ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

“ვთაგავ თინის, პირადი მოსაზრებით”- monkey

“ქუჩაში რომ შემოგხვდეთო”, ტეგ თამაშია აგერ უკვე რამდენი ხანია ბლოგოსფეროში, სალომემ დამტაგა და  ახლა ვეცდები დაახლოებით ჩამოვყალიბდე :D
საერთოდ, მგონი ბოლო დროს იშვიათად დავდივარ ქუჩაში და ამიტომ მოვაკლდი თვალში გარესამყაროს, მაგრამ მაინც.
მოდი, ჯერ დავიწყოთ იმით, სად შეიძლება შეგხვდეთ:
კოლმეურნეობის მოედანი
ეს არის ჩემი ამოსავალი წერტილი, ამოჩემებული მაქვს. თან ყველგან ყველაფერი მიდის ქალაქის ნებისმიერ წერტილში მაქედან.:D როცა ავტობუსით წასვლა მეზარება ხოლმე სადმე, 170 ნომერ მარშუტკას მივყვები კოლმეურნეობამდე. როცა უნივერსიტეტიდან წამოსასვლელი ვარ, 61-ს ჩავყვები ხოლმე იისევ კოლმეურნეობამდე და ისევ 170-თი მივდივარ. კილომეტრებში ვიცნობ ამ ხაზის ყველა მარშუტკას მძღოლებიანად :D
უი, მართლა, ქუჩის გარდა, ტრანსპორტში რომ შეგხვდეთ, ამოსვლიდან 5 წუთის მანძილზე ვიღაც გოგომ რომ ხელებს აფართხალებს ჩანთაში არქეოლოგიური გათხრების გამო, მერე 5 წუთი რომ პლეერის შნურის განხლართვას უნდება, ეგ მე ვარ :D
ვაკე
მართალია ეს მეორე სემესტრი მოვიკოჭლებ ვაკეში მდებარეობაზე, მაგრამ თუ სახლიდან გავდივარ, ესე იგი მანდაც მიწევს :D
უნივერსიტეტის მერვე კორპუსიდან ორ ლულამდე გადაჭიმულია ჩემი სამოძრაო ტერიტორია. მერე “თუ არ მეზარება” რუსთაველიდან კოლმეურნეობამდე ფეხით უცებ ჩავდივარ ხოლმე, მიყვარს ეგ ადგილები ჩასასეირნებლად<3
ახლა, როგორ მიცნოთ:

ვთქვათ ჩემი არც ერთი სურათი არ გაქვთ ნანახი, ეს მაინც გექნებათ ნანახი, ჩემი დიადი ავატარი :D

აქედანვე გაფრთხილებთ, ასე არ დავდივარ :D (თუმცა სიცილის დროს ვიცი ხელის აფარება პირზე). როგორც წესი თმაც არ მაქვს ხოლმე გადაწეული, “ფჩოლკის” მოყვარული ვარ… და თუ გადაწეული მაქვს, ესე იგი მძიმე დღე აქვს ჩემს თმას, ვერ მოვუხერხე დასტაბილურება ამ ფჩოლკას და მომიხდა გადაწევა.

ისე, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და თმა ყოველთვის ცუდად მაქვს :D

ჩაცმულობა:

მაქვს ორი უკიდურესობა- სახლიდან გამოვდივარ ან ძალიან მოვლილი და ყველანაირად გაწყობილი (:D) ან ძალიან აჯამივით. შუალედური შემთხვევებიც მაქვს ხოლმე შიგადაშიგ, მაგრამ ეს ორი მაინც გამოირჩევა :D

ამ ორი უკიდურესობის მიუხედავად, ერთი ტენდენცია ყოველთვის დაცულია ჩემს ჩაცმულობაში- ფერებს არ ვურევ არასდროს. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების ფერებში აუცილებლად დაცულია ბალანსი.

მეორე აუცილებელი მახასიათებელი- ხელზე მაქვს გადაკიდებული ჩანთა (ერთადერთი ჩანთა მაქვს ისეთი, რომელიც მხარზე უნდა გადაიკიდო და ისიც დისკომფორტებს მიქმნის) და ერთ-ერთ ხელში აუცილებლად მიჭირავს მობილური, ან საფულე. ან მობილური და საფულე ერთად. ან მობილური, საფულე და პლეიერი ერთად :D  მოკლედ, ზუსტად ასე:

ძალიან ვერ ვიტან მობილურის და პლეერის ხელში ჭერას, მაგრამ წიკი მჭირს ასეთი. ტელეფონი თუ სადმე ჩანთაში მაქვს, მაინც ყოველ წამს ვამოწმებ, სულ მეჩვენება, რომ რეკავს. პლეერზეც ასე, ხელში უნდა მეჭიროს და ვაკონტროლო- აბა ხან ხმის აწევ-დაწევა მიწევს, ხან გადართვა-გადმორთვა, რა ვუყო. ზაფხულში საშინელებაა ხელში ჭერა ისე :|

სიარულის მანერა:

დავდივარ ჩქარა. აუცილებლად ყურსასმენების თანხლებით და გვერდით თუ ჩამიარეთ ახლოს, შეიძლება ხმაც კი გაიგოთ იმისი, რასაც ვუსმენ, იმხელაზე მაქვს ხოლმე აწეული. დავდივარ იმ რიტმში, რაც მაქვს ჩართული და რადგან ჩქარი ნაბიჯები მაქვს, შესაბამის პლეილისტს ვარჩევ ხოლმე.

როცა მარტო ვარ ვმოძრაობ, სერიოზული სახე მაქვს. თუ ვინმესთან ერთად ვარ, წესით და რიგით ვიცინი :D შეიძლება მიხილოთ ასეთი გამომეტყველებითაც:

თუ ცუდ ხასიათზე ვარ ჩემი სერიოზული სახე უკიდურესობაში გადადის და შუბლი მეკვრება. თუ ნამეტანი კარგ ხასიათზე, თვალები მიღიმის, ასე:

რაც მთავარია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, “არ მომეკაროთ” ტიპის არსება არ ვარ. პირიქით, მშველის ხოლმე გზაში ნაცნობი თუ შემხვდა (გამონაკლისები არიან, რა თქმა უნდა). ისე, ბევრი მეუბნება ხოლმე, ქუჩაში დაგინახეო და  როცა დამინახავთ, შეგიძლიათ მოხვიდეთ, ყურსასმენი გამომაძროთ და გპირდებით, შუბლშეკრულობიდან მომენტალურად გარდავიქმნები უზადოდ გაღიმებულ არსებად :D

ვტაგავ: ტატუს, ეthნო ბლოგს, ქრისტინეს

23 Responses to “ქუჩაში რომ შემოგხვდეთ”

  • კიდე სიარულის მანერა გაქვს ძალიან სასაცილო : ) მაკარონივით ფეხებს ჩორთით სიარულის სტილში ადგავ : )რაღაცნაირად მაღლიდან : )

    • Tiny:

      უიმე ამას თუ მაკარონები ჰქვია :D
      ხო,ფეხს ვწევ უკან და მაღლა მგონი თუ რაღაც ეგრე,მაღლიდან დადგმა გამომდის მოკლედ:D

  • ვაიმე ვერ წარმომედგინა ვინმე შენ თუ დაგთაგავდა :) :)

  • :))))
    ბოლოს ჩემი გადაღებული ფოტოოო :P
    ისე, დამავიწყდა შენთვის მეკითხა, თმაზე გამახსენდა ახლა. ხვეული თმა გაქვს და ისწორებ? თუ ასეა, სცადე და ხვეული ატარე, მე მგონი მოგიხდება და თან ბევრად მოსახერხებელია :)
    :ხვეულითმისდათმიდახვევისპროპაგანდისტი:
    :D

    • Tiny:

      ვაიმე,როგორ მომწონს ეგ ფოტო იცი? <3
      ჩემი თმა რთული შემთხვევაა- არც ხვეულია და არც სწორი :D ანუ როგორც მქონდა ამ დღეებში,როცა მხედავდი, მასეთი მაქვს, ხელს არ ვადებ ხოლმე, როგორც ვანიდან გამოვდივარ ისე დგას :D იშვიათად,რომ ნერვები მეყოს და რამე ვუშველო.

      • მაინც სცადე აბა მუსი, მართალია სქელი თმა გაქვს და მუსი ისე ადვილად ვერ მოერევა, როგორც ჩემს 2 ღერს, მაგრამ მაინც სცადე. დაბანის მერე ერთი მუჭი ნივეას ან ტაფტის მუსი შეიზილე თმის ბოლო 2/3ში. აშკარად ხვეულისკენ მიდრეკილი თმა გაქვს და მე მგონი უნდა მოგიხდეს. თუ არადა, შენი რა მიდის. ჩემსავით, ქიმიურად ხომ არ იხვევ :D

  • ჰე-ჰე, მე გნახე ამასწინ! უნის პირველი კორპუსის წინ, მიწისქვეშასთან გაიარე, ზუსტად მასეთი იყავი და ვიფიქრე, ახლა რომ მივეჭრა ამ პლეიერიან გოგოს და მყუდროება დავურღვიო, ტეხს-მეთქი, არადა მინდოდა გამეჩერებინე. შავი, მოკლე კაბა გეცვა _ ღიაფერის ყვავილებით და შავი ჩანთა გქონდა გადაკიდებული ხელზე. მგონი არ შემშლიხარ :)

  • haha )) ramdeni vitsinee :)) siarulis manera chemnairi gqoniaa)) mmec egre davdivar da tu chemebtan ertad varr mashin mteli gza vcekvav )) marto mitydeba cekva vinme ifiqrebs gijiaoo <3 kvelaa magaze megadaveba dzan modzravi var da xelebs ver vachereb verc laparakis dross da verc siarulis dros ))

  • OoO:

    თუ სადმე შემხვდი აუცილებლად გნახავ:D მარა ეჭვი მაქ რო ეგ არ მოხდება მე ვაჟაზე ვაგდივარ სუუუულ :D:D :*

  • T.ale.N.ted.:

    vaime,tin,shenc chemsavit gaxasiatebs “tvitxalisi”,rogorc shevnishne :D :* pleeri aar maqvs,telefoni kidev iset mdgomareobashia,xelshi chera ki ara,chantashi chagdebac mitydeba… chantebic ratomgac mxarze gadasakidi miyvars,ufro tavisuflad davbodaleb,torem sxva mxriv zustad egre var…ai chacmaze xo mec ori ukiduresoba maxasiatebs da tma…savarcxeli ra nivtia shemaxsene ra :D sheni tma mopmwons da nu wuwuneb :) :* ai im originalurgamometyvelebian fotoze ar shemidzlia komplimenti ar gitxra ra :D :D :D arachveulebrovi xar :* quchashi cekvaze vgijdebi,exa magalitad usashinlesi manchva-grexvit movdiodit me da chemi megobari da vxalisobdit,mere rea tu bevri tvali giyurebs :D

  • ფილარმონიაც დაამატე ამ სპისოკს ;)

  • უF წესით რამდენჯერ უნდა მყავდე ნანახი. უნივერსიტეტის ქვედა კორპუსებში როცა ვარ, სულ ეგრე მიწევს მეც და კოლმეურნეობის მოედნამდე ჩავდივარ ხოლმე სეირნობით. საკვანძო ადგილია თითქოს. ჯერ მანდ მივდივარ ხოლმე და მაქედან სხვა ტრანსპორტზე გადავჯდები.

    ტელეფონის ხელში ჭერაც მიყვარს, თან მე მუსიკასაც ტელეფონით ვუსმენ. ამიტომ ზაფხულობით სელპაკით მიჭირავს ხოლმე ტელეფონი, თორემ ძაან საშინელება მოუვა. ხოდა კიდე ტრანსპორტში რომ ვჯდები, მეც ეგრე ვიქექები ჩანთაში და დახლართულ ნაუშნიკებს ვასწორებ.

  • მე უკვე მესიზმრები :| არ ვხუმრობ. :| “დაჟე” ილიასთან ერთად გნახე.. :დ (მგონი ილია ჰქვია ხო? :შ)

  • Dreamer:

    უიი მე მეგონა მარტო მე ვიყავი ეგეთი ყველაფერი რო ხელში მიჭირავს ხოლმე … )) ოო მიყვარს რა ეს ბლოგიი <3

  • Curly Eko:

    დღეს დაგინახე მგონი მეგობართან ერთად ბითლზ კლუბთან, რაღაცაზე იცინოდი…კაბა გეცვა, შავი ჩანთა, გაშლილი შავი თმა.. შეიძლება ვცდები :)

  • 170 ნომერი მაშუტკით მეც ხშირად ვმგზავრობ, თუ გიცანი შეგეხმიანები :D

  • Tiny:

    სალომე ჰაჰაა,როგორ ვიცინე :D <3 <3 <3

    dreamer

    <3

    curly eko

    უჰუ,მე ვიყავი ^_^

    mongoose mountain bike

    შეხვედრამდე ^_^

  • თი:

    აწი გავითვალისწინებ აუცილებლად და მოვალ :)))))))

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)