პაშტეტ

შევხედე და დავტკბი..

10 ოქტომბერს პირობა დავდე, რომ ძალიან ხშირად დავწერდი და აღარ მივაგდებდი ბლოგს კვირების განმავლობაში. და აი, ვიამაყე ჩემი თავით, რომ მიუხედავად ბეევრი კრიზისისა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საერთოდ არ მქონდა წერის განწყობა, ზოგჯერ ცუდად ვიყავი და ა.შ. სამი თვის მანძილზე აშკარად ყოველ დღე ვწერდი, ოქტომბერში მეტი გამონაკლისია, ნოემბერში მხოლოდ 5 დღე ჩავაგდე და დეკემბერში მარტო 1 !!! გგგ, ვერ ვიჯერებ :D

თან ბოლოს უკვე პირობის გამო კი არა, სიამოვნებით ვწერდი ყოველ დღე. პირობა მხოლოდ ახლაღა გამახსენდა, კრიზისი რომ ვიგრძენი :)) მაგრამ ვამაყობ ჩემი თავით, თურმე შემძლებია შინაგანი დისციპლინა ლოლ :D

ბოლო რამდენიმე დღეა მეზარება წერა. უფრო სწორად, დროს ვფლანგავ ინტერნეტში ძრომიალით, არადა თავზე საყრელი  დრო მაქვს. ნუ წესით არ მაქვს, მაგრამ ჯერ გამოცდებისთვის არ დამიწყია მეცადინეობა და..

ცოტა ცუდ ხასიათზე ვარ, ბევრი რაღაც ხდება და ტვინი ამეხადა. დაჟე დილით რომ ვიღვიძებ, მეზარება  წინასწარ ინტერნეტში შემოსვლა, რომ ვიცი ამდენი რაღაც უნდა შევამოწმო, წავიკითხო.. არადა ბევრი მძინავს, ამ დილას 12 საათზე გავიღვიძე, რაც არის სრულიად წარმოუდგენელი ჩემთვის :D სულ რომ ღამე მეთენებინა, მაქსიმუმი იყო 10 საათი- მეღვიძებოდა ხოლმე :D

გუშინ მთელი დღე კომპზე ვიყავი აკრული და მამამ ვეღარ მოითმინა და რა უსაქმური ხარო მითხრა :| ძაალიან მეწყინა :D არადა მართალია, ვზივარ და არაფერს არ ვაკეთებ. გარეთ ძალიან იშვიათ შემთხვევებში გავდივარ, ისიც ჩემს თავს ვაიძულებ ხოლმე. ინტერნეტს ვერ ვაბრალებ, პროსტა გასვლის მომენტი მეზარება , თორემ თუ გავედი აღარც მახსოვს კომპიუტერი..

რამდენს ვბოდიალობ :| ამ პოსტით იმის თქმა მინდოდა, რომ ყველა ბლოგერს უდება დრო, როცა ხსნის new post-ის ფანჯარას, იცის რა უნდა იყოს პოსტის თემა, მაგრამ თითებს და ტვინს ვერ იმორჩილებს საწერად :))

წავედი დილის საუზმეს მივირთმევ- კაპუჩინო და პაშტეტ-კარაქიანი პური :D როგორ მიყვარს :love:


3 Responses to “პაშტეტ”

  • აუ, მაგარია თინ! :)

  • თუ იქამდე მივედი რომ ფანჯარა სახელად ” ნიუ პოსტ” (ნუ ჩემს შემთხვევაში ლაივ ვრაითერი) გავხსნა მაშინ უკვე უკან დასახევი გზა აღარ მაქვს ხოოლმე და ვწერ ყველა ვარიანტში : ))) მაგრამ აი მაქამდე მისვლაა ცოტა ძნელი ჩემს შემთხვევაში ან წერა მეზარება ან იდეები ქრება ყველა ერთად თან და როცა იდეები არ მაქვს საკუთარ თავს ვერ ვუღალატებ და რაღაც აბდაუბდას (არა ჩემს სტილში) ვერ დავწერ

  • რა უცნაური კაპუჩინოა თინ ^_^ ცოტა რძე ჩაამატე.

    მეც მასე ვარ – ნიუ პოსტს გავხსნი და მერე დრაფტში ვინახავ ცარიელს.

    წუხელ ვალაგებდი დრაფტებს და 23 ცარიელი (უსათაურო) დრაფტი გავუშვი ნაგავში. :)))

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)