შორეული 2013, ოპტიმისტურ…არა, ნამეტანი (!) ოპტიმისტურ მოტივებზე…
OMG, რამდენი ხანია არაფერი დამიწერია… ფაქტიურად იმის შემდეგ, რაც ის ბლოგერების რეალითი დამთავრდა რუსთავი2-ზე. ნუ, თუ დარჩა ვინმე ისეთი, ვისაც იმ პერიოდისთვის თვალი არ უდევნებია
(150 000 ვიზიტორი მგონი ცოტაა ბლოგისთვის იმ ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ოჯახშია ipad-ი)… მოკლედ დავწერ მათთვის, ვინც მხოლოდ გუშინდელი “პროფილი”-ს მერე შემოუერთდა ჩემს ბლოგს (ხო, პროფილში მოვყევი როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება ბლოგის გახსნამ)- ბლოგერების რეალითი ერთი თვის წინ დასრულდა. პირველ სეზონში ვეტერანები ვიყავით მიწვეულები. 13 ბლოგერი ვცხოვრობდით ერთად, ერთ wi-fi-იან სახლში. ნუ სიტუაცია იყო ვერ აღგიწერთ- ზოგი ყოფილი ცოლ-ქმარი, ზოგი ერთმანეთთან ნაჩხუბარი, ზოგი პირიქით- დადაქალებულ-დაძმაკაცებულები და ერთმანეთის პოსტებს ა-like-ბდნენ ფეისბუქზე! . უი, კინაღამ გამომრჩა-
სვითი და
კოტეც იყვნენ. ეს მათი პირველი გამოჩენა იყო ასეთ ფართო საზოგადოებაში მას მერე, რაც მეორედ იქორწინეს ერთმანეთზე. რეალითის არსი ჩვეულებრივ რეალითურ პრინციპებზე იყო დაფუძნებული, ვცხოვრობდით უბრალოდ… დავალება ის იყო, რომ ყოველი დღის ბოლოს უნდა პოსტი დაგვეწერა შიდა სიტუაციაზე. მერე მაყურებლები აფასებდნენ, უკეთესად გვიცნობდნენ და ამის მიხედვით წყდებოდა მონაწილეების ბედი. საბოლოოდ
ყვავამ მოიგო- ვინ თქვა არ უმართლებს ყვავას რეალითებშიო?
……
არ ვარ უკმაყოფილო, რომ ვერ გავიმარჯვე.ბევრი კარგი რამე გააკეთა ამ რეალითიმ. მაგალითად ის, რომ სიმართლის დროს წამყვანად მიმიწვია ტელეკომპანია იმედმა (დედაა, რა ბედნიერებაა!) მე კიდევ ავდექი და მოვითხოვე- ნანკა კალატოზიშვილი დამისვით სკამზე, თორემ არაფერსაც არ წავიყვან მეთქი. მართლა მომიყვანეს და იმაზე უარესი დავმართე, რასაც ის მართებდა ხოლმე თავის სტუმრებს. მოკლედ, ჩემი მისია შევასრულე და მაშინვე წამოვედი იმედიდან. აბა რაში მჭირდებიან, როცა მათი დაფარვის ზონა ახლა მხოლოდ სართიჭალის ოლქია და მე კიდევ ევროპის საუკეთესო ტელეკომპანიაში, რუსთავი2-ში ვმუშაობ :)
…..
ტრადიციულ ბლოგების მიმოხილვას ვერ მოვაბი რა თავი. ცალკე პოსტს კი მივუძღვნი, მაგრამ ახლა უბრალოდ არ შემიძლია ორი ფაქტი არ აღვნიშნო:
- სვითიმ თავის მწვანე დიზაინი, რომელიც xiaxue-ს საქართველოში მეათე, საიუბილეო ვიზიტის შემდეგ დაიყენა, შეცვალა და ისევ ვარდისფერს დაუბრუნდა. უი მართლა, ის top.ge ს მთვლელი დავაბრუნებინეთ ბლოგზე , ბევრი ხვეწნის შემდეგ…
- დოდკამ ბოლო ორ წლიანი ყოველდღიური (არ ვაჭარბებ, გადახედეთ მისი ბლოგის კალენდარს, ერთი დღე არ გამოუტოვია. ანუ ორ წელიწადში 600-ზე მეტი პოსტი დაწერა!) პოსტვის შემდეგ ორი დღე ჩააგდო. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ვღელავ ძალიან :(
პირად ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურად… იმ კალათბურთელს დავშორდი 2010-ში რომ ვნახე ერთ მატჩზე და ორი წლის მერე რომ გავიცანი სადღაც. დღემდე არ მესმის რა მინდოდა მაგასთან:|
…
ხო, როგორც კი დავშორდი იმ ბიჭს, ერთ ჟურნალში, მგონი prime time ჰქვია, ისევ 60 თეთრი ღირს, მაშინვე განახლდა ჭორები, რომ მე და ილია მამაგულაშვილი ერთად ვართ. მერე პირველ არხს ეგ გამორჩებოდა? რაც თეა გვასალიამ “ამბობენ” განაახლა, ჩურჩულითაც ვეღარ ვბედავ რამის თქმას… ღმერთო ჩემო, ამდენი წელია ერთი და იგივე გრძელდება ჩვენს გარშემო! ეს ინტერვიუ რომ ვნახე, მაშინვე დავრეკე people-ს ქართულ ვერსიაში და ექსკლუზიური ინტერვიუ შევთავაზე. თვეში ერთხელ აუცილებლად მიწევს გამეორება, რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ :|

"ამბობენ"-ში ჩვენი რამდენიმე წლის წინანდელი სურათი აჩვენეს. ან სად მიაგნეს...
უი, ილიაზე გამახსენდა… ორ კვირაშია ის კონცერტი, უკვე ორი წელი რომ მზადდება.
ნუ მთელმა მსოფლიომ კი იცის, მაგრამ მე მგონი დაწვრილებით არ დამიწერია:
აი თუ გახსოვთ, ნიჭიერის სულ სულ პირველ სეზონში რომ იცეკვა dangerous, ის უნახავთ mj ს პროდიუსერს და ქორეოგრაფს myvideo-ზე ორი წლის მერე და დაებადათ იდეა, რომ this is it გაეკეთებინათ, ზუსტი ანალოგია! და ილიას უნდა ეცეკვა ყველაფერი (რამდენიმე ცეკვა საკუთარი დადგმულიც დაამატა) ხმა MJ-სი დარჩება, რა თქმა უნდა… ერთ კვირაში ჩავალ ლონდონში. თან რამდენი ხანია neverland-ში არ ვყოფილვარ ილიასთან, მომენატრა იქაურობა…

უი ხო, იმ სახლში გადავედი…აი 2010-ში რომ ვინატრე, ბლოგინგიდან შემოსავლით მინდა ავიშენო მეთქი…

წავედი ახლა, მიშას ინაუგურაციაა ხვალ და მიწვეულები ვართ ბლოგერები, ტანსაცმელი მაქვს ასარჩევი და გავივლი ერთი სადმე…
შორეულ ოპტიმისტური კი არა და, შორეულ რეალურია ეს… :D ისა და, ლონდონში ხომ მეც წამიყვან? :შნპირსშაქარიშენსპირსშაქარირაცგიწერიამოხდეს:
რა თქმა უნდა :D
ისა და ხაბურძანიას არ წაუკითხავს ჯერ ეს პოსტი :)
არც აპირებს წაკითხვას :D
თინი,უმაგრესი პოსტია!!!ყველაფერი მართლა ასე იქნება,დამიჯერე :*:*:*
ვაიჰ,მადლობა:)) :*
ეეემ.. მე ვიცნობ ერთ ჯადოსნურიჯოხებით მოვაჭრეს და ტელეფონს მეილზე მოგწერ როგორმე.. :mrgreen:
ჰაჰაჰა
ძალიან შთამბეჭდავი მომავალი იყო :D
რაღაც ბევრი ბლოგერია ოცნების ხასიათზე დღეს Ö:)))
yoooo! :D
ოღონდ ჩემი და კოტეს სცენარი არ ვიცი რამდენად ეგრე იქნება.
დანარჩენზე – ბაზარი არაა <3
უფ, კარგად ვიხალისეე! :*
ჰაჰა :D მომეწონა :D დღეს ვფიქრობდი, დავწერო ჩემი ოცნების მომავალი-მეთქი, მაგრამ მერე სხვა პოსტი დავდე. როგორ განსხვავდება ჩვენი ოცნებები, რომ იცოდე :D ჩემი ფანტაზია მიყრუებულ სოფელს და ეზოში მოტასავე ძროხას ვერ გასცდა :D
ჰეჰეე ძაან მაგარია, მაგრამ 2013 ძაან ახლოა აქ ჩამოთვლილი მოვლენების დადგომისთვის.. ცოტა უფრო შორეული წელი უნდა აგერჩია ;)
ჰუჰ! თინი, თავიდან დავიბენი და პირველი რაც გავიფიქრე, ვაიმე, რატო აღარ ვწყალობ ამ პროფილს, ძლივს თემა ჰქონია თქო. მერე გავიფიქრე ნეტში ვნახავ თქო. კითხვა რომ გავაგრძელე შემეშინდა, მე მგონი ერთი-ორი თვე მეძინა და მიმალავენ თქო :D:D მოკლედ ბატივით დავიბენი და ეს იმიტომ, რომ ნახევრად მძინარემ არ დავხედე შესავალ ფრაზებს, იქ, მაღლა )))
მომეწონა და გისურვებ რომ აგიხდეს, აგიხდეს, აგიხდეს! ოდესმე მეც დავწერ ჩემი ოცნების მომავალს))
ხა ხააა თავიდან მეც დავიბენი..ლამის დაგირეკე და პროფილში თუ იყავი ვერ მითხარი გისაყვედურესავით:DDDDDDDDDDDDისე დაახლოებით მაინც რომ ახდეს კარგია..ანუ ეზოში საათის ნაცვლად ჩანჩქერი რომ გქონდეს ჰა არაა?
: ))))))))) ვახ რა ვიცინე!!
საღოლ მაგარია მაგრამ გაშალე ფრთები თამამდ უფრო
კარგი იყო :)))) ასრულება ამ პოსტს ასრულება!!!
თავიდან დავიჯერე :-)
თავიდანაც დავიჯერე და ბოლოდანაც, რადგან არსებობს ასეთი ფსიქოტექნოლოგია: იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე ისეთი იყოს, როგორც შენ გინდა, უნდა იოცნებო აწმყო დროში და რაც მთავარია, ეს უნდა დაწერო! :)
ჰა ჰა ჰააააააააააააააააააა:)))))))) რა მაგარი იყო !!! მომეწონა!
ვაღიარებ მეც დავიჯერე… კიდევკარგი თავიდან მითითებული გქონდა რომ იმიტირებულია!!!!!!!!!!!!!!!!
ეჰ მეც წავედი ოცნებებში. ისე ბლოგერების რეალითი შოუ მართლა მაგარი იდეაა, თან რუსთავი 2-ზე :)
:უსერ:
მადლობები <3
და რატომ გინდა ბლოგერების რეალითი შოუ???
ბოლოს მიშას ინაუგურაცია რომ არ ყოფილიყო,არარეალურად მივიჩნევდი შენს მომავალს :)))))რუსთავი ორზეც მომეწონა,საერთოდ რა,მაგარი ხარ და რა ვთქვა აბა სხვა?ვიხალისე სერიოზულად ამ არასერიოზულ პოსტზე :))))
@siyvarulovna
რავიცი,კარგია:))
@T.ale.N.ted
:ლავ:
მადლობა
თავიდან მეთქი რა ბლოგერების რეალითი შოუ ))))))
სახალისო პოსტი იყო ^,^
Mec Davijere Tavidann .. :D :D :D :D LOL :D
ჯერ “იმედის” მოდელირებული ქრონიკა რა იყო და მერე ეს :D როგორც კი ამოვიკითხე პროფილში ვიყავიო ჩავრთე რუსთავი2-ის ლაივი და გამწარებული ვეძებდი პროფილს :D კი ვიფიქრე გუშინ არ ყოფილათქო მაგრამ მაინც :D დაახლოებით 5 ჯერ ვუყურე პროფილს :D :D :D :D მერე კი მივხვდი რაც ხდებოდა, მაგრამ რაღა დროს ასათიანის სენტიმენტალურობა გადმომდებია ამ დროის მანძილზე :D :D ნანკაზე ნაწერმი მომეწონა, ერთი ვინმე უნდა მაგას, რომ “მოარჯულოს” :D
პროფილში იყავიი??? ლინკი დააგდეეე
ყველაფერი ძაააალიან მომეწონა,მერე ვიბლატავებ(თ) ჩვენ თინის ვეტერანი მკითხველები ვართთქო ტოესწ ბლოგის,ერთი რაღაც არ მოომეწონა 2013-შიც რო პროფილი გადის აი ეგ ძაან მწარედ მომხვდა ყურში,თავიდან დავიჯერე (სათაურზე და მისნაირებზე არ გავამახვილე ყურადღება)და გამოვშტერდიი,შენც და ილიასაც გისურვებთ იმ წარმატებებს რაც ზემოთ წერია,მარის და კოტეს კიდე შერიგებას
ჩემს ზემოთ კომენტარის ავტორს როგორ ეტყობა რო ჩემსავით გოცირიძეა :D:D:D ანუ რაჭველი :D:D:D:D:D
თინ ერთი ჩემთან გადაგერეკა ცოცხალი ვარ თუ არა მაგ დროს :D :D
მაგრამ შენ გავიწყდება, რომ შორეულ 2013–მდე მისტიური 2012–ია :)
თავგასიებულო.. :))
(hug)
ბოლომდე არ მქონდა წაკითხულიიი… როდესაც პროფილიოოო წავიკითხე მაშინვე კომენტარი დავწერეეე ასე რომ…
ისე დავიბენი თინ )) “სანამ გეძინა” <ეს ფილმი გამახსენდა )))მეთქი ალბად მეძინა თქო )))) კარგი და კარგზე უფრო კარგი პოსტია )))) წარმატებები :)
ამის შემდეგ ვიღაც გონებაშეფერხებული რო იტყვის კიდე რო i hate tinatin-ი ოოო არ უნადა ცემოო,tiny you are #1
ჰაჰააა კაი იყოოო :D
მართლა რა მაგარი იყო :D :D :*
ანუ 2012-ს გადავურჩებით :D
უკაცრავად კარგად ვერ ვერკვევი ამ ბლოგებში,იქნებ მითხრად ეს ზემოთ ვისი ბლოგია ილია მამაგულაშვილის თაობაზე რომ წერია,ვინაა ის ქალბატონი ვისაც და ილიასაც ერთად ყოფნას აბრალებდნენ… გთხოვთ თუ არ შეწუხდებით მომწერეთ,ჩემ
თვის ეს ზალიან მნიშვნელოვანია.გთხოვთ
tini ilia mamagulashvili gevaseba?ise magari tipia venacvale magas