პატაკი2009
ყველა ბლოგზე წლის შემაჯამებელი პოსტებია, მე კიდე უგანწყობოდ ვზივარ და ვოცნებობ ცოტა ხნით მაინც დამიბრუნდეს განწყობა, რომ პოსტი მაინც დავწერო :D პატაკს მკითხველებს ყველა აბარებს. ხოდა ავდგები და მეც პატაკის სახით დავწერ:
[აქ გადაცემა "პატრული"-ს სცენარისებური- "ვპატრულირებდი ჩემს კვადრატში.."]
მაშ ასე, 2009 წლის მანძილზე დაფიქსირდა:
- გულის ტკენა- 1 შემთხვევა
- იმედგაცრუება- 3 შემთხვევა
- წარუმატებელი ურთიერთობა- 3 შემთხვევა
- მეგობრებად დარჩენა – 1 შემთხვევა
- შეყვარება- 0 შემთხვევა
[:lol:]
წლის ადამიანების სტატუსები გადაეცემათ:
[მოვლენათა ქრონოლოგიის მიხედვით]
ყვავას- რომელთანაც ერთ წლიანი ურთიერთობა მისი სურვილით და ჩემი საქციელის ხელშეწყობით აპრილში დასრულდა. რომლის გამო ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ დაშორება დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის, მერე გავიაზრე ბევრი შეცდომა, რაც დავუშვი და რასაც სხვა ურთიერთობებში არ დავუშვებ და არც სხვას მივცემ დაშვების უფლებას. რამდენიმე დღის წინ ვისხედით და ვიხსენებდით იმ ერთ წელს, ჩემთვის გასაკვირად ძალიან იოლ ფორმებში, ჩხუბებიანად- თვითონ დაშორების მომენტსაც კი, ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მომენტს ჩემს ცხოვრებაში :D
ამ წელს მივხვდი, რომ არასწორია (და შეუძლებელია )გეზიზღებოდეს ადამიანი, რომელიც ადრე მართლა გიყვარდა. არადა თავიდან მარაზმში გადამივიდა, დანახვა არ მინდა და ვერ ვიტან მეთქი ვამბობდი :D მოკლედ ამდენ ლაპარაკს- გავიზარდე ..
სვითის- რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ამ წელს ჩემთვის. წელს დავმეგობრდით.. და ზუსტად იმ პერიოდში, როცა ძაალიან მჭირდებოდა რასაც ქვია შველა. მაგ დროსაც და ახლაც, სულ ჩემთან არის:)) მასთან ურთიერთობა ძალიან ბევრ რაღაცას მმატებს. თან ისეთი ტკბილია : ))) მიყვარს!
სევენი- რომელიც ბოლო 9 თვის მანძილზე ერთადერთი არსებული ისეთი არსებაა, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ბოლომდე არ ვარ დაცლილი ადამიანური გრძნობებისგან :D ნუ ეს ის არ არის, რასაც თქვენ ფიქრობთ- ამის თქმა ხშირად მიწევს ხოლმე სევენთან მიმართებაში- მოკლედ,სულ სხვა რამეზეა ლაპარაკი. აი მაგალითად, მთელი ჩემი ქალური მზრუნველობები მისკენ მქონდა მიმართული დიდი ხნის მანძილზე: სადმე წასვლის წინ ვეუბნებოდი რა ჩაეცვა, ვეუბნებოდი რა ეჭამა, როცა სახლში მარტო იყო, ცუდად რომ იყო და ახველებდა მისი სემინარების ცხრილისთვის მე ვიყავი უნივერსიტეტში გასული და ა.შ. : ))
მემგონი სულ ეს იყო..
დასკვნის სახით- ალბათ ცუდი წელი იყო იმიტომ, რომ რაღაც გარდამავალი პერიოდი მქონდა, არეული ვიყავი და ალბათ ჯერ ვარ კიდეც. როდის დავლაგდები არც მაინტერესებს სიმართლე გითხრათ. უბრალოდ, 2010-სთვის ვისურვებდი, რომ ბოლომდე დავრწმუნდე იმაში, რომ უბრალოდ არასრულფასოვანი ურთიერთობების ბრალია ადამიანური გრძნობები რომ აღარ გამაჩნია :givi:
ამ ახალ წელსაც სახლში ვხვდები. მგონი იმიტომ, რომ განწყობა არ მქონდა და წნევა ისეთ დღეში მაგდებს, ბარბაცით დავდივარ. ამიტომ დავჯდები, რუსთავი2-ის კურიერის კურიოზებს ვუყურებ, მერე ინტერნეტში ვიჯდები, 12 საათზე არ ვიცი რას გავაკეთებ, ალბათ ფანჯარასთან მივალ, ჩვევა მაქვს ასეთი :D მერე დავჯდები და love actually-ს ვუყურებ, რომლის დამთავრებისასაც გული ამიჩუყდება და ცოტა ცრემლები წამომივა.. ასე დაიწყება 2010 წელი, რომელიც ალბათ უბრალო ფორმალობაა იმისთვის, რომ ახალი ამოსუნთქვით დაიწყო “რაღაც”..
გილოცავთ და ძალიან საყვარელ სიტყვებს დაგიკოპირებთ უცნაურია და petsocietynews.com-დან:
May year 2010 brings you 12 month of happiness,52 weeks of fun, 365 days of success, 8760 hours of good health,52600 mins of luck and 3153600 of joy !
პ.ს. 2008 წლის შემაჯამებელ პოსტს თავისი გეგმებიანად არ ვლინკავ, გეგმები მეტ-ნაკლებად შესრულებულია, მაგრამ ისეთი პოსტი იყო, რომ მაგრად არ დამევასა :D და წლევანდელი პოსტიც ალბათ მომავალ წელს არ დამევასება და ნერვები მომეშლება. მომავალი წელი რად უნდა, ეხლაც არ მევასება, რაღაცა სენტიმენტალურ ხასიათზე ვარ და ვერ გამომდის :user: არც მომავალი წლის გეგმებს ვწერ, მეზარება ბლეჰ :))
პ.პ.ს. დედაჩემმა ნამცხვარი მორთო და ისე მოეწონა, რომ მამას დაუძახა ბავშვივით გახარებულმა, ნახე როგორ მოვრთეო :D

აჰა ეს თქვენ ლამაზი სნეგუროჩკები:D
და ეს კიდევ მე : ))













უუუ, ჩემო თინი!!!
ცხოვრება ბრძოლაა-მეთქი, ამას არ გეტყვი :D მაგრამ ხომ იცი, მარტო არა ხარ და ხელით გატარებენ, ხომ იცი, “ვინც” :)
ხოდა, ბოლო კლიპი მარტო შენ კი არა, მეც. სიყვარული მჭირდება, ჯანსაღი და ხორციელი, ო მაინ გოთ, მჭირდება!!! :D
HAPPY NEW YEAR!!!
სოფი:))ხო,ჩვენ მარტო არ ვართ და ეგ მმატებს ძალიან დიდი ძალას! :))
ხოდა.. მაგ ჯანსაღ სიყვარულს გისურვებ აუცილებლად 2010-ში[ჩემს თავსაც:D]
ლავ იუ:*
რა საყვარელი ნამცხვარია ^^
2009 წელი ჩემთვისაც ცუდი იყო :X
ხო, მეც მევასა ნამცხვარი, სანტა კლაუსებიანი :D
რაც მთავარია გემრილია :D
:up:
თინი, ჩემო კეთილო თინი. ჩემო საახალწლო ღუმელივით თბილო და ჭრელნასკებიანო :)))
ძალიან მიყვარხარ და გისურვებ, თითოეული შენი პოსტი ისეთივე საყვარელი და ტკბილი ყოფილიყოს, ისეთივე მშვენიერი და მრავალფეროვანი, როგორც ვანილის კრემის ფეიერვერკია :))
Merry Christmas and a Happy New Year!!!!
:))))
ლავ იუ თუ :* და დიდი მადლობა.. და მეც გილოცავ:)ბეევრი შენებური პოსტები შენს ბლოგს კიდევ:P
<3
ეე, რა საყვარელი დღეა დღეს, ყველა ბლოგერს ერთმანეთი უყვარს და გულწრფელად გამოხატავენ :) იმიტომ მიყვარს დღესასწაულები, ყველა რაღაც კეთილი ხდება :უსერ:
წარმატებულ და სიყვარულიან [:D] 2010 წელს გისურვებ, თინი :*
კეთილი ბლოგერები :)))
დიდი მადლობა ნატალია,მეც მეც:*:* <3
დღე არაფერ შუაშია… ბლოგერებს ისედაც გვიყვარს ერთმანეთი :**
გილოცავ :* არ გადახედო ძველ პოსტებს,რა საჭიროა, წინ გაიხედე ხოლმე ყოველთვის :*
опять про море…
გამარჯობა ტინი გამარჯობა
კიარადა გილოცაM ბლოგსა შინა ახალ წელს :*