ნატანჯი სიუჟეტი

ცოტა ხნის წინ “ჩვენი ექსპრესი”-დან დაგვიკავშირდნენ რამდენიმე ბლოგერს და გვითხრეს, რომ უნდოდათ სიუჟეტის გაკეთება ბლოგერებზე, ქართულ ბლოგოსფეროზე და მკითხეს თანახმა ხარ, თუ არაო.  ამ კითხვას რომ მისვამენ, სულ მიკვირს- რატომ არ უნდა ვიყო თანახმა. რაც არ უნდა იყოს, ყველაფერი, რაც ბლოგების პოპულარიზაციისთვის კეთდება, კარგია.
პირველი საუბრის მერე ცოტა დიდი პაუზა იყო,  თურმე იმის ბრალი იყო, რომ ჯერ სიუჟეტის გადაღებაზე უარი უთქვამთ  და ხმლით და ფარით მოუპოვებია უფლება გიოს :D მერე ამინდებმა აგვრია და მოკლედ, ბოლოსდაბოლოს ძლივს შევხვდით ლიტერატურულ კაფეში.
სიუჟეტის ავტორზე რომ არ დავწერო, აი არ შემიძლია! აბსოლიტურად ყველას გვეგონა (ნუ სკაიპში ლაპარაკიდან გამომდინარე და საერთოდაც), რომ იყო ასაკით დიდი, მე საერთოდ ჩემხელა მეგონა, 19 წლის და რომ თქვა 14 წლის ვარო, კარგა ხანს არ მჯეროდა :D
ფსიქემ დაწერა გენიალურად:
ის დიდი ჩანთით დადის, სკოლის ჩანთით. წითური თმა აქვს და დიდი თავი, უფრო სწორად დიდი თმა. ხანდახან გვერდით ეზოში დარგულ პალმას მაგონებს, რომრლიც რამდენიმე წლის წინ დარგეს ბავშვებმა და უკვე გაიზარდა. ხან კიდევ ვფიქრობ, რომ გრძელწინდიანი პეპი სწორედ ასეთი იქნებოდა ბიჭად რომ დაბადებულიყო. მაგრამ პეპისგან განსხვავებით ძალიან სერიოზულია და სულ არ ეტყობა ჯერ მხოლოდ 14 წლის რომ არის. იმდენად არ ეტყობა, რომ როცა “ამირანში” მე და პაწუ მას უნდა შევხვედროდით (სიუჟეტისთვის), ფოიეში იდგა, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია, რომ ეს ბავშვი შეიძლებოდა ის  ყოფილიყო მე რომ ველაპარაკე 2 დღის წინ (ეხლა ვაჭარბებ, თანაც ძალიან  ) ) მართალია სერიოზულობით და აზროვნებით 14 (15) წლის ბავშვს არ ჰგავს, მაგრამ ძალიან მორიდებულია და მგონი მორცხვიც. იმ დღეს პაწუმ თუ ეკუსიმ (აღარ მახსოვს ზუსტად. ავტ. შენიშვნა) მითხრა: რა უცნაური ბავშვია, დიდიც არის და პატარაც,  რესპოდენტებს დასდევს ჩასაწრად და თან ესეთი მორიდებულიაო.
მოკლედ, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი  დიიდი გიო გავიცანი თუ არა, მაშინვე შინაურულად ვიგრძენი თავი და ალბათ მაგიტომაც დუბლები საერთოდ არ დამჭირდა, ერთი ამოსუნთქვით ამოვიქოქე :D ერთად ჩაგვწერეს მე, პაწუ და ფსიქე. დანარჩენებიც ცალ-ცალკე დაიბარეს.
განვიხილოთ სიუჟეტი:

ცოტა უკმაყოფილების შეგრძნება დამრჩა იმ მხრივ, რომ ვიღაც საერთოდ ბლოგებში გაურკვეველს რომ ენახა, ვერ მიხვებოდა რა ხდება :D მაგრამ გადაცემის/სიუჟეტის ფორმატი მეტის საშუალებას არ იძლეოდა სამწუხაროდ. საერთო ჯამში გავიგეთ, რომ

  • პირადი ბლოგები დროს აკარგვინებს მკითხველს

აქ საყვედური ჰექსეს :D არ მიყვარს პირად ბლოგებს რომ აკრიტიკებენ ხოლმე. რახან მე ვწერ, რომ დღეს ვთქვათ საჭმელს ვაკეთებდი და არ გამომივიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკითხველებს/ მკითხველების დროს პატივს არ ვცემ. აუ და ჰექსეზე გამახსენდა, გიომ გუშინ მომიყვა, შევედი გაკვეთილზე და რას ვხედავ, მასწავლებლად ჰექსე შემოვიდაო, ძაან ვიხალისე :D

  • შეიძლება ფრიად თემატური ბლოგი გქონდეთ : )

ენდის მაგალითის ჩვენება იმიტომ იყო კარგი, რომ ვინმეს თუ  ე.წ. თემატური ინტერესები აქვს, მუზაც გახდებოდა რეპორტაჟის ეს მონაკვეთი ისეთ გარემოში იყო გადაღებული:))

  • ფსიქე, მეგი და თინი ყოველ კვირა ხვდებიან ერთმანეთს..

ტყუილი :D მაგრამ მაგით იმის თქმა ვცადეთ, რომ ბლოგერებს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ,ხშირად  ხვდებიან და ა.შ.  და ეს ხომ არაა ტყუილი? უბრალოდ პერსონაჟები მოვყევით შეცდომით, თორემ კვირაში ერთხელ კიარა უფრო ხშირადაც ვნახულობთ ხან ერთმანეთს : )

  • კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ ვორდპრესი ყველას ჯობია!

ჩემი ფრაზა “კიდევ არის ერთი” რა უადგილო იყო. მინდოდა ჩამომეთვალა სხვა ძრავები, მაგრამ უცებ კი არ გამახსენდა o_O ის ერთი, რომელის სახელიც გამახსენდა livejournal-ი იყო და მაგის სახელის წარმოთქმა არ მიყვარს :D

ბოლო ბლოკი, დოდკა, სვითი და ბექა ცალკე განყოფილება იყო. მართალია პოპულარობის რეცეპტები არ არსებობს, გარდა იმისა, რომ კარგად უნდა შეგეძლოს წერა (რას დაწერ მერე ნაკლებად მნიშვნელოვანია), მაგრამ ეს სამი მაგალითი თან განსხვავებულია, თან საინტერესო და  კარგი იყო.

ნაკლი:

ბლოგების url-ები არ ეწერა, ესაა დიიდი ნაკლი.

და FAIL:

დოინ :D

საბოლოოდ, დასაწყისში გიოს ნათქვამ ფრაზას: “ვინ არიან ქართველი ბლოგერები. რა background-ი აქვთ  და რას ნიშნავს მათთვის თავიანთი ელექტრო დღიური. ასევე ნახავთ, როგორ უნდა შეიქმნას და გაპიარდეს ბლოგი” მგონი გასცა სიუჟეტმა პასუხი: ))

აი ისიც, შინაურობაში “ნატანჯ სიუჟეტს” ვეძახით! :D


36 Responses to “ნატანჯი სიუჟეტი”

  • ეს მართლაც დიდი მინუსი აქვს “ჩვენს ექსპრესს”
    არ აძლევენ უფლებას რომ საიტებს რეკლამა გაუკეთონ
    ჩვენ სიუჟეტზე რომ ჩაგვწერეს ვერ მიაწერეს twilight.ge
    არადა სიუჟეტი საიტზე იყო
    თქვენ შემთხვევაშიც ძალიან აუციელბელია urlის მიწერა
    აზრი ეკარგება ამით ყველაფერს

  • დოინ-ზე მეც გავამახვილე ყურადღება :D

    ხოდა ცუდი ნამდვილად არ იყო ^^

  • ჰოო, სიუჟეტი ნორმალურია, პატარ-პატარა რაღაც-რაღაცეებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ აი ურლ-ები საჭირო იყო : )

    ვორდპრესი განაგებს!!! :D

  • მე მაინც ვერ გავიგე რითი სჯობია ვორდპრესი ბლოგსპოთს:D სიუჟეტში რაც თქვა იმ გოგომ, ეგ ყველაფერი აქვს თუნდაც ბრაუზერ “ფაირფოქსს” და სულ არ ვკარგავ დროს ჩემს ბლოგსპოტზე შესასვლელად:DD

  • მე სიუჟეტი არ მომეწონა!
    ეგრევე უარყოფითი ნოტით იწყება და ძალიან გამაღიზიანებელია!!
    არ ეწერა არც რეტი ბლოგერის მსამართი- ძალიან ცუდია
    ვერ გავიგე სიუჟეტის მიზანი
    არ მომეწონა დაჯგუფება ბლოგერების!!

    საბოლოო ჯამში 3/10

  • George:

    ერთი ამოსუნთქვით ამოვიქოქე :D
    —————

    თუუ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხე ? :lol:

  • ამმმ… რავი მე “ჩევნი ექსპრესის” სიუჟეტებს სერიოზულად ვერ აღვიქვავ მართალი რომ ვთქვა :))) ისე ნარმალნო და პახოდუ ვეთანხმები ყველა ზემოთ აღნიშნულ აზრს :D

  • pawu:

    ნუ ხოო…. ე.ი. ცუდია რომ მისამართები არ იყო… და გიოს თქმის არ იყოს უკეთესიც შეიძლებოდა ყოფილიყო… მაგრამ დრო იყო, თითქმის ყველა ფაქტორის შემშლელი… :(

  • პატარ-პატარა ხარვეზებზე უკვე სხვა ბლოგებზე ვისაუბრე. ნუ შენც კი ხვდები და თქვი უკვე, რაც არის.
    ჰოდა საერთო ჯამში გამოვა, რომ ბლოგები ახალგაზრდების საქმეა და ეს არ დამევასა. ვიღაც უფროსიც უნდა ჩაეწერათ. ასე რომ, დანარჩენი ფრიად კარგია :)

  • წამყვანი ძალიან საყვარელია :წუბ: თუკი გავითვალისწინებთ ავტორის ასაკს, მაშინ ნორმალური სიუჟეტია. ცოტა ინფორმაციულობა აკლია.

  • მეც ვნახე სიუჟეტი გუშინ…

    მომეწონა, ცუდი არ ყოფილა, თან დაგეთანხმები თინი, რას ნიშნავს ბლოგი, ეს რომ აუხსნა მათ, ვინც არ იციან, შეიძლება საათიანი გადაცემის გაკეთება…
    :D

    ერთი, რაზეც ვინერვიულე, ბევრი რბილი “ლ” იყო..

    ბლოგერებო, არ გეკადრებათ!.. :(

    ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა..:)

  • Kate:

    სასტიკად არ მომეწონა ეს სიუჟეტი.
    აგერ http://bigcrow.ge/2010/04/01/bloggers/ და კომენტარები ნახე შენ :D

  • miss poem:

    მე მომეწონა სიუჟეტი, ითქვა ერთ ბლოგზე რომ გადაცემის ფორმატიდან გამომდიანრე მეტს ვერ ჩატევდნენ, და Kate, მანდ რა უნდა ვნახოთ? კარგი კომენტარებიც წერია და ცუდიც…

  • ყველაფერი არ წამიკითხავს და ნაწილობრივ გაგცემთ პასუხებს.
    ჩვენ არავინ “გვაძლევს უფლებებს”. ჩვენს ბლოგზეც და გადაცემაშიც ჩვენ თვითონ ვქმნით მათ ( ნუ თუ იმედზე არ გავდივართ ან თუნდაც რომელიმე სხვა ქართულ არხზე :))
    უბრალოდ თავისთავად სიუჟეტი ისედაც ატარებს სარეკლამო სახეს და მისამართების მიწერით მის რეკლამად გადაქცევას ვერიდებით.

    რაც შეეხება სიუჟეტს, არ ვთვლით, რომ წარმატებული ნამუშევარი იყო, არც კარგად ყოფილა შეკრული. ამიტომ გთხოვთ, მხოლოდ ამ სიუჟეტით ნუ შეიქმნით “ჩვენ ექსპრესზე” წარმოდგენას.

    • reklama mashin aris mosaridebeლი ტუ კომერციული მიზნებით კეთდება და როდესაც შენ პირადი ბლოგის მისამართს არ უთითებ დიდი მინუსია

      თუ არავინ შევიდა არავის ბლოგზე და არ ნახეს რა არის ბლოგი როგორ დაიწყებს ვიღაცა ბლოგერობას აბა დაფიქრდით??

      თუ არ ნახა თინი არ ნახა დოდი სვითი და სხვები როგორ მიხვდება როგორი უნდა იყოს ბლოგი ან ვისგან დაიწყებს რაგაცის სწავლას?

  • miss poem:

    blog.teentv.ge მე მომეწონა სიუჟეტი, და რავიცი ჩვენს ექსპრესზეც მშვენიერი წარმოდგენა დამრჩა : )

  • Tiny:

    არ იყო წარუმატებელი o_O
    მისამართების წაწერა კიდევ რეკლამის გამო არ გვინდოდა,ვიზიტორები კი არ გვაკლია :D უბრალოდ, როცა ბლოგებზე ლაპარაკობ რასაც ქვია აუცილებელია ლინკების მითითება, თორემ რეკლამა თუ მინდა კი მაქვს:D

  • gionix:

    საერთო ჯამში არც მე არ ვთვლი წარუმატებლად…კაი blog.teentv.ge არ გვინდა აქ, კრებაზე კი არა ვართ :D :D :D

  • კრებაზე არ ვართ, მაგრამ როცა ხალხი წერს შენიშვნებს, ვალდებული ვარ ვუპასუხო!

    • Tiny:

      ხალხი წერს შენიშვნებს,მაგრამ წამყვანის მისამართით არა :D
      ის,რომ ლინკები არ ეწერა და აზრი დაეკარგა სიუჟეტს,არაა წამყვანის ბრალი :D
      სიუჟეტი რომ დროში შეზღუდულია,არც ეგ არაა წამყვანის ბრალი.
      მე ვთვლი,რომ არ შეიძლება მარტო ერთ ადამიანს შეაწმინდოთ ხელები, თანაც მაშინ, როცა სულაც არ არის შესაწმენდი და კომენტარებს რაც შეეხება, ყოველთვის არსებობს განსხვავებული აზრი. გინახავთ რამე ისეთი,რაც ყველას მოსწონს?
      მე ვინ მეკითხება,მაგრამ ცუდად მოიქეცით ახლა თქვენი კომენტარით :D როცა გუნდი მუშაობს რაღაცაზე,არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანს დაბრალდეს:)

      • ra SuaSia wamyvani kaco : ))))
        მთლიანად გასაუმჯობესებელია და დასახვეწია ფორმატი სტილი და კიდევ ბევრი რამე
        და ის გამართლება რომ ავტორი პატარაა საყვარელი და ა.შ არაა სწორი მოკლედ!

  • miss poem
    ძალიან კარგი თუ მოგეწონა, ნამდვილად გვიხარია.
    კიდევ ერთხელ დავაზუსტებ: მე არ მითქვამს, რომ სიუჟეტი არის ცუდი ან მითუმეტეს გმირები იყვნენ ცუდები :) გამოვეხმაურე ადამიანებს, რომლებიც ზოგადად გადაცემაზე ლაპარაკობდნენ.

    • Tiny:

      გამოეხმაურეთ,მაგრამ ცუდად- ეს წარუმატებელი იყოო და სულ ასეთები კი არ ვართ,სხვა სიუჟეტები ნახეთო, უკვე ძაან ცუდი ნათქვამია :D

  • თითების_ადმირალი:

    მე არ ვარ ძალზედ გარკვეული ამ სისტემებში , უბალოდ მკითხველი და შემფასებელი ვარ .. საერთოდ არ მიყვარს კრიტიკა და ვცდილობ მაქსიმალურად ლიბერალური ვიყო ყველაფერთან .. ერთს ავგნიშნავ , შეიძლება არ იყოს უზომოდ მაღალი ხარისხი , და სხვა და სხვა , მაგრამ მთავარი არის ის რომ ეს ადამიენები ცდილობენ რომ კარგად “წაგვაკითხონ” ესა თუ ის მასალა , ბლოგი რომც არ მოგვეწონოს , უნდა დავუფასოთ მათ “შრომა” .. რადგან მათი საქმე ესაა და დარწმუნებული ვარ ყველა მათგანი მუდამ ახლის ძიებაშია და მუდამ ცდილობს რომ ჩვენთვის მათი ნააზრევი და ნაწერი საინტერესო წასაკითხი იყოს )) ასე რომ ბლოგერებო მე თქვენ ყველას პატივს გცემთ )) TINY შენ ჩემი ფავორიტი ხარ .. :)

  • Andy:

    ვიბლუყუნე რასაც ქვია :mo:
    არადა მახსოვს ერთი კარგი დუბლი ჩავწერეთ ,

  • აჰ მეგობრებო პატივი ვცეთ სხვის აზრსაც :)

    ვფიქრობ პოსტში მიუხედავად მისი სიმცირისა ზედმეტად ნათლად იყო ნაჩვენები რომ ეს ერთი კონკრეტული ბლოგერის აზრია ერთ კონკრეტულ ბლოგზე.

    რადგან აღნიშნული ფრაზა ჩემი ბაგედან მომდინარეობდა ეს ნიშნავს იმას რომ ჰექსე ფიქრობს რომ თუ ის ზედმეტად პირად პოსტს დაწერს შესაძლოა რომ მისმა მკითხველმა იფიქროს რომ დრო უაზროდ დაკარგა იმის კითხვაში თუ სად რა და როდის ჭამს ბლოგის ავტორი.

    საბედნიეროდ, მთელი ბლოგოსფეროს სახელით არ მისაუბრია

    როგორც მახოსვს

  • მე მომეწონა სიუჟეტი :)

Leave a Reply

photo of the moment
www.flickr.com
არქივი თვეების მიხედვით
კატეგორიები
მთვლელები
TOP.GE
თებერვალი 2012
« იან    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829  
Serv.Ge
navige_logo
მინი-პოსტები

Add To Wishlist
მეტი... (2)

wardrobe
აჰა, შევლაგდი თითქმის და ეხლა ვფიქრობ, რა ჯანდაბად მინდა ამდენი ტანსაცმელი, თუ სახლიდან ცხვირს არ გავყოფ:/  რამე უნდა შემოვირტყა თავში, ცოტა გამოვფხიზლდები მაინც.

(4)

აღრეულობა

[ჰკლიკეთ და გადიდდება, თუ მაინცდამაინც გულის გახეთქვა გწადიათ]
აი ამ დღეში ვარ [ეს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი]:D
მალე დავლაგდებით და ერთხელ და სამუდამოდ ჩავდგები საბლოგე რეჟიმში :D
(4)

"ჩვენი ბაღი ბაღნარია"...

დღეს ნინი პირველად წავიდა ბაღში. კარგა ხნით ადრე შევამზადეთ საამისოდ, მაგრამ დილით მაინც დაიწყო ტირილი.
მე მოვახერხე და დავამშვიდე. დედაც შეპირდა “გზაში რასაც მთხოვ იმას გიყიდი და თუ არ მოგეწონება ბაღი წამოგიყვანო”. მეტი... (12)

likethislist
FB-ს ზოგიერთი like, რომელიც ვიპოვე საიტზე: http://www.likethislist.com/ [ბოლომდე არ გადამითვალიერებია ჯერ ოღონდ] მეტი... (2)

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (3)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (1)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)