PSG

Pრე  Sაზაფხულო  Gანწყობა!

ორ დღეში, როცა ჩემი ბოლო ორი გამოცდაც წარსულს ჩაბარდება, ოფიციალურად დაიწყება ზაფხული. ზაფხულის ოფიციალური დაწყება ჩემთვის მხოლოდ საყვარელი სახლიდან გასვლასთან ასოცირდება. საყვარელი სახლი რა, თბილისიდან გასვლა არ მიყვარს.  წელს რაღაც განსაკუთრებით არ მინდა არსად წასვლა.. ნუ ვაღიარებ, ზღვა მიხარია, მაგრამ მაინც..

დღეს დავიწყე ფსიქოლოგიური მზადება იმისთვის, რომ შეიძლება ინტერნეტ სამყაროს ძალიან მოვწყდე. ფსიქოლოგიური მზადება იმაში მდგომარეობდა, რომ მთელი დღე ინტერნეტში დავბოდიალებ-  ვეთხოვები :D არადა მეგონა, რომ ჯეო კონექტის ინტერნეტი მექნებოდა თან, მაგრამ დღეს ვნახე, რომ ერთი შეხედვით საწყალი ინტერნეტის წყარო [უსბ მოდემი] 219 ლარი ღირს. ამიტომ სასწრაფოდ დავარწმუნე თავი იმაში, რომ ზაფხულია და ჩემს ტვინს დასვენება სჭირდება!  თუმცა იმ აზრამდე ჯერ არ დავსულვარ, რომ ბლოგისგანაც მჭირდება დასვენება. როგორც წესი, მოვშორდები თუ  არა ინტერნეტს, მაშინვე მუზა მიკაკუნებს და მეწერინება. ამიტომ გეგმა შევიმუშავე- ვორდში დავწერ ხოლმე პოსტებს და  არ არსებობს, რომ კვირაში ერთხელ მაინც ვერ მოვახერხო ნეტთან მოხვედრა. ასე, რომ ბლოგი არ გავა შვებულებაში :D

აქვე შემუშავებული მაქვს “გეგმა B”-  დავიმარაგებ ფილმებს და ისე წავალ. ჯერ კიდევ არ მინახავს Gossip Girl-ის მეორე სეზონი, საყვარელ დორბლიან ფილმებსაც წავიღებ, იმ ფილმებს წავიღებ, რომლებიც მაინტერესებს და მგონი როგორმე გადავიტან :D ხო, ასევე დამჭირდება ბეევრი სამესიჯო. არადა არ მიყვარს მესიჯების წერა, მაგრამ ერთგვარი სუბლიმირებისთვის კარგი გამოსავალია იმჰო..

გუშინდელ შეკრებას რაც შეეხება კიდე.. ხო, ჯერ იმით დავიწყოთ, რომ აზრთა უმრავლესობა გავითვალისწინე ის ბოლოკაბა ჩავიცვი, რომელმაც მეტი მოწონება დაიმსახურა :D დაახლოებით ასე გამოვიყურებოდი :

1vmnf99op44bcq1b19uu მოკლედ, იმდენს დავრბოდი, კადრმაც კი ვერ გამაშეშა! :D სამწუხაროდ კადრში არ ჩანს სხვადასხვა ფინტიკლუშკები- სახლიდან სრულად მობილიზებული გავედი :D ხოდა შეკრებაზე 20 სულიერი არსება მოვიდა :user: ისეთი ბედნიერი ვიყავი, საკუთარ ორგანიზებულ შეკრებაზე ამდენს რომ ვხედავდი.. არც ერთ შეკრებაზე ამდენი არ ყოფილა. სხვათაშორის, სტრატეგიამ გაამართლა. შეკრების თემა რომ გავხსენი,  პირველ პოსტში ვინც კი გამახსენდა ყველა იძულებით ჩამოვწერე. თავისთავად მერე ნებაყოფლობითი სია შედგა, მაგრამ არც ძალიან ჩამორჩებოდა პირვანდელ ძალადობრივს. მთელი შეკრების განმავლობაში რაღაც მასპინძლად ვგრძნობდი თავს და ყველასთან სათითაოდ დავრბოდი, რომ არავის ეგრძნო თავი უყურადღებოდ. რამდენად მოვახერხე არ ვიცი, მაგრამ ხო ვეცადე :user: ბოლოს მადლობებიანი პოსტით დავხურე თემა [მერე ერთი-ორი წუთით იყო გახსნილი,მთხოვეს და იმიტომ არის დახურვის მერე კიდევ ორი გვერდი :D ჩეტავიკები! ] მოკლედ, დავბრუნდი სახლში და მერე სიამაყით ვუყურებდი დღის შთაბეჭდილებებით გაძეძგილ თემას.. :blush:

________

ზღვისთვის შერჩეული ფერი- სალათისფერი. მუზა:

100_7229

_______

დღეს ეს ზედა ვიყიდე და ისე მომწონს, დედაჩემმა ძლივს გამხადა- ახლა სახლში ხარ, ნუ გაცვიაო :D ყელი აქვს უულამაზესი და ნაჭერიც ულამაზესია :love:

100_7228

პ.ს. კაჭკაჭიზმი [ოღონდ მარტო ვერცხლი მიყვარს..ოქრო-არ!] :

100_7230

6 Responses to “PSG”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)