no comments
რთული ასახსნელია ჩემი ის საქციელი, რომელსაც ახლა ასე 10 წუთში ჩავიდენ, მაგრამ ინტერნეტს ვშორდები ცოტა ხნით. არ ვიცი ეს ცოტა ხანი რამდენი იქნება, 5 წუთი თუ 5 წელი [oO], მაგრამ სანამ არ ვიგრძნობ, რომ უკან დაბრუნებისთვის მზად ვარ, არ მოვალ…
ძალიან დავიღალე. ასოციალურიც ვარ ბოლო პერიოდში. რაც საზაფხულო ტურნედან [:D] დავბრუნდი, თითზე ჩამოთვლა შეიძლება დღეების, სახლიდან რამდენჯერ გავედი. ხოდა ეხლა ინტერნეტ ასოციალურობის ჟამიც დადგა. განდეგილი უნდა გავხდე :lol: ნუ ეს არც თვითგვემაა და არც არაფერი, უბრალოდ ახლა ასე ვარ რა. ვგრძნობ, რომ უნდა გავერიდო .. :D
თუ რამეა ჩემი მოძებნა ადვილია :P
შეხვედრამდე <3












