პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”
კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან დღემდე ძლივს ვითმენდი და ერთი სული მქონდა, სანამ “ნიჭიერი”-ს ოფისში დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ რა ხდება ჩვენს თავს..გუშინ თათუკა დაგვიკავშირდა და დღეს “ჰოი,აღსრულდა”:)) რომ შევედი ოთახში და სიტუაციას გადავხედე, მაშინ გავიაზრე თავიდან-ბოლომდე, როგორ მიხარია, რომ ნიჭიერის ბლოგერი ვარ!
ოთახში შესვლამდე დავდექი კარგ ხასიათზე. მგონი შეუძლებელია სხვანაირად, როცა შესვლის წინ, კარზე ხედავ:
შევაღეთ ეს კარი და მოვხვდით იქ, სადაც ყველაფერი ის მზადდება, რასაც პირველი თებერვლიდან ვნახავთ
ეს ოთახი ადრე კონკურსანტების “მასპინძელი” იყო და მხოლოდ ერთი მაგიდსგან შედგებოდა მთელი ინტერიერი. ახლა ნამდვილი სამუშაო გარემოა- უამრავი ფურცლები, ბევრი მაგიდები, კედლები აჭრელებული სხვადასხვა “მინაწერ-მონაწერებით”: )) აი ამ სურათზე მაგალითად, არის მონაწილეების სია, რომლებიც მეტად მოეწონათ და ფურცლებზე მიწერილი “+” -ების რაოდენობით განისაზღვრება ამ მონაწილის გამოსვლის ეთერში გაშვების პრიოტირეტი
მეორე მხარეს მემონტაჟეები სხედან. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მძიმე სამუშაო აქვთ. საშინელებაა რამდენჯერმე უყურო ერთსა და იმავე კადრს, ამხელა მასალებს.. მერე დაჯდე და შეაერთო, შოუდ აქციო. იმ ოთახში ყველაზე ჩუმად მემონტაჟეები არიან- თავისთვის, კადრებში ჩაფლულები.
თათუკამ მოგვიყვა მთელი ისტორია- შოუს იდეის ჩასახვიდან დღემდე. რა თქმა უნდა, როცა ასეთ პროექტს აკეთებ და იცი, რომ ეს პროექტი მსოფლიოში ასეთი პოპულარულია თავისი მაღალი ხარისხის გამო, შენც შესაბამისი უნდა გააკეთო. ამიტომ უკვე მეცხრე თვეა რამის 24 საათი მუშაობენ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. 12 000 მონაწილე, კასტინგები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ყველა მონაწილის შესახებ ინფორმაციების დახარისხება და მოკლედ, რამის მეთვითონ დავიღალე რომ წარმოვიდგინე რამდენი რამის გაკეთება უწევთ. თითქმის იგივე გუნდი მუშაობდა სხვა პროექტებზე- ჯეობარზე, ვარსკლავების აკადემიაზე.. ამიტომ, მართლა გამოცდილი ადამიანების გაკეთებულია.
ამ ლაპარაკ-ლაპარაკში შემოგვიერთდა ვანიკო თარხნიშვილის მომლოდინე თიკა ფაცაცია. უნდა ჩაეწერათ ხმა და ამისთვის იყვნენ მოსულები. მერე ვანიკოც შემოგვიერთდა და რომ გაიგო ჩვენ გვევალებოდა ყველაფერი იმის დაწერა, რაც ნიჭიერს ეხებოდა და ამ ყველაფერში იმის უფლებაც შედიოდა, რომ ვინმე გაგვეკრიტიკებინა- ყავა ხომ არ გნებავთო?- სტრატეგიას მიმართა: )) არა, ვანიკო ვერ მოესწრება ჩემი მხრიდან რამე ცუდის დაწერას მასზე და თიკაზე, თავიდანვე მომეწონა ის იდეა, რომ წამყვანები ისინი უნდა ყოფილიყვნენ. თან რამდენიმე კადრი ხომ მაქვს ნანახი, ხმის ჩაწერასაც რომ დავესწარით და ძალიან კარგი წამყვანები არიან (აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ შემშურდა თიკას დახვეწილი მეტყველების :D )
მეგონა, რომ დავიძაბებოდი- მაინც უცხო გარემო, უცხო ადამიანები და ამ დროს ისე უცნაურად თბილი სიტუაცია დამხვდა.. გიორგი ხაბურძანია რომ მოვიდა, სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი და ხელის ჩამორთმევისას რომ ჩემი ბლოგის url თქვა სულ ზეცაში ავფრინდი :D
დაფა გენიალური წარწერებით:
“კოკოლი-არ გადავაყლაპოთ” – ამ ფრაზის ისტორია ამიხსნეს, თურმე ერთი მონაწილე იყო, რომელიც თევზებს ყლაპავდა და შემთხვევით რომ არ გაეშვათ ეთერში ჩაინიშნეს :D
“გეგას შერცხვა მაიას არ ვიცნობო”- რახან გეგას შერცხვა აღარ ვიკითხე ეს რა იყო :D
მე და ბექა ანკეტებს ჩავუსხედით, ძალიან ვიცინეთ ზოგ ანკეტაზე, ალბათ ამაზე პოსტს ის დაწერს. მოყოლისას ძალიან ვიხალისე ქუთაისურ ამბებზე, თურმე მაგარი პუბლიკა ყავდათ ძაან- მაგრად გამოხატავდნენ ემოციებსო და თან რეპლიკები, მაგალითად სამეჯლისო ცეკვებზე- “მეიცვი რამე გოგო,არ გაცივდე” და მსგავსი რამეები :D
მონაწილეებზე კიდევ, რამდენიმე გვითხრეს- მაგალითად, ფრიად ასაკიანი კაცი, რომელიც იოგითაა დაკავებული. მთიული კაცი, რომელიც ძალიან ცოტა დროში ძალიან ბევრ ხინკალს ჭამს. ასევე ასაკოვანი, ქალბატონი, რომელსაც “აქაური susan boyle”-ი შეარქვეს:)) კიდევ, რა თქმა უნდა ასეთი შოუების თანმდევი სასაცილო ვინმეები (ერთ-ერთი უკვე ცნობილია. წესით არ შეიძლებოდა ამ ვიდეოს გამოჩენა, მაგრამ ისე მოხდა, რომ საიდანღაც გამოჩნდა და მეც დავლინკავ- http://www.myvideo.ge/?video_id=742415. გეგას რეაქცია დამევასა და ოთხჯერ ვუყურე :D )
ისე, აღნიშნეს, რომ არ ველოდით საქართველოში რომ ასეთი წარმატებული გამოვიდოდა, მონაწილეების მრავალფეროვნებას ნაკლებად ველოდით მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებითო, მაგრამ არ გამართლდა ეს პროგნოზები და ისეთივე დონის “ნიჭიერები” იქნებიან შოუში, როგორიც სხვა, უცხოურ ანალოგებში!
დოდკა გვაკვალიანებდა, მასთან დავილაპარაკეთ მე,ბექამ და პიკომ როგორ უნდა გაგვენაწილებინა ფუნქციები ჩვენ სამს ნიჭიერის ბლოგზე. აღმოჩნდა, რომ თითო კვირაზე გადანაწილდება სამივეს პოსტები. ანუ თითო ბლოგერს მოუწევს კვირაში ერთხელ დაპოსტვა. თემა შეუზღუდავია- გვინდა გადაცემის მიმოხილვას დავწერთ, გვინდა რომელიმე მონაწილეზე კონკრეტულად, გვინდა თვით კრიტიკასაც კი. ხვალაც გავდივართ, რაღაც ჩაწერაა.. ხვალვე ალბათ იმ ბლოგზე დაიდება ჩვენ სამის შესახებ- ვინ ვართ და რა გვინდა, რა დაგვრჩენია იმ ბლოგზე : )) პირველი თებერვლიდან კიდევ – მთავარი და უმთავრესი.. უჰჰ,ერთი სული მაქვს! განსაკუთრებით ველოდები მარტს- შუა რიცხვებიდან უკვე ლაივები დაიწყება და ჩვენ ყველას დავესწრებით. აი მაშინ კი უკულისებულესურ (o_O) პოსტებს ელოდეთ :sun:




























კი არა და… ხვალვე ალბათ იმ ბლოგზე დაიდება ჩვენ სამის შესახებ- რომელ ბლოგზე?
http://nichieri.ge/ :) დალინკულია მანდაც:P
შენი პოსტი პიკოსაზე ინფორმატიულია, გუთ გაასწორა. ვნახოთ დოინჯი რას დაწერს :D
და ისა ვინაა დადუ რომ პიკომ მისი ტრაკი დადო გამორჩეულად? : )))
რახან შენ მოგეწონა..:user:
დადუ ერთ-ერთი პროდიუსერია,რავარც მე ვიცი..
დოინჯი ხვალინდელ შთაბეჭდილებებსაც ელოდება, რომ ყველაზე გამორჩეული მომენტები ამოარჩიოს:)
თან ბლოგის კონცეფცია არ მიწყობს ხელს, რომ ორი დღე სათითაოდ აღვწერო :)
სამი რამ მახსენდება ამომწურავი:
1. “საბჭოთა ენციკლოპედიის” ყველა ტომი საბჭოთა კავშირის დროს
2. სამზარეულოს ის ნივთი, აი, მაგალითად მაკარონს რომ ხარშავენ და მერე შიგ ყრიან. (წყალი რომ გადის, მაკარონი კი რჩება და იწურება)
3. ეს თემა დღევანდელ ჩვენს “ტურზე” ახალ სამყაროში :)
ხელის ყველა თითის აწევით, სახის ყველა თვალის გახელით და ყურის ყველა რეცეპტორის აპრეხვით ვადასტურებ, რომ ამაზე მეტი იქ აღსანიშნი (ჩემი მახსოვრობის ამჟამინდელი მდგომარეობით) არაფერი მომხდარა :)
wooho, დიიდი მადლობა, გამიხარდა :sun:
გილოცავთ სამივეს :*
აუ რა მაგარი ყოფილა… ტო….
იმენა შემშურდა რა.. კეთიტი შურით…
:ბლაშ:
ახლა მივხვდი, რომ დალინკვა დამვიწყებია :)))
თინ გილოცავ! დამსახურებულად და ჯიგრულად :))
შესანიშნავია :)
პ.ს. აქვე – რამის კი არა ლამის :)
ეს სტატია უკვე ოფიციალური ნიჭიერისთვის არის დაწერილი ?
თუ როგორ ვერ მივხვდი
@mr.picasso
დიდი მადლობა :*
@Landish
: )):*
@piccolina
იტ’ს ოკ ^_^
@zurriuss
მადლობა <3
@თვით!
აუ ეგ სულ მავიწყდება :@
@Andy
არა,ოფიციალურად იმისთვის რომ იყოს, იქ დაიდებოდა :P ჩემთვის დავწერე :))
წარმატებებს გისურვებთ სამივეს.. :)
განსაკუთრებით, ბექას პოსტებს ველოდები.. :P
:)
აბა თქვენ იცით! ბლოგ სფერო ამაყობს თქვენით! :D
წარმატებები!
პირველ რიგში – წარმატებას გისურვებთ!
შენი პოსტის მერე თინი, ცოტა ვინანე კიდეც, თავის დროზე საერთოდ რომ არ დავფიქრდი პოსტის დაწერაზე : ))
ვიდეოს ვუყურე და გაოგნებულ-გაცინებული სახით ვიჯექი :D :D
რა მაგარია… წარმატებებს გისურვებ.
კაია გილოცაააააავ… წარმატებებიიიიიიი :* :)
გილოცავთ სამივეს, წარმატებებს გისურვებთ :)
gega am komentars yvelgan gavaketeb da albat naxav. minda icode rom dzalian miyvarxar. shens garda aravin mainteresebs. proektsac sheni gulistvis uyureb. shen chemi sicocxle xar miyvarxar chemo patara
მეც მიყვარხარ, ნელ..
გეგა. :ბოლი:
აუ იცი არვიცი ვინხარ მაგრამ სულ არ ვარ შენი შაყირის ხასიათზე რა არ მგონია რამე სასაცილო მეთქვას მე არ მეხუმრება
და რა მაინტერესებს, ამ ყველაფერში ფულს გიხდიან?
ჩემს ბლოგზე წერაში არა. ნიჭიერის ბლოგზე რასაც ვწერ, იმაში კი:)
ვაა, ამაში თუ ფულის აღება შეიძლებოდა, ნამდვილად არ ვიცოდი :-) ეტყობა, ღირს, არა? ;-) თუ ერთობი?
ჩემი ძმა :* ეს ფოტო არ ვიცოდი…