R2 VS იმედი
მესმის რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს კავკასიას და მაესტროს ქართულ ტელესივრცეში, მაგრამ დღეს მინდა მაინც რუსთავი2-ის და იმედის შესახებ დავწერო.
რუსთავი2 1994 წლიდან გამოჩნდა ქართულ ტელესივრცეში. იმედი 2003 წელს. ამ უკანასკნელის გამოჩენისთანავე დაიწყო იმის გარჩევა იმედი ჯობდა თუ რუსთავი2. მე, რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ორივეზე, რუსთავი2-ზეა ჩემს სახლში ძირითადად ტელევიზორი გადართული და ჩვევა მაქვს ძაან მაგარი- ვთქვათ სხვა არხზე ვუყურებ რაღაცას. რომ მორჩება და ტელევიზორი რომ უნდა გამოვრთო, რ2-ზე ვრთავ ჯერ და მერე ისე ვთიშავ ტელევიზორს:D შევადაროთ სხვადასხვა პუნქტებით:
ლოგო:
ტელე იმედის ლოგო თავიდან თურმე იყო ფრთებიანი ასო ბგერა “ი” . FB-ზე ვიკითხე, ხომ არ იცით წარმომავლობა, რასთან დაკავშირებით აქვს დღევანდელ ლოგოს ასეთ ფორმათქო და ეს მითხრეს (ნუ აქ, რა თქმა უნდა, გაჩნდა ვერსიები, რომ ჩაფხუტს გავს, ან გადაჭრილ დედამიწას..იყო კიდევ სხვა ვერსიებიც, რომლის აქ დაწერაც არც თუ ისე სასარგებლოა და თუ რამეა ჩემს პროფილში იხილეთ :D) პრინციპში, ძველ ლოგოს ახლანდელი ჯობია. მართალია ი-სგან ბურთად გადაიქცა და ფრთებიღა შერჩა, მაგრამ მაინც. მშვიდია რაღაც..
ეს ლოგო ახალი წლიდან აქვთ. დიდი სიუჟეტიც იყო მიძღვნილი ლოგოების ცვლილებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ პირველი ლოგოს სურათი ვერ ვიპოვე, მაგრამ გეცოდინებათ და გაგახსენებთ- რ-ს და 2-ის ნაერთი იყო :D მერე რაშს დაემსგავსა, მერე წახნაგებიან რაშს და ბოლოს ამ ლოგომდე მოვიდნენ. ამბობენ, რომ დაემთხვა ისე, რომ ლოგო არხის განვითარების ეტაპებს ასახავდა ყველა დროს. ეს ლოგო უკვე ჩამოყალიბებულ ეტაპს ნიშნავსო.. პრინციპში პრეტენზიები არ მაქვს, არც ერთი ტელეკომპანიის ლოგოებთან, თუ პირველი არხის ლოგოებს გავიხსენებთ..მაგრამ ზოგადად გრაფიკაზე მინდა ვთქვა- რუსთავი2-ს ძალიან მაგარი გრაფიკა აქვს,დახვეწილი..
საინფორმაციო გადაცემები:
გადაცემების ყურებისას გარემოს და სიტუაციას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. შეიძლება სულელურად ჟღერს, მაგრამ თუ რაღაცნაირი სიმყუდროვე არაა სტუდიაში, არ შემიძლია ყურება.
გემოვნების საკითხია- რუსთავი2-ის დიზაინერის ნამუშევარი უფრო მომწონს მე..
თვითონ გამოშვებების შინაარსში დიდი განსხვავებები არ არის. კურიერში რაც ძალიან არ მომწონს ისაა, რომ უფრო მეტ საშინელ შემთხვევებს აშუქებენ ხოლმე :| რავიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ სადმე რამე ცუდი თუ ხდება ყველაფერს ამბობენ და მე კიდე ვმძიმდები. მაგრამ საერთო სიტუაცია რ2-ის ჯობია.
თან პ.ს. კურიერი მიყვარს. ზოგადად, უფრო პროდუქტიული ჟურნალისტები არიან..” იქეთ” ერთი ვახო სანაია ვიცი, რომ კარგია. კიდევ მაგარი ოპერატორები ყავს რ2-ს ძალიან!
დილის გადაცემებს რაც შეეხება, იმედის დილას ვერ ვუყურებ. უინტერესო მეჩვენება, რა ვქნა.. წამყვანებიც რუსთავი2-ის მირჩევნია. მართალია ნინო არაზაშვილის სწერვობა არ მომწონს ხოლმე (არ ვიცი, შეიძლება მეჩვენება, მაგრამ მაგრად უხეშობს ხოლმე ხანდახან თანამშრომლების მიმართ), მაგრამ ყველაფერი დალაგებულია, სტრუქტურაც და შემადგენელი ნაწილებიც კარგადაა განაწილებული და სიამოვნებით ვუყურებ დილაობით კაპუჩინოსთან ერთად : ))
ტოქშოუები:
ოჰოჰო, რთული საკითხი..
კხმ..
სიმართლის დრო- პრინციპში კარგია. რომ არა ის, ვერასდროს ვერ შეიგნებდა ქართველი ხალხი, რომ ე.წ. “სამეფო ოჯახი” საპატრიარქოს შეთითხნილი ამბავი იყო.. ვერასოდეს გაიგებდნენ, რომ მეფის სისხლის მატარებელი არ ნიშნავს ღვითს კურთხეულს. ვერასდროს გავიგებდით, რომ მარინა სალუქვაძეს ეწყინებოდა, რომ სექსუალურია. ვერასდოს გავიგებდით, რომ ირინა სარიშვილი გულის სიღრმეში იგორ გიორგაძესთან თანამშრობლობას სამშობლოს წინაშე დანაშაულად თვლის.. :D
ნანუკას შოუ- ვერ ვუყურებ, ვიღლები. ნანუკა ძალიან მიყვარდა, როცა ჟურნალისტი იყო რ2-ზე. ახლანდელ ამპლუაში ვერ ვეჩვევი. დიდად არ ვუყურებ ხოლმე ამ გადაცემებს, ტელევიზორთან ძალიან იშვიათად ვარ, მაგრამ რამდენჯერაც მოვხვდი იმდენჯერ არ მომეწონა. ჰიპერ აქტიურია და მე ვერ ვეჩვევი.
ღამე შორენასთან ერთად- არც ერთხელ არ მინახავს. რაც წარმოდგენა მაქვს იმით, რომ ბლოგებზე ბევრი პოსტი დაიწერა ამაზე და გუშინ კომედი შოუშიც იყო :D ერთი, რაც ზუსტად ვიცოდი, მმკ-ს რეაქცია იყო, რომელმაც ცოტა დააყოვნა, მაგრამ თავისთავად მალევე გამოჩნდა.. მოკლედ, მე ტვინს აღარ ვიღლი ასეთი რამეებით.
მაფიის ღამე – მხოლოდ ამ სურათით შემიძლია დავახასიათო.. ავტორი არის როკო
რუსთავი2:
პროფილი- დაღეჭილი თემაა და მეზარება იმაზე ლაპარაკი, თუ რა ცუდი წამყვანია მაია ასათიანი. მაგრამ ზოგადად გადაცემა ყურებადია ასე თუ ისე. მაგრამ ბოლო დროს მუსიკალურ გადაცემას დაემსგავსა რაღაც :D
ვა ბანკი- დუტა სადაც არის ყველაფერი წარმატებულია მემგონი :D
ვის უნდა 20 000 – ახალი ფორმატი არ მომწონს რა ვქნა, არც წამყვანი.
[აქ არ ჩავთვალე სეზონური გადაცემები- "რა,სად,როდის","ყველაზე ჭკვიანი" და ა.შ. ასეთი სეზონური რამეებით რ2 უფრო განებივრებულია..]
იუმორისტული შოუები:
იყო და არა იყო რა, იყო დრო, როდესაც დათო გოგიჩაიშვილი და ვანო ჯავახიშვილი ერთად წერდნენ ხუმრობებს.. როცა გადაჭიმული იყო იუმორი მიშა ანდღულაძიდან გიორგი ჯანელიძემდე..
მოკლედ, ძალიან არ მომეწონა მაგათი “დაცილების” ამბავი. რ2-ზე დარჩენილებსაც რაღაც დააკლდათ და იმათაც. ერთად კარგი გუნდი იყო!
იმედზეა-
შუა ქალაქში- ამერიკული “მეგობრების” ქართული ვერსია. მომწონს. უბრალოდ, ფილარმონიაში ჩატარებული კონცერტი იყო ძალიან მარაზმი..
ღამის შოუ- კარგია, მაგრამ რაც გადაცემა გადის, ნახევარზე მეტი გამეორება იყო მემგონი. გაზეთების კითხვის ნაწილი მომწონს განსაკუთრებით..
რუსთავი2-
ვანოს შოუ- მომწყინდა. დათო გოგიჩაიშვილი მიყვარდა ძალიან და გული ამიცრუვდა მაშინვე, როცა წავიდა რ2-ის მაშინდელი “ღამის შოუ”-დან. მონოლოგები დროდადრო კარგია, გადაცემაც სტუმრებზეა დამოკიდებული. მაგრამ საერთო ჯამში “ისეთი არაფერი”..
club show- აქ მომწონს ამიკოს და პაკოს მინიატურები ძირითადად.. და მუსიკალური ნომერი ხოლმე ბოლოს. მთლიანობაში იდეაში ნორმალურია, მაგრამ თუ მაგის ანალოგები ნანახი გაქვთ (რუსული თუნდაც), ნამდვილად ვერ მივა იმათთან..
comedy show- მევასება! რაც არ უნდა თქვან, გაბანძდაო და ა.შ. მაინც მევასება.
[შეგნებულად არ ვეხები ორივე არხის რამდენიმე მტკივნეულ ადგილს. მაგალითად,რუსთავი2-ის "სიცილის ზონა"-ს და იმედის საკუთარ სერიალებს..]
ახლა დავითვალოთ და შევადაროთ ვინ აჯობა :D
ლოგო- დაე იყოს ორივესთვის 3-3 ქულა.
საინფორმაციო გამოშვება-
ქრონიკა- 2
კურიერი-3
დილის გადაცემა-
იმედის დილა -1
დილა მშვიდობისა საქართველო-3.
ტოქ შოუები:
სიმართლის დრო- 2
ნანუკას შოუ-1
ღამე შორენასთან ერთად- 1
მაფიის ღამე- 0
პროფილი- 2
ვა-ბანკი- 2
ვის უნდა 20 000 -0
იუმორისტული შოუები:
შუა ქალაქში- 3
ღამის შოუ- 2
ვანოს შოუ- 2
ქლაბ შოუ- 1
კომედი შოუ- 3
იმედი- 12
რ2- 16
გნებავთ მიკერძოებულობაში ჩამითვალეთ, მაგრამ მე ძალიან მიყვარს რუსთავი2.. და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმედზე რომაა გადართული, ტელევიზორს თვალს ვარიდებ :D
და თუ ვერ მიხვდით რა შუაში იყო ეს პოსტი, გეტყვით, რომ მე უბრალოდ ყველა გადაცემაზე სათითაოდ დაწერის საფრთხე ავირიდე თავიდან :lol:
პ.ს. არც ისე სრულფასოვანი მიმოხილვაა, ბევრი ასპექტი დარჩა შესადარებელი, მაგრამ დრო არ მქონდა და სხვა დროისთვის გადავდე :sun:


















ეხა არ მცალია და მერე მოვალ და დიდ გაბზრაბულ პოსტს დავწერ :)))
ნანუკას შოურს რომ ვუყურებ ასე მგონია რომ წინა ღამე გაათენა ტექსტის დაზეპირებაში
თან ძალიან ხელოვნური გამოდის ყველაფერი ხუმრობა იქნება თუ რა :)
ეს რო არ დამეწერა მოვკვდებოდი :D
მერე შენც რაღას უყურებ? :D
დაიღლები გოგო :D
—————
emotions.ge
რუსთავი2-ს გასართობი მიმართულება ბევრად უფრო გამოცდილი და განვითარებული აქვს; ფორმატებსაც ბევრს ყიდულობს და განხორციელების დონეც საკმაოდ მაღალია.
იმედი როცა დაფუძნდა, ძირითადი აქცენტი in-house წარმოებაზე გაკეთდა: სერიალების გადაღება, შოუების ფორმატები – ყველაფერი საკუთარის შექმნას ცდილობდნენ. რასაკვირველია, ადგილობრივი ფორმატის შოუები დიდად წარმატებული ვერ იქნებოდა, თუმცა სერიალების ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო.
დღეისათვის მართლაც რთულია იმის თქმა, თუ რომელი ჯობია. უკვე ალბათ მიჩვევის საკითხია. ისე კი, პულტიანი ტელევიზორის პირობებში ის არხი ჯობია, სადაც “ამ წუთას” არის რამე საინტერესო :)
მართალი ხარ შენ ამ სტატიაში.
ლოგოებს რაც შეეხება: იმედის ლოგო იყო ბატონი ბადრი პატარკაციშვილის ინიციალების მხატვრული ვერსია: ამოტრიალებული ა და პ (არკადი პატარკაციშვილი)
რ2ის პირველი ლოგო ზღვის ცხენის, ქართული ასო რაეს და ორიანის ნაზავი გახლდათ, ახლა კი რატომღაც ჰიპერ კუბს მაგონებს :D
მე პირადად ენიმალ პლანეტი და დისქავერი და Fტვ ყველაფერს მირჩევნია
აუ,იმედის ლოგოს წარმოშობის ეგ ვერსია მითხრეს და მე მეგონა ხუმრობდნენ :D
@ბუსხ
:)))
@dembo
მე შენ სიკვდილს გადაგარჩენე:boli: :D
@David
სერიალებიდან, რაც აქ იყო გადაღებული, მარტო “ყავა და ლუდი” მომწონდა.თუმცა საქართველოს პირობებში კარგი სერიალები იყო, ტექნიკური კუთხით მაინც..
ვის უნდა 20 000 -ში სრულიად გეთანხმები… ნანუკას შოუს რაც შეეხება კარგი გადაცემაა უბრალოდ… :)
მე მიყვარდა რევოლუციამდელი “რუსთავი 2″, ყველა ჟურნალისტი ისეთი inspiring & excited იყო, ამან კიდევ უფრო იმოქმედა ჩემზე, ჟურნალისტიკა მესწავლა. ლათინოამერიკული სერიალებიც ნაკლები გადიოდა…
ახლა ტელევიზორს იშვიათად ვუყურებ და ამიტომ აზრზე არ ვარ სხვა არხების, ამიტომ არ ვიცი, “იმედი” უფრო ცუდია თუ “რ2″. ფაქტია, რომ დღეს ტელევიზია კი არა – ყველას სერიალების და იუმორისტული შოუების ყუთი გვიდგას სახლში :|
პ.ს. “ყავა და ლუდი” – ჩემი უსაყვარლესი სერიალია დღემდე და ბევრ უცხოურს მირჩევნია, ნინო ბურდული უსაყვარლესი ქალია. ესე იგი, “იმედიც” მთლად გადასაგდები არ ყოფილა ;)
თინ რეებს წერ არ მესმის :)) ესეთი საშინელი ტელევიზიები ჩვენ რო გვაქვს სადმე არის ნეტა? რომელ ხარისხზე და გრაფიკაზე ლაპარაკობ ? იდიოტიზმია მარაზმი , ყველაფერს იპარავენ – მე პირადად ქართულ არხებს საერთოდ არ ვუყურებ , თუ ტელევიზორს ვრთავ დისკავერს ან ტნტ ს ვუყურებ …. FუუF ესეთი ბანძუგა და უხარისხო ტელეგადაცემები მე არც ერთ ქვეყანაში არ მეგულება … მარაზმ!!!!
ნანუკას შოუა კარგი გადაცემა ??????? :D :D :D
Oოო რა გიწყვალია :) რათქმაუნდა კავკასია ჯობია ყველას :) არც რუსთველი და არც ტყვილი იმედი არ მომწონს მე… ვოტ ტაკ..
ჩემი აზრით ნაგავი სიძველით არ ფასდება. ხოდა ორივე ერთი და იგივეა ან უფრო უარესები ერთიმეორეზე..
:)
იუმორისტული შოუები ჩემი სისუსტეა, ერთი ვანოს შოუ არ მომწონს, დანარჩენს ყველას ვუყურებ.
აუ პირველი არხის ლოგოების ისტორიაც განიხილე რა. ამასწინათ ვიხსენებდი სულ რამდენი ლოგო აქვთ გამოცვლილი, დაკლაკნილი ხაზი რომ ჰქონდათ, ეგ იყო ყველაზე სასაცილო :D
დუტა სადაც არის ყველაფერი წარმატებულია მემგონი :D
შეგედავები
დუტა სადაც არის ყველაფერი მომაბეზრებელი ხდება ნელ ნელა
მე იმედზე ვუყურებ შუა ქალაქში + კლინილას
რუსთავზე საერთოდ არაფერს
მეც რუსთავი 2 მომწონს, უბრალოდ პროფილს ვერ ვიტან და ვერც მაია ასათიააააააააანსსს ოOოოო:)))
ძალიანაც სრულფასოვანი მიმოხილვააა, )))