კიდეა რამე განსაკუთრებული მარგალიტი, არ გამომაპაროთ რა :user:

  • აი მეც მაგას არ გეუბნებოდი მაშინ?

    სასტიკობაა ეს სტარს.გე

  • bas:

    მე იმაზე ვკაიფობ, მაგათხე იტყვი რამეს ცუდს – ნუ ცუდს რა ასე სარკაზმით ან იორნიით და ეგრევე ბოღმა როჟის იარლიყი გაქვს აკრული :)

    და თუ ბესიკ ჩუბინიძის ცოლის დაბადების დღეზე სიყვარულის დღეობას არ აღნიშნავ, უფრო მაგარი ბოღმა და ტრაკში პერო ხარ, ლოლ.

  • ცის კაბადონზე მბჟუტავ პერსონათა სია მაგარი იყო :D. ნაღადად არ ვიცოდი,15 აპრილი ბესიკის ცოლის პატივსაცემად თუ იყო დამკვიდრებული თორემ უფრო მწარე პოსტს დავწერდი :)

  • ამ ჟურნალის ყიდვას ვაპირებ,მითუმეტეს შენი პოსტის წაკითხვის მერე ეს სურვილი უფრო გამიმძაფრდა,კიდევ ლელა კაკულიას გაზეთს ვიყიდი და ისე არ მოვკვდები რომ არ განვიხილო :D

  • Didi madloba temis – ganxilvistvis :) – :) Genacvalet UFASO P.R.-shi :) – damatebiti shekitxvebistvis gtxovt damikavshirdit 95-78-10 :)

  • უღრმესი მადლობა უფასო პიარისთვის :)

  • გიორგი HHH:

    საგოოოლლ მაგარი კაცი ხარ :D მაგრად ვიგადავე :D

  • tiny:

    მე მანდ შემსვლელი აღარა ვარ ! :დ

  • tiny:

    ხო,გამახსენდა შენი ნათქვამიც რომ ვწერდი : ))) ძაან პრიკოლია :დ

  • tiny:

    ამ შემთხვევაში ორივე ვარ, ბოღმაც და ტრაკში პეროც :დ

  • tiny:

    სამწუხაროდ ძაან ცოტამ იცის ეგ :დ თსუ-ს ფორუმზე გვიან საღამოს ვაბშე ვიღაცამ გახსნა – მართლმადიდებლურ სიყვარულის დღეს გილოცავთო და მთელი ფორუმი თავს დაესხა, ჩუბინიძის სახელი ადინეს ყელში :დ მეც შემომელანძღა-სანამ ამ თემას გახსნიდი, იმ წუთამდე ვამაყობდი, რომ ჩვენს ფორუმზე არ გაიხსნა ეს თემათქო :ლოლ;
    შენი პოსტიც ვნახე ახლა : ))

  • უღრმესი მადლობა უფასო პიარისთვის :) – სულ რომ 3 ცალი ადამიანი :) შემოდიოდეს ამ საიტზე მაინც…:)

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)