P R A G O S

ჩეხური ბარი "PRAGOS". გარე ფასადი

ჩეხური ბარი "PRAGOS". გარე ფასადი

დღეს ძალიან დამღლელი დღის შემდეგ, მე და მარი უმისამართოდ სიარულის და “რამე დასაჯდომი ადგილის” ძებნის დროს პეროსკაიაზე მოვხვდით. ვაცეცებდით აქეთ-იქეთ თვალებს და ერთ-ერთ ვიტრინას მივაჩერდით. თავიდან მიგვიზიდა ვიტრინაზე გამოკრულმა მადისაღმძვრელმა სურათმა , სადაც ბევრი ბევრი რაღაცეები იყო [საჭმელები-სასმელები] და ეწერა, რომ ეს ყველაფერი ღირდა 5 ლარი ! რეკლამამ თავისი ქნა და შევედით. პირველი, რაც თვალში მომხვდა ინტერიერი და სიმყუდროვე იყო. მეორე- მომღიმარი სახით ჩვენსკენ მომავალი ქალბატონი,

რომელმაც აგვაცილა მესამე სართულამდე, თან ღიმილით გვიყვებოდა იქაური მენიუს და მომსახურების შესახებ. მე და მარიმ შევხედეთ ერთმანეთს და ერთნაირად გაგვიბრწყიინდა თვალები.

მაია და სვითი

მაია და სვითი

იმდენად მიგვიზიდა ამ ადამიანის ყურადღებამ, რომ მაშინვე ლაპარაკი გავუბით, მოვუყევით , რომ ბლოგერები ვართ და სურვილი გაგვიჩნდა ამ ბარის შესახებ დავწეროთ აუცილებლად. პირველ რიგში იმიტომ, რომ მოგვეწონა სიტუაცია და თან ორი თვის გახსნილია და არ აწყენს ამდაგვარი რამეები : )

ამასობაში გავეცანით მთელ მენიუს, საჭმელ-კოქტეილებიანად. ფასები- ვერი ნორმალ ! მოკლედ, სულ რამოდენიმე წუთში ჩვენთან გაჩნდა საჭმელი.ოღონდ ბეევრი საჭმელი !
ეხლა რაშია საქმე.. 4 საათამდე ამ კაფეში არის აქცია : 12 სთ-დან 4 სთ-მდე არის ორი ლანჩმენიუ. ერთი 5 ლარად და მეორე 10 ლარად. [+მომსახურების 10% იასნა.].

მენიუშია:

:ნერწყვ:

:ნერწყვ:

I ლანჩმენიუ – 5 ლარი

  • ქლაბ სენდვიჩი
  • კოკა-კოლა
  • ყავა

II ლანჩმენიუ – 10 ლარი

  • ქლაბ სენდვიჩი
  • ბერძნული სალათა
  • კოკა-კოლა
  • ყავა

ჩვენ პირველი ლანჩმენიუ შევუკვეთეთ [5 ლარიანი].

ოთხნაირი სახე არსებობს ამ ლანჩმენიუსი -

  • ქათამი+ფრი,
  • სალათი+ომლეტი ,
  • სარდელი+სოსისი რაღაცეებით [შეკმანზული]
  • და მეოთხეც ასე, ხორცებიანი :დ .

რომ დავინახეთ პირველი აღმოგვხვდა- ვაიმე ! რამდენია :D
დავიწყეთ ჭამა და სულ დაგვავიწყდა სურათის გადაღება, რომ თქვენთვის გვეჩვენებინა. ნახევრად შეჭმული გადავიღეთ მერე.

მოკლედ, ეხლა მთავარზე გადავიდეთ.. ტადაამ !

მოკლედ, მე და მარის დაგვებადა იდეა, რომ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი არ გვაწყენდა ბლოგერებს. შევთავაზეთ თანამშრომლობა და ამის წყალობით :

ყველას, ვინც ამ ბარში მივა და იტყვის, რომ თინის და სვითის მკითხველია მათთვის ამ ლანჩმენიუს დრო გადაიწევს 5 საათამდე და გარდა ამისა, თქვენ არ გამოგართმევენ მომსახურების 10 %-ს!

[ანუ ეტყვით, რომ ბლოგზე წაიკითხეთ ამ აქციის შესახებ, რომელიც მხოლოდ ჩვენი მკითხველებისთვისაა]

ეს იმას ნიშნავს, რომ მიხვალთ, შეჭამთ მართლა გაძღომამდე და ანგარიშს რომ მოითხოვთ, 5 ლარს მიართმევთ და გამოხვალთ კმაყოფილები. ნაჭამ-ნასვამები ! ..

არ აქვს მნიშვნელობა ბლოგერი ხარ , თუ არ ხარ. აეხლა, ვინც არ უნდა იყო მაქანე, რომ კითხულობ ამ პოსტს, შეგიძლია წახვიდე და თქვა, რომ თინისთან პოსტი ნახე და შენ გაქვს ამ აქციით სარგებლობის უფლება!

ბლოგერების შემდეგი შეკრებაც იქ იქნება დარწმუნებული ვარ. ერთხელ რომ მიხვალთ იქ, დამიჯერეთ, მეორედაც მოგინდებათ იქ წასვლა!

ჯერ მარტო იმიტომ, რომ თვითონ ბარის მენეჯერი მოდის და ისე უშუალოდ გელაპარაკება, რომ დიდი ხნის ნაცნობად აღიქვამ : )) აი გენიალური ადგილია!

:კბენჩ:

:კბენჩ:

მისამართი:

ახვლედიანის #9.

[თუ ვერ მიაგენით დახმარებისთვის მზად ვართ. მაგრამ ადვილი მისაგნებია, პეროვსკაიას დასაწყისშივეა]

აგერ სვითის მიერ შექმნილი რუკაც:

აწი ვინც ვერ მოაგნოს გოიმი იყოს!

აწი ვინც ვერ მოაგნოს, გოიმი იყოს!

ნუ ამ ლანჩ-მენიუების გარდა , რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მენიუ. ჩეხური ტრადიციული კერძების გარდა არის ჩვეულებრივი, ჩვენთვის ცნობილი ბლუდები და ა.შ. კოქტეილები, სასმელები.. საღამოს 8-დან ცოცხალი მუსიკა და რაც მთავარია -კარგი მუსიკა ! [ბლუზი, ჯაზი, მსუბუქი როკი]

ინტერიერს შეავლეთ თვალი :

პირველი სართული

პირველი სართული

ბარი

ბარი


25 Responses to “P R A G O S”

  • ვაუ… ეს ცოცხალი მუსიკა ძაან საკაიფოა … კაი ადგილი გაგიგიჩითიათ პაემნებისთვის… :D

  • ჩეხური სამზარეულოოო?
    :ჯამპ: :ჯამპ:
    რაც ვოიტეხი ჩეხურ საჭმელებზე ლაპარაკობს, ვოცნებობ რამე მაინც გავსინჯო

  • წოწ
    საინტერესოა )))
    ავდექით და წავედით )))

  • რა კარგია!
    ისე ერთი შეკრება უნდა გაგიმართონ მაგათმა უკეთესი რეკლამა გამოუვათ!

    5 ლარად კიდე რა, მშვენიერი მენიუა. მაკდონალდში 2 სენდვიჩიც არ მოგივა და რომც მოგივიდეს მეორე ცუთს ისევ გშია!

  • tatushka55:

    რეკლამას გაუმარჯოსო და მართლა მომინდა მანდ წასვლა
    ერთი შეკითხვა: სკამები როგორია? სურათებში კარგად ვერ აღვიქვი
    და მუსიკა ძალიან ხმამაღლა ხომ არ უკრავს?
    ორსულობის წიკებია :D

  • tatushka55:

    მადლობა თინი

    ეხლა გამიელვა გენიალურმა იდეამ, მანდვე ხომ ვერის ბაღია ხოდა მერე მანდ შევძლებ სეირნობას
    ხოდა სალათები აქვთ? მე ანტიხორცისტი მოქალაქე ვა
    თუმცა ჩემს ქმარს მაგრად გაუსწორდება რაც თქვენ ჩამოთვალეთ ეგ ყველაფერი

    ხოდა ყველაზე მთავარი, მიტინგის ხალხი ხომ არ აღწევს ხოლმე მაქამდე? :D

  • tatushka55:

    ჩემს ბლოგროლში გამატებ :)
    იმედია არაფერი გაქვს საწინააღმდეგო

  • ჩემს ბლოგროლშიც გადმოქანდი :D

    ესეიგი წავედით ყველა არჩევნებზე კი არადა prados – ში ? :) გუუდ :)

  • გადასარევი იდეაა :)

  • უი, ეს ადგილი მართლა დიდი ხანია რაც ვიცი. საკმაოდ იაფია და პეროვსკაიაზე თუ ვარ ყოველთვის მანდ ვცდილობ შესვლას. + გვიანობამდე მუშაობენ და უუუუგემრიელესი ლუდი და ცეზარი აქვთ.

    სამწუხაროდ ამ წუთას არც ერთი მეჭმევა და არც მეორე მესმევა. მაქგრამ თქვენ ბონ აპეტიტ :)

  • [...] 1 – პრაგოსის მენეჯერმა დამიმესიჯა- უკვე ორი [...]

  • [...] №9. პოსტები იხილეთ სვითისთან და თინისთან], შევუკვეთე ერთ-ერთი ლანჩ-მენიუ [ენის [...]

  • ლუდის შესახებ რატო არაფერი დაწერეთ, ჩეხეთი და პრაღა ლუდის გარეშე? გულიაში თუ აქვთ? მანდ მხოლოდ სოსისისთვის ხომ არ წავალთ ჰა?

  • უჰუ.. :ევილ:.. მეც მაგაზე ვფიქრობდი იქ რომ ვიყავით :ცჰუპს:

  • : )))

    ჩვენ არ გაგვისინჯავს სამწუხაროდ ჩეხური არაფერი ჯერ :მო: მაინტერესებს მეც ძალიან :ცჰუპს:

  • ნუ ესე იგი…

    ჩუმად ვარ თორე თინის გული ვერ უძლებს ამდენს. :chups:

  • FuF! თინი სორი შენი ნიკით დამეკომენტა :S

  • ნამდვილად.. ფრიალ-ფრიალი მჭირს. წარმომიდგენია შეკრებაზე რა მომივა :მო:

    :კაპლები წამოაყოლეთ: :დ

  • აჰაა : )) რაც მთავარია შედეგი უნდა გამოიღოს ჩვენმა მცდელობამ . ამ ეტაპზე ერთადერთი სარგებელი ჩემი და მარუსასი ის არის, რომ რიცხვი გვეცოდინება, რამდენმა ისარგებლა ჩვენი წყალობით ამით : ))

  • შეკრებას მერე გაგვიკეთებენ, თუ ამ პატარა რეკლამისებურ რამეს მოყვა შედეგი : ))

    ხო, მაკს ხშირად ვადარებდით მე და მარიც . ყველამ იცის, რომ მე მაკიდან სულ მშიერი გამოვდივარ და აქედან გავძეხი რასაც ქვია !

  • ჩვენ სადაც ვიყავით [მესამე სართული] რბილი სკამები იყო , ფუმფულა : ))
    აი სადაც მაია და სვითი სხედან იქ ცოტათი ჩანს. კომფორტულია ფეხმძიმესთვისაც პრინციპში :დ

    მუსიკა ძალიან ჩუმია და წყნარი. ნორა ჯონსი მაგალითად..

  • უფ.. მიტინგის ხალხი მაქედან შორსაა !
    სალათები კი, აქვთ. ანუ ამ 5 და 10 ლარიანი მენიუს გარდა [რაზეც ჩვენს მკითხველებს საკომისიო არ დაერიცხებათ და 5 სთ.მდე მიირთმევენ] აქვთ , რა თქმა უნდა , სალათები და თვითონ ამ მენიუშიც შედის. მარიმ სალათი ჭამა მაგალითად : ))

  • კარგი რა, რაის საწინააღმდეგო :)

    შენი ბლოგის ლინკიც მომეცი თუ შეგიძლია. და თუ ვორდპრესი გაქვს, შედი :

    Dashboard>users>your profile და Website-ში შენი ბლოგის ლინკი ჩაწერე. მერე , როცა კი log in იქნები შენს ბლოგში , ვორდპრესის ბლოგებზე დაკომენტებისას, ავტომატურად დაილინკება შენი ბლოგის ურლ და გადმოვალთ ხოლმე კომენტებიდან : ))

  • უი, სპამში გადამიგდო შენი კომენტი : ))
    ოღონდ არჩევნებზე არა და თუ გინდა არც პრაგოსში :ლოლ;

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)