პირველი ონლაინ შოპინგი
ერთი თვის წინ ვთქვი, რომ კარგ ონლაინ მაღაზიას ვეძებდი და usa2georgia ავირჩიე.
ერთი კვირის (თუ ცოტა მეტი) წინ გამოვიწერე ორი ფეხსაცმელი:
1. ამას ველოდები სუულმოუთქმელად! 23$ ღირს, მგონი ძვირი არაა ნამდვილად : )) გამოიყურება ასე:
2. ე.წ. “ბალეტკები”. მიყვარს ხოლმე ზაფხულში მასეთები.. ეს ძაან იაფი, 12$ ღირს.
მოკლედ, ცოტა ვღელავ, ფეხსაცმელი მაინც საფრთხილოა. დიდი შანსია არ მოგერგოს რაღაც ისე და : (
კიდევ მინდოდა ამ სამაჯურის და ბეჭდის გამოწერა,მაგრამ რომ მივბრუნდი გამოსაწერად, გათავებული დამხვდა :(
სვითი დამეხმარა გამოწერაში, უფრო სწორად სულ თვითონ გამომიწერა. მე ისევ აზრზე არ ვარ :D ველოდები მის ვიდეო-ტუტორიალს ონლაინ შოპინგთან დაკავშირებით. მგონი მორჩა მონტაჟს და მალე იქნება :) იმედია მალე ჩამოვა ჩემი ფეხსაცმელები, მერე უკვე ფაქტებით დავწერ კარგია, თუ არა usa2georgia ^_^ უჰ, რა ძნელი ყოფილა მოლოდინი :D


















სამაგიეროდ ხელში რო დაიჭერ ამანათს მმმმ საოცარი გრძნობაა :))
ვეელი დაძაბული :D
აუ რა მაგარია სვითი თუ ვიდეო თუთორიალს ჩაწერს ერთ ბოტასზე მომდის ნერწყვები ისე მინდა გამოწერა და არ ვიცი როგორ ხდება ფულთან რომ მაქვს საქმე არ მინდა რამე შემეშალოს ხო და დაველოდები მარის პოსტს. რამდენ დღეში ჩამოდის ხოლმე გამოწერის შემდეგ?
ამმ არ ვიცი,მაქსიმუმი 2 კვირაა მგონი
თავს დავდებ ურბანოგია :”>
მეც ველოდები ახლა მაქედან.
დიახ დიახ,უბრანოგია <3
უი, რა კარგია ტუტორიალი… შენი არ იყოს მეც სულმოუთქმელად ველი… ძალიან მინდა საგაზაფხულოდ რაღაც-რაღაცების გამოწერა.. <3
შენ კი გილოცავ, მშვენიერი შენაძენებია =D
მადლობა ^_^
ისე მაგ საიტს ერთი მინუსი აქვს :შ
ადრე გამოვიწერე მაღალ ქუსლიანი და 10სმ-ს ნაცვლად ქუსლი 14 1/2 ჰქონდა :შ
ეუ:|
იმედია არ იქნება ცდომილება ამჯერად |(
აუ რა იაფია ყველაფერი
ლამაზი ფეხსაცმელია ^_^
ვაიმე, ეგეთ “ტუფლებს” როგორ იცვამ, გოგო? ქუსლებს რომ ვუყურებ, გული მიმდის. თან სულ შავი ფერები, არ მომწონს. გაფერადდი რა!!! :*
ვიცვამ რო? :D ექსპერიმენტს ვატარებ ახლა :D
შავი იმიტომ, რომ ყველა ფერის ტანსაცმელზე “მიდის” და :s
:*
ზატო რომ ჩმოვა იცი რამხელა სიამოვნებაა?
მე გამოვიწერე გუშინწინ და ველოდები დიდიიიი ინტერესით
[...] ფეხსაცმელები ჯერ კიდევ გზაშია და თინის ამანათთან ერთად [...]
მაგარია, ამანათის ლოდინი :D.
მხოლოდ 2-ჯერ დავაცადე სამსახურში მოტანა. ვერ ვითმენ ხოლმე და თვითონ გავრბივარ :D.
ხუთშაბათს კარავი ჩამომდის :).
სეზონი გავხსენი.
ნიუ ბალანსებს ველოდები. :)
და კიდევ რაღაცეებს…
აუუ, რომელი საიტიდან იწერთ მითხარით რა რომელია სანდო რომ მერე use2georgia–მ ჩამომიტანოს?
მინდა დავრეგისტრირდე