ახალი ავატარი

აგერ უკვე ლამის ერთი წელია ერთი და იგივე ავატარი მაქვს აბსოლიტურად ყველგან. ზედმეტად შევეჩვიე, ძალიან შემიყვარდა. თან ისეთი ბუნებრივია, ვერავინ ვერ ხვდებოდა,  რომ კირა ნაიტლი იყო :D ვინც არ მიცნობს კიდევ,ყველას ის ვეგონე.  ვინც არ მიცნობს კიარა, ერთხელ სვითი დიდხანს არ მყავდა ნანახი და მითხრა- მალე მნახე, თორემ უკვე შენს ავატარზე რომ არის, ის მგონიხარო :D მეთვითონაც  იმდენად მივაჩვიე თვალი, რომ სარკეში ჩახედვისას ლამის კირას ველოდებოდი :D
ცოტა ხნის წინ  დამებადა იდეა, რომ გადამეღო მასეთი სურათი, იმავე ფერებში, იმავე განლაგებით, მაგრამ მერე დამეზარა. თან ფოტოშოპი არ ვიცი და ფონის გაკეთება გამიჭირდებოდა..გუშინ წინა პოსტზე ლილიანმა ეს სურათი დამილინკა, ესაა ჩემთვის თინიო

მომეწონა,მგავს:P ხოდა დღეს მომწერა, თუ რამე იდეა გაქვს, შენს სურათს გაგიკეთებ მაგ სტილშიო. ხოდა ამ სტილის რა გითხრათ და  ჩემი ძველი იდეა კი გამახსენდა კირასებურ ავატართან დაკავშირებით. ენდიმ წინა პოსტზე დამიკომენტა, ეგ ავატარი უკვე შენი სავიზიტო ბარათიაო (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მე ვეგონე ჩემს ავატარზე :D არადა სხვა სურათები ნამდვილად ნანახი აქვს. მერე რომ ვანახე ააშკარა განსხვავება, მითხრა შენი ჯობია, კირა არ მიყვარსო :D )ზურიუსმაც დამიკომენტა: ჩემთვის, როგორ უკვე გუშინ გითხარი, შენ ცხვირზეხელებაფარებული გოგონა ხარ. ფოკუსირებული და ოდნავ მომღიმარი გამოხედვით”-ო  და მეეთქი ეს ნიშნებია! :D

რამდენიმე დუბლის შემდეგ გამოვიდა (თითქოს). მთლად იგივე აშკარად არ არის (გარეგნობაზე არ ვამბობ ნამდვილად, სურათის ზოგად განლაგებას ვგულისხმობ) – ხელებიც ცოტა სხვანაირად დამიჭერია და ჩემი ფართხუნა შავი ჯემპრიც ვერ მოვძებნე. თმაზე არ გინდათ- მეც ვიცი რომ გაჩეჩილია. წარბებიც (ტოესწ ჩემი მარცხენა წარბი, რომელიც თქვენთვის ახლა მარჯვნივ არის) საოცრად მაქვს, მაგრამ იდეა ხომ ჩანს :D ხოდა ასე.. გადავიღე, ლილიანმა ფონი გამიკეთა და  შევცვალე ჩემი ავატარი (ნუ ფორუმებზე ისევ ის მექნება. ფეისბუქზე, სკაიპში შევცვალე და ბლოგებზე. )

გამოიყურება ასე:

ეს ისე მაინც:

ერთ-ერთი დუბლი: D

მე კი კირას გამოსახულება უფრო მსიამოვნებდა ჩემს ავატარზე, მაგრამ უკვე ნამეტანი გადავებით ერთმანეთს და სულაც არ მინდა ვინმე ნაცნობს რომ ვნახავ ვერ მიცნოს იმის გამო, რომ კირა არ ვარ მოწითალო ფონით და ხელებ შეტყუპებული  მოსიარულე :D

10 Responses to “ახალი ავატარი”

  • კარგია :D თმაც ჩამოგეყარა წინ და სულ მთლად ვრავინ დაინახავდა განსხვავებას :)

  • gabo:

    შესანიშნავი ავატარია მცირე სხვაობები არის რაკურსში და ხელის მოძრაობაში მარა არა უშავს . ხო რაც მთავარია შენ ხარ ამ ფოტოზე :)

    • Tiny:

      თვალი მიჩვეულია და მაინც ისე აღიქვამს:))მთლად ერთნაირობა არც მქონდა ჩაფიქრებული. იმიტომ, რომ როგორც აღნიშნე, მთავარია მე ვარ ამ ფოტოზე ^_^

  • TaTu:

    ძალიან კარგია… ეხლა ალბათ კიდევ ერთი წელი ეს გექნება და მერე რას დაიყენებ, მაგის გამოცნობა კი შეუძლებელია :) მომწონს . . .

  • ვაიმე, როგორ მომეწონა ახალი სურათიიიი…. გენაცვალე რა საყვარელი ხარ თინ!!! :* :* :* :* :*

  • ბარემ მეც მოგილოცო…
    თინ, პატარა და რაღაცნაირო არსებავ (ადამიანი შენ როგორ უნდა გაკადრო), გილოცავ ახალ ავატარს და ბლოგერების გული გაგეხარებინოს :)))
    :ჰეფიბერსდეითუიუ:

  • თითების_ადმირალი:

    ბევრი ვიფიქრე მომეწერა თუ არა , მაინც გავბედე )) რა კარგად წერ თინ )) ჯობიხარ =)

  • აუ ავატარზე მეც შენ მეგონე სხვათაშორის :D

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)