მთაწმინდის პარკი, დღეI
მთაწმინდის პარკის ქრონიკები.. ყველა ფოტო გადიდებადია ოდეს დაჰკლიკავთ
ბის- სახლში ვარ ცოცხალი და თითქმის უვნებელი, თუ 38 გრადუსოვან სიცხეს არ ჩავთვლით. დღეს დილით 7 საათზე გასაღვიძებელმა 8-ის ნახევარზე ძლივს გავახილე თვალი, ისიც ჩემი მაღვიძარას გულმოდგინე მუშაობის შედეგად და ელვისებური სისწრაფით გავემზადე- 9სთ-ზე რესპუბლიკის მოედანზე უნდა ვყოფილიყავი და ავტობუსში ვმჯდარიყავი, რომელიც მთაწმინდის პარკისკენ წაიყვანდა ახალი მედიის ფორუმის მონაწილეებს. მოკლედ, თითქმის დროულად გავედი სახლიდან, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მანიკური გზაში წავისვი :D
საბედნიეროდ ჩემს მძღოლს ეჩქარებოდა მგონი და ისე ჩქარა მიდიოდა, ეჭვიც შემეპარა, კამიკაძე ხომ არაა მეთქი, მაგრამ ბედნიერად მიმიყვანა ელბაქიძემდე და პუნქტუალურად რესპუბლიკის მოედანზე დავსდექი. არავინ ნაცნობი არ დამხვდა და დავდექი მორჩილად. ცოტა ხანში ნიკა გამოჩნდა, რომელმაც ჰიპერენერგიული ზურიუსი გამაცნო : ) აუ, მართლა ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ კარგა ხნის ნაცნობები ვიყავით :D მერე ნელ-ნელა მოგროვდა საზოგადოება და მივადექით მთაწმინდის პარკს.
დაგვირიგეს პროგრამა, პარკის რუკა, სახელის დასაწერი სტიკერები და განვთავსდით ამფითეატრში.
მერე გახსნა, რომლის დროსაც ლანდიშას წყალობით ყავის რიგში ვიდექი :D და მერე პრეზენტაციები.. ჩვენ, როგორც ჭეშმარიტი ბლოგერები და მე განსაკუთრებით, როგორც პირადი ბლოგის ავტორი, მარის პრეზენტაციაზე ვიყავი, “პირადი ბლოგების ძალა”- ამ პრეზენტაციას მარი დადებს ამ დღეებში ბლოგზე.
პრეზენტაციის მერე ცოტა ხანს საბაასოდ [:D] დავსხედით მე და მარუსა და ლანდიშა და კოტე გაოცებულები გვისმენდნენ- ეტყობა ქალების ჭორაობას პირველად შეესწრნენ:D კოტემ თქვა, სკაიპშიც ლაპარაკობენ, თან მსნ-ში, თან ბლოგებში, აი ყველგანო ერთდროულად და მაინც ვერ ძღებიანო:D
მერე კიდევ ორ პრეზენტაციას დავესწარით
მაშ ასე, შეჯამება: დავესწარი მარის პრეზენტაციას, რომლის დესკრიპშენიც ასეთია:
პირადი ბლოგების ძალა
გაიგე რით სჯობს პირადი ბლოგები თემატურს, რა ძალას ფლობენ პირადი ბლოგების ავტორები, როგორ შევქმნათ საუკეთესო პირადი ბლოგი. დაესწარი საქართველოში ყველაზე პოპულარული პირადი ბლოგის ავტორის პრეზენტაციას და გაიგე მეტი ე.წ. ”პერსონალკებზე”
დოდკას პრეზენტაციას:
წამიკითხეთ!
როგორ არ ვიყოთ საკუთარი ბლოგის ერთადერთი მკითხველი. პრეზენტაციაში აღწერილია რამდენიმე მეთოდი, თუ როგორ შეიძლება გავხადოთ ბლოგი პოპულარული ქართულ ვებ-სივრცეში. მკითხველების მოზიდვის სწორი და არასწორი გზები.
დომინიკ კემპბელი
სოციალური ინოვაციების სპეციალისტი, Future Government Consultancy
მერისი ვინტონი
პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის ახალი მედიის კოორდინატორი.
მაგრამ მერისის დროს მივედი მე. შინაარსი:
ახალი მედიის სოციალური გავლენა
ეს პრაქტიკული სემინარი დაიწყება ახალი მედიის შესაძლებლობების ჩვენებით სამთავრობო თუ სოციალური ინოვაციების სფეროში. ასევე გაიგებთ, როგორ შეიძლება ვებტექნოლოგიების გამოყენება საზოგადოებრივი ჯგუფების ორგანიზებისა და სოციალური კამპანიების წარმოებისათვის, გაეცნობით სოციალური ინოვაციების კემპის კონცეფციას და იმუშავებთ კონკრეტულ პროექტებზე. თუ გსურთ გაიგოთ მეტი სოციალური ინოვაციების კემპის შესახებ.
და ბოლოს :
თემატური ბლოგების მიმოხილვა
ბლოგების ყველაზე პოპულარული თემატიკა: ქართული და უცხოური მაგალითები
დვორსკი [გიგა]
_______________________
სახლში რომ მოვედი, გერმანიიდან ჩამოსული დამხვდა დაბადების დღის საჩუქარი [ცოტა გვიან ჩამოვიდა], სუნამო იისეთი საყვარელი! ავრილის სუნამოა.. black star და სანამ ვნახავდი მეთქი ეხლა რაღაცა black სუნი ექნება მეთქი და არადა ისეთი ტკბილია : )) და კიდევ ფლაკონი აქვს ძაან საკაიფო, მაგრამ სპიშკა კარგად ვერ გავასწორე და კარგი სურათი არ გამოვიდა და არ დავდე:D



























არაფრის ღირსი არ ვარ,არც ბლოგის და არც არაფრის.. არც ხაბიზგინის.. აი ასე! :ხარაკირ:
უა კაია კარგად გაგიტარებიატ დრო :D
მე I დღეს მოსაწვევი არ მერგო ამ საღამოს კი გამომიგზავნეს მაგრამ მე I დღის პრეზენტაციები უფრო მომწონდა, თან მერე გეგემები სხვანაირად დავაწყე და ეხლა გული მწყდება :( თმა მართლა ძალიან კარგია! ყოჩაღ ! :*
აუ რა კაი იქნებოდა ^^
[...] თინის პოსტი ახალი მედიის შესახებ [...]