Serendipity
მარცხენა წარბზე თუ ხშირ-ხშირად ვისვამ ხელს და ამით დიდ ზიანს ვაყენებ მის ფორმას, ესე იგი რაღაცაზე ვნერვიულობ და დროა ორივე ხელი დავაკავო იმისთვის, რომ ისედაც გამოუსწორებელ წარბების ფორმას უარესი არ დავმართო. სანამ მონა ლიზას დავემსგავსე, რამე ფილმს ჩავრთავ და სანამ მე იმას ვუყურებ, თქვენ უყურეთ ფილმს, რომელიც წუხელ ვნახე და მთეელი დღე მერე უსეროვანი სახით დავდიოდი და ვფიქრობდი- ღმერთო ჩემო, რა კარგია, რომ მაინცდამაინც გუშინ, 5 გადმოწერილი ფილმიდან სწორედ ის ავარჩიე! : ))
როგორ მინდოდა ამ ფილმზე ცალკე, ნორმალური და სრულფასოვანი პოსტი დამეწერა და რა ზარმაცი ვარ : (ოთხშაბათს მთელი დღე სახლში ვარ ხოლმე და იმის მაგივრად, რომ დავდგე და პოსტები ვწერო, დავაკონსერვო და დაკავებულ დღეებში გამოვაქვეყნო, ერთ წესიერ პოსტსაც არ ვწერ და თავს ვიტკიებ ნეტში უსაქმური ძრომიალით : (
და ახლა ამ პოსტს უნდა ჩავუსაფრდე, რომ ბლოგროლლზე არ დაშეარდეს, მინიპოსტების დაშეარებას ვერ ვიტან :D














ძალიან მიყვარს ეს ფილმი <3 :)))))