რაღაცნაირი პიცა
ჩემი ნახევარდიასახლისობის ამბები მოგეხსენებათ ალბათ..ნელ-ნელა ვცდილობ ვძლიო ამას და “ნახევარ” ჩამოვაშორო კატეგორიას :D მაშასადამე, ვსწავლობ რაღაცეების კეთებას. ერთ-ერთი რაღაცა კი ქვემოთ ელოდება მომზადებას:
ამ პიცის მომზადებას შეეწირა:
• 15 ლარი
• ჩემი და ხატიას მთელი ენერგია, რომელიც იმდენი ძლივს დაგვრჩა ბოლოს ყბები მაინც რომ მოგვექნია.
მოკლედ, ახლა გაწერინებთ ექსკლუზიურად, პიცის რეცეპტს. ამ პიცის მომზადების პროცესს ერთხელ უყურა ხატიამ თურქეთში და მას მერე აცხობს ხოლმე ხანდახან მაშასადამე :D ერთ დღესაც გავიხალისეთ და გადავწყვიტეთ ჩვენც გამოგვეცხო. ეს „ჩვენც“ იდეაში 4-5 მდედრს მოიცავდა, მაგრამ ბოლოს მარტო ჩვენ შევრჩით ერთმანეთს და როგორც მოწადინებული მოსწავლე, ბოლომდე გვერდში ვედექი დიად მასწავლებელს :D
მოკლედ, ჯერ მივდივართ რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს მაღაზიაში და ვყიდულობთ მასალას. დაგვჭირდება:
• ყველი
• სოკო
• ხახვი
• პომიდორი
• კეტჩუპი
• მაიონეზი
• ძეხვი
• ბეკონის თხელი ნაჭრები
• ცომი
ქვემოთ რომ დავდებ იმ სურათზე თუ ბეკონის თხელი ნაჭრები ვერ შენიშნოთ, არ შეიმჩნიოთ- ყვარელში ვერ ვიშოვნეთ. ახლა მომზადების წესი..თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა, თავიდან ყველა პროდუქტი უნდა გაამზადო:
ყველი გავხეხოთ და ცალკე სათავსოში მოვათავსოთ. ასევე ძეხვიც [მოხარშული ძეხვი, ა.კ.ა. დოქტორსკი :დ]. ოდნავ მომწარო[თუ მოცხარო?!ვერ ვარჩევ მე მაგ ორს, ამიტომ თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ] კეტჩუპი და რააც შეიძლება ნოყიერი მაიონეზი აურიეთ კარგად ერთმანეთში. მეერე აიღეთ ხახვი და დაჭერით რაც შეიძლება წვრილად, თუ სპეციალური საჭრელი რომაა ეგ გაქვთ, მთლად უკეთესი იმიტომ, რომ სოკოსაც იქ დაჭრით ბარემ :D მოკლედ, როგორც მიხვდით სოკო და ხახვი ერთნაირად წვრილად უნდა დაჭრათ. სოკოს კონსერვის დაჭრა არც თუ ისე ადვილი საქმეა ისე, დრო მიაქვს.. აახლა განთავსდით გაზქურასთან, ჯერ ხახვი მოშუშეთ რამე ქვაბში და მერე სოკოც კარგად ჩაშუშეთ აწ უკვე მოშუშულ ხახვთან ერთად. ამით ძირითადი სამუშაოები დასრულებულია :D
ახლა პიცის ჟარონაზე გართხმის პროცესი:
ჯერ აცხელებთ ამ ჟარონას, რომ გამოდგმისას კარაქი კარგად დაადნეს. შეგიძლიათ ზეთიც გამოიყენოთ. მოკლედ, მთავარია ცხიმისმაგვარი იყოს რამე და.. მერე უკვე ძააალიან თხლად გაბრტყელებული ცომი, რომელიც გიდევთ მაგიდაზედ და რომელის ხსენებაც ზემოთ დამავიწყდა, აიღეთ და ჩადეთ ჟარონაში. შეიძლება შემოგეხათ, ან დიდი იყოს და ა.შ. მაგრამ ყველაფერი თქვენს ხელთაა- შემოგეხა? დააკერე! :D მოკლედ, აკოწიწეთ, ზედმეტები მოაჭერით და ასე გაალამაზეთ ცომი, რომელის სილამაზეც პრინციპში არაფერში გჭირდებათ, მაგრამ მაინც.. :D
მერე იწყება მორთვითი სამუშაოები:
ჯერ ცომზე ვუსვამთ მაიონეზისა და კეტჩუპისგან დამზადებულ მასას, მერე ფენად ვაყრით ყველს, შემდეგი ფენა სოკოს ეკუთვნის, შემდეგ ძეხვი და შემდეგ ისევ ყველი. ზემოდან ვადებთ ბეკონის უთხელეს ფირფიტებს, რომ ფერზე მოვიდეს ქმნილება :D გაფორმებისთვის [და გემოსთვის]თხლად დაჭრილ პომიდორს ვადებთ გემოვნებით :Dა, შეგიძლიათ ბეკონს ქვეშიდან მაიონეზის და კეტჩუპის ნაზავი წაუსვათ. მოკლედ, დანარჩენი უკვე ჩისტა გემოვნების საკითხია ზემოდან რას როგორ დადებ.. შესდგით გაზში ან დენის იმაში რაქვია.. რაც ქვია და დაელოდეთ. როცა მიხვდებით, რომ ისეთ დონეს მიაღწია ზედაპირის და ცომის მდგომარეობამ, როგორიც თქვენ გინდოდათ, გამორთეთ :D














აუ, რა გემრიელი ჩანს! :ჯამპ:
ისე, უკვე გამომცხვარის ფოტოც რატომ არ დადე :))
აუ, გადავიღეთ, მაგრამ ჩემს მობილურში არ მაქვს :(
ეეეეეე, რა მაგარი ჩანს :)
სიამოვნებით მივირთმევდი ახლა!
გამოგიტყდებით და თინის პოსტებშიც და საერთოდაც ძალიან მიყვარს, როცა დასურათებაა, ამიტომ ინტერესი წამძლევს ხოლმე და ჯერ სურათებს ვათვალიერებ. ამ ფოტოს რომ დავხედე რაღაც გემრიელი ნამცხვარი მეგონა :D მერე პოსტი წავიკითხე და წარმოდგენა მიჭირს, როგორ შეიძლება რომ ეს იყოს პიცა… ისეთ ფერებშია როომ…
ამ პიცის ჭამას ვერავინ მაიძUლებდა ამქვეყნად :დ
რატომ? :უსერ:
აუ შენ რას გიზამ შენ ხო არ იცი :დ
გამოგიცხობ და ძალით გაჭმევ :დ
აუ, როგორ ამეშალა მადა ვერ წარმოიდგენ, მომშივდა! მითუმეტეს, პიცა ხაჭაპურზე მეტად მიყვარს :)
გემრიელი ჩანს ^^
ჩემთვის ყველი და ძეხვი ერთად არ შეიძლება, ერთერთი პროდუქტი უნდა ამოვიღო. ბლინ, ისე რამდენი ხანია პიცა არ მიჭამია :|
თინი, ნახევარ- აღარ გაბედო, უკვე შტატიანი დიასახლისი ხარ :ჰაგზ:
ოხ პიცაზე ვგიჟდები და აი უკვე რამდენი თვეა ყოველდღე გავიძახი რომ უნდა გავაკეთო პიცა, თუმცა მირცევნია ისევ რომ გარეთ ვიყიდო, მზა მდგომარეობაში
ეხლა ამას ამოვიწერ :)