რატომ სპაიდერმენ,რატომ..
აუუ, ეხლა პროფილის ხმები მომესმა იქეთა ოთახიდან, თურმე ერთი პატარა ბავშვი მეხუთე სართულიდან გადმომხტარა, ეგონა სპაიდერმენი დაიჭერდა :|
რა უნდა ვთქვა, მართლა სასწაულადაა გადარჩენილი.. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბავშვის აღზრდა ძაალიან რთული საქმეა და ამ საკითხს საერთოდ ძალიან სერიოზულად ვეკიდები. არ ვიცი როგორი დედა ვიქნები, მაგრამ ერთი ვიცი, რომ ყოველთვის ვივლი ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე, რამე რომ არ შემეშალოს. არ ვიცი როგორ უნდა აეცილებინათ ამ ბავშვის მშობლებს ეს შემთხვევა თავიდან, საერთოდ არ უნდა ეჩვენებინათ სპაიდერმენი, თუ რა უნდა ექნათ, ძალიან რთული საკითხია ეს, მარტო ვერ მივხვდები :D
ხო,ამას თავი დავანებოთ, რისთვის ვწერ ახლა ამ პოსტს- მაგრად განვიცადე, რომ წარმოვიდგინე რა გულგატეხილია ეხლა ის ბავშვი, რომ სპაიდერმენი არ მივიდა და არ გადაარჩინა. აი ყველაფერი ჩამწყდა :( ფიქრობდა სპაიდერმენზე, უყვარდა, ენდობოდა, სჯეროდა და უცებ სპაიდერმენმა კიარა ვიღაც ქალმა დაიჭირა და მერე მშობლებმაც ალბათ მწარე ლექცია წაუკითხეს, სავარაუდოდ მკაცრი ტონით, რომ ეს სისულელე როგორ გააკეთა, მეორედ აღარ უნდა გაიმეოროს, თავიდანვე უნდა აეხსნათ მულტფილმების არსი :| ვერც იმას ვერ ვიტან თოვლის ბაბუების არსებობას რომ აჯერებენ ხოლმე ბავშვებს :D
აუ რა იმედგაცრუებაა ჯანდაბა.. რატომ სპაიდერმენ, რატომ :user:














ჩემი კლასელი 9 დან გადმოვარდა და გადარჩა, პური ეჭირა ხელში და ჭამდა სანამ გადმოვარდებოდა ჩამოვარდნის მერე გააგრძელა ჭამა :D
ვაიმე,ფრთები ქონდა? :D :D
ბავშვი ძალიან ნაწყენი იყო იმიტომ რომ არავის სჯეროდა მისი :( რომ მართლა ნახა ის ოხერი სპაიდერმენი
ვაიმე :(
საწყალი ბავშვი :( რამხელა რწმენა ჰქონია o_O
არადა მაგ დროს სპაიდერ-მენი ალბათ სპაიდერ-ვუმენს ქსელავდა :>
არაადამიანი ადამიანი-ობობა :)
ამერიკელი ბავშვები “ჰარი პოტერის” შემყურე, საერთოდ ცოცხებით ხტებოდნენ სიმაღლეებიდან…რა გვიქნა ამ “ჰოლივუდმა” :)
ხომ რთული საკითხია ცოდოა ბავშვი რამხელა იმედგაცრუებაა სპაიდერმენის მაგივრად სპაიდერდეიდამ რომ გადაარჩინა.
ისე მეც მეჯერა ერთი პერიოდი რომ უცხოპლანეტელები მომაკითხავდნენ და თავიანთ პლანეტაზე წამიყვანდნენ ნუ პრინციპში დღემდე მჯერა ეს … :)
მართლა საოცრებაა როგორ გადარჩა ბავშვი :) თან რა საყვარელი იყო რომ ამბობდა : მე მეგონა სპაიდერმენი ჩემთან იყოო თავის ძაფებით :D
განიცადე კი არა მადლობა თქვას ცოცხალი რო გადარჩა საერთოდ
საწყალი ბავშვი :(
Sweet მართალი ხარ …. :) აი რამხლა რწმენა ვაფშე რა
ვაიმეე საწყალიიიიიი : (
მე კი სანტაკლაუსების კი მჯეროდა ცოტა ხანს. უფრო სწორედ, მეგონა, რომ ამერიკაში მართლა იყო ეგეთი ვინმე, მაგრამ აი საქართველოში შევარდნაძის მეტს ვერავის ვხედავდი ეგეთს :)))
ისე ბავშვმა რომ ეს გააკეთა, რაღაც მომენტში ძალიან მაგარია ჩემი აზრით. იმიტომ, რომ როცა გაიზრდება, მიზანდასახული იქნება.
და შენ რა იცი რომ არ მივიდა…