კოლგოტების ერა და ევროსტანდარტული გემოვნება

new life-new style ! ..

მგონი ადრე ერთ-ერთ პოსტში ვახსენე, რომ იმიჯის შეცვლა მინდა მეთქი. ვიჯექი და ვფიქრობდი რა მინდოდა..რანაირი იმიჯი არ მაქვს გამოვლილი- იყო პერიოდი, როცა ჯაჭვებასხმული დავდიოდი, მერე ქუსლებზე ავხტი, მერე ისევ ჩამოვხტი და ბოლოს საერთოდ ფეხებზე მეკიდა რა მეცვა..ბოლო პერიოდში კიდე გამძაფრებული მოთხოვნილება მქონდა რამის შეცვლის.

ცოტა ხნის წინ ლექციებზე დაგვიანების სურვილით შეპყრობილი მივფრატუნობდი მეტროსკენ. ვარკეთილის მეტროში მოგეხსენებათ ათასი ფინტიკლუშკა იყიდება. ამათ თვალიერებაში უცებ ბეევრი ფერადი კოლგოტები შევნიშნე. მივედი, ვათვალიერე და მუქი მწვანე და მუქი ლურჯი ვიყიდე.. ისე ამიტაცა ამ ფერადი კოლგოტების ჩაცმის იდეამ, რომ მთელი დღე ჩემს ახალ სტილზე ვფიქრობდი.

მოკლე კაბა მიხდება..განსაკუთრებით მაღალ ქუსლზე..მაღალ ქუსლებს ვერ ვიტან! იმიტომ,რომ იმდენს დავდივარ, რომ ნამდვილი თვითგვემა იქნებოდა ჩემი მხრიდან ამის გაფიქრებაც კი. მაგრამ გამოსვალი ყოველთვის არსებობს! ავდექი და ვიყიდე  პლატფორმიანი ფეხსაცმელი

  • რამდენიც არ უნდა იარო, ფეხი არ დაგეღლება, იმიტომ, რომ ერთ სიბრტყეზეა და გინდა დაბალზე გივლია, გინდა მაგაზე..
  • ფეხს უფრო ლამაზს აჩენს იმჰო..

picture-0221

მოკლედ, ვიყიდე აგერ გამოსახული ფეხსაცმელი, ჩავიცვი ჩემიმწვანე კოლგოტი და კმაყოფილი სახით გავედი გარეთ.  მართალია ყველა მწვანე ფეხებზე მიყურებდა, მაგრამ..

მოკლედ, გამოვიდა იდეალური :

  • ფერადი კოლგოტი
  • მოკლე ქვედა ბოლო
  • საროჩკა [: D ]

ნუ თავისთავად ამით არ შემოვიფარგლე, თმას მივხედე.. ვინაიდან ძალიან ძნელია ჩემნაირი თავხედი თმის მორჯულება ყოველ დღე, მივაგენი ერთ შესანიშნავ გამოსავალს. საკმარისია დედასთან მიბანცალდე და სთხოვო – “თმა დამიწანი”, მაშინვე შესანიშნავ ვარცხნილობას მიიღებ.. აი ისეთ ნაწნავს ვიკეთებ, ქე რო ფჩოლკიდან იწყება. ამ ვარცხნილობას + მსუბუქი მაკიაჟი. ჩემი მაკიაჟი მარტო თვალების ჩახატვით შემოიფარგლება. შავი წენი ქუთუთოზე, თეთრი- თვალის ქვეშ და წარბის ქვეშ, ტუში და ვსო.. უხდება ჩემს თვალებს : )  მოკლედ, როგორც იტყვიან “ქალ დევემსგავსე”, რაც არაერთხელ აღნიშნეს გარშემომყოფებმა.

ამ ყველაფერს კიდე თუ სათვალეს მივუმატებ ხოლმე ჯორჯი დანახვისთანავე “schnell, schnell, gut, gut” -ს გაიძახის :mrgreen:

picture-0194გუშინ თსუ-ს ფორუმის ადმინისტრაციის შეკრებაზე, ფორუმის დიზაინის ფერებში გამოწყობილი გავემართე. ხოდა მეტროში ზემოთხსენებული საქმიანობით გავერთე ისევ. ახალი ფერები მოუტანია იმ ქალს. მაშინ რომ ვიყავი ცოტა ჰქონდა. თვალები გამიბრწყინდა და დავხვეტე. ისეთი აჟიტირებული ვიყავი ყველას ვახარე, ახალი კოლგოტები მაქვს მეთქი.
ამჟამად მაქვს მუქი ვარდისფერი, იასამნისფერი, სტაფილოსფერი, მწვანე და ლურჯი. აუ ძალიან კარგ ხასიათზე მაყენებს ფერები : ))

ახლა კიდე ევროსტანდარტულ გემოვნებაზე :
picture-018გუშინ დედას ქონდა დაბადების დღე. ხოდა შეკრებიდან მალე წამოვედი, რომ ყვავილების ყიდვა მომესწრო. მეტროსთან თითო-ოროლა გამყიდველიღა იყო დარჩენილი. მაგარი ადგილია ეგ. შედიხარ თუ არა ყვავილების ასარჩევად, მაშინვე ათასი ხმა გეძახის. მაგრა დავიბენი. ბოლოს ერთმა ვარდისფერმა თაიგულმა მიიქცია ჩემი ყურადღება და მივედი. გამყიდველიც რაღაც საყვარელი იყო.. მოკლედ, ვიყიდე და ფულს რომ ვაძლევდი იმ ქალმა მითხრა :
ყოჩაღ შვილო, კარგი არჩევანია, ნამდვილად ევროსტანდარტული გემოვნება გაქვს! :D სულ ფხუკუნ-ფხუკუნით მოვედი სახლში.

პ.ს. წუხელ ძილის წინ საწოლის გადასაფარებელი გადავბერტყე ფანჯარაში და მობილური გადავაყოლე :| კი გავიგე ლაწანის ხმა, მაგრამ ვერ მივხვდი რა იყო. ცოტა ხანში მეზობელმა ამომიტანა. არაფერი არ სჭირს oO მესამე სართულიდან გავისროლე არადა.

18 Responses to “კოლგოტების ერა და ევროსტანდარტული გემოვნება”

  • ლოოოოოოოოოოოოოლ )))))))))

  • მშვენიერია ბალღო,დღითიდღე ახლდები და ახლდები,ბლოგის მისამართის გამოცვლა არ გაკმაყოფილებს :)

    :*

  • გუთ, გუთ..კარგია ცვლილებები ^^

    და ფერადი ტანსაცმელიც მაგარია. მოკლედ ხუთიანი ))

    მობილური რა გამძლეა :D

  • ჰეჰე.
    რა საყვარელი პოსტია.
    მეც ვარ იმიჯის შეცვლის ხასიათზე :P

    კაბები მაქვს ნაყიდი ბევრი და ჯერ ვერ ვიცმევ. ხალხის გაკვირვებული მზერა მაშინებს ხოლმე :s

  • მთელი ცხოვრებაა იმიჯის შეცვლაზე ვფიქრობ და ჯერ არაფერი გამიკეთებია :D

    იქნებ ეს პოსტი მაინც დამეხმაროს, მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, თუ როგორც არის :P :D

  • Tiny:

    @ ნატოშა

    მადლობა ხუთიანიზა : ))) :*
    აუ მობილურზე ძაან ვკაიფობ :D

    @ თათია

    რატომ გიყურებენ გაკვირვებულად რომ? : )) მიყვარს კაბები :ლოვე:

    @ ნატალია

    თუ შენ მასე იფიქრებ, რომ მეტი არაა ჩემი მტერიო, ასეც დარჩები.. აბა ადე ახლა და დაიწყე ფიქრი. როგორც კი ნამდვილად გეცოდინება, რომ გინდა იმიჯის შეცვლა, მაშინვე შეიცვლი :ყეს:

    • რატომ მიყურებენ? რავიცი აბა. უკვირთ როცა კაბით გამოვცხადდები ხოლმე. კომპლიმენტებს მეუბნებიან, მაგრამ მაინც მაკომპლექსებენ :P

      ჰო, მობილურს რაც შეეხება – მეც ეგეთი გამძლე მაქვს. ძალიან ბევრი რამე გადაიტანა ჩემმა ტელეფონა, მაგრამ ცოცხალია და მუშაობს :D

  • ფერადი კოლგოტები (ლოლ) მაგრად მევასებააა <3

    მეც ვგეგმავ უახლოეს მომავალში პაწაწუნა ცვილებებს ვნახოთ რას მივიღებ :D

  • Eveline:

    მეც მინდა შენნაირი მობილურიი :D = ))

  • ბარემ მთლიანობაში როგორ გამოიყურებოდი ის სურათი დაგედო :)
    დავტკბებოდით ჩვენც, ეს რა არის ცალკე კალგოტკები და ცალკე ფეხსაცმელები :(

  • მე ნაწნავი მიყვარს, დედაჩემს როცა სცალია, მიწნავს ხოლმე :) ყველაზე უბრალო და საკაიფო ვარცხნილობაა ნამდვილად, განსაკუთრებით ჩემთვის, ხომ იცი, საპარიკმახეროებს (თუ როგორც სალონობენ) ვერ ვიტან.

    მომწონს, რომ იცვლი იმიჯს, მიყვარს გოგოებს ბოლოკაბები რომ აცვიათ და ფერადი კალგოტკები, საერთოდ, რაც უფრო ფერადია, უფრო მიყვარს :) ასე განაგრძე და მერე მასწავლე მაკიაჟის გაკეთება, მე ფანქრის წასმაც არ ვიცი :P

  • იმიჯის შეცვლა მინდა მეთქი – თმები უნდა შეიჭრა ხშირად, უებარი წამალია :)

    • Tiny:

      შეჭრა ადრე მქონდა მეთოდი. ახლა გრძელი თმა მინდა და ვიზრდი..ამიტომაც რომ არ შევიჭრა ხვალ ვიღებავ ყავისფრად :პ

  • ნათიიი:

    მეც მაქვს იისფერი და მწვანე კოლგოტი მარა ჯერ ვერ ვიცმევ არ მიმდის გული ,
    არადა მეც ეგეთი აჟიტირებული ვიყავი, რომ ვიყიდე სარკიდან ვერ მწკეპნიდნენ..:D

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)