პაუზის შემდეგ..

კატეგორიიდან ნახევარდიასახლისა

საკუთარ თავზე გაბრაზებული და შესაბამისად ცივ წყალ მომარჯვებული, განვისვენებ საყვარელ ტახტზე და  “რა სად როდის”-ს ბატონი წამყვანის ხმების ფონზე ვცდილობ ხუთდღიან პაუზას ბლოგზე ბოლო მოვუღო. პაუზის გამომწვევი მიზეზი მარტივია: რამდენიმე დღეა მარტო ვარ სახლში და ვტკბები სიწყნარით. თუმცა მთლად დატკბობა ვერ ეთქმის- დედას წასვლის დღისით, დამშვიდებული რომ წასულიყო, სასტუმრო ოთახის გენერალური დალაგება დავიწყე..შუა გზაში ვიყავი დედა რომ წავიდა და მაშინვე დავკარგე სტიმული. დავბოდიალებდი სახლში და “სად გამექცევა”-ს ძახილით სახლის დალაგების მეტს ყველაფერს ვაკეთებდი. რომ მივხვდი, რომ სინდისი მაწუხებდა, წუხელ რამის დილამდე სამზარეულოს ხეხვა ავტეხე, მერე ცოტა დავიძინე და გაღვიძებისთანავე დიდი შემართებით წამოვედი კომპიუტერთან- გადავხედავ რაღაცებს და შევუდგები ისევ დალაგებას-მეთქი, მაგრამ ჰოი-ო ნათქვამია!.. რომ მივხვდი, რომ ფორუმს, ფეისბუკს და  ათას უბედურებას [:D] მოვედე, არადა უკვე 4 საათი სრულდებოდა, მოვუხმე მთელ ჩემს ფანტაზიას მოტივაციის საძებნელად. ხოდა ხომ იცით, მეგობარი ჭირში უნდა ამოგიდგეს მხარში :D

ჩემსავით მოწუწუნე ცოტნეს, რომელსაც ხვალ გამოცდა აქვს და ჩემსავით ვერ წყდებოდა ინტერნეტს, შევთავაზე “მოსანაძლეო” რაღაც. 4 საათიდან 9 საათამდე კომპიუტერები გამოვრთოთ და ვაკეთოთ რაც გასაკეთებელიაო. რომელი ჩვენგანიც ვერ მოითმენდა და ნეტში გამოჩნდებოდა 9 საათამდე, იმას დიდი ოდენობით ლუდი ექნებოდა საყიდელი, ამიტომ ორივემ ერთგულად შევასრულეთ პირობა. ვაღიარებ-გამიჭირდა. ჩემი კომპი რომ გამოვრთე, სანამ აქეთა ფლანგს ვალაგებდი ტელევიზორი მართობდა, იქეთ რომ გავედი აშკარად ითხოვდა მუსიკას სახლი :D ხოდა ჩემების კომპიუტერი  სულ ხელის კანკალით ჩავრთე- ინტერნეტისკენ არ წამიცდესთქო, ჩემი პლეილისტის ჩართვა მინდოდა უბრალოდ. წარმატებით ჩავრთე მუსიკა და  მერე გავერიდე სასწრაფოდ კომპიუტერს. [ ისე ბოლო დროს უცნაური ფიქრი მახასიათებს. სხვა დროს თუ  ფიქრის დროს ჩვეულებრივ ყველაფრის კეთება შემეძლო, ახლა ფიქრის დროს ვშეშდები oO სახლის დალაგების დროს  ვჭედავდი- შუა იატაკის ხეხვის დროს (ცოტნე რაც გაიფიქრე ყველაფერი შენ!) გავჩერდებოდი და ჩავფიქრდებოდი ხოლმე ხან რაზე, ხან-რაზე :D.. ]შედეგები კარგია პრინციპში. აი რაების დალაგება მომიხდა:

Photo-0118 Photo-0119 Photo-0124 Photo-0120 Photo-0121

ახლა რაც შეეხება იმას, რატომ ვარ ჩემს თავზე გაბრაზებული:

Photo-0116მშია! დიახ, მშია! იმის გამო, რომ ორი დღეა მიწაზედ ფეხი არ დამიდგამს, რაც თავის მხრივ იმის ბრალია, რომ გარეთ გასვლა მეზარება, სახლში პური არ მაქვს :|  მაკარონის ჭამით მოვკვდი დღეს, მაგრამ მე თუ პური არ ვჭამე.. შოკოლადს ვჭამ  კიდე დიდი რაოდენობით.. ყველაზე საუბედურო ის არის, რომ არ ვიცი როგორ ხერხდება და დედას წასვლისთანავე მაცივარი ცარიელდება.  უფრო სწორად მე არ მიყვარს უწი-პუწი საჭმელები :D სამაგიეროდ ჭკვიანი კუჭი მყავს და არ ბუნტდება პატრონი რომ რაღაც საშინელებებს აჭმევს ხოლმე. ან თუ არ აჭმევს საერთოდ :D  აღმოჩნდა, რომ დედა ხვალაც არ ჩამოდის და ამიტომ ხვალ მაინც მომიწევს დაბლა ჩანარნარება :|

***

Photo-0126ბოლო დღეებია საშინელ “სულიერ შიმშილს” განვიცდი :D პრინციპში ბოლო დღეები არ ეთქმის, კარგა ხანია დამეწყო რაღაც-რაღაცეების გადამკიდეს. საშინელი წელი მქონდა [უნივერსიტეტში]. წელი კიარა მეორე სემესტრი უფრო. უბრალოდ ისე საოცრად ვიყავი, რომ ნამდვილად არ მახსოვდა სწავლა. ხოდა წლის ბოლოს ისეთი გაბრაზებული ვარ საკუთარ თავზე, არ ვიცი როგორ ვიძიო შური :D შურისძიების რა გითხრათ, მაგრამ ვიფიქრე, რომ დროა დავუბრუნდე ჩემს ჩვეულ ცხოვრებას- წიგნებიანს.  კარგი იყო ხოლმე ძალიან. მთელი დღეები არაფერი არ მახსენდებოდა კითხვისას. ახლა კიდე როგორც იტყვიან “ღობე-ყორეს ვედები” და კითხვის გარდა ყველაფერს ვაკეთებ.. ჩემი საყვარელი ჟანრების  მაგიერ ამჯერად   ფილოსოფიის ისტორიას შევეჭიდე. ეს წიგნი ბასილ კობახიძემ აჩუქა მამას ეპისკოპოსად კურთხევის დღეს : ) ფრიად სქელი წიგნია და თავიდან შემაშინა ცოტა, მაგრამ მაინც გავბედე და დავიწყე. ხოდა ახლა ვაპირებ ანტიკურიდან უახლეს ფილოსოფიამდე ყველაფერი შევიმეცნო :D.. “ფილოსოფია მშია” !

ამასობაში რა სად როდის-იც დამთავრდა. მოაზროვნეებმა ისე საყვარლად მოიგეს გული ამიჩუყდა : )) და ფრიად მესიამოვნა  ბლოგების ასეთი დაფასება ბატონი წამყვანის მხრიდან და ლინგვისტუსმა რაც თქვა- იმეებმაც გული ამიჩუყეს ” ბლოგები საუკეთესო საშუალებაა დასვენება-შემეცნებისთვის და ბლოგებმა შეცვალეს ინტერნეტ სამყაროვო”.. თავისთავად უფრო კარგად თქვა, ახლა არ მახსენდება სამწუხაროდ  მთლიანად..

ხო მოკლედ, ასე  ვასრულებ 5 დღიან პაუზას იმედით, რომ მომავალი 5 დღეც ასეთი პაუზიანი არ იქნება :)

10 Responses to “პაუზის შემდეგ..”

  • აუ დალაგებაზერ გამახსენდა უჯრა მაქვს ახალი საწოლის ქვეშ და მთელი დრე ვალაგებ შIგნით რაღაცეებს და საწოლის გარშმეო იატაკზე ორჯერ მეტი რამე აწყვია ვიდრე უჯრაში რა ვქნა? :D

  • Tsotne:

    მეგობრობაზე და გასაჭირში ერთმანეთის დახმარებაზე არაერთხელ გვისაუბრია :გივი: ხოდა, ყოველთვის თქვენ სამსახურში, არ მოგერიდოს :D

    • Tiny:

      :spiteful:
      დღეს ნამდვილად დამეხმარე, აწი მეცოდინება რომ უნდა მოგმარტო ხოლმე :D

      • ამ კონკრეტულ პოსტთან დაკავსირებით არ ვაკეთებ კომენტარს , რაღაც საქმიანი წინადადება მაქვს (სამსახურიდან გამომდინარე, ცნობადი ბლოგები გვაინტერესებს ) და იქნებ შემეხმიანო , ფორუმ.ჯიზე zicke

  • ეს რას ჰგავს შენი ოთახი (თუ სწორად მივხვდი)? დამპატიჟე და მოგეხმარები… შოკოლადის და მაკარონის ჭამაში, მიყვარს ორივე დო სმერწი =))
    მომნატრებია შენი ბლოგი (ეს ღიღინით უნდა თქვა) :) :კოცნები&ხვევნები:

  • შენნაირი პატრონი არ აწყენდა ჩემს ოთახს.. :) სად ხარ გოგო, აა?

  • ისადა
    მგონი ისევ 5 დღიანი (პლიუს-მინუს) პაუზა გაქვს ხო? :სპყ:

  • teitt:

    გამახსენდა დილით როგორ ვიპარები ხოლმე სანამ დედაჩემი დაულაგებელ ლოგინს დაინახავს :-S

  • გვანცა:

    ხო წიგნებთან ურთიერთობაში მეც ეგეთი ვარ:D უნივერსიტეტს რაც შეეხება მემგონი ჯობია რექტორი შევიცვალოთ არა?

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)