ქუსლნი
დღეს მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა ავმხედრებულიყავი მაღალ ქუსლზედ. მოკლედ, ავმხედრდი და სამყაროს რამდენიმე სანტიმეტრით (აქ წესით უნდა ეწეროს ჩემი ჩექმის ქუსლის სმ-ული მოცემულობა, მაგრამ საწოლიდან ადგომა და გაზომვა დამეზარა) ზემოდან დავუწყე ყურება :D
აი სახლიდან გასულიც არ ვიყავი, რომ მივხვდი სახლში ცუდ ხასიათზე დავბრუნდებოდი მაგის გამო. საუკუნეა მაღალ ქუსლზე არ გამივლია (ტანგეტკები არ ითვლება, ადვილი სასიარულოა). როცა სისტემატიურად არ გაცვია, ერთი დღით ჩაცმა ნამდვილი კოშმარია. სისტემატიურად კიდევ მგონი ორი წლის წინ მეცვა, როცა ნამეტანი მაღალი მამრი მახლდა ხოლმე გვერდით და მინდოდა გამეგო რას ჩამომძახებდა ხოლმე ზევიდან :D
რამდენს ვლაპარაკობ.. მოკლედ, დღეს ჩავიცვი და წავედი.
რამდენიმე მისია მქონდა შესასრულებელი:
მაღალ ქუსლზე როცა დგახარ, არ უნდა დაგავიწყდეს და მხრებში არ უნდა მოიხარო. არ უნდა მოხარო მუხლები და ა.შ. იმისათვის, რომ ჩემს მიერ წოდებული “ცხენის ეფექტი” არ დაგემართოს და ჯაყ-ჯაყით არ იარო. რამდენჯერ მინახავს ქალები, რომ ისე საშინლად იხრებიან ხოლმე ფეხებში მაღალ ქუსლზე სიარულისას, რომ შეგაჯავრებენ მაღალი ქუსლის ხსენებას..ქალისასაც :D
მოკლედ, რასაც თავად ეწინააღმდეგები, შენთვითონ არ უნდა დაგემართოსო ნათქვამია. გამართული სიარულისას იჭიმება ფეხის ეს ნაწილი:
აი ქვედა ნაწილი დამეჭიმა დღეს მეც ფრიად :D
მოკლედ, ეს დაჭიმვები გაიძულებს მოიხარო. თავიდან ასაცილებლად უნდა წარმოიდგინო, რომ წიგნი გადევს თავზე და არ უნდა გადმოგივარდეს:D აი უჟას, მაგრამ იმდენად ვერ ვიტან ჯაყ-ჯაყით რომ დადიან, რომ მთელი დღე ერთი წუთით არ დამვწყებია ზემოთ ჩამოთვლილი მისიები. აუ, თან სულ მეგონა, რომ ფეხი უნდა დამცდენოდა სადმე :|
სახლში მაგარი დაღლილი მოვედი, თან სამშაბათობით სულ ბევრს დავდივარ ხოლმე და რას ჩავიცვი არ ვიცი. ახლა ერთი-ორი თვე (ან მეტი) მემახსოვრება ეს განსაცდელი და აღარ მომინდება ჩაცმა :D
არადა თავის დადებითები ამასაც აქვს, ძალიან უხდება ტანს..და უფრო სექსაპილნიც არს, მაგრამ ამდენ ტანჯვად არ ღირს, დაბალ ქუსლიანებშიც მშვენივრად გამოვიყურები. არ გამოვიყურები და არც ეგ მაინტერესებს :spy: :D














აუ რა სატანჯველია ქუსლებზე სიარული… თან ჩექმა თუ გაცვია ქუსლიანი. ამ ბოლო დროს მეც “ამხედრებული” დავდივარ, კი მიშლის ნერვებს, მაგრამ ვცდილობ მივეჩვიო.
რომ შეეჩვევი მერე დაბლებზე გაგიჭირდება ჩამოსვლა, ეგრეა :P
ანუ განაგრძე სიარული, თუ ნამეტანი არ გღლის და მოგწონს რომ გაცვია ^_^
ცოტა მოვიმატე წონაში და მაგიტომ იმდენად აღარ მომწონს რომ მაცვია. ძაან გრანდიოზული ვჩანვარ მგონია. საშუალო ქუსლებს მივეძალოთ ჯობია
აი მე, მაგის გამო რომ მოხრილმა და ჯაყჯაყით [რა შესაფერისი სიტყვაა მართლა :D] არ ვიარო, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს არ ვიცვამ :D არადა, ხანდახან ისე მინდა ხოლმე მეც, სხვების შემხედვარე. მაგრამ არა, მაინც უდრეკად უარს ვაცხადებ! :D
რომ ივარჯიშო, აღარ იჯაყჯაყებ :PP რამდენიმე დღე გაიჭირვე და.. :user:
მე პროსტა ძაან მღლის და დაბალზე მირჩევნია :user:
ქუსლები რულზ! მარა თუ მტელი ქალაქი არ გაქვს მოსავლელი, ცხადია :D თუ წაღმა-დაღმა უნდა ირბინო, ფეხშიშველიც იღლები და ქუსლებზე რაღა მოგივა ადამიანს :D
მე თუ ბევრი სასიარულო მაქვს, ძაან იშვიათია, რომ (მით უმეტეს, წვრილ) ქუსლზე ჩავიცვა. როგორც წესი, ჩანთაში ვიდებ და თუ საღამოს ისეთ ადგილას უნდა გავიარო, ვიცვამ :D
ახლა, ჩექმა ნაღდად არ მიტარებია ჩანთით :))))))))))))
ჩექმის ტარება თუ მოგინდა, ცალკე ჩანთით უნდა ატარო, ან ბეზარგანი ჩანთა უნდა გქონდეს:D
ხო რა.. ლამაზია,როცა არ უნდა იარო :D
მე ამ პოსტს არ გავაპლიუსებ რააა….
თუ გინდა გასკდი! :D
o_O
Viva la ქუსლ!
აუ მე მიუხედავად იმისა რომ ჯაყკაყიტ არ დავდივარ ჩემი ბრტყელტერფიანობის გამო სახე მეხევა და ვცდილობ იშიათად ვქნა ეგ მაზოხიზმი
ბრრრრრრრ! ქუსლი ჩემი ტკივილია!
აი სწორედ მაგიტო ვყიდულობ ხოლმე ბეზრაზმერა ჩანთებს, ჩაყრი დალოცვილ კეტებს და როცა პონტია გააძროობ. მე სულ ეგრე ვიქცევი ხოლმე,არც ხასიათს ვიფუჭებ და როცა საჭირო ხდება ქუსლოჩკებითაც ვქალობ :D
მე მიყვარს ძალიან მაღალი ქუსლები
და ძალიან გემრიელადაც დავდივარ ყველანაირი ჯაყჯაყის და მუხლებში გადატყდომის გარეშე
პირველ სურათზე ოქროსფერი ფეხსაცმელი მომეწონა :)
მე მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი, და ხშირადაც მაცვია, ნუ სამსახურის გადამკიდე ძირითადად, თუმცა ბალეტკები და კედებიც ძალიან მიყვარს. მოკლედ გარემოს გააჩნია :)