პპ
პპ=პრე პოსტ
პირველ რიგში, კასპერ, მაპატიე ამ დიზაინისთვის და ცოტა ხანს, სანამ ახალს მოვძებნით, დაე გვქონდეს დრო იმისათვის, მოვიფიქროთ კარგია, თუ არა :D
ახლა სრულიად უადგილოდ და უმისამართოდ ვწერ ამ პოსტს, მაგრამ იმისთვის მჭირდება, რომ თავს ვაიძულო წერა. მაქვს ძალიან ბევრი დრაფტი- უკვე გამზადებული პოსტები, რომლის უბრალოდ დაპაბლიშებაც მეზარება. ასევე მაქვს ჩამოწერილი იდეები პოსტებისთვის, ანუ იდეების ნაკლებობას არ განვიცდი, მაგრამ რაღაცნაირად გათიშული ვარ :D ეგ კიდევ ცალკე თემაა და ალბათ უახლოეს მომავალში [იმჰო დღეს] მოვყვები რა ხდება ჩემს თავს და სად დავფრინავ..
ერთი-ორს წავი “რასა ვიქმ”-ებ, ტვინს და ნაწერს გავავარჯიშებ და მოვემზადები შემდეგი პოსტისთვის. თინი შეძლებს ძველ ფორმაში ჩადგომას, თინი არ არის ზარმაცი! :D
დილით ამ გაბურძგულმა დამაფეთა, უნდა ჩაგეხუტო, გაიღვიძეო :D უკვე მგონი მესამე დღეა მარტოები ვბინადრობთ სახლში. მამა გერმანიაში, დედა, ლევანი და ქეთი ყვარელში და მე და ნინიმ ჩვენი დიდი მონდომების წყალობით დავიმსახურეთ აქ დარჩენა. წასვლისას ინერვიულეს ფრიად იმიტომ, რომ თქვეს, გამხმრები დაგხვდებიან უჭმელობისგან და ტელევიზორის და კომპიუტერისაგანო. ნინი მაგრად მგავს, შეუძლია 25 საათი გაატაროს dvd-ს ყურებაში და ერთსა და იმავე მულტფილმს დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ და ჭამის მერე უყუროს :D
მაგრამ მთლად ასე არ ვწირავთ [ტოესწ ნინი არ წირავს] თავებს და ხან გარეთაა. მე მაგ დროს ვცდილობ სახლი აზრზე მოვიყვანო ხოლმე. რომ არ მოიწყინოს, მთელი მაგის დაქალები სახლში მისხედან :D
საჭმელსაც არ ვაკლებ, რამის ყოველ ჭამაზე ახალ-ახალი გავუკეთო. ერთი ეგ არის, ორი დღის წინ რომ პური ამოვიტანეთ, დღემდეა დარჩენილი, ვერ მოვერიეთ :D
ამ დილას, ჩავლასლასდი მაღაზიაში და ამოლასლასებისას მეზობელმა მთხოვა ცოტა ხნით ბავშვი დაიტოვეო და ააიტ! მე ხომ მსოფლიოში საუკეთესო ბავშვთა მომმვლელი ვარ :| დავტრიალდი, გავუმზადე “ყიყლიყო”-ები და მერე სათამაშოებით თამაშის უფლებაც მივეცი და სახლი ისეთ დღეშია დეპრესია ავიკიდე :|
ხოდა ახლა უკვე ხედავთ რა დღეში ვარ და სანამ აზრზე მოვიყვან სახლს და თან დალაგებისას ჩემს პოსტზე ვიფიქრებ, შეგიძლიათ დატკბეთ ან არ დატკბეთ ახალი დიზაინით და თან დაელოდოთ, როდის გამივლის ეს ცნობილი არამდგრადობის აპოთეოზი, რის გამოც, ჩემი ბლოგის დიზაინი სულ შარშია :D















აუჰ, ყოჩაღ შენს გაძლებას სახლის ლაგებისას :დ მე მიყვარს შინ მარტ ყოფნა და რა ხანია მარტო არ ვყოფილვარ :)))
მეც მიყვარს სახლში მარტო, ოღონდ სულ მარტო :D
აგიარე თინი ხომ კარგი სეგრძნებაა სახლში ბავშვების ხმა რომ ისმის, აი რამე სათამაშოს რომ სესთავაზებ და ისიც გახარებული რომ გიყურებს ჰო რაგაც კარგი შეგრძნებაა? :სუნ:
მაგრამ დალაგება ისე მეზარება ხოლმე რომ ზალიან მეზარება:>
მართალი ხარ :წუბ: რომ მოირბინა და მითხრა “შეიძლება სათამაშოები გავწეწო?”-ვო, უსერ სახით დავრთე ნება. კი ვიცოდი რაც მომელოდა, მაგრამ.. :დ
ისევ დიზაინები ცვალო, ჯობია, ვიდრე ჩემსავით თმებს უტარო ექსპერიმენტები! ;)
აუ,თმებზე ვიცოდი მეც ადრე საშინელებები :/ მერე რომ მივხვდი, რომ თავს ვერჩოდი, მოვეშვი..
ერთხელ ჩემი ხელით შევიჭერი კარე და მერე რამის ერთი წელი მოვუნდი რომ რამეს დამემსგავსებინა :ლოლ:
me mapatiet ra tqma unda magram dizaini sucks
bavshvebi rulz
პირველი წინადადების დასაწყისი სასტიკად არ მომეწონა : |
აგარ წავიკიტჰე ემერ
[მიმჰვედრი მიჰვდება] ბ-)