prince

არარომანტიულმა მკითხველება ცოტა ხნით მაპატიეთ :user:

ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილებასავით, რომ აუცილებლად ვინმე უნდა მყვარებოდა. ისე ვერ ვძლებდი, თუ ვინმეზე არ ვფიქრობდი, ვინმეზე არ ვზრუნავდი  და თუ გულის აჩქარებები არ მჭირდა. ჩემი  “სიყვარულები” ორ ნაწილად იყოფოდა/იყოფა ხოლმე: რეალური და არარეალური

ახლა რას ვგულისხმობ- ნუ რეალურები იმედია გასაგებია და ეს ე.წ. არარეალურები იყვნენ ისეთები, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი.  ახლა რომ დავითვალე, ასეთი მქონდა 3 ძალიან სერიოზული შემთხვევა. შემთხვევის არსი მდგომარეობს შემდეგში:

თითქმის უცნობ ადამიანს ამოვიჩემებ და ვაქცევ პრინცად :D ანუ ვიქმნი იდეალს და მგონია, რომ მორჩა იმაზე უკეთესი არავინ არ არის.  თავში ათასნაირი  ზე რმანტიული სცენარი  მომდის როგორ გავიცნობთ ერთმანეთს, როგორი იქნება და ა.შ. მაგრამ ერთხელაც არ ვდგამ ნაბიჯს და ესე რჩება ხოლმე იდეალად. სიმართლე გითხრათ, მეჩვენება, რომ ძალით ვაკეთებ. ბოლოსი რა გითხრათ და წინა ორი შემთხვევა ექვემდებარებოდა რეალურობაში გადაზრდას, მაგრამ ცოცხალი თავით არ მინდოდა.

პირველი შემთხვევა ყველაზე ტკბილად მახსენდება- ჩემი სკოლელი იყო. მეათე კლასში დამემართა ეს ყურებამდე შეყვარება.  პრინციპში სასარგებლო იყო მაგ დროს ჩემთვის- სკოლაში სიარული აღარ მეზარებოდა :D  სულ მეჩვენებოდა, რომ ის გრძნობდა  და ხვდებოდა რეებსაც ვფიქრობდი მასზე და იმიტომ ჩამოივლიდა ხოლმე დროდადრო ჩვენი  კლასის წინ. ან იმიტომ შევხედავდით ხოლმე ხანდახან ერთმანეთს თვალებში.. ნუ სინამდვილეში ჩემი საოცრად რომანტიული ფანტაზიის ბრალი უფრო იყო ყველაფერი და იმის, რომ სულ მჯეროდა მსგავსი ისტორიების  :D

მერე აღმოჩნდა, რომ ჩემი კლასელის და მეგობრის მეზობელი/ნათესავი იყო. ერთხელ სტუმრად ვიყავი და ამ ჩემი პრინცის დედა დამახვედრეს სახლში რომ მივედი. გავიცანი  და ისეთი საყვარელი იყო უფრო შემიყვარდა. მერე დედამისსთან უფრო ახლოს ვიყავი ხოლმე ვიდრე იმასთან :D  ვიდრე რა, დღემდე ისე არ ვიცნობ, რომ მივესალმო და რამე ამდაგვარი. სულ ერთი-ორჯერ გამომელაპარაკა/გამოველაპარაკე ალბათ. იასნა გადამიარა რამდენიმე თვეში და ჩამოვფრინდი ღრუბლებიდან. სხვათაშორის მშვიდობით- ეს ყველაზე მაგარი თვისებაა არარეალური რამეებისა. ახლა facebook-ზე მყავს და რამდენჯერაც ონლაინზე დავინახავ ტკბილად მეღიმება :D

მეორე შემთხვევაზე ლაპარაკი არ მინდა- ჩვევას გადავუხვიე, ოღონდ ჩემი ძალისხმევით არა, თავისით მოხდა რავი , ძალიან ახლო კონტაქტიც მქონდა (იასნა წინ გადაუდგმელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც), ხოდა არც ისე მშვიდობით დავეშვი და..

მესამე შემთხვევა სულ ცინცხალია. დღეს მივხვდი, რომ დამეწყო :D

საჯარო ბიბლიოთეკაში ბინადრობს ერთი არსება, რომელიც სულ თვალში მხვდება ხოლმე რამდენჯერაც მივდივარ- იქ მუშაობს. სულ სუნთქვაშეკრული ვუყურებდი ხოლმე რომ გაივლიდა. ხოდა დღეს სუნთქვის შეკვრას რომ გულის აჩქარებაც  დაემატა მივხვდი, რომ ის ჩემი მორიგი აკვიატებაა :D

რომ ვთქვი ჩემი გულის აფართხალების თაობაზე, მითხრეს ეგ მითანას რეკლამაში არისო  და ვიპოვნე :ვაშა:

თვით ის!

აი: http://meatana.ge/?cat=videos&lang=ka# ამ ლინკზე გადადით და ქვემოთ ვიდეოების ჩამონათვალში ვიღაც გოგო რომ ჩანს წიგნების ფონზე, ის ნახეთ..

ამ ვინმეზე  მარტო ის ვიცით, რომ:

  • საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობს
  • კალიცო არ უკეთია

:D

fb-ზე დავდე ეს სურათი და 40-მდე კომენტარი მოყვა. ყველა კომენტარის შინაარსი დაახლოებით იყო, რომ რამე უნდა მექნა, გამეცნო და ა.შ. მაგრამ  მე, რა თქმა უნდა, არაფრის გამკეთებელი არ ვარ. დროდადრო საქმე რომ მექნება ხოლმე მივალ  საჯაროში, რამდენჯერმე თვალებში ჩავხედავ, წამოვალ.. :D

ლოგიკა – როცა ასეთი ვინმე გყავს, იდეალი შექმნილი და როცა გჯერა, რომ ვინმე მაგდაგვარი არსებობს, უფრო ძლიერი ხდები და რეალური ურთიერთობების აღარ გეშინია.

კარგით, ვიფოლოსოფოსე- უბრალოდ, რომანტიულია და მორჩა : ))

45 Responses to “prince”

  • აუ ერთი მაგის გასაცნობად უნდა მივიდე საჯაროში რა : )))))
    შენ დაისვენებ მე გავერთობი :ბოლი:

  • შენია და მიდი მაშIნ ვა :D მე გავიცნობ სადმე დავპატიჟებ და მოგიყვები მერე : )

    ბტწ რა უცნაური გარეგნობის ტიპია o.O

    • Tiny:

      უცნაური რა მხრივ :user:
      ამ სურათზე არ ჩანს კარგად, აბა რეკლამაზე გადადი და ისე ნახე.
      როგორი ტიპია იცი? აი რაღაცა რაღაცნაირი :D ვერ ვხსნი მაშასადამე..
      ჭაღარები აქვს ბევრი ისე, ნეტა რამდენი წლის არის..

      • მაინც უცნაური გარეგნობა აქვს
        რაღაცნაირი არა სანდო და ცივი

        • Tiny:

          ანუ მანიაკია :love: :D
          გამოხედვაც სტრანნი აქვს ძაან. ვერ მიხვდები რანაირია.
          საჯარო ბიბლიოთეკის ფონზე კი ყველა უცნაურად მოგეჩვენება ისე.. :D:D:D

          მარა ჩემი დანარჩენი პრინცებიც რაღაც ეგეთები იყვნენ, სტრანნები.

  • მაგის სიდედრს ვიცნობ :ქრცვინი:

  • ეგეთი აკვიატებები მეც მჭირს ხოლმე და ჩემი დაქალები სულ დამცინიან :(
    მიდი გაიცანი .. გაიცანი : )

  • ვაიმე, მეგონა, მე ვწერდი. იმჰო.

    :D

    მაგრამ მე აშკარად მეტზე მქონდა გაჭედილი.

    [quote]ლოგიკა – როცა ასეთი ვინმე გყავს, იდეალი შექმნილი და როცა გჯერა, რომ ვინმე მაგდაგვარი არსებობს, უფრო ძლიერი ხდები და რეალური ურთიერთობების აღარ გეშინია[/quote]

    მე კიდევ პირიქით ვთვლი, რომ მაგის გამოა გამიფათახდა ყველა ურთიერთობა რეალში. რადგან იმაზე მეტს წარმოვიდგენ და შესაბამისად, მეტს ველი, ვიდრე სინამდვილეშია. :D

    • Tiny:

      არა, მე არ მიშლის მგონი..და რაში მეხმარება იცი?თუ რეალურში რამე წარუმატებელი ხდება, მახსენდება ჩემი პრინცი და ვწყნარდები პროსტა იმიტომ, რომ არსებობს და მე ვიცი, რომ ამ რეალურზე უკეთესია :D:D:D

      ძაალიან მაგრად დამეხმარა ერთ-ერთი “პრინცთაგანი” სერიოზული დეპრესიის დროს და იმის მერე უფრო ვაფასებ ჩემს თავში ამ სიყვარულის თვისებას :D

  • vaih :)) tkbilad gamegima mec :D mec daaxloebit mara me cota upro rtul pormebshi maqvs xolme egeti ragacebi :D clobit :D mere maniakalobashi gadamdis da ase shemdeg :D

  • რეაკლამას ა რ ხსნის, ის ხომ არაა სასისკებს რო ატკაცუნებენ? :-შ თუ ეგაა ნევროზი დამმართა, სასტიკად მაღიზიანებს : ))

  • Tiny:

    @kate_alukard

    მე მგონი ერთ წელზე მეტი სტაჟი არ მაქვს რავი.. :D

    @Dissolved Girl

    მაგ ლინკით არ ხსნის პირდაპირ, ქვემოთ არის ჩამოთვლილი და მწვანიანი გოგო რომ ზის ისაა. ხო ტკაცუნზე როა ეგ არის, ოღონდ ეს არ ატკაცუნებს :D

  • ოოოო! რა კარგი იყო, რა გულწრფელი:)) რა შინაგანი:)) რა ძალიან გახსნილი :))) ყოჩაღ, ეს რომ შეგიძლია :)) აი, მე ძალიანაც მინდა ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ მაინც არ გამომდის, ვიფოლორცებ ხოლმე ტყუილად :)))

    მეც მჭირს ეგეთები:)) ზოგს სასაცილოდ მოეჩვენება, მაგრამ მე ცხოვრებას მილამაზებს, მიმარტივებს, მახალისებს, სტიმულს მაძლევს და რა ვიცი კიდევ რა:)))

    კარგი გოგო ხარ. ბევრი + შენ!

  • ნეტა მარტო წიგნებს კითხულობს თუ ბლოგებსაც? :D

  • აუ თინი ეგეთები მეც მჭირს, ოღონდ ჩემთან უფრო რთულად არის საქმე ხოლმე, ეგ რამოდენიმე თვე კი არა უფრო მეტიც გრდძელდება, მაგალითად ეხლაა მეორე წელიაა ერთი აკვიატება ვერ ჩამოვიკვიატე :D

  • აუუ, მეც მეცნო ეგ გრძნობა! ბავშვობაში ეს მოთხოვნილება ისეთ მძიმე ფორმებში გადამივიდა, რომ პიტერ პენი შემიყვარდა და ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდა და წამიყვანდა თან. კარგი პოსტი იყო :)

  • Tiny:

    @sin165

    იმედია ბლოგებს არა :D

    @კიკიტო

    ზნაჩიტ ის ის არის :D

    @Kohinor

    პიტერ პენი ბევრს უყვარდება ისე ბავშვობაში:))და ჰარი პოტერი კიდე ბოლო დროს:)))
    დიდი მადლობა :*

  • თინი, შენი მეზობელი მაღაზიის გოგო კითხულობს(ნუ ან კითხულობდა) ამ ბლოგს და რომ აღმოჩნდეს რომ ეს ბიჭიც კითხულობს,მერე სად მიდიხარ? :D

    წარმოიდგინე, რომ ზიხარ მაგიდასთან, და მოდის და ისე ჩუმად რომ გეუბნება, რამეს ტიპა: “გამარჯობა, თინი, იცი მე შენ ბლოგს ვკითხულობ” :D და წარმოიდგინე შენი რეაქცია ამ ყველაფერზე :D

    ბლინ, მე რომანტიულ მელოდრამებს უნდა “ვწერდე” :D

    • Tiny:

      :))))

      აუ რეაქცია კი არა შეიძლება გული წამივიდეს :D
      უი,გული წამივა და ხელებში ჩავუვარდები და ის წამომაყენებს და ჩამიხუტებს :love:

      :მე შენი თანაშემწე სცენარისტი უნდა ვიყო მელოდრამების წერის დროს:

      :D

  • ნინო:

    თავის დროზე როდესაც სტუდენტი ვიყავი, ბიბლიოთეკაში ვათენებდი და ვაღამებდი.ყველა თანამშრომელს ვცნობ სახეზე,რიგითი ბიბლითეკარდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული,დაცვის წევრების ჩათვლით.მაგას დეტექტივები უყვარს,სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს:) სხვათა შორის მეც ვყავი შეყვარებული ასე პლატონურად ერთ მკითხველზე. თუ პირველი კორპუსის დარბაზში ზიხარ ხოლმე, შეუძლებელია, იმ გამხდარ, სასაცილო “ბიჭ-კაცას” არ იცნობდე. კდევ კარგი, მე გადამიარა:)

    • Tiny:

      : )))

      დეტექტივები რომ უყვარს ეს უკვე კარგია,ცოტათი მიუახლოვდა იმ სახეს, რაც შექმნილი მყავს :D
      იმ “ბიჭ-კაცას” ცისფერი აქვს?თუ ისაა,ვინც მგონია, იმას ცისფერი თვალები აქვს..

  • ნინო:

    ახლა გადავიკითხე კომენტარები, ყველა რა საყვარელია და აშკარად ყველას როგორ გულზე მოეშვა ე.ი. მარტო მე არ დამმართნია მსგავსი რამო.შენ წარმატებები:)მაგარი ვინმე ხარ:)P.S.არა ცისფერი თვალები არ აქვს, მაგრამ ამოჩემებულ ადგილზე ზის ყოველთვის და ძალიან, ძალიან ბევრი წიგნი უდევს მაგიდაზე:)

    • Tiny:

      აუ ხო,მე კიდე ისე მეშინოდა პოსტის გამოქვეყნების, მეთქი შეიძლება სასაცილოდ მოეჩვენოთთქო და უზომოდ მიხარია ასეთი კომენტარები <3

      რომ მივალ დავაკვირდები აბა მაგას:))

      შენ კიდევ ძალიან დიდი მადლობა :*

  • კალიცო არ უკეთია

    =))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  • საჯარო რაღაც მისტიური ადგილია :D
    მეც და ჩემს ყველა ჯგუფელსაც ჩვენ ჩვენი რჩეული გვყავდა იქ :D

  • მატასი:

    ხო, კალიცო არ უკეთია :))) არ უყვარს :) არც მე მიკეთია, არც მე მიყვარს:)) თუმცა ცოლ-ქმარი ვართ ………. :))))) მაგრამ არ ინერვიულო:) შენ შენი ეცადე, მეც ეგრე მომეწონა და ამიტოაც გავყევი, მაგრამ ”ჟენა ნე სტენა” :)))))))))))))) წარმატებები…….

  • Tiny:

    :lol:

    აიპებს რომ ვხედავ არაუშავს? :))

  • მატასი:

    ჩვენს სამსახურში რვა კომპიუტერი ერთ აიპზეა:))))) მაგრამ, ”მეჩტატ ნე ვრედნა” :))))

    პ.ს. ნინოს რომ არ ენახე, ვერც მე გიპოვიდი და ვერც ჩვენი სხვა გოგოები :) მე ბლოგებს არ ვკითხულობ:))))

  • ლოლ თითქმის პასუხობს ჩემს ვიდეო პოსტს
    ნუ იმის გარდა, რომ არ დარბიხარ და არ ამბობ, აი ჩემომხედა, ზნაჩეტ ვუყვარვარო :))
    ხოდა რავი… სკოლაში ერთ ჩემ ნაცნობს რომ ბიჭზე ეგეთი ამოკვიატება ქონდა, ის ბიჭი კი მიზის ახლა სახლში. არადა მე რომ მქონოდა ამოკვიატება ხო უფრო რამანწიჩნი იქნებოდა? :)))

  • AGENT OF CHAOS:

    ვაიმე რა პრიკოლს აღარ წააწყდები კაცი…არ გირჩევთ მიახლოებას :D :D 3თვეზე მეტი არ გაუძლია არავის. 17წელია ვიცნობ :D ანუ რაც დავიბადე.29წლის არი,მართლა საჯაროში მუშაობს და რაც მთავარია ჩემი ძმაა :D :D

  • wiwi:

    ai chemi tavi davinaxee zustad eg mchirs :d

  • ლიკა:

    რას არ წააწყდები მართლაც აქ :)))) ვერაფრით ვიფიქრებდი თუ გიორგის ფარული თაყვანისმცემლები ყავდა :) ისე არაა 29 წლის და მგონი დეტექტივებზეც არ უნდა გიჟდებოდეს, რავიცი …ვკითხავ მაინც :)
    ისე თინი,თუ სურვილი გექნება ამას წავაკითხებ :)

  • Tiny:

    აარა, ხო ჩავძვერი მიწაში სირცხილით და ვეღარ მივდგი ფეხი საჯაროში :D მართალია ძველი და ჩავლილი ამბავია,მაგრამ მაინც:)))))

    • ლიკა:

      უი, ჩავლილი ამბავია? რატო? :) კარგი, არ ვაჩვენებ მაშინ,როგორც იტყვი :) ისე მართლა სხვანაირია …უცნაური :) ძალიან საყვარელი ხარ თინი, გადავხედე შენს ნაწერებს და რაღაცნაირად გავთბი :) :*

  • თინ:

    მეც , მყავს ეხლა აღფრთოვანების ობიქეტი :)) საერთოდ , ისეთი ვინმეებით ვინტერესდებოდი მეგობრებს რომ ვაჩვენებდი: “ფუ რას გავს” ამას ამბობდნენ :D მე კი , ვპასუხობდი : მერე, რა მოხდა “სხვანაირია” :)))) ხოდა , აესე შენსავით ჩამეღიმება ხოლმე , სხვათაშორის გუშინ გავიცანით ბათუმში ერთმანეთი , თეთრი სარაფანი მეცვა და პირველად გავიგე მისი ხმა :) დღეს ძალიან , სენტიმენტალური და რომნატიკული ვარ ,ალბათ გძინავს შენ :* წავალ შევპირდი იმავე ადგილას და იმავე დროს შევხვდებოდი <3 მოუთმენლად ელის ალბათ :)) გკოცნი და მე მიყვარს თინის ბლოგი , ძალიან მართლა ძალიან.. ერთადერთი ხარ რომელიც არასდროს მომწყინდება და დამავიწყდება.. :*:* (მართლა გულწრფელად , თორემ მე ან ვამბობ რომ მომწონს და ვგრძნობ ამას ნამდვილად , ან საერთოდ არ ვამბობ). ძილინებისა , თინ

  • Tiny:

    @ლიკა

    არა, გამიარა რა, ახლაც რომ შევხედავ გული კი ამიფრთხიალდება ხოლმე :))უბრალოდ რა აზრი აქვს რომ წაიკითხოს, შეიძლება ვერც მიხვდეს ვერაფერს, რას ვგულისხმობდი:))
    ძალიან დიდი მადლობა, გამიხარდა გულწრფელად <3

    @თინ

    რა მაგარია <3 იცოდე მომიყევი მერე თქვენი ისტორიის დასასრული:))
    და მადლობა :*

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)