მაი ლავლი ცხვირ!

რამდენიმე თვეა ძაალიან მომინდა ცხვირის ოპერაცია! ნუ თავიდან იდეის დონეზე განვიხილავდი, ვფიქრობდი მინდოდა, თუ არა, მაგრამ თავი რომ შევამჩნიე forum.ge-ზე ცხვირის ოპერაციის თემაში შესული და თანხების გადახედვა დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ გადაწყვეტილება მქონდა მიღებული :D

თავის შემფასებლები, პირველ რიგში, ჩვენ ვართ და სხვამ რაც არ უნდა გვარწმუნოს, რომ აარა როგორ გეკადრება, რა სჭირს შენს ცხვრის საოპერაციო და ა.შ.  თავში არ შედის და გგონია, რომ გამშვიდებენ. თან რად გინდა სხვისი აზრი, როცა შენ ვერ გრძნობ თავს კომფორტულად.

მართალია ვერ იტყვი, რომ არიქა გრანდიოზულიაო, მაგრამ  ნერვებს მიშლის ჩემი ცხვირი, აი არ მევასება და მომკალით :D  სურათებში განსაკუთრებით არ მევასება.. ნუ აჰა, თვალსაჩინოებისთვის ცინცხალი დღევანდელი სურათები:

BILD0027BILD0030

ხოდა მოკლედ, ეჭვი მეპარება ჩემებმა 2500 ლარი გამოყონ ჩემს დასაფინანსებლად [დაჟე ცოტა მეტიც შეიძლება დაჯდესო] და ამიტომ “დიდი გოგო რომ გავიზრდები”- იმ დროისთვის გადაიდება ვგონებ:D ნუ ერთს კი დავიწუწუნებ, მაგრამ  ალბათ დედაც და მამაც ერთმანეთს გადახედავენ და გულითადი ღიმილით დამაჯილდოებენ :D

გულგში ვსერჩავდი და წავაწყდი სელებრითების ცხვირებს. ნუ ცხვირების გარდა კიდევ არის რაღაცეები შეცვლილი, დროის გამო თუნდაც, მაგრამ მაინც, აქცენტი ცხვირებზე :D :

britney-spears-nose-job-2

stars_plastic_surgery_43

stars_plastic_surgery_12

stars_plastic_surgery_13

beyonce-nose-job

stars_plastic_surgery_09

stars_plastic_surgery_46

აი ამ ბოლოს, ვერ ვიჯერებ, მართლა ეს არის? o_O

43 Responses to “მაი ლავლი ცხვირ!”

  • ვაჰ , მეც ეგრე ვარ – მინდა ოპერაცია , მაგრამ მეშინია და როდესმე თუ გავბედავ არ ვიცი : ))
    სხვები მიმტკიცებენ რომ არაფერი-მაგრამ მე მაინც არ მომწონს, ამიტომ არ დაგიწყებ შენც მტკიცებას რომ -სულ არ გაქვს ცუდი ცხვირი
    თუმცაღა მაინც აღვნიშნავ – რას ერჩი? :))

    • Tiny:

      ნუ საშიში არ არის, ნარკოზით კეთდება, თორემ სურათები რომ ვნახე უშუალოდ ოპერაციის, კინაღამ გული წამივიდა :D

      მაინც აღნიშნისთვის მადლობა :user: :*

  • +1 თინი )))
    სხვები კი ძალიან მიჩიჩინებენ, მაგრამ მე ჩემი ცხვირით ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად, ხოდა მეც დიდი გოგო რომ გავიზრდებისთვის გადავდე
    ხოდა კიდევ მინდა გითხრა, რომ კაი ქირურგს თუ იპოვი, რომელიც შენი სახისთვის შესაფერის ჩხვირუკას გაგიკეთებს, მგონი ძალიანაც რომ მოგიხდება ;)

    • Tiny:

      შენი ცხვირი მევასება :P
      მაგრამ იასნა ვერ გადაგაფიქრებინებ და აუცილებლად გირჩევ თუ კარგი ქირურგი ვიპოვნე ^_^

  • ყველას აქვს ეგ მომენტი მეც მინდოდა თან ფეხების ბაკუნით მინდოდა მაგრამ მერე მივხვდი რომ აღარ მინდა და ხზ რას მიზავენ საქართველოში ცხვირზე და ისევ ჩემი რადნოი კარტოშკა ჯობს წოპეს ერთ ზომა წონაზე მოჭრილ წვეტებს

  • Shabdub:

    tinii sashineleba iko mereee nervozi damemartaaa :D tu mogindes isev gamesaubre da gadagarwmuneb :D:D:*
    da suntqvaa aramgonia dagchirdes shen da 2500 gekofa :D

  • მოიჭერი, ია ზა! ადამიანს უნდა სიამოვნებდეს თავისი გარეგნობა.

    ისე, სარა ჯესიკა პარკერს უბრალოდ სხვანაირი მაკიაჟი აქვს, თორემ მეეჭვება, მაგის ცხვირს ნაოპერაციების არაფერი ეტყობა :ლოლ:
    აი, სკარლეტსა და ქეითზეც მეეჭვება, ეგ ბიFორ სურათები მოზარდობაშია გადაღებული და მაგ ასაკში ყველა გოგო-ბიჭს ებუშტება ცხვირი :D :P :ჰოლივუდელებისდამცველი:

  • პერწკლი:

    თჲ გინდა უნდა გაიკეთო.
    მე მაქვს პატარა კეხი მაგრამ არ მაწუხებს, მეტიც, მიყვარს : )))

    • Tiny:

      ზოგ სახეს უხდება კეხი ^_^
      მე პატარა კეხი მაქვს, მაგრამ ესეც არ მომწონს:D ნუ ძირითადად სიგრძეზე მაქვს გართულება, თორემ კეხი ნორმალურია :D

  • ჩემი მეგობარი იკეთებს ეხლა,სხვები ეუბნებიან რათ გინდაო,მარა ზუსტად ვიცი ნაოპერაციები ცხვირით ძააან სექსი ბიჭი გახდება.ვერ ვიტან,სხვები რო დაგიწყებენ მტკიცებას,ეს გიხდება,არადა რო არ გიხდება შენი აზრით.
    მოკლედ გისურვებ კეთილ სპონსორს და წარმატებულად ჩატარებულ ოპერაციას

  • ცხვირის ოპერაცია მწვალებლებმა და ერეტიკოსებმა გამოიგონეს! :))))))))))))))))))))))))))))))))))))

    PS გინდა? გააკეთე!

  • “თუ კარგი ქირურგი ვიპოვნე” – ჩემი ცხვირი ცუდადაა გაკეთებული, ხო? :punish:

    Shabdub შენ ნაოპერაციები გაქვს ცხვირი? :spy:
    ენივეი, არაფერი საშინელება არაა, ნუ ატყუებ ადამიანს :P

  • Tiny:

    უი უი შენი ექიმი ^_^

  • რავი ჩემმა ბევრმა მეგობარმა გაიკეთა და ძალიან საკაიფოდ აქვთ =))) მე თუ მკითხავ დაგხატავს მაი ამბავი =))) არა ანუ იმის თქმა არ მინდა რომ ახლა ძალიან ცუდათ გაქვს ან რამე =))) მაგრამ მოგიხდება რა იტოგში =)))))

  • მოკლე პასუხი: მიდი, გაიკეთე! მერე მეც გავიკეთებ ;) მეც არ მომწონს ჩემი ცხვიიიიირი. თან სუნთქვაშიც მიშლის ხელს ;)

  • მეც ვაპირებ ცხვირისოპერაციის გაკეთებას,
    ვისთან აპირებ გაკეთებას?
    მემხოლოდ პაწია კეხი მაქვს და მაგის მოშორება მინდა

  • Tiny:

    @kate_alukard
    ხო,მეც მაგ პონტში მინდა. საშინლად აშარად არ მაქვს, მაგრამ უკეთესი როცა შეიძლება.. :P

    @zurriuss

    რომ გავიკეთებ გამოცდილებას გაგიზიარებ :D

    @ლორდ ჰენრი უოტონი

    დაავით :D :D

    @თათუსი

    ჯერ არ ვიცი.. მგონი ცოტა შორეული პერსპექტივაა, ფინანსების ამბავში :D

  • მე მაქვს გაკეთებული, ბტწ, თუ რამემ დაგაინტერესა, გვერდით მიგულე :დ

  • მე ჯერ ძვლების გამაგრებას ველოდები, რადგან შეიძლება მერე შეიცვალოსო,
    ხოდა ესე 20 21 წლის ასაკში გავიკეტებ იქამდე ფინანსებსაც მოვაგროვებ მგონი,
    თუ არადა სულ არაა ჩემი გადასახდელი ვინც გამიტეხა ის გადაიხდის :D
    აუ მიყვარს ლამაზი ცხვირები ბიჭზეც და გოგოზეც, ბიჭზე უფრო:D

    • Tiny:

      ნუ მე 19-ის ვარ და ესე იგი მეც უნდა დაველოდო..იქამდე კიდევ იმედი მაქვს ჩემი ფინანსები მექნება :| თუ არადა ერთ-ორ წელიწადში ჩემებიც შემიბრალებენ თუ კარგად მოვიქეცი :D

  • ჩემი სარა ჯესიკა პარკერი თურმე რას გავდა :(

  • ვააა … ხომ გიტხრაი მე ისეტი მიყვარხარ როგორიც ხარ :D :D :D

  • http://www.medi.ge აქციაა თუ დაგვიანებული არაა

    • Tiny:

      მადლობა ^_^ მაგრამ მასეთი რამეების ნერვები ნაღდად არ მაქვს, ხმა მიეცი და რაღაცეები :))
      არააა, მეთვითონ! :D

  • მთავარია შენ გინდა გაკეთება. სხვას მოწონს თუ არა ამშემთხვევაში ნაკლებ მნიშვნელოვანია.. თან როცა შეგიძლია უკეთესი გქონდეს – რატომაც არა?

    გელით ახალი ცხვირუკათი :წუბ:

    მართალია ჯერ არა მარა მაინც : ))

  • ჰჰჰჰ:

    ნამდვილად გასაკეთებელიაა … ფაქტისახეზეაა რაა. სურათებსჰი დიდი გიჩანს და რავი ალბათ ლაივშიც ეგრე იქნებ. ასე რომ დაიწყე ფულსი შეგროვება

  • aku:

    თქვენ ცხვირის ოპერაციის ვიდეო უნდა ნახოთ :ჵ
    ანჯელინას ცხვირი მაინც საუკეთესოა, აი ჯესიკას ვერც მე დავიჯერებ, სასწაული….

  • რავი აბა:

    მე არ გირჩევ თუ კატასტროფული ცხვირი არ გაქვს.არ ღირს დამიჯერე ჩაქუჩის რტყმები თაბაშირით სიარული. კიდე იცი რა არის? შეიძლება საერთოდ ვერ გაგიკეთონ ისეთი ცხვირი როგორიც გინდა და მერე ინანებ.და რაც ყველაზე ცუდია და დამაფიქრებელი ძალიან დიდი შანსია რომ მომავალში სუნთქვის პრობლემები შეგიქმნას.კარგად დაპიქრდი თუ გიღირს :)

    • Tiny:

      კატასტროფული რომ მქონდეს ასე მშვიდად არ ვილაპარაკებდი და კაი ხნის წინ მექნებოდა გაკეთებული ოპერაცია :))
      ხოდა დავფიქრდები ნამდვილად :P

    • კატასტროფული ცხვირი არ მქონდა, მარა გავიკეთე და არაფერი ისეთი საშინელება არაა არც ჩაქუჩის რტყმა (რომელსაც მაინც ვერ იგრძნობ) და არც ერთი პატარა თაბაშირი (რომელსაც 5-7 დღეში ხსნიან). რა თქმა უნდა არის შანსი, რომ მთლად ისეთი არ გამოვიდეს, როგორიც გინდა, მაგრამ თუ კარგ სპეციალისტთან იკეთებ, ძალიან მცირეა მაგის შანსი. სუნთქვის პრობლემებს რაც შეეხება, თუ ვინმე 200 ლარიან დეგენერატთან გაიკეთებ, მაშინ არის მაგის დიდი შანსი, კი :D :D :D

  • აუ მეც მაგრად მინდოდა მაგრამ რო უყურე რას უკეთებდნენ ოპერაციის დროს ცხვირს,გადავიფიქრე საშინელება იყო,,,:)

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)