პრესაბათუმო პოსტი…
დადგა ნანატრი ჟამი, როგორც იქნა…ხვალ მივდივარ ბათუმში.
პირველ რიგში იმიტომ მიხარია, რომ მზეზე გავხმები. “შენ რაღა მზე გინდა”, “უცებ არ დაგეტყოს შენი ფერის გადამკიდე” და მსგავსი ვერსიები არ მიიღება, ვისაც უმზეური (!)გინახივართ, შედეგს თვითონაც ნახავთ, რომ იქნება უზარმაზაარი :D
აი ეს ზემოთ წარმოდგენილი სურათი, არის კვარიათში ყოფნისას, საღამოს გადაღებული და შესაბამისი განათების გამო, შესაშური ფერის ვჩანვარ. სინამდვილეში კიდევ შარშანდელ ზაგარ შემორჩენილი გახუნებული ფერი მადევს :D ასეთი:
მეორე რიგში იმიტომ მიხარია, რომ ბათუმი მიყვარს ძალიან. “დიდი გოგო რომ გავიზრდები”, ერთ სახლს ავიშენებ ბათუმში და დავცხოვრდები ზაფხულობით :D ან თუ ვერ ავიშენებ, აი აქ მაინც ვიყიდი. ახლა რომ ვიყავით ჩასულები, მაშინ ვნახე და რაღაცა ნამეტანი მომეწონა და სანამ მე დიდი გოგო გავიზრდები, ხო დაიაფდება ჰა? არა? კაი :user:
მიმაქვს:
- ჩემი განუყრელი პლეიერი, რომელიც მზეზე გახმობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის.
- რა თქმა უნდა, ბევრი ტანსაცმელი, რომელთა უმეტესობას არ ჩავიცმევ
- ერთი წიგნი, რომელსაც საღამოობით ჩავუჯდები ხოლმე
- 3 DVD დისკი საყვარელი live-ებით და კლიპებით
- კომპიუტერი, რომელიც შარშან ბათუმში ამოვწყვიტე wi-fiს გამო. დრაივერი მქონია დასაყენებელი, მე კიდე იმაში დარწმუნებულმა, რომ თავისით უნდა ემუშავა, ვუჩხიკინე და მთლიანად დავბლოკე კომპიუტერი. შედეგად გაჰყვა მთელი ჩემი ავლა-დიდება, D დისკიც კი :D ახლა დატესტილია wi-fi-ზე და იმედი მაქვს აღარაფერი შეემთხვევა. მუზებისამებრ ვეცდები დავწერო ხოლმე დროდადრო პოსტი იქაურობიდან.
ვაპირებ:
- მარტო ჯდომას და არანაირ “ძიგძიგს” :D
- აჭარული ხაჭაპურის ჭამას- უმმ მომენატრა <3 თბილისში არასდროს არ ვჭამ იმიტომ, რომ ბათუმში სხვა გემო აქვს :))))
- ზღვაში დღეში 5-5 წუთით კამერით შეფართხალებას და ცურვის არ სწავლას
- ფეხით ბევრ სეირნობას
- ცოტა წონაში დაკლებას. ზღვაზე ადვილად ვიკლებ ხოლმე მიუხედავად იმისა, რომ მადა მიხუთმაგდება :D
მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, ხვალ ამ დროს ბათუმში მეძინება წყნარად და ტკბილად. ზღვის ხმაურსაც გავიგონებ და დილით აივნიდან თავს რომ გავყოფ, ბათუმის სახანძროს (:D) და შერატონს დავინახავ. მერე ნახევრადმძინარე ავიკიდებ ბარგი-ბარხანას (= პირსახოც-პლეიერს) და პლაჟზე დავიწყებ ტრადიციულ მოღვაწეობას :D
















მეც მინდა ბათუმში, ძალიან მიყვარს ეგ ქალაქი.
შენ რა დაკლება გინდა… ისედაც გამხდარი ხარ… : ) :*
ბედნიერი მგზავრობა :დ
აუ მეც მინდაა. ერთი სული მაქვს როდის წავალ ზღვაზე :)
სადმე რომ მივდივარ ხოლმე მეც ბევრი ტანსაცმლის წაღება ვიცი და იქიდან ბევრი მრჩება ჩაუცმელი.
და კიდევ, აჭარული ხაჭაპური მეც მომენატრა. აჭარული ხაჭაპური ზღვასთან ასოცირდება ჩემთვის :)
რამდენი ხანი აპირებ ბათუმში გაჩერებას? მე ივლისის ბოლოსკენ ვაპირებ ქობულეთში ჩასვლას და თუ მაგ დროისკენ ისევ ბათუმში იქნები, გნახავ :პ
ბეედნიერ დასვენებას გისრუვებ :)
უი, ცურვა არც შენ იცი? :D
კარგად დაისვენე :)
პირველი ფოტო ძალიან მაგრად მომეწონა <3 კარგი ფერებია და შენც ძაან შავი ჩანხარ.რაც შეეხება ზღვაზე წასვლას შენი არ მშურს :D მთელი ზამთარ-ზაფხული მანდ ვაგდივარ და ყელში მაქ ამოსული.
ბედნიერ მგზავრობას და კარგი დროის გატარებას გისურვებ.და რაც მთავარია მზეს :*
როგორც იქნა თინიი !!! :დ
ვაიმე გული წამივიდა ამ პოსტის წაკითხვისას. ყოველთვის როცა ვინმე ზღვაზე მიდის შურით ვივსები. აი უსასტიკესად მინდა წასვლააააააააააა
ჰევ ე ნაის ვექეიშნ, ბრო :D შენ გიშველის ბათუმი ჩემი დედას ვფიცავარ? :O
კარგად დაისვენე! ეჰ, მეც მინდა ზღვაზე, მაგრამ ჯერ მინიმუმ ერთი თვე ვერსად გავეტევი თბილისიდან!
კარგ დასვენებას გისურვებ : )
ეე რა მაგარია მაგრამ, ცურვა ისწავლე ბარემ და უფრო მაგარი იქნება : ))
მე წელს ვგეგმავ
პ.ს. http://www.ubralod.ge გავხდი და გე-ბლოგებში თუ ჩამამატებ -გამხიარდება :)
კარგი დასვენება!
ბედნიერი მგზავრობა თინი :)
კარგად დაისვენე !
მეც მინდა ბათუმში, ოღონდ მეგობრებთან ერთად :შ
კარგ დასვენებას გისურვებ :) ისა და კიროვზე (26 მაისზე) ცხოვრობ? სახანძროს დავინახავო… :)
თუ შემომხვდი სადმე ბათუმში, მოვალ რაა :)
მე მეგონა, შემ უფრო აქტიური დასვენება გიყვარდა. :)
მე 30ში მივდივარ და იქამდე თუ იქ იქნები ვიღაც დიდი არსება თუ გამოექანა შენსკენ მე ვიქნები და ნუ შეგეშინდება,კარგ დასვენებას გისურვებ
მადლობა ყველას,ხოდა ვინმემ თუ დამინახეთ, მაშინვე მოდით,გამიხარდება <3
@Seefräulein
ააჰა,მანდ ვარ :*
რა თქმა უნდა, ბევრი ტანსაცმელი, რომელთა უმეტესობას არ ჩავიცმევ
აი ეგ მავნე ჩვევა აღმოვფხარი ცემში როგორც იქნა, და ცხოვრება გაცილებით გაიოლდა და ჩანთები დამსუბუქდა
ეხლა ვებრძვი თავის მოვლის საშუალებების შემცირებას მაგრამ არ გამომდის :)
აჭარული ხაჭაპურის ჭამას- უმმ მომენატრა <3 თბილისში არასდროს არ ვჭამ იმიტომ, რომ ბათუმში სხვა გემო აქვს :))))
გეთამხმები
მეც არ ვჭამ ხოლმე აქ :)
და ამის გამო წლიდან წლამდე ვრჩები აჭარულის გარეშე, თუ რამე საოცრებით მივლინებაში არ ამოვყოფ ხოლმე თავს ბათუმში