პოსტი
პოსტი: ხელიდან გაშვებულ მომენტებზე
პოსტი: ტყუილების გარეშე ცხოვრებაზე
***
გუშინ ციცქნამ ფორუმზე დადო კოშკას ლექსი ხოდა დაახლოებით 5-ჯერ წავიკითხე წუხელ. აზრზე არ ვარ რა შუაშია [შეიძლება იმ შუაში, რომ ტირილი მინდა და ვერ ვტირი], მაგრამ სულ გული მიჩუყდება კითხვისას.. ხოდა ეგ იქეთ იყოს და კოშკა გამახსენდა. კოშკა კი არა ხელიდან გაშვებული მომენტი, რომელიც ახლა მგონია, რომ არ უნდა გამეშვა..მოკლედ, ერთ მშვენიერ დღესაც, უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსის კიბეებზე ლუდვის წრუპვის და რელიგია-ფილოსოფიაზე ლაპარაკის დროს გავიცანი კოშკა [ალბათ ერთი წლის წინ და ალბათ არ ახსოვს/არ ვახსოვარ] ხოდა რაღაცნაირად [მაშასადამე რაღაცნაირად კარგად] მიყურებდა თვალებში და საყვარელ რამეებს მეუბნებოდა. ხელს ხელზე მატოლებდა, თვალებში მიყურებდა და მოკლედ ძალიან დიდი დრო გავიდა საიმისოდ, რომ ზუსტად მახსოვდეს რაები მითხრა. მარტო ემოცია მაქვს შერჩენილი :D ხოდა ის კი კარგად მახსოვს, რომ მეუბნებოდა გაგაცილებო.. ძალიან წვიმდა და ავტობუსის გაჩერებაში ვიყავით შეყუჟულები, თურმე ერთ გზაზე მივდიოდით და ერთი ავტობუსი გვაწყობდა. ხელი ქონდა ჩაკიდებული და უცებ დამკრა თავში რაღაცამ [კერძოდ ერთგულებამ], ხელი სწრაფად გავუშვი და სულ სხვა ავტობუსში ავედი.. მარტო ხელი დავუქნიე მერე ფანჯრიდან.. ხოდა მერე მთელი გზა ხო ვნანობდი.. აი ისეთი რამეები მითხრა [ჯანდაბა,რატომ დამავიწყდა] რომ დღემდე მახსოვს,რომ მარტო მთელი გზა კი არა, კარგა ხანს ცუდად ვგრძნობდი თავს, რომ მასთან ერთად შხაპუნა წვიმაში სეირნობაზე უარი ვთქვი :D ხოდა პათოსი- ზოგჯერ არაფრის და არავის გამო არ უნდა დაიხიო უკან!ვოტ :|
***
ბოლო რამოდენიმე დღეა ტყულებს ვერ ვამბობ.. სულ მახსენდება ფილმი “მატყუარა, მატყუარა”. ვინ ჩაიფიქრა რომ ტყუილი ვეღარ ვთქვა, აღიარეთ! :D ნუ ახლა, მთლად ისე არ ვარ, როგორც ფილმში.. უბრალოდ არ ვარ ხასიათზე, რომ რაც არ მეთქმევინება ის ვთქვა. ნუ ერთადერთი ისღა დამრჩენია სკაიპში invisible რეჟიმში ვიჯდე.. თორე რამდენჯერაც შევედი, იმდენჯერ ხან ვინ გახდა ჩემი სიმართლეების მსხვერპლი, ხან ვინ :| ისე შეგიძლიათ ეს ისტორიული მომენტი გამოიყენოთ და მკითხოთ რაც გინდათ- სიმართლე გარანტირებულია :ბის: მაგრამ იმედია დიდხანს არ გასტანს ეს პერიოდი, თორემ ნელ-ნელა მივდივარ დასკვნამდე, რომ ტყუილების გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია!
პოსტის შესახებ:
პოსტი დაწერილია “რამდენი ხანია არ დამიწერია და უნდა დავწერო”-ს მოტივებზე. შესაბამისად – ეტყობა!













სასწრაფოდ გაჩნდი ჩემს სკაიპში!!! მე მინდა სიმართლე :მაზოხისტკა:
ომგ :|
ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა შენს შეკითხვებს :D
დამახასიათე.
რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს?
:D
ლილიანისაც მეყოფა მასეთი კითხვები :lol:
ტყუილების გარეშე ცხოვრება ძალიან ძნელია!
—–
ჭეშმარიტებას ღაღადებს შენი ბაგეები პროსტა ხანდახან მავიწყდება ვის რას ვატყუებ და :u: თან ბოლო დროს შევეშვი მოტყუებებს მიზეზი XXX :D
მეც ვერ ვიტყუები ხარისხიანად, მერე მერევა ყველაფერი :D
და მავიწყდება ვის რა ვერსია ვუთხარი და ამიტომ ბოლო რამოდენიმე თვეა ნაკლებს ვიტყუები :E
რა მატყუარები ყოფილხართ :blink:
კარგი ახლა,მთლა მასეც არაა :დ
თან გააჩნია ვის ატყუებ,ზოგს უეჭველი უნდა მოატყუო :დ
თინი, მადლობელი უნდა იყო, რომ ვეღარ იტყუები. უდიდესი რისფექთი ჩემგან! მეზიზღება ტყუილები და მირჩევნია, სიმართლე მომახალონ მაშინვე. ჰოდა, რაღაც წუწუნის განწყობაზე ხარ თუ მეჩვენება? ბლოგის ლეიაუთი შეცვალე და გადაგივლის :პ (მე ვიტყუები ამ შემთხვევაში)
ხო,ნიჩეგო..მივეჩვიე უკვე უტყუილობას და კარგია :პ
წუწუნის განწყობაზე ნამდვილად ვარ და ერთადერთი ხარ, ვინც მიხვდა ამას : ))
დავწერ მერე პოსტს ამაზედ : )