pet

 

pets

ჩემი თევზის შემხედვარეს, რომელიც ისე საყვარლად მოცურდება ხოლმე აკვარიუმთან რომ ვუახლოვდები, რომ ჩახუტების სურვილს მიჩენს, მომინდა  რაიმე მო-ცხოველ-ო ვიყოლიო : )

ყველაზე ძალიან მიყვარს ძაღლები.. ერთი “მაგრამ” არსებობს: ბავშვობაში [8 წლის წინ] მყავდა პაატარა თაფლისფერი  პუდელი, რომელიც ქეთის დაბადებისას გავუშვით სოფელში. ბავშვთან მაინც საშიში იყო..

სოფელში დაიკარგა, ვერ მიხედეს.. ერთხელ ჩავედი, მართლა კარდაკარ ვიარე და ვატარე დედა და ბებია, რომ მიმეგნო და რომ მივაგენით კვალს, გვითხრეს ავარიაში მოკვდაო..

აი ეხლაც მახსოვს რა  ცუდად გავხდი, რამდენიმე დღე ვღნაოდი..მაშინ პირობა დავდე, რომ როდისმე ზუსტად ასეთი თაფლისფერი პუდელი მეყოლებოდა! მაგრამ რაღაცა სულ მაკავებს, ალბათ ის, რომ ისე ვიცი შეყვარება, მერე ძალიან მიჭირს ხოლმე გადატანა რამის..არადა სიბერით ხომ მაინც მოკვდება როდისმე : (

მაგრამ მოსალოდნელი ტანჯვა ღირს იმ ტკბილი რამის ფასად, რაც ძაღლთან ურთიერთობას მოაქვს :user: ძაღლები განსაკუთრებულად მიყვარს და იმათაც ვუყვარვარ. მაწანწალა ძაღლებსაც კი, თვალებში ისე ვუყურებ ხოლმე და ისე მშვიდად მივლიან გვერდს, რომ გეგონება პატრონი ვარო. ბავშვობაში მახსოვს, ბებიას და პაპას ძაღლი ყავდათ, მეცხვარის ჯიშის, უუჭკვიანესი იყო..დავისვამდი ხოლმე ეზოში, მე სკამზე ვჯდებოდი, გვერდით მომიჯდებოდა, თავს დამადებდა და წიგნს ვუკითხავდი  :D

ჯულის  ჩემთან ეძინა სულ.. ხელით ვაჭმევდი და ვაბანავებდი, ვკოცნიდი, ვეხუტებოდი  და ააა! მომენატრა! ამ დილას  მივიღე გადაწყვეტილება და ჩემებს ვამცნე. აღმოჩნდა, რომ დედასაც იგივე აზრი აწუხებს.  მამაჩემმა ერთი შემოგვხედა უმწეო სახით და რომ მიხვდა,  გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, აღარაფერი აღარ უთქვამს. ეხლა მთავარია თაფლისფერი პუდელი ვიშოვნო.. :user: ისე მოვლა  რთულია, მთელი დღე ლექციებზე  რომ ვარ.. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ნეტარებაა საღამოს, დაღლილი რომ მოვალ, რომ მომეხუტება, კალთაში ჩამიჯდება და ერთად დავწერთ ხოლმე პოსტებს :sun:

pudel

9 Responses to “pet”

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)