ორმაგად გემრიელი..

ჯერ გუგლი გადავატრიალე , რომ რამე ისეთი მეპოვნა ორი გოგოს კაფეში მჯდომიარე ლაპარაკს რომ გამოსახავდა oO მერე ნერვები მომეშალა და მეთვითონ დავიწყე პაინტში ხატვა ორი ლულის რეკლამიანად- ეკუთვნით ლობიანის გემოს ხათრით.. პაინტის ხატვით ისე დავიტანჯე და თან ისე გავერთე, კინაღამ დამავიწყდა რაზე ვწერდი პოსტს

იდეაში-მე და ლელა ორ ლულაში მჯდომარენი და მოჭორავენი

მგონი ადრე (რატომ არ ვიცი და) არასდროს მომიყოლია ჩემი ერთი მეგობრის შესახებ. მაშ ასე: ის ცელქი და თავნებაა, მას  სამედიცინო უნივერსიტეტში იცნობენ, როგორც კავეენშიკი გოგო პიკუ! ის სხვადასხვა დროს იყო ყველაფრით გატაცებული, ერთ-ერთი მისი ჰობი იყო გერმანული სიტყვა “der Zug”-ის წარმოთქმა. ის ნამდვილი მეგობარია- დიდთან დიდი, პატარასთან პატარა.. გოგოსთან გოგო, ბიჭთან ბიჭი (ამიტომ არ გვიმართლებდა არასდროს პირად ცხოვრებაში ).. :D

მოკლედ, ჩემი ბავშვობის მეგობარი – ლელა. არასდროს არ გვიყვარდა სიტყვა “დაქალები” იმიტომ, რომ ვფიქრობდით “მეგობარი” უფრო მრავლისმეტყველიაო :D ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად ( ფროიდზე, ნიცშეზე და მამრებზე ლაპარაკით ვერთობოდით ხოლმე), ბოლო დროს კი ვეღარ ვახერხებთ და მაგრამ  ზოგადად  სრულიად ერთნაირები ვართ-  მხოლოდ სიმაღლით არა!

ხშირად მგონია, რომ ჩემი მეორე ნახევარია და რომც არ მეგონოს, ორივეს ცხოვრება იქეთკენ მიდის ერთმანეთს უნდა შევრჩეთ ბოლოს (:lol:)

სერიოზულად რომ გითხრათ- ბევრი მეგობრები მყავს საკმაოდ და ადვილად ვპოულობ ყველასთან საერთო ენას. მაგრამ  ხომ არიან ისეთი მეგობრებიც, რომლებიც დროთა განმავლობაში გშორდებიან ან შორდები. ამისთვის სულ არ არის აუცილებელი ჩხუბები და ინტერესთა გაყოფა, უბრალოდ რაღაცნაირად ცვდება ზოგჯერ ურთიერთობები. რამდენი ბავშვობის დაქალი მყავს, რომელთანაც ეხლა ძალიან იშვიათად მაქვს კონტაქტი და საერთო ენას საერთოდ ვეღარ ვპოულობ. გავიზარდეთ და შევიცვალეთ ყველა..

მე და ლელას რაც შეგვეხება, ყველაზე მეტად ის მომწონს ჩვენს ურთიერთობაში, რომ არ გვაქვს ე.წ. “ვალდებულებები”, რომლებითაც ხშირად მეგობრები თავს იღლიან ხოლმე და მერე ხვდებიან, რომ ერთმანეთს ვეღარ უგებენ. რას ვგულისხმობ:

იყო პერიოდი, როცა მართლა მთელი დღეები ერთად ვიყავით ხოლმე. ახლა თუნდაც ინტერესთა სხვადასხვა სფეროს გამო, იმის გამო, რომ ორივე დაკავებულები ვართ, ძალიან იშვიათად ვახერხებთ შეხვედრას. შეხვედრას თავი დავანებოთ და კონტაქტიც იშვიათად გვაქვს- ის ინტერეტთან/სახლში ძალიან იშვიათად არის, მე სულ აქ ვარ. მესიჯობა  კიდე არც ერთს არ გვიყვარს :D როგორც წესი, კონტაქტის დეფიციტის გამო ურთიერთობები ინგრევა ხოლმე. ან კიდევ, ბევრ “დაქალებს” ჩვევიათ, რომ საყვედურობენ ერთმანეთს ” რატომ არ დამირეკე, აღარ გიყვარვააააააარ?“, ან ” იქნება რა მიჭირს, არ უნდა მკითხოოო?” :D მერე ებუტებიან ერთმანეთს და ასე ამთავრებენ ურთიერთობას.

ჩვენ კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური ურთიერთბა არ გვაქვს, დაწვრილებით არ ვიცით როდის ჩაის ვსვამთ და როდის პაემნებზე დავდივართ (თუ რაღაცა უაღრესად მნიშვნელოვანი არ არის პაემანი:D)  და ა.შ. სულ რომ  სამი თვის უნახავები შევხვდეთ ერთმანეთს, ყველაფრის ახსნის გარეშე გვესმის ერთმანეთის. შეიძლება ძალიან შაბლონურ ნათქვამად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა. ეგ კიარა, ერთდროული გარდამავალი პერიოდები გვაქვს ხოლმე. ზაფხულში დიდი ხნის უნახაობის მერე რომ ვნახე, ზუსტად ერთდროულად ვთქვით, რომ მთელი ზაფხულია გვეშინია ავარიაში არ მოვყვეთ :D ლოლ- მართლა გავოგნდი!

ვიცი, რომ როგორც კი გამიჭირდება შემიძლია დავურეკო, ვნახო და მეორე წუთს იმასთან ჩახუტებული ისე კარგად ვგრძნობდე თავს, როგორც არასდროს!  ყოველთვის ვიცი, რომ რაც არ უნდა სისულელე და საზიზღრობა ჩავიდინო, ყოველთვის მხარში ამომიდგება და მეტყვის, რომ არაუშავს. ზოგმა შეიძლება ამას დათვური სამსახური უწოდოს, მაგრამ მე ძალიან მაღიზიანებს ხოლმე, რომ ცეცხლზე ნავთს მისხავენ და როცა ისედაც ვიცი, რომ რაღაც დავაშავე, ორმაგ ლექციას მიკითხავენ.

დღეს საოცრად გულაჩუყებული ვარ ჩვენი ლაპარაკებით :)) ხანდახან ორმაგად განვიცდი ყველაფერს მისას და ჩემსას. ხოდა ვინაიდან ამ ეტაპზე ორივესია განსაცდელი.. :D

პ.ს.  მართლა ყველას ვუსურვებ, რომ ასეთი “მეორე ნახევარი” ყავდეს. ორმაგად ძლიერი ხდები და ნებისმიერ დროს   ორივემ იცით, რომ ერთმანეთს ყავხართ:))

პ.პ.ს.

რა საოცრად მივამსგავსე პაინტი :lol:

21 Responses to “ორმაგად გემრიელი..”

  • ვალდებულებები ხომ საშინელებაა :|

  • მეც მყავს ეგეთი მეგობარი და გუშინ დაბადების დღე ქონდა და მე უმადურმა ( :D ) არც კი მივულოცე, მისვლას ვერ ვახერხებდი და მილოცვა სასტიკად მიტყდებოდა, მერე უნდა მეხსნა რატომ ვერ მივდიოდი :( ( ნათლისღება იყო და ნათლიაჩემთან წავედით ოჯახი) .

    ხოდა ახლა მაგარი მიტყდება რომ ვნახო რა ვუთხრა :(

  • Tiny:

    @Clown^^

    ვალდებულებებზე აგებული ურთიერთობები უარესი საშინელება :D

    @sunwaiting

    ასეთი მეგობარი ანუ მე და ლელა როგორც ვართ? თუ ასეთი მეგობარია არ უნდა გჭირდებოდეს ახსნები და რაღაც მსგავსები. მითუმეტეს რამის გატყდომა.. :D

  • AnnA:

    მე მყავს ასეთი მეგობარი, და ნუ თავს უბედნიერესად ვგრძნობ, რომ ასეთი ვინმე საერთოდ მყავს. ნუ აი,იმდენად უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, რომ ყოველგვარი ამბის მოყოლის გარეშე გამიგზავნია ვინმესთან სალაპარაკოდ, და ზუსტად ისე ულაპარაკია და წარუმართავს საქმე,როგორც მე მინდოდა. ტყუპებივით ვართ, როცა იმას უჭირს რამე ან რაიმეს გაზიარება უნდა, ზუსტად მაშინ ვურეკავ, და ისიც ასეა, ყველაფერი ეს თან შემთხვევით ხდება. ტელეპატიაა რა :D იმდენად ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, რომ სულ ვამბობთ, კიდევ კარგი, ის გეია და მე ჰეტერო, თორემ ასე რომ არ ყოფილიყო, ამ “ერთმანეთისთვის შექმნილობას” პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებდით და ალბათ გავაფუჭებდით საქმეს, თან მაგრად :D

    • Tiny:

      “როცა იმას უჭირს რამე ან რაიმეს გაზიარება უნდა, ზუსტად მაშინ ვურეკავ, და ისიც ასეა, ყველაფერი ეს თან შემთხვევით ხდება.”

      ბეევრი +1 :bis:
      ჩვენ კიდევ კარგი გოგოები ვართ და ორივე ჰეტერო, თორემ იგივე საფრთხე.. :D

  • ამ პოსტის მერე ტირილი მომინდა :|

    ერთი ჩემი უახლოესი, საყვარელი, თბილი და ბრძენი მეგობარი მოსკოვში ცხოვრობს.
    მეორე – ჩემი მეორე ნახევარი, ერთმანეთს რომ ნახევარი სიტყვიდან ვუგებთ ისრაელში, ჯარში.
    მესამე- ჩემნაირი სპონტანურ-თავგადასავლების მოყვარული – ბერლინში :(

    ჰოდა, წამით ისე მარტო ვიგრძენი თავი.
    თბილისშიც ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ ხან არ სცალიათ, ხან მე არ მცალია და ვართ მე, ჩემი ბლოგი და თქვენი ბლოგები, მადლობა ღმერთს! :)

  • მეეეც მყავს ტყუპისცალივით მეგობარი.. ერთნაირი სიზმრებიც კი დაგვსიზმრებია :))=)) ჩემ ნააზრევს ყოვეთვის ხვდება და მეც ესე ვარ :”>:))

  • ამ კარტოფილის დანახვა არ შემეძლო ახლა :( მინდააააააააა
    მე განვეკუთვნები მეგობართა იმ კატეგორიას, რომელიც სისტემატურად უმესიჯებს ან ურეკავს კითხვებით “რას შვები როგორ ხარ ერთი არ მომიკითხო :D”

  • მე ეგეთი არავინ მყავს და არც არასოდეს მყოლია. ჩემი ბრალია ალბათ.
    და როგორ მიყვარს ორი ლულის კარტოფილი.
    და ახლა სწორედ ეგეთი “მეორე ნახევარი” მჭირდება

  • ლამის ამეტირა ……

    მაგრამ გულლთან ახლსო არ მიიტანო თუ რამეა “სანტქნიკი ვოვა დაურეკე და მოვა” :BLINK: :D

    :* :*

    პ.ს. ლელა გამაცანი :P

  • Tiny:

    Sophie Golden

    აუ რა ცუდია შორს რომ არიან :user: “მე, ჩემი ბლოგი და თქვენი ბლოგები, მადლობა ღმერთს! :)” :love:

    irina_k

    ვა, სიზმრები ჩვენ არ :))

    Dissolved Girl

    გუშინ მეც თავად დავიტანჯე მაგ კარტოფილის ცქერით :D

    შორენ

    აუ ნეტა ახლოს იყო/ვიყო,გნახავდი და ჩაგეხუტებოდი:))

    vulkani_lava

    არ გაგაცნობ :D

  • სურათი მომეწონა ძალიან! :*

  • სკანდინავიელი:

    და სამედიცინოელი ლელა რა გვარია ან რომელ კურსელი :D მითხარით რა ღმერთმანი

  • სკანდინავიელი:

    ეჰ, მე ჯერ მეორე კურსელი ვარ

  • მეცც მყავს არაჩვეულებრივი მეგობარიი .. სიცოცხლეს მირჩევნია ისე მიყვარს .. ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებთ. აიი ყველაფერი ვიცით ერთმანეთის ცხოვრების შესახებ. არასდროს არ დამდგარა წამი რომ მე რაიმე მაგ ადამიანში არ მომწონებოდა ან ჩემში 0.5% გაგიზიანება მაინც გამოეწვია. :D ჩვენ საბედნიეროოდ ერთად ვსწავლობთ და ყოველ დღე, ყოველ წამს სულ სულ ერთად ვართ. ისე ვარ მიჩვეული 1 დგე რომ არ ვნახოო საშინლად მენატრება. ერთადერთი ადამიანია ვისიც არაფერი არ მეზიზგება, არც მაწუხებს, და ვისთანაც ყოფნა მამშვიდებს. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის. თუ რამე დავაშავე საყვედურს მხოლოდ 2 სიტყვით გამოხატავს : ” Dებილი ხარ ” :D და შემდეგ იწყებს დამშვიდებას თან ისე რომ რა საშინლადაც არ უნდა ვტიროდე ყოველთვის ვიცინი მასთან საუბრის შემდეგ. ყველაზე საოცრება ის არის რომ ერთმანეთს გარეგნობითაც კი ძალიან ვგავართ :D .. რამდენი შემთხვევა ყოფილა რომ ერთმანეთშიი ავერიეთ, თითქმის ყველას ვინც გააგვიცნობს დები ვგონივართ, :D მოკლეედ ეს ადამიანი ჩეემი ცხოვრების ნაწილია )) [ Chemi nini :X :* ]

    • Tiny:

      მაგარია:) ზუსტად ისე ყოფილხართ, როგორც მე და ჩემი მეორე ნახევარი :)))

      • ძალიან მაგარია როცა იცი რომ გვერდში მდგომი ადამიანი გყავს )) აიი თითქოოს ყველა პრობლემა გადაჭრილია .. თითქოს რაგაც ტვირთი გეხსნება გულიდან .. )) მე ამ ადამიანთან ამას ვგრძნობ .

        p.s ძაან ფილოსოფიურად გამომივიდა :D მაგრამ მართლა ასეა . :X

        • Tiny:

          კი კი,მართლა მასეა :P ერთი შეხედვით გაცვეთილი ფრაზებია, მაგრამ სხვანაირად ვერც მე ვხსნი ხოლმე მაგ გრძნობას :))

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)