some cake

დიდი ხანია კატეგორია “ნახევარდიასახლისა” არ განმიახლებია…

როცა კვირა დღეს სახლში ატარებ, საყვარელი სერიალის ყურებასაც წყვეტ იმ მიზნით, რომ მთელი სეზონი ერთ დღეში არ შემოგეყუროს, შეყვარებულს კი ბევრი საქმე დაატყდა თავს და ვერ იცლის შენთვის, ისღა დაგრჩენია სამზარეულოს მიაშურო :)) საერთოდ, მოწყენილობისას ძალიან კარგი საშუალებაა გასართობად საჭმლის კეთება, გამოცხობა…

საახალწლოდ დედას ელექტრო ღუმელი ვუყიდე, რომლის ყიდვაც ძალიან იაფად, 100 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი და ძალიან პრაქტიკულია ცხობისთვის. ადრეც გვქონდა, მაგრამ ის ცოტა ნაკლებ ფუნქციებიანი იყო. გაზის ღუმელი კიდევ რაღაც არ ვარგა…

რამის ცხობას რომ გადაწყვეტთ, პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ რა უნდა გამოაცხოთ. ჩიზქეიქს ვაპირებდი, მაგრამ სათანადო ყველი ახლო მანძილებში არ იშოვებოდა :D მერე ბევრი ვეძებე თუ ცოტა, შარშანწინ წიგნის ფესტივალზე ნაყიდ წიგნს ძველი და მამაპაპური რეცეპტების წიგნი ვამჯობინე და ერთ-ერთი ტორტი ამოვირჩიე. პრინციპში მთლად ტორტი არ ერქმის, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ისეთი მასალებისგან შედგებოდა, სახლში მარაგის სახით რომ მოიპოვებოდა და სპეციალური შოპინგის მოწყობა არ იყო საჭირო, ეს ამოვირჩიე.

 მასალა:

  • კვერცხი – 2 ცალი
  • შაქარი – 3 ჩაის ჭიქა
  • კარაქი – 350 გრამი
  • რძე – 2 ჩაის ჭიქა
  • კაკაოს ფხვნილი – 2 სუფრის კოვზი
  • შესქელებული რძე – 1 კოლოფი
  • სოდა – 1 ჩაის კოვზი
  • ძმარი – 1 ჩაის კოვზი
  • 1 დიდი ფორთოხალი

მომზადების წესი:

2 კვერცხით და ორი ჩაის ჭიქა შაქარით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. შევაზილოთ  100 გრამი დარბილებული კარაქი, ორი სუფრის კოვზი კაკაო, ერთი ჩაის ჭიქა შაქარი. დავასხათ ორი ჩაის ჭიქა ცივი რძე, დავამატოთ სოდა-გახსნილი ძმარში, ვანილი, ცოტა მარილი და კარგად გავთქვიფოთ. შემდეგ დავაყაროთ სამი ჭიქა ფქვილი და მოვზილოთ ცომი. [შიგადაშიგ, დაინტერესებულ პატარა დას უფლება მივცეთ თვითონაც გათქვიფოს მიქსერით მიღებული მასა :D ]

    

შემდეგი ეტაპი - მიღებული ცომის ღუმელში მოთავსება…

სანამ შევდგამთ, იქამდე უნდა გაცხელდეს. მერე ცხელ ჟარუნას (რა ჯანდაბა ჰქვია ქართულად?) წავუსვამთ ცხიმს, მოვაყრით ცოტა ფქვილს და ჩავასხამთ ცომსა:

 

250 გრადუსზე და 30 წუთზე დავაყენეთ ღუმელი, მაგრამ ცოტა არ იყოს შემოებრაწა ზედაპირი და 20 წუთი საკმარისი იყო. ამ დროს მთავარია არ გამოხსნათ და არ შეამოწმოთ აბა როგორ ცხვება ჩემი ძვირფასი ქმნილებაო :Dროცა გამოვდგი გამომცხვარი, მართალი გითხრათ უკმაყოფილო დავრჩი სიმაღლით იმიტომ, რომ რეცეპტის სათაური “ტორტი”, ცოტა სხვანაირ და უფრო გრანდიოზულ მოლოდინებს ქმნის. თორემ კექსი ამ სიმაღლის სრულიად ნორმალური იქნებოდა.

ცოტა ხასიათი გამიფუჭდა ამის გამო, მაგრამ არ დავნებდი და მოვიფიქრე ასეთი რამ:
ნამცხვარი გავჭერი შუაზე, ორსართულიანად გარდაქმნის მიზნით: )) გადასარევი ტორტის სიმაღლე გამოვიდა.
შუა ნაწილში კიდევ ფორთოხლები ჩავალაგე ცოტა კრემთან ერთად

 

რაც შეეხება კრემს…250 გრამ კარაქს ვთქვეფთ იქამდე, სანამ არ მიიღებს თეთრ ფერს. მერე ვურევთ 1 კოლოფ შესქელებულ რძეს [ჩვენს ენაზე მალაკოს :D]. ასე უნდა ვთქვიფოთ ეს ორივე, სანამ არ მივიღებთ ჰაეროვან მასას.

აქვე კარგი რეკომენდაცია – კრემი ხშირად “იჭრება” კარაქისგან. მერე ისეთი გემრიელი და ფაფუკი აღარ არის ხოლმე. დედაჩემმა შეამჩნია, რომ ამასაც ასე მოსდიოდა და მაშინვე თბილ ცეცხლზე გააქანა. მეგობარს უსწავლებია, რომ თუ შეატყო აჭრის ნიშნები, ორთქლზე, ან ნელ ცეცხლზე შეიძლება შეთბობა, რომ კარაქი სულ სულ ოდნავ გადნეს და კარგად გაიდღვიბოს.

რაც შეეხება მორთვას, ეს სპეციალური შაბლონები გვქონდა და კაპუჩინოთი მოვაყარე გულები :D

დაინტერესებული ნინი მიყურებს როგორ ვკრემავ :D

…ესეც შედეგი…

შედეგი, რომლითაც არც ისე კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ გარეგნობა არ მომწონს აშკარად, მააგრამ თუ ექსპერიმენტები არ ჩაატარე, გამოცდილება არ მიიღე და ა.შ. ვერც ვერასდროს ისწავლი და შესაბამისად, ვერც ვერასდროს დახვეწავ კულინარიულ ნაშრომებს. კვირაში ერთხელ მაინც თუ გამოვნახე დრო ამისთვის, მთლად გადასარევი იქნება :))ასეთი იყო არც ისე კარგად გამოყურებადი, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან გემრიელი მოტორტო ობიექტის რეცეპტი და ინსტრუქციები. მომავალ კულინარიულ შედევრამდე! :D

Comments

comments

Powered by Facebook Comments

7 Responses to “some cake”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)