პირველი დღე “შიდა სამზარეულოში”

კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან დღემდე ძლივს ვითმენდი და ერთი სული მქონდა, სანამ  “ნიჭიერი”-ს ოფისში დაგვიბარებდნენ და გვეტყოდნენ რა ხდება ჩვენს თავს..გუშინ თათუკა დაგვიკავშირდა და დღეს “ჰოი,აღსრულდა”:)) რომ შევედი ოთახში და სიტუაციას გადავხედე, მაშინ გავიაზრე თავიდან-ბოლომდე, როგორ მიხარია, რომ ნიჭიერის ბლოგერი ვარ!

ოთახში შესვლამდე დავდექი კარგ ხასიათზე. მგონი შეუძლებელია სხვანაირად, როცა შესვლის წინ, კარზე ხედავ:

"ნიჭიერის" კარი:)

შევაღეთ ეს კარი და მოვხვდით იქ, სადაც ყველაფერი ის მზადდება, რასაც პირველი თებერვლიდან ვნახავთ

"ნიჭიერი"-ს ოფისი

ეს ოთახი ადრე კონკურსანტების “მასპინძელი” იყო და მხოლოდ ერთი მაგიდსგან შედგებოდა  მთელი ინტერიერი. ახლა ნამდვილი სამუშაო გარემოა- უამრავი ფურცლები,  ბევრი მაგიდები, კედლები აჭრელებული სხვადასხვა “მინაწერ-მონაწერებით”: )) აი ამ სურათზე მაგალითად, არის მონაწილეების სია, რომლებიც მეტად მოეწონათ და ფურცლებზე მიწერილი “+” -ების რაოდენობით განისაზღვრება ამ მონაწილის გამოსვლის ეთერში გაშვების პრიოტირეტი

მონტაჟის კუთხე

მეორე მხარეს მემონტაჟეები სხედან. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მძიმე სამუშაო აქვთ. საშინელებაა რამდენჯერმე უყურო ერთსა და იმავე კადრს, ამხელა მასალებს.. მერე დაჯდე და შეაერთო, შოუდ აქციო. იმ ოთახში ყველაზე ჩუმად მემონტაჟეები არიან- თავისთვის, კადრებში ჩაფლულები.

თათუკა

თათუკამ მოგვიყვა მთელი ისტორია- შოუს იდეის ჩასახვიდან დღემდე. რა თქმა უნდა, როცა ასეთ პროექტს აკეთებ და იცი, რომ  ეს პროექტი მსოფლიოში ასეთი პოპულარულია თავისი მაღალი ხარისხის გამო, შენც  შესაბამისი უნდა გააკეთო. ამიტომ უკვე მეცხრე თვეა რამის 24 საათი მუშაობენ, რომ ყველაფერი იდეალურად იყოს. 12 000 მონაწილე, კასტინგები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ყველა მონაწილის შესახებ ინფორმაციების დახარისხება და მოკლედ, რამის მეთვითონ დავიღალე რომ წარმოვიდგინე რამდენი რამის გაკეთება უწევთ. თითქმის იგივე გუნდი მუშაობდა სხვა პროექტებზე- ჯეობარზე, ვარსკლავების აკადემიაზე.. ამიტომ, მართლა გამოცდილი ადამიანების გაკეთებულია.

ვანიკო და თიკა

ამ ლაპარაკ-ლაპარაკში შემოგვიერთდა ვანიკო თარხნიშვილის მომლოდინე თიკა ფაცაცია. უნდა ჩაეწერათ ხმა და ამისთვის იყვნენ მოსულები. მერე ვანიკოც შემოგვიერთდა და რომ გაიგო ჩვენ გვევალებოდა ყველაფერი იმის დაწერა, რაც ნიჭიერს ეხებოდა და ამ ყველაფერში იმის უფლებაც შედიოდა, რომ ვინმე გაგვეკრიტიკებინა- ყავა ხომ არ გნებავთო?- სტრატეგიას მიმართა: )) არა, ვანიკო ვერ მოესწრება ჩემი მხრიდან რამე ცუდის დაწერას მასზე და თიკაზე, თავიდანვე მომეწონა ის იდეა, რომ წამყვანები ისინი უნდა ყოფილიყვნენ. თან რამდენიმე კადრი ხომ მაქვს ნანახი, ხმის ჩაწერასაც რომ დავესწარით და ძალიან კარგი წამყვანები არიან  (აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, როგორ შემშურდა თიკას დახვეწილი მეტყველების :D )

მეგონა, რომ დავიძაბებოდი- მაინც უცხო გარემო, უცხო ადამიანები და ამ დროს ისე  უცნაურად თბილი სიტუაცია დამხვდა.. გიორგი ხაბურძანია რომ მოვიდა, სათითაოდ ჩამოგვართვა ხელი და ხელის ჩამორთმევისას  რომ ჩემი ბლოგის url თქვა სულ ზეცაში ავფრინდი :D

თათუკა "სანიშნთან" ერთად :))

ბექა მონაწილეების ანკეტების გროვაში

პიკო და დოინ.ჯი- დოინჯით: ))

დოდკა, თათუკა და თიკა

გიორგი,დადუ და ვანიკო

სტუდიაში გასვლის წინ მინი რეპეტიცია

თიკა სტუდიაში

ვანიკო სტუდიაში

მე და ბექა სტუდიის რბილ კედლებზე აყუდებულნი:))

კიდევ ერთი "სანიშნე"

დაფა გენიალური წარწერებით:

“კოკოლი-არ გადავაყლაპოთ” – ამ ფრაზის ისტორია ამიხსნეს, თურმე ერთი მონაწილე იყო, რომელიც თევზებს ყლაპავდა და შემთხვევით რომ არ გაეშვათ ეთერში ჩაინიშნეს :D

“გეგას შერცხვა მაიას არ ვიცნობო”- რახან გეგას შერცხვა აღარ ვიკითხე ეს რა იყო :D

მე და ბექა ანკეტებს ჩავუსხედით, ძალიან ვიცინეთ ზოგ ანკეტაზე, ალბათ ამაზე პოსტს ის დაწერს. მოყოლისას ძალიან ვიხალისე ქუთაისურ ამბებზე, თურმე მაგარი პუბლიკა ყავდათ ძაან- მაგრად გამოხატავდნენ ემოციებსო და თან რეპლიკები, მაგალითად სამეჯლისო ცეკვებზე- “მეიცვი რამე გოგო,არ გაცივდე”  და მსგავსი რამეები :D

მონაწილეებზე კიდევ, რამდენიმე გვითხრეს- მაგალითად, ფრიად ასაკიანი კაცი, რომელიც იოგითაა დაკავებული. მთიული  კაცი, რომელიც ძალიან ცოტა დროში ძალიან ბევრ ხინკალს ჭამს. ასევე ასაკოვანი, ქალბატონი, რომელსაც “აქაური susan boyle”-ი შეარქვეს:)) კიდევ, რა თქმა უნდა ასეთი შოუების თანმდევი სასაცილო ვინმეები (ერთ-ერთი უკვე ცნობილია. წესით არ შეიძლებოდა ამ ვიდეოს გამოჩენა, მაგრამ ისე მოხდა, რომ საიდანღაც გამოჩნდა და მეც დავლინკავ- http://www.myvideo.ge/?video_id=742415. გეგას რეაქცია დამევასა და  ოთხჯერ ვუყურე :D )

ისე, აღნიშნეს, რომ არ ველოდით საქართველოში რომ ასეთი წარმატებული გამოვიდოდა, მონაწილეების მრავალფეროვნებას ნაკლებად ველოდით მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებითო, მაგრამ არ გამართლდა ეს პროგნოზები და ისეთივე დონის “ნიჭიერები” იქნებიან შოუში, როგორიც სხვა, უცხოურ ანალოგებში!

დოდკა გვაკვალიანებდა, მასთან  დავილაპარაკეთ მე,ბექამ და პიკომ როგორ უნდა გაგვენაწილებინა ფუნქციები ჩვენ სამს ნიჭიერის ბლოგზე. აღმოჩნდა, რომ თითო კვირაზე გადანაწილდება სამივეს პოსტები. ანუ თითო ბლოგერს მოუწევს კვირაში ერთხელ დაპოსტვა. თემა შეუზღუდავია- გვინდა გადაცემის მიმოხილვას დავწერთ,  გვინდა რომელიმე მონაწილეზე კონკრეტულად, გვინდა  თვით კრიტიკასაც კი. ხვალაც გავდივართ, რაღაც ჩაწერაა.. ხვალვე ალბათ იმ ბლოგზე დაიდება ჩვენ სამის შესახებ- ვინ ვართ და რა გვინდა, რა დაგვრჩენია იმ ბლოგზე : )) პირველი თებერვლიდან კიდევ – მთავარი და უმთავრესი.. უჰჰ,ერთი სული მაქვს! განსაკუთრებით ველოდები  მარტს- შუა რიცხვებიდან უკვე ლაივები დაიწყება და ჩვენ ყველას დავესწრებით. აი მაშინ კი უკულისებულესურ (o_O) პოსტებს ელოდეთ :sun:

27 Responses to “პირველი დღე “შიდა სამზარეულოში””

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)