რაშია თქვენი ხიბლი?
მუზა: “დილა მშვიდობისა, საქართველო“-ს ინტერაქტივი
მორიგი უძილო ღამის შემდეგ [ეს ახალი ჭირი მჭირს], დილით თვალდახუჭულმა მოვძებნე იატაკზე მიგდებული ტელევიოზრის პულტი ხელის ფათურით და უმისამართოდ გავიშვირე [სავარაუდოდ ტელევიზორისკენ]. როგორც ჩანს წარმატებულად დავუმიზნე, ჩავრთე ტელევიზორი და ყურთ [ვინაიდან თვალი ჯერ არ მქონდა გახელილი] რუსთავი2-ის დილის გადაცემის ინტერაქტივი მომხვდა, კითხვით: რაშია თქვენი ხიბლი? და ვარიანტები იყო:
- ღიმილი
- იუმორი
- ტემპერამენტი
შედეგები როგორც მერე myvideo-ზე ვნახე, ასეთი იყო:
გარდა ამისა იყო ipm-ების გამოკითხვის შედეგები ნაჩვენები. გამოკითხვის არსი: რა განსაზღვრავს ყველაზე მეტად წარმოდგენას ადამიანის შესახებ?
გენდერული წილები ამ გამოკითხვაში:
, ipm-ს შედეგებში ერთი-ორი რაღაცა მაგრად მესტრანნა. მოკლედ, რამდენიმე მათგანს განვიხილავ, რომლებზეც ყურადღება გამიმახვილდა:
1. პროფესია [29%]
საქართველოში აუცილებელი მოთხოვნაა: მიუხედავად იმისა, აქვს, თუ არა ამის ტვინი და შესაძლებლობები ადამიანს- დიპლომი უნდა ქონდეს. მნიშვნელობა არ აქვს, იმ დიპლომს მერე გამოიყენებს, თუ არა [მე მაგალითად დღემდე არ ვიცი, როგორ უნდა დაჭირდეს სახელმწიფოს ამდენი იურისტი და ეკონომისტი ]. აქვე მნიშვნელობა არ აქვს, რა დიპლომი აქვს- აკრედიტირებული უნივერსიტეტის თუ არააკრედიტირებულის. სანამ ერთიანი ეროვნული გამოცდები იქნებოდა კიდევ იმ დროზე უკვე აღარ მაქვს ლაპარაკი, ბევრი ისეთი ეტენებოდა თუნდაც ჯავახიშვილში, სინამდვილეში რომ ფულის მეტი სხვა შნო არ ქონდა. ალექსანდრემაც აღნიშნა გადაცემაში, რომ საქართველოში ეს სფერო ძაან ყალბიაო. სინამდვილეში, ადამიანი გაცნობისას რომ გეტყვის “იურისტი ვარ“-ო, ამით არანაირ წარმოდგენას არ უნდა იქმნიდე.
ჩვენთან არანაირ პატივს არ სცემენ ადამიანს, რომელიც რაღაც ხელობით არის დაკავებული. ყველა ისეთი რაღაც, რაც ხელობასთან არის დაკავშირებული [დურგლობა, სანტექნიკოსობა და მისთ.], უპატივცემულო დამოკიდებულებას იწვევს. ია ფარულავა იყო მოწვეული მაგ და განაცხადა, მე კანალიზაციის შემკეთებელთან ვერ ვიმეგობრებო :D არადა დღეს მაგალითად, უნივერსიტეტის პროფესორებზე მეტი შემოსავალი სანტექნიკოსებს აქვთ! მოკლედ, თუ ამბობ, რომ ზოგადი განათლება მნიშვნელოვანია, სულ არ არის საჭირო, ზოგადი განათლების მიღმა რამე დიადი და ამაღელვებელი პროფესია იდგეს, მითუმეტეს- ასეთი რამე არ არსებობს!
2. უბანი, სადაც ცხოვრობს [14,25%. ამათგან 9,8%- კაცების არის]
მოცემულ სტატისტიკას თუ დავუჯერებთ, შეიძლება ერთ დღესაც “დაბრაკული” აღმოვჩნდე საცხოვრებელი ადგილის გამო :D ვარკეთილში ვცხოვრობ..საერთოდაც, დაბადების ადგილი ყვარელია. მაგ დროს დედაჩემი და მამაჩემი სტუდენტები იყვნენ და თბილისში ჩემი დაბადება არც თუ ისე კარგი იქნებოდა, იქ უფრო კარგ პირობებში ვიქნებოდი პირველი რამდენიმე თვე. ცოტა რომ წამოვიზარდე [თვეები რომ დამეტყო და ადამიანს დავემსგავსე, ალბათ 8-9 თვის ვიქნებოდი..მაქსიმუმ ერთი წლის] მეც წამომიყვანეს, მაშინ ავჭალაში ცხოვრობდნენ დედა და მამა. არ მახსოვს რამდენ წლამდე ვიყავით ავჭალაში [ალბათ 4-5] და მერე გადმოვედით ვარკეთილში. ერთი ბოლოდან-მეორეში წამოვედით. ეხლა მიჩნდება კითხვა: so what, რომ აქ ვცხოვრობ და არც არასდროს მიცხოვრია პრესტიჟულ უბანში? რომელი “ჯაან ტაკოი” და “სიხა, სიყვა”-თი მოლაპარაკე არსება მჯობია? :D არ იფიქროთ, გულზე მომხვდა ან რაღაც, მაგრამ მაგრად დავიბენი, რომ საერთოდ ვინმემ გამოკითხვაში ეგ შეიტანა და მერე რომ ვიღაცამ შემოხაზა :D
დანარჩენი:
- ზოგადი განათლება- ჩემთვის აუცილებელია. აუცილებელი რა, ინტელექტია აუცილებელი და მგონი რაღაცნაირად ინტელექტი ხელს შეუწყობს მაგას.
- გარეგნობა- წარმოდგენას როგორ განსაზღვრავს აზრზე არ ვარ! ნუ რაღაცეები არის იასნა, რის მიხედვითაც შეგიძლია განსაზღვრო, მაგრამ საბოლოო ჯამში, გარეგნობა მარტო პირველი შეხედვის ემოციებია. პირველი ემოციები კიდე, ძირითადად მცდარია.
- სოციალური წრე- ხიდჩატეხილობა თუ ამდაგვარი? :D .. ანუ პრინცესას და მათხოვარის პრინციპზე დამყარებული რამეები? დიდი იმედი მინდა მქონდეს, რომ “კაი ოჯახის შვილია” და მსგავსი რამეები მალე დავიწყებას მიეცემა. სულ მკიდია ვინ ვინ არის, თუ პიროვნების მიღმა მარტო “კაი ოჯახის შვილი” დგას, ჩემს ფეხებს გამოადგება ცხოვრებაში რა :D
- შემოსავალი- პროფესიაში გარკვეულწილად ვისაუბრე მაგაზე.. ადამიანმა თავი ისე უნდა ირჩინოს, როგორც შეუძლია. წარმოდგენის შექმნისას რა პონტში უნდა კითხო ხელფასი რამდენი გაქვსო არ ვიცი :D გაცნობისას კიარა, ისე რა პონტში უნდა კითხო არც ეგ არ ვიცი :D
- სახლის დიზაინი- პრინციპში სწორია, გემოვნებით მოწყობილი სახლი [და არა უბრალოდ ძვირიან ავეჯით- ხელნაკეთი რამეებითაც შეიძლება გემოვნებიანი სახლი გამოგივიდეს]- ბევრ რამეს ამბობს ადამიანზე.
- ფეხსაცმელი- პრინციპში, მე მჩვევია ფეხსაცმელზე დაკვირვება. ოღონდ წარმოდგენასთან არაფერ შუაშია.
- მუსიკალური გემოვნება- ვერასოდეს დავამყარებ ნორმალურ კონტაქტს ადამიანთან, რომელიც მობილურით “აფრებს” , “მაია მულატკას” და მსგავსი საქეიფო ჟანრის სიმღერებს ატარებს :D დანარჩენი-პაჟალუსტა
ინტერაქტივს რაც შეეხება, ღიმილი არ ვიცი და იუმორი და ტემპერამენტი- უპირველეს ყოვლისა!
რამდენი ვილაპარაკე :O ამხელა პოსტი კარგა ხანია არ დამიწერია :O
პ.ს. გუშინ მე და ვახო გავედით თავისუფლება-რუსთაველის ტერიტორიაზე. რომ მივედი და მანქანაში ჩავჯექი, მწუხარე სახით მაუწყა- განათება წეღან ჩართეს და გამორთესო. რა ბედი მაქვს, ძლივს გავედი სახლიდან და განათება არ დამხვდა :D
















არანაირად არ არის გასაკვირი, რომ უბანი გამოკითხვაში შეიტანეს. რომ არ შეეტანათ, ის გამიკვირდებოდა :D ჩვენთან ჯერ კიდევ ძალიან აქვს ფესვები გადგმული “უბნურ” დაყოფას. სხვა საკითხია, რამდენად სწორია :D
რა თქმა უნდა, იდიოტობაა :| მე პირიქით, ვაკეში ვცხოვრობ და იმდენ იდიოტს მოუწეპებია ასევე იდიოტური სტერეოტიპები, რომ ლამის გადავსულვარ აქედან :D
ხო,ვაკური სტერეოტიპებიც არსებობს:D მეც ჩავაქსოვე ერთი-ერთი, “ჯაან ტაკოი” მაგალითად :D
პირადად ჩემთვის, ადამიანზე წარმოდგენას განსაზღვრავს ის, თუ რამდენად „ჩემი ჭკუისაა“, დანარჩენი,ანუ, უბანი პროფესია, იჯახიშვილობა და ფული, მკიდია (მუსიკალური გემოვნება და ზოგადი განათლება „ჩემიანობაში“ შედის!
ხო, მაგ ყველაფრერთან ერთად და მაგათ მიღმა “ჩემი ჭკუისობა” არის უმთავრესი.შეიძლება ვიღაცა ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს, რითაც მე კარგ წარმოდგენას ვიქმნი,მაგრამ ჩემთვის უჟასი იყოს მაგ”უჩემჭკუისობის” გამო :D
პირველ რიგში ჩემი აზრით ადამიანს კულტურა უნდა ჰქონდეს და მერე სხვა დანარჩენი =)
მოკლედ, ბევრი რომ არ ვწერო, ყველაფერში გეთანხმები თინი :D
“საქართველოში აუცილებელი მოთხოვნაა: მიუხედავად იმისა, აქვს, თუ არა ამის ტვინი და შესაძლებლობები ადამიანს- დიპლომი უნდა ქონდეს.”- მგონი ამ სტერეოტიპს მე დავლეწ. რას იტყვი ?
დალეწ და კარგიც იქნება^_^
ჩემთვის პირადად მთავარია ძუძუები… :yes:
ნუ ეგ ხო მარა დამშვიდობება არ იცი ? :D
მე კი, შენ? :|
იჩხუბეთ აბა თქვენ იცით… :D
ჩამიყარეთ ყველაფერი წყალში…:მო:
loool :D :D :D
არა მარუს, არ ვჩხუბობთ, ხო იცი როგორ გვიყვარს ერთმანეთი :love:
საერთოდ არ ვაბრაზებთ ერთმანეთს :tender:
მოხვალ შენ სახლში ვახო:|
აქ შეიძლება მეც დამეწერა ერთი-ორი სიტყვა აღნიშნულ შაბლონებზე,მაგრამ არ ღირს, ვიზიარებ შენს პათოსს 100 %-ით. ისე, ერთი პოსტი დილის გადაცემებსაც რომ მიუძღვნა, დიდი სიამოვნებით წავიკითხავდი P.S. არა რა ვქნა, მაინც ძალიან მაღიზიანებს: “დედისერთავარდავაკეშივცხოვრობ” ხალხი.
უი,დილის გადაცემებზე პოსტი კარგი იდეაა:)ოღონდ ამისთვის იმედის დილის და პირველი არხის დილის გადაცემის ყურება მომიწევს სპეციალურად, მაგათ არ ვუყურებ ხოლმე და :)))
მმმ
სულ ვფიქრობდი – რა კარგად აზროვნებს ეს ადამიანი თქოო…. :წუბ:
:blush: მადლობა ეეი :wub:
მე დასტურ თინა! ორივე ხელით თანე :ყეს:
Agree ვასნავნომ რა და ვაბშე კარგ რამეებს წერ, კაქი გოგო ხარ რა :D
ოჰო, მადლობა ^_^