რატომ უნდა ი-online shopping-ოთ?

ძალიან ბევრჯერ, ბევრგან და ბევრისგან გამიგია, რომ ონლაინ შოპინგისგან თავს იკავებენ. სხვადასხვა მიზეზების გამო… ერთ-ერთ მიზეზად სიძვირეს ასახელებენ. უფრო სწორად იმის გამო,  რომ თვლიან,  აქ უფრო იაფად,  ან იმავე ფასად იყიდიან.

გადავწყვიტე რამდენიმე მარტივი მაგალითი მომეყვანა იმის დასტურად,

რომ ასე სულაც არ არის:

რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ჩემი მორიგი შეკვეთა და სანისთან ერთად წავედი usa2georgia-ში , ერთი რეისით ჩამოვიდა ჩვენი რაღაცეები. როგორც აღმოჩნდა, სანის თავისი საბანკეტო კაბა ჰქონდა გამოწერილი, რომელმაც შეფუთულ მდგომარეობაში სახლამდე,რა თქმა უნდა, ვერ მიაღწია. სადღაც სკვერში დავსხედით და იქ გავხსენით :D (დაწვრილებით: http://saniday.wordpress.com/2010/05/13/online-shopping-yay/ )ეს არის twilight-ის bella კაბას ზუსტი ანალოგი, რომელსაც როგორც უკვე აღვნიშნე, სანი ჩაიცმევს ბანკეტზე. და აბა რა ღირდა ეს კაბა? ჰმმ..სულ დაჯდა 50$-მდე!

აქვე, უკომენტაროდ შემოგთავაზებთ სხვადასხვა რამეების ფასებს და თავად შეადარეთ აქაურ ფასებს:

რამაც ყველაზე დამაინტერესა დღევანდელი თვალიერებისას ,საცურაო კოსტუმები!  სეზონი ახლოვდება და რომელიმეს გამოვიწერ ალბათ ))

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რეალურად არაფერს არ აგებ, პირიქით იგებ და ფასების გარდა რა ღირსებები აქვს ონლაინ შოპინგს ახლავე გეტყვით:

ხარისხში განსხვავება

მე პირადად, იმ ფასად, რასაც ონლაინ შოპინგით ნაყიდ ნივთებში ვიხდი, აქ ისეთივე კარგ ხარისხს ზუსტად ვიცი ვერ ვიყიდი…
იმ ფასზეც აღარაა ლაპარაკი, ერთ კარგ მაგალითს მოგიყვანთ:
ერთმა ნაცნობმა, ამაზონიდან ნამდვილი new balance-ს ბოტასი გამოიწერა 50$-ად. (sale-ს დროს) (ჩამოტანიანად 60$) მაშინ, როცა აბსოლიტურად ანალოგი (უფრო სწორად, დუბაიში დამზადებული ანალოგი) სპორტის სამყაროში ღირს 350 ლარი! ჩვეულებრივ, სეილის გარეშე იგივე ბოტასი , 80$ ღირს. მოკლედ, ასეა თუ ისეა, ორჯერ ნაკლები ჯდება ამაზონიდან გამოწერა

კიდევ ერთი მაგალითი, სვაროვსკი. აი, ზუსტად ეს სამაჯური, აბანოთუბანში რომ არის სვაროვსკის მაღაზია, იქ ღირს 250 ლარი :|

ფართო არჩევანი/პრაქტიკული

საშუალება გაქვს განუსაზღვრელი რაოდენობის ტანსაცმლიდან ამოირჩიო. თანაც ისეა დაყოფილი კატეგორიებად, რომ სულ არ გიწევს კითხვა-კითხვით სიარული და ფეხების დაწყვეტა სასურველი პროდუქტის მისაგნებად.  მაქსიმუმ თვალები დაგეღალოს და ნერვები აგტკივდეს იმის გამო, რომ ყველაფერს ვერ დახვეტავ, რასაც ონლაინ მაღაზიებში ნახავ  :D
თანაც, შოპინგზე რომ მიდიხარ, ასეა, რომ იმ დღისითვე ყიდულობ რაღაცას. არა,ზოგი  არის, რომ თვეობით შეუძლია იაროს ერთი რამის ასარჩევად, მაგრამ მე თუ გავედი, სახლში ცარიელი არ ვბრუნდები, თუნდაც არც ისე კმაყოფილი ვიყო შენაძენით (მეორედ გასვლის ნერვები სადღა მაქვს). ონლაინ მაღაზიებში კიდევ შეგიძლია არჩიო რამდენ ხანსაც გინდა (თუ მაინცდამაინც სეილში მყოფი რაღაც არ გინდა სეილის ბოლო დღეს).
გარდა ამისა, ადვილად შეგიძლია უამრავ ადამიანს ჰკითხო აზრი- ღირს, თუ არა კონკრეტული რამის გამოწერა. აი, თაას მაგალითს განახებთ, როცა მან ფორუმზე და ფეისბუქზე გამოკითხვასავით მოაწყო და უმრავლესობის “გადაწყვეტილებით” იყიდა ერთი ფეხსაცმელი: http://taa.ge/2010/05/ვიყიდე/

განსხვავებული!

ვაიმე, რამდენჯერ მინახავს თბილისში რაღაც კონკრეტული ჩექმა  “მოდებული”. ყოველ მეორეს რომ აცვია)) მეც შემხვედრია ჩემნაირ ფეხსაცმელიანი და მაშინვე სევდას მივეცემი ხოლმე. ონლაინ შოპინგი მეტნაკლებად ხსნის ამ პრობლემას…
პ.ს. ვინმემ სვითის ვიდეო ტუტორიალით თუ ვერ გაიგეთ (მე ზუსტად ეგ ვიდეო დამეხმარა და მარტომ გამოვიწერე), შემიძლია სკრინშოტებიანი პოსტი გავაკეთო და თუ ვინმეს სჭირდება, მითხარით.

25 Responses to “რატომ უნდა ი-online shopping-ოთ?”

  • იაკო:

    თინი,ნუ მე გამოწერებში დიდი “სტაჟი” მაქვს (:D), ხოდა პრინციპში ყოველთვის იაფი არ ჯდება.საიტს გააჩნია.

    ხო,კიდევ უსა2გეორგიას გირჩევთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მცირე ზომის ნივთს იწერთ,მაგალითად:სამკაული, საცურაო კოსტუმი, მაიკა და ა.შ.

    უსა2გეორგიას დიდი თანხები შევწირე :)) ლოჯიქსზე გადავედი და დავისვენე, ძალიან კარგია :ჯუმპ:

    ისე კი აქ ყველაფერი ძვირია, დაგენტანხმები :”>

    • Tiny:

      ფეხსაცმელები გამოვიწერე (ნამეტანი მძიმე პლატფორმით :D ) და 35 ლარი დამიჯდა სულ ორი ცალი usa2georgia-ში. ახლა ორი ზედა ჩამომივიდა 14 ლარად :D რავიცი, არ მეძვირება მე))

      ხო,საიტს გააჩნია, მაგრამ აქაურობასთან რომ შეაფარდო მაინც მასე გამოდის…

  • T.ale.N.ted:

    au,nu ai ar vici ra rogor gamovxato…არ მიყვარს ამ ფრაზს გამოყენება,მაგრამ გენაცვალე შენ :**** ზუსტად მაგაზე ვწუწუნებდი ეხა მეგობართან :) მეც მაქვს ბანკეტი ამ დღეებში და კაბა გამოვიწერე,ოღონდ მეშინია,ვაი თუ არ ჩამოვიდეს დროზე(თადარიგი კი დავიჭირე,მაგრამ ის მინდა მაინც )..სხვა რაღაცეებიც,ყველაფერი გამოვიწერე,მაგრამ არ ვიცი რა…25$-ად მაგარი ფერხსაცმელი გამოვიწერე…მაღაზიებში სიარულს ეგ მერჩივნა ნამდვილად,ჩემთვის,სახლში ვიჯექი და შევარჩიე :) მეორე პრობლემა,ვაითუ ვერ მოვირგო :(
    მართლა მაოცებ იმით,რომ ყოველთვის ჩემთვის საინტერესო თემაზე პოსტავ… რა გითხრა არ ვიცი რა… :X (ლავ) (ლავ)

    • Tiny:

      aww როგორ მახარებ ხოლმე:*:*:*
      ზომებზე ნუ ნერვიულობ. თუ სწორად მიუთითე,აუცილებლად ჩვეულებრივი ზომა იქნება. ორჯერ გავსკდი მაგაზე ნერვიულობით და ორჯერვე ყველაფერი შესანიშნავად იყო ^_^

      დიდი მადლობა :love:

      • T.ale.N.ted:

        მადლობა მე უნდა მეთქვა და დამავიწყდა :) ეხა მშვიდად დავიძინებ(ადრეა,მაგრამ რატომღაც[წინა პოსტის მერე] ადრე ვწვები ხოლმე :D )ზომა მივუთითე და ჩამოსვლითაც ჩამოვა ალბათ,თუ არადა ბანკეტს გადავწევ(ჯერ მაინც ვერ გადაწყვიტეს):D
        მართლა მადლობა შენ და კიდევ ნიჭიერს,რომ შენი თავი და ბლოგი აღმომაჩენინა :*

        • Tiny:

          ნიჭიერს მეც გადავუხდი მაგისთვის მადლობას. ენერგია მემატება ხოლმე შენი კომენტარებით :)
          :* <3

  • skiamakia:

    ისე მაინცდამაინც არ დამჭირვებია.. მარა ვიცი დამჭირდება ახლო მომავალში და აუცილებად გავითვალისწინებ შენს რეკომენდაციებს.ადრეც ხო დაწერე ამ თემაზე :)

  • maqciia:

    მდა :)

    რა მაინტერესებს
    1. რამდენი დღე/კვირა/თვე ელოდები?
    2. სტუდბილეთზე იმასვქნა? :))
    3. სად ჩამოდის?

    რამე პრობლემებზეც მოგვიყევი :P

    • Tiny:

      1.რავი,ორი კვირა საშუალოდ…
      2.ვიზა ბარათზე..ხო აი ვიზა ბარათია თსუ-ს სტუდბილეთიც, საქართველოს ბანკის სამგზავროებიც მგონი. მე TBC-ის მაქვს ვიზა ბარათი))
      3.სად და რომელი გადამზიდი კომპანიითაც გამოიწერ,იმით. აი იმ ვიდეოს უყურე,ბოლოში რომ დავლინკე და გაერკვევი :)

  • Kate:

    არ გეზარება usa2georgia-ში იქით მისვლა???
    გამოიწერე ბესტექსით და აქეთ მოგივა.
    ან ლოჯიქსით.

    კომენტარებიიიიიიიიიი…

    • Tiny:

      ვაიმე სად მოვითმინო სანამ ისინი მომიტანენ:D მიყვარს თან usa2georgia-ს ოფისი,სიხარულით მივჰქრი ხოლმე <3

  • :)):

    უახლოეს მომავალში 300 ლარიანი ზღვარს 50 ლარამდე ჩამოწევენ და სწორს იზამენ!

    ხოლო რაც შეეხება მაღაზიებს რომლებიც გვატყავებენ ეგეც უნდა მოიხსნას და ამაზონის ფასები უნდა შესთავაზონ თბილისს. შეიძლება 15$ მეტი.

  • სერიოზული ბიზნესია ეგ… უნდა მივხედო ნელ-ნელა. თავიდან ინტერნეტისაც არ მჯეროდა და ნახე, რამხელა პროგრესი მაქვს ;))

  • მემგონი ვერასდროს მოვაბავ ამ ონლაინ შოპინგს თავს. :დ
    არ მეგონა ვიზა კლასიკითაც თუ შეიძლებოდა გამოწერა, თუ სხვადასხვა საიტებზე განსხვავებულადაა? ვინმე “შემიამხანაგდით” და მეც გამოვიწერ : )))

  • Mariko:

    და ონლაინ შოპინგი როგორი აზარტულია. :D ერთი თუ დავიწყე ვეღარ ვჩერდები სანამ უნკანასკნელ თეთრამდე არ ჩამოვალ და ცუდი ისაა რომ ყველაფერი მინდა :D

    @T.ale.N.ted
    აი ზუსტად რაა :D :D მეც იმიტომ მიყვარს შენი პოსტები თინი. ყოველთვის იცი ხოლმე :D <3

  • მე ბოლო მომეწონააა… სამაჯურიიი :D

  • თინი, თსუ-ს სტუდბილეტები რომ გვაქვს, სახალხო ბანკის ვიზა ელექტრონები, მაგითიც შეიძლება თუ იცი? ბარათი მაბრკოლებს, თორემ ბევრჯერ მქონდა გამოწერის მცდელობა, განსაკუთრებით შენი პოსტების შემდეგ

  • მართალი ხარ,მაგრამ რატომღაც მგონია, რომ წონაში იხდი ბევრს… : (

  • Tiny:

    @მარი

    რავიცი,ვიზაა და წესით შეიძლება.თუ ფული არის ანგარიშზე,წინ რა უდგას:))

    @თათია

    რავიცი,გააჩნია ალბათ რა რა ჩამოგაქვს…მე ჯერ ძვირი არც ერთხელ მომჩვენებია. განსაკუთრებით ბოლოს გამიკვირდა სულ 14 ლარი რომ იყო :D

  • არა, ვიზა ელექტრონები არ მიდის
    მარტო კლასიკები :)

    ჩემი კაბაა ^,^
    ზუსტადაც, რომ რამდენ რამეს გამოიწერ რაც ძალიან გინდა და იცი რომ აქ ვერც იყიდი და მთელ თბილისს არ ეცმევა :D

  • თინიი მე ძალიან ნიუბი ვარ მაგ ამბებში და თუ აპირებ ეხლა ახლო მომავალში გამოწერას შემეხმიანო იქნებ და შემოგიერთდები რა.ამას წინათ რაღაც მაიკა ვნახე და ძალიან მინდა :(

  • (mm) au me arasodes arferi gamomiweria arada dzalian minda da ramdenime kitxva maqvs, imedia damexmarebit :)
    1. ra jdeba mtlianad? anu ki gamoviwer da vtqvat girs 5$ magram rom chamova ganbajeba u ragac xo unda kide? xoda eg ra jdeba daax. mainc?
    2. is vici rom S(small)it gavarkvev maikebze an kabebze, magram tu fexsacmlis yidva minda mand ra vqna? 36 zoma maqvs fexi da iq xom sxvanairad angarishoben :) ise p.s-sih rom tqvi rgac linki egec dade ra gtxov :)

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)