ეჰ, ნანკა, ნანკა..
დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ინტერნეტ სამყაროში გადაიღეჭება ეს თემა, მაგრამ არ შემიძლია ღეჭვის პროცესში ჩემი წვლილი არ შევიტანო..
ლაპარაკია, რა თქმა უნდა, თეა თუთბერიძის “სიმართლის დროზე”. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ:
პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ტელეკომპანია “იმედი”-ს არაკომპეტენტურობას. თავიდანვე, სანამ ეთერში გავიდოდა გადაცემა, რასაც ქვია გამიზნული უარყოფითი ემოციები ჩაუნერგეს რეკლამით მაყურებლებს. შოუს ანონსი ერთი კვირის მანძილზე ტრიალებდა და ჟღერდა ასე:
“მისი გამოსვლები მკვეთრი და გამაღიზიანებელია.. მისი განცხადებები ბევრისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი. მისთვის არ არსებობს მორალური კრედო. ის რადიკალური ცვლილებების მოლოდინში და საკუთარი პრინციპების დასაცავად, მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს! მისთვის ახალი ძველის ნგრევას ნიშნავს. მისთვის თავისუფლება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული სუბიექტივიზმია. ის თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ერთადერთი მისიაა ”
მშვენივრად გამოუვიდათ ერთ ციდა ტექსტში დიდი რაოდენობით აგრესია ჩაენერგათ:
- გამაღიზიანებელი-განგაწყობს უარყოფითად
- მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი- ხომ იცით, ეს ფრაზა ქართველი ერისთვის რამდენს ნიშნავს? მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა კადრში ჩანს როგორ ეკითხებიან თეას, “სექსში თავისუფალი ხარ?”..
- მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს!- ამ ეროვნულს, ისე ომახიანად ამბობდა პრომოს “ხმა”, რომ ნებისმიერ ჭეშმარიტ ქართველს გაუღიზიანებდა ეროვნულობის ბუშტს.
- თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით- ნუ რაღა ვთქვა..თუ ის მთელი ერის სახელით ლაპარაკობს და ერი ეთანხმება, ბედნიერი ვყოფილვარ :D
კარგი, მივატოვოთ ეგ საკითხი და იმაზე გადავიდეთ, რაზეც ერთი სული მაქვს ვთქვა:
ნანკა კალატოზიშვილი მე მომწონდა ძალიან.. ა,დასტური:
ეგ დიდი ხნის წინ გავაგზავნე,მართალია არ მიუღია, მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ უკან როგორ წავიღო ჩემი friend request :D ისე მომწონდა, რომ ისიც კი მივუტევე, ახალ წელს სცენაზე რომ ძლივს იდგა.. აი დღეს კი, უბრალოდ არ შემიძლია ისევ ისე მომწონდეს რა..
თავიდან ჩვეულებრივ შევუდექი შოუს ყურებას..პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ შტოტა ნი ტაკ, თავიდან გადაცემის წესებს და თანხებზე რომ უხსნიდა და რომ უთხრა “იქედან გამომდინარე,რომ შენ ახლა არ მისმენ, გასაგებია, რომ ეს თანხა შენთვის არაფერს არ წარმოადგენს,მაგრამ მაინც..” ოჰო, ნანკას ხმაში სწერვა შეერია :D
“თავს მართლმადიდებლად თვლით”?- ამ კითხვის წარმოთქმისას და დადებითი პასუხის მიღებისას რომ მოეკუმა ტუჩები სიბრაზისგან, გადაცემის ბოლომდე მასე დარჩა :| არ მიყვარს რელიგიაზე ლაპარაკი მაინცდამაინც და ამიტომ ამ თემას თავს ავარიდებ ამ პოსტშიც მაქსიმალურად. უბრალოდ, ნანკა, მცნება კიარა ცნება უნდა გეთქვა ამ შემთხვევაში :D (მაპატიეთ, ამ კონკრეტულ ლექსიკურ შეცდომაზე განსაკუთრებული გაჭედვა მაქვს).
მას შემდეგ, რაც ფეისბუქის სტატუსები აჭრელდა ამ თემით, რამდენიმეს მოვკარი თვალი ისეთ კომენტარებს, სადაც ამბობდნენ, რომ ნანკა უბრალოდ წამყვანია და ნუ ერჩითო.. ნუთუ წამყვანის ვალია თქვას ფრაზა “იმედია ხშირად ბანაობ” ცინიკური მზერით? თუ ის ევალება, რომ გაოცებული სახით იკითხოს “როგორ მოანათლინეს შვილი თვით ეშმაკს?”
ან იქნებ ის არის, რომ ვიზები სამოთხისკენ ნანკა კალატოზიშვილის მიერ გაიცემა? ნათლულებზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი და თეამ თქვა რამდენი ნათლულიც ყავს, ნანკამ უთხრა ასეთი ფრაზა:
ადგილი გინდა სამოთხეში, მაგრამ არ გამოგივა!
მაპატიეთ, უნდა ვიუხეშო და ვინ ჩემი ფეხებია ნანკა კალატოზიშვილი, რომ ღმერთის კომპეტენციაში ერევა? :D
კრახი იყო, კრახი! “სიმართლის დროს” კრახი, ნანკა კალატოზიშვილის კრახი ხომ საერთოდ და ტელე იმედის კრახიც!
დადებითი ის არის, რომ თუ ცოტა საღი სადმე რამე შეგვრჩა, დაინახავდა ხალხი..იქ თეა სიმართლეს ამბობდა და თან იმ სიმართლეს, რომლის გაგონებისას და დეტექტორით დადასტურებისასაც ნანკას სიბრაზისგან თვალები ენთებოდა..
პ.ს. არც თეა თუთბერიძეა ჩემი ახლობელი/ნათესავი/ნაცნობი/თანამშრომელი და ა.შ.
პ.პ.ს. არც ნანკა კალატოზიშვილია ჩემი მტერი. პირიქით, გულწრფელად, ძალიან მომწონდა ამ გადაცემამდე..
პ.პ.პ.ს. აქ გამოყენებული ფრაზების გარდა,კიდევ ბევრი მაქვს ამოწერილი, მაგრამ ისე მეძინება თითები აღარ მემორჩილება. გადაცემას უყრეთ..
ბონუსი: აჰა, ნანკას თვალებაპყრობილი ფოტო სრულიად უფასოდ :D კაკრაზ, მანდ ამბობს “ალილუია”-ს და დაე გაიკრან სახლებში, კედლებზე და პოსტერებად, ვისთვისაც ამ გადაცემის შემდეგ ნანკა ზნეობის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ეტალონია!
ვისაც გადაცემა არ უნახავს, აგერ ლინკი: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=23-02-2010%2022:03














აუ 1-2 თვე ეს თემა არ მოკვდება :D არადა რა ვქნათ იმ უბრალო ხალხმა ვისაც სულ 1 ადგილზე გვკიდია ეს ამბავი არვიცი :))
მგონი ისევ დაკიდება და ჩვეულებრივად გაგრძელება ჯობია ცხოვრების :დ
ლოლ თინი, გენიელნო ი მარტივნო ! :D
დემბო- არ შეიმჩნიოთ :D
სალ- მადლობა :))
მარაზმატული გადაცემა იყო მომინდომა დედატერეზობა :D . საერთო ეროვნული ბოზი სასურველ სარძლოთ გადაიქცა მმკ-სთვის :) მომილოცავს ნანკასთვის
ვაიმე, რას ეცით ამ გოგოს????
გასაგებია, რომ დეგენერატული კითხვები დასვა, მაგრამ მარტო დღეს????
დემბო გაიხარე!!!! :) საქართველოს ფსევდო მართლმადიდებლები და კახპები (ხორციელზე არ მავქს საუბარი, სული აქვს დამპალი და მყრალი) არ გამოელევა. და კიდევ ერთი: ვინმეს თუ გონია რომ ამით თეა თუთბერიძე (რომელიც საერთოდ არ მომწონს) ჯაან სვეცკად ნანკამ გააბანძა, ძალიან ცდება. იდიოტკაა
არ დავფოსტავდი,რომ არ ვნანობდე მეც გაგზავნილ მესიჯს :დ მე კი მივწერე 9 წლის უნახავს ძველი რაიკომის მდივანივით – მიცანი ? :დ ,მაგრამ მისი რეაქცია მაინც ”არაადეკვატურისავით” მომეჩვენა…უბრალოდ დამავიწყდა რექვესტის გაგზავნა თორემ გავაგზავნიდი,ალბათ ვიფიქრე რომ მნიშვნელობა არ აქვს ის გამომიგზავნიდა თუ მე მას ?! უფრო სწორად,არაფერიც არ მიფიქრია,გამიხარდა ნამდვილად რომ დავინახე :) ბოლოს 2001 წელს ვნახე ლაივში და მას მერე ოთხი წლის წინ,თუ არ ვცდები კურიერში,რუსთავი 2-ის ვებსაითზე.არც კი ვიცოდი რომ უკვე ვარსკვლავი ყოფილა…და აი,სთარმა პასუხი გამომიგზავა – “უკაცრავად,ვერ გიცანით? :)” ,,,რაც მთავარია,ღიმილით ჩამირტყა “ნე ვიჟუ” :\:დ .ჩემს კუპალნიკის ძმაკაცს,რომელიც ჩემთან იყო,მივუბრუნდი და ვუთხარი:ნანკამ მომწერა ვერ გიცანიო ????,,, მეკუპალნიკემ – ალბათ სხვას აქვს გახსნილი,ვინმე მაგის ცოფიანი ფანი იქნებაო ?!?!
ორი დღის მერე სართო მეგობრის ფოტოს კომენტარებში ”დაიღალა თავი” ნანკამ და მივხვდი რომ ცოფიანი ფანი მცდარი ვერსია იყო,,,
გადაცემა ? ტვ-ს თითქმის არ ვუყურებ მაგრამ ამ გადაცემას მთლიანად ერთხელ ვუყურე,ისიც იმიტომ რომ ჩემი ჯგუფელი იჯდა ჯერ კიდევ რამიშვილის პირდაპირ.მეორედ კი ”ცოტათი” შევხედე,ნანკას პონტში (რა სმაილი ან სასვენი ნიშანი დავწერო არ ვიცი :დ). განსხვავება მხოლოდ სქესის გრუზინული მ-ცნების :დ დამახასიეთებელი ნიშანთვისებებით ვიგრძენი და ”ნუ” სიტყვაზე მახვილის დასმაზე იგრძნობოდა რომ მდედრ წამყვანს სამსახიობო აქვს დამთავრებული.
რაც შეეხება გადაცემის სტილს , სხვანაირს არც ველოდი !!! როგორც ნებისმიერი დასავლური გადაცემის პროექტი,ესეც “გადმოქართღრმარეალურებულია” :)
ავანი და მავანი ჩვენთან აგრესიულია ერთმანეთის მიმართ,ინტერესსაც ის იწვევს რაზეც ცოფის ამოყრა არის შესაძლებელი.სცენარიც ამაზე არის გათვლილი.და ეს არ არის ქართველის მოფიქრებული,ჩვენ ხომ ”მასაზე გასასვლელი ფსიქოლოგები” ფაქტიურად არ გვყავს.უცხოურის ლიცენზიას ინსტრუქციაც მოყვება და რაში სჭირდება ქართულ ერს ახალი,ქართველის მიერ გამოგონილი :/ უცხ+გადაცემის ინსტრუქცია კი ექსკლუზიური ნამდვილად არ არის,რადგან ბევრ სხვა ქვეყნებშიც უკვე ფსიქიატრები სჭირდებათ მაგრამ ”ამ დროში ექიმთან მისვლას ეხუმრები შენ კაცოო ?” :დ ასე რომ ვფიქრობ მთავარი როლის შემსრულებლი ”პროსტომც” გამოიყენეს,იმიტომ რომ ლექსიკური შეცდომებიც ხომ მისი სტილი იყო ყოველთვის :) ცუდი ვარ ცუდი :დ
@ნანუ
გააბანძა კი არა, იქით გაბანძდა ნამდვილად :D
@კრაწა
ჰაჰაჰ, მაგარი კომენტარია:))
ეს გადაცემა არ მოგეწონათ და წინა გადაცემები მოგწონდათ?
ნანკას ფანი იყო ვინმე და ახლა გაიგო, რომ “ცნებას” და “მცნებას” ვერ არჩევს?
ეს გადაცემა თავიდან გულის ამრევი იყო, შალვა რამიშვილი უკეთესს რას მოიფიქრებდა.
ისე, კარგად მესმის ნანკასი რატომაც არ ევასება თუთბერიძე.
რატო არ ევასება? :))
მომწონს თეა თუ არ მომწონს ამას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ რაც ნანკამ გააკეთა ესიყო სრულიად ამორლური და გოიმური. ყველა თუთბერიძეს ეძახდა გოიმს, საბოლოოდ კი ჩემი აზრით სვეცკი ნანკა გამოდგა უარესი. დაბანაზე და ასე შემდეგ ნუ საზიზღრობა იყო. მერე რ რომ ნანკა მაგარი გოგოა და თეა კიდევ ვერაა ეგეთი. ძაიან მარტივდ ვწერ, მაგრამ მგონი აქ რთული არც არაფერი არ. ჩვეულებივი ამბავი დ ეს ნანკამაც აღიარა რომ იცოდა, რომ მისი საქმე სულ არ იყო აზრების გამოხატვა. მე პირდად არველძის ადგილზე მას გავაგდებდი და თუ კონტრაქტი რამეს ითვალისწინებს დავაჯარიმებდი კიდეც.
აი ხო ხო,ზუსტად მასეთი რაღაც გაატარა გადაცემაში რა,”მე მაგარი გოგო ვარ” და აიგდო თითქოს- “პარიკმახერზე” რომ გაჭედა გახსოვს? :D
ვაი ვაი..
მე არ მიყურებია . შესაბამისად ისევ მომწონს ნანკა :D
მე საერთოდ არ ვიცნობ თეას, ნუ რეკლამის არაკომპეტენტურობაზე აღარ გამოვთქვამ ჩემს აღშფოთებას შენ იმდენი თქვი რომ საკმარისია…
ზოგადად თეას მიმართ ამ გადაცემით ზნეობისა და მორალის შთაბეჭდილება მთლად კარგი არ ყოფილა – ჩემთვის პირადად.
მაგრამ ნანკა კალატოზიშვილი, რომ ზნეობისა და მორალის მაგალითი ან ავტორიტეტი არაა ეგ მე დიდი ხანია ვიცი.
იცი ამ ბოლო დროს ზოგიერთ ცნობად სახეზე რას ვფიქრობ?
ისინი ცდილობენ ერთმანეთს გაუსწრონ სენსაციურობით თუმცა ერთად, რომ შეიყრებიან ერთერთი იმარჯვებს და თავი მეტად “სუფთა” გამოჰყავს ვიდრე მის წინაშე მყოფი და ამისათვის უმეტესად უწევს საკუთარი პრინციპების დათმობა.
ნანკა, რომ პატრიარქსა და მართლმადიდებლობას დიდად არ წყალობს ეს მისი არა ერთი ინტერვიუდან, ჩაცმის სტილიდან და მისი როლებიდან კარგად ჩანს, უბრალოდ თიასაგან განსხვავებით ირიბად ჩანს და არა პირდაპირ.
ეს იმიტომ, რომ დიდი ხანია საქართველოში ანდაზების გადაკეთება დაიწყეს ერთერთი მათგანი ასე ჟღერს: სახელის გატეხვას შენი პირადი აზრებისა და პრინციპების დათმობა ჯობიაო.
ჰოდა სწორედ ამ ანდაზის შემსრულებელია ნანკა ამ კონკრეტულ შემთხვევაში.-მე ასე ვხედავ!
ვაი და კიდევ ვაი…ახავაიიიიიიი…:))
რა ადვილია ადამიანს არ იცნობდე და ასეთ რამეს წერდე. ნუთუ იმდენი შეგნება მართლა არ აქვს ამ ხალხს რომ ეს ადამიანი არის წამყვანიიი და არა კითხვების მომგონებელი ან რაიმე ასეთი. იცნობ საერთოდ? იცი რა ადამიანია? ხალხნო ნუთუ მეტი საქმე არ გაქვთ? დგახართ აქ და ლანძღავთ ადამიანს სრულიად მართლაც და უსაფუძვლოდ. მე ასეთმა განცხადებებმა ვაღიარებ და გული მატკინა, და თავად ამ ადამიანს რა მოუვიდოდა წარმომიდგენია, უბრალოდ არ შეიძლება ასე ლაპარაკი რა.
უკაცრავად, მაგრამ კითხვებში იყო შეტანილი ფრაზა” სამოთხეში ვერ მოხვდებიო?” და კიდევ ათასი მასეთი ფრაზა, რა თავს იბრმავებ ახლა შენ :D
არ ვიცნობ და არც მინდა ვიცნობდე:)}
თამთა მე გეთანხმები მართალი ხარ გენაცვალე შენ =X
ხოდა შენ გგონია რომ ნანკა იგონებს მაგ კითხვებს?? ვაიმეე არ გამაგიჟო ეხლა :))))
ეგ კითხვა არ იყო..საერთოდ,უყურე გადაცემას?:D ომგ..
ამ პოსტს ცოტა შევალამაზებ და ჩემ NOTEებში გადავიტან =]]
როგორ შეალამაზებ :D დონ’ტ ფორგეტ წყარო :D
რა შუაშია ნანკა კალატოზიშვილი ის მხოლოდ წამყვანია. გადაცემა თავიდანვე სკანდალურ და საინტერესო შოუს სთავაზობდა ხალხს თეამ მშვენივრად იცოდა ამ გადაცემის შესახებ ასე რომ არ ყოფილიყო ხომ არ მიიღებდა მონაწილეობას? მეც ვუყურე გუშინდელ შოუს და ის რომ იმედმა თეას თავიდანვე “ისეთი” რეკლამა გაუშვა არაფერს არ ნიშნავდა მე როგორი აზრიც მქონდა თეა თუთბერიძეზე ისეთივე დამრჩა.(ცნობისათვის თეა სულაც არ მიმაჩნია “თვით ეშმაკად” :):)) ისე ამ პრომოს რომ გამოედევნეთ სხვა მონაწილეებზე არ გაუკეთებიათ იგივე? ვერ გავიგე საერთოდ რამ გაგაცოფათ ეს გადაცემა ამისთვის შეიქმნა და თუ ვინმეს არ მოგწონთ ნუ უყურებთ და დარწმუნებული ვარ რომ უყურებთ ეს თქვენი კომენტარებიდანაც ჩანს
რა უსაქმური ხალხი ხართ. სხვის ლაძღვას თქვნს საქმეებს მიხედოთ არ გირჩევნიათ?!
გაიხედეთ გარეთ მზეა. თუ სამსახური არ გაწუხებთ და არც ოჯახი, გადით გარეთ, იქნებ D ვიტამინის მიღებამ კარგი განწყობა შეგიქმნათ.
ნანკა მსახიობია და თან კარგი მსახიობი და ძალიან კეთილი და თბილი ადამიანი. უბრალოდ უნდა ისწავლოთ გარჩევა თამაშსა და რეალობას შორის!
და ამ ქვეყანაში ყველა თავის საქმეს რომ აკთებდეს და არ იგრძელებდეს ცხვირს სხვის საქმეში ჩაყოფით, ყველაფერი გაცილებით უკეთესად იქნებოდა!
წარმატებები!
გარეთ გასვლასაც ვასწრებ და სხვა მანდ ჩამოთვლილი საქმეების მისახედადაც ბევრი დრო მაქვს. ამ პოსტის წერას სულ ნახევარი საათი დასჭირდა ისე:)
მართალი ხართ მართალია მე არ ვიცნობ ნანკას მარა ვიცი რომ თბილი მხიარული და კეთილი ადამიანია და თეასგან განსხვავებით მორწმუნიეა და ჩემი რჩევა იქნება რომ ჯერ კარგად გაიგეთ ვინ არის ნანკა და როგორი ადამიანია და მერე ილაპარაკეთ ;) და თუ გგონიათ რომ თეა თუთბერიძე ნანკა კალატოზიშვილს ჯობია ჩემი აზრით მაშინ თქვენ რა უნდა გელაპარაკოთ ვიდეო ნახეთ უბრალოდ უწმინდესს როგორი შეურაწყოპა მიაყენა არ ცხვენია მაგ თქვენ თეა თუთბერიძეს?ეშმაკისეული გყავთ და გიხაროდეთ ჩვენ ნანკა გვეყოლება ღმერთის მაინც წამს თეასგან განსხვავებით ამაზრზენი ქალია ეგ თქვენი თეა კარგად მოუარეთ ;););;)
შეურაწყოპა- შეურაცხყოფა:)
აი სკოლას რო დავამთავრებ მერე უპრო კარგად მეცოდინება =)) ჯერ სულ რაგაც 9-რე კლასში ვარ =))
ისე ძალიან დიდი მადლობა რომ შემისწორე =X
რა ფრაზები ხალხნო? რა გრამარიკაზე ამბობთ? ახალი გასართობი გამოჩნდა და ენებს ილესავთ? არავისი განსჯის უფლება არ გვაქვს არავითარი კრიტერიუმით (საკუთარი თავის გარდა რა თქმა უნდა). ნანკას არც ვიცნობ და მაინც არ მივესალმები თქვენს ასეთ დამოკიდებულებას და ყოვლ სიტყვაზე გამოკიდებას. უნაკლო მართალია არავინ ვართ მაგრამ ესეც არ შეიძლება.. პ.ს. საინტერესოა რა კომენტარებს გააკეთებდით თეას ყოვლადგამაოგნებელ განცხადებებზე რაც ამ უკანასკელ პეროიდში იკადრა.
რა იკადრა? :D
რა იკადრა და ისეთი რაგაც იკადრა რაც არავის არ უკადრებია როგორ შეიდზლება ადამიანმა უწმინდესზე ისეთი ვიდეო გააკეთოს და მერე თქვას რომ თავს მართმადიდებლად ვთვლიო საღოლ მაგას აი ძაან მაგარია ხო?:| მერე ნანკაზე იტყვიან რამეს ნანკა თეა თუთბერიძეს მილიონჯერ და მილიარდჯერ ჯობია კარგად გაიცანით ნანკა რა და მერე ილაპარაკეთ უაზრო რაგაცეები ნანკაზე ;)
ნუ დამშოკველი რომაა ეს ვიგაც ნანკა ხო ამას დავა არ უნდა,მე ევროპაში ვცხოვრობ და ბევრი მინხია სკანდალური ტელეწამყვანიიი,მაგრამ ესსსსსსს ყველანაირ უვიცობის ზგვარს აჩარბებსსს,ჩემი აზრით ეს გოგო არის ძალით და არანატურალურად ეგრეთწოდებული (სვეტი),წინსვლა და დემოკრატია ეს არაა და ეს გოგოო ხოოოო საერთოდ რაა,სხვათაშორის არ ვიციი ვინაა ეს გოგო და აქედან გამომდინარე კომენტარებზე თავს შევიკავებ,უაზრო გადაცემაა და უაზრო ტელევიზიაა საერთოდ,დიდი ბოდიში თუ ჩემი კომენტარი ვინმეს გააგიზიანებს.:)
თიკო ზოგადად ეს გადაცემა (და არამარტო ეს) რომ მარაზმია გეთანხმები. tiny ადამიანზე ყველაზე ბევრს მეტყველებს მის მიერ ჩადენილი საქმეები…
აუ კარგით რა. მეც არ მომწონს ეს გადაცემა და მეზიზღება მარა ნანკა აქ რა შუაშია?
ნანკა ხო უბრალდო წამყვანია არა? ამ პრეტენზიებით მიმართეთ რეჟისორს თუ ვინც აკეთებს მაგ აგდაცემას და ვაფშემცტა სალვა რამიშვლის გაუხურეთ რა. რა გინდათ ვერ გავიგე რა. ყველა ნანკას საქციელების წინაარდეგია და მართლა რაღაც ეშმაკად ხატავს მის პირვნებას მარა ეგრე ხო არაა? ვახ.
არ ჩამქოლოთ მგონი მარტო მე ვიცავ ნანკლა კალატოზიშვილის.
მეც მაგას ვფიქრობ საბა ნანკაზე რო ლაპარაკობენ თეა თუთბერიძეზე ილაპარაკონ რა
ვაიმე კაი რა. ნანკა კი არა მე რო ვყოფილიყავი მეც გავძიძგნიდი მაგ ქალს შუაზე. როგორ თვლის თავს მართლმადიდებლად ეგ ნაგავი კიდევ საკითხავია რა.
უბრალოდ არს საკიტხები როცა ვერავინ ვერ გაჩერდება. პატიარქი ერის სიწმინდეა და ვიღაც სოფლიდან ჩამოთრეული თეა თუთბერიძე ლანძღავს შენი ჭირიმე რა. წავიდეს საიდანაც ჩამოეთრა საერთოდ. ფეხსაცმელს რო ჩაცმა უნდა და ტანს დაბანა ორი თვის წინ ისწავლა. მეტის ღირსი იყო. გამაღზიანებელია ეგ ქალი და ვსო!!!!!
ნანკას მოვალეობა ის არის რომ ვინც გდაცემაში მივა ”სწერვულად” მოექცეს. და მაგ ქალთან ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ეგრე მიქცეოდა და ზედ შეაფურთხებდა. და ფურთხის ღირსიც არ არის და ნანკას ყოჩა აი ეგრე!!!!!!
პ.ს ამოჭრილი იყო კადრები გადაცემიდან,ნანკას და თეას სერიოზული ჩხუბი მოუვიდათ წივილ კივილი იყო =)
მართლა? წივილ-კივილს მე მაშინ ველოდი, კესო რომ ჰყავდა სტუმრად. თეა ვერ დაუდგა მაგრად, თავი ამტკივდა ისე ლაპარაკობდა და საერთოდ ნერვებს მიშლის მაგისი გამოხდომები. ისე საიდან იცი რომ ჩხუბი მოუვიდათ?
ჰმ
“ვიღაც სოფლიდან ჩამოთრეული” , “წავიდეს საიდანაც ჩამოეთრა საერთოდ”
ამის მერე სრული ჭეშმარიტება რომ ეწეროს, წაკIთხვა აღარ მინდება.
ერთი ამბავი მახსენდება: რამდენიმე ქართველი მსახიობი დაობდა თურმე, უცოლობა ჯობია თუ ცოლიანობ. უცოლო თავის სასარგებლოდ ამტკიცებდა, + ყველა ქალი ბოზიაო. ამ დროს საკუთარი დედა ჰყავდა ცხოვრების იდეალად ქცეული. ჰოდა, შეახსენეს მეგობრებმა – კი მაგრამ, დედაც ხომ ცოლიაო. გამოუყრია თურმე სახლიდან. მაგრამ მას შემდეგ სისულელეები აღარ უმტკიცებიაო.
ჰოდა,
რატომ მოვყევი ეს.
სად თეა და სად პატრიარქი, მაგრამ არც პატრიარქი უნდა იყოს ხოხბების ქალაქ “თბილისიდან”, ჰოდა მაგაზე რა აზრის ხართ?
ეეჰ …
ვერელობა-ვაკელობა-თბილისელობის გარდა რომ საკუთარ თავში ღირსებას ვერ იპოვის ადამიანი სხვაზე აღმატებულების წარმოსაჩენად, ცუდადაა საქმა :(
ისეთი სტატუსები გქონდა, მე რაღაც უფრო გლობალ პოსტს ველოდებოდი :user:
პ.ს. გადაცემას ვუყურებ და მერე გამოვხატავ ჩემ აზრს .
CGსაბა გეთანხმები 100%ით. ნანკა არის მსახიობი, შესაბამიასად ისეთი წამყვანია როგორიც სჭირდება გადაცემას.
სიყვარულოვნა მართალი ხარ!!! უბრალოდ მე თეას ცოტა სხვა თვალით შევხედე, თავისი თავის საცოდავია ასეთ რაღაცეეებს რომ აკეთებს და თან მერე თავდაუზოგავად იცავს. ცოდოა! ნანკა კიდევ ძალიან მომწონს!!!
ერტი რამ კი ვიცი რომ ეს ტია ტუ ვიგაცაა მაგარი გარყვნილი ვინმეა ამბობს რომ მარტმადიდებელი ვარო და რეებს აკეტებს არ ცხვენია ამხელა ქალს ავადმტოფი ეგ საცოდავიიიიიი \ეგეტი ადამიანები მეცოდებიან ილია მეორეზე გაკეტებული ვიდეოები რომ ვნახე გადავირიე როგორ სჰეიდზლება ესეტი რამ ეგ ქალი კი არა სატანაა ტან ტვიტონაც ხომ აგიარა სატანა ვარო :D:D:D
სიყვარულოვნა ალბათ ზესტაფონს გულისმობდი როცა ეგ დაწერე ხომარ აჯობებდა მეტი კორექტულობით დაგეწერა თუ რათქმაუნდა გინდა რომ ვინმემ შენი აზრის წაკითხვა მოინდომოს თეა თუთბერიძეს წარმატებით ლანძღავ თუმცა დაგავიწყდა რომ შენს ნაწერს ბევრი ადამიანი წაიკითხავს თუნდაც ზესტაფონელები ამ შემთხვევაში კი შენ როგორი გამოდიხარ? ალბათ კარგად ხვდები რისი თქმაც მინდა სანამ რამეს დაწერ კარგად დაფიქრდი რომ ერთ ადამიანს ზედ არ მიაყოლო ბევრი სხვაც.
მაგარი ვიხალისე კომენტარებზე.
შედეგი ის დადგა რაც დაკვეთა იყო: ნანკას ცუდი გოგოს როლი უნდა ეთამაშა, თეას სიმართლის მთქმელი საწყალი გონონასი, რომ ყველას შესცოდებოდა, ხოდა შესაბამისად მის მიმართ განწყობა შედარებიტ შეიცველბოდა და ”გათეთრდებოდა”.
როგორც ვხედავ ზუსტად ეგ შედეგი დადგა – თეამ ნანკას მიერ წამებულის გვირგვინი დადიდგა და ახალა თეას კარგი გოგოა, ნანკა – ცუდი.
რატომ გჯერათ ყველაფრის რაც ტელევიზორიდან მოდის და რატომ ვერ ხვდებით რომ ყველამ მისთვის წინასწარ დაწერილი როლები ითამაშა – ჩემთვის პირადად გაუგებარია. კაი პრ-ტექნოლოგიებით მუშაობენ, მარა გაშიფრვა შესაძლებელია. ეგებ იფიქროთ. პლიიიიიზ
მნიშვნელობა არ აქვს ვინ ვის უწერს კითხვებს. მნიშვნელობა არ აქვს ვის რისი როლის თამაში ევალებოდა. საქმე ისაა, რომ ამ გადაცემაში მოწმეები გავხდით ორი ქალის პაექრობისა, რომლებიც ცდილობდნენ ერთიმეორის დემაგოგობა დაემტკიცებინა და უპირველეს ყოვლისა საკუთარი ბეჩავობა დაამტკიცეს.
არაა საჭირო ნანაკა კალატოზიშვილის პირადად ცნობა იმის მისახვედრად, რომ ამ გოგოს მთლად ყველაფერი რიგზე არ აქვს. ეს არის ერთი საშუალო მონაცემების მსახიობი, რომელსაც კარგი გარეგნობის ხარჯზე შეუძლია ფონს გასვლა. და ამ ორთაბრძოლაშიც ზუსტად ამ კოზირს ათამაშებდა, როცა გაეგნობის საკითზი ამოწია. ზოგადად ამაზრზენი პროექტია (აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ ძალიან ცალსახად კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წისქვილზე ასხამს წყალს).
უგემოვნობის და არაკომპეტენტურობის ზეობის ხანაში ლოგიკურია ნანკა კალატოზიშვილის წამყვანობა და თუთბერიძის ჟანა დარკობა.
ხო ძალიან სწერვად იქცეოდა….ძალიან საინტერესო იქნება თვით ნანკას პასუხი კითხვაზე: თუ თვითონ რამდენ ბალიან შეფასებას იღებსსსსსს…:D::Dმთელი თბილისი მოღლილი ყავს::D:D:::D:ნანკა რომ მორალზე დაგიწყებს საუბარს ……
მაკა
გაიხარე. ეგრეა ეხლა და რა ვქნათ?
:)
ჭკვიანი
გეთანხმები
ბრობე თამაშობენ ი ვსიო რა
ნატონანკა რავის მორლაზე არ საუბრობდა
ეგ არის მსახიობი და შესაბამისად არაა ჯურნალისტი
რაც უთხრეს ის ქნა და მსიცემს ფული სამუშაოში რა გჭირდთ ხალხო?
ise tini tu uyure gadacemis dawyebamde bodishi moixada nankam qronikis chartvashi,mgoni bevri arakoreqtuli kitxva dasva,magram tea tutberidze ro goimobis etalonia nacnobi faqtia, dayenebuli “L” yvela sityvis mere ro uvardeboda ver atyobdit?? vinc ar aris martmadidebeli jer is cems sxva sarwmunoebas pativs,tavisi zneobidan da moralidan gamomdinare da roca ambobs martmadidebeli varo da bevr martlmadideblistvis sheusabamo saqciels ro waawydeba sakutar warsulshi kide rogor eqneba rame moralur tu zneobriv doneze pretenzia?!?! nankas saqcieli ro sruliad amazrzeni iyo amaze aravin ar daobs,jer kitxvebi dasva romlis dasmis ufleba ar qonda da miumetes tavisi azris dafiqsirebis am kitxvebtan dakavshirebit (“arasadeteqtoro” kitxvebs vgulisxmob)
natelachka სად ვნახო ის ვიდეო ნანკამ რო ბოდიში მოიხადა? ვერ მეტყვი links
nato<<< tbilisi yavs moglili tu mteli amierkavkasia eg chveni saqme araa
თინი სანამ ამპოსტს დაწერდი მანამდე იქნებ გენახა youtube.com-ზე გახსნილი თეა თუთბერიძის გვერდი, სადაც მისი ნიკი ასე გამოიყურება: mamabuasili
სიმართლის დროში მა გარკვევით განაცხადა,რომ ის ყველა ვიდეო მისია და ეს უბრალოდ ხუმრობაა… დღეს ვუყურე და საშინლად შემძრა იმ ყველაფერმა რაც იქ ვნახე….. თუ ნანახი გაქვს ეს ყველაფერი და მაინც ასე ფიქროოოობ ეგ უკვე სხვა საქმეა
თეა თუთბერიძე არ არის ჯანმრთელად და სამკურნალოა, ოგონდ მართლა, არ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი ესე გამოიყურებოდეს, საუბრობდეს და ესეთი მანერები ჰქონდეს, გამორიცხულიააა.
სვეცკობა გოიმობის და პროვინციალიზმის ერთ-ერთო ფორმაა
შედით ფეისბუქზე და მარგალიტებს ნახავტ: “ახლა ანტრეში ვარ” – ტიპის მესიჯებს
მე უფრო მიკვირს იმ ხალხის ვინც ასეთ გადაცემებში მონაწილეობას თანხმდება’
თუთბერიძე არ მივიდოდა მანდ თავი რომ რაღაც განსაკუთრებული არ ეგონოს, სამწუხაროა.
ნანკა რა თქმა უნდა სხვის დაწერილს კითხულობდა და რაც დაარიგეს იმას ამბობდა, მსახიობია, მანდ იმიტომ ზის რომ გამომწვევი და ვულგარული გარეგნობა აქვს და ეს გადაცემას “უხდება” (გაზულუქებული რამიშვილის ღაბაბის ყურება არ იყო სასიამოვნო). ნანკა შორენას ქალაქური ვარიანტია, მასთან ბევრ საუბარს აზრი არ აქვს; ასეთ ქალებთან აზრი მხოლოდ სექსს აქვს :)
მოკლედ, თავდაპირველ ჩანაფიქრს ეს გადაცემა ხორცს ასხამს: ხალხს აღიზიანებს, მასზე ლაპარაკობენ, მსჯელობენ, აგინებენ და უყურებენ!!!!!!
ნანკასთან რა გინდათ? სულ გადაირიეთ? მაგისი პატიოსნება კიდე არავის გასარჩევი არაა :@ პირველი ქვა იმან ესროლოს ვინც მაგაზე პატიოსანია აბა თუ მაგარია რაა!
ესეტი პოსტები თითქმის ყველა უარყოფითად შევაფასე ბლოგროლზე. და რატო. თქვენც მასანირად იქცევით ახლა. ჯერ არ იცით ვაფშე რატომ დასვა ეს კითხვებუი იქნებ დავალება ქონდა ეგეთი რო ეს უნდა შეკითხხვოდ.თან მითუმეტეს ჰიგიენაზე იყო შეკითხვა და ბუნებრივია რაღAც კითხვები მოუმზადეს წინასწარ რო ლაპარაკი ”გაეჩაღებინათ” შეიძლება უტაქტო გამოვიდა მარა ნანკა არა მგონია რამე შუაში იყოს. კი ნამდვილად გეთანხმებით ეტყობოდა რომ არ ევასებოდა და მარტლა ვერ იტანდა თუთბერიძეს. იმ რა დაანათლეზეც ცუდად გამოვიდა მარა აი იგივე კიხვა გამიჩნდა მე 7 ბავშვის ნათლია. ნეტა ამან რა დაანათლა. მოკლდ რაა ვინ ჩემი ფეხებია ნანკათი იგივეს აკეთებთ თქვენ თუნდაც რო კითხოთ ბანაობთ თუ არაო. მოკლედ არ გეთანხმებით ლნანკა რომ გაანადგურეთ და გათათხეთ მთEლ ბლოგსფეროში. ნანკა თუ იდიოტი , ძალით სწევა და ბოზია თეა ხო მყავს.
მე არ მითქვამს ძალით სწერვა და ბოზია მეთქი. ძალით არა, სწერვაა და ბოზობას რაც შეეხება, ნამდვილად არ მიხსენებია არსად))
არა ეგ ისე სიტყვამ მოიტანა და მაგიტო ვთქვი :D
თუკი წამყვანობაზე მიდგება საქმე ერთ-ორი სიტყვა ამაზეც ვთქვათ: წამყვანმა ტავისი პოზიცია ა რუნდა დააფიქსიროს, მტრულად არ უნდა მოეკიდოს რესპოდენტს და, მითუმეტეს, არ უნდა ეუხეშოს. გუშინ სამივე ფაქტი დაფიქსირდა? დაფიქსირდა : )
რაც შეეხება იმას, რომ “ნანკას ადგილზე თეას თმებს დავაპუტავდი და გავწიწკნიდი”, ასეთი სუსტი ნერვების ადამიანები ტელევიზიაში არ უნდა მუშაობდნენ. მთელი ტექნიკა ისაა, რომ ნერვები მოთოკო და არავინ შეგატყოს, რომ შინაგანად რეპოდენტის შეჭმის სურვილი გწვავს.
გუშინდელს რაც შეეხება: როკოს ეწერა თავის პოსტში, როგორ უნდა მოახერხო რომ თუთბერიძეზე აუტანელი ტიპი გამოჩნდეო.
მეც მიკვირს, გულწრფელად :)
თინი, დაგიმატებ FB-ზე რა :)
რაც შეეხება ამ თემას ყოჩაღ, აქამდე თეა თუთბერიძის მიმართ მქონდა უარყოფითი განწყობა (პრინციპში გაუაზრებლად)- ახლა კი :)))))
კი კი,დამამატე,რა თქმა უნდა:)
http://www.facebook.com/tinatin.osefashvili
და ახლა პირქით თეა თუთბერიძე ჩაგივარდა გულში?? :D
ჰააჰ:) გაიხსნა ძველი ჭრილობები.. ჩვენს თუთბერასაც აი ეს სურდა:***
გუშინ მართლა ნერვები მომეშალა ნანკაზე,თან ძალიან.დღეს კი სამსახურში ვისაც კი არ ეზარებოდა ყვლა ამაზე საუბრობდა და თავის “კომპეტენტურ” აზრს გამოთქვამდა.მივხვდი,სანამ ადამიანები ამ იაფფასიანი ინტრიგებითა და სკანდალებით ვიკვებებით,მოგვიწევს ასეთი ამაზრზენი გადაცემებით დაკმაყოფილება და უკეთესს ვერ ვეღირსებით.გადაცემა აგებულია იაფფასიან ინტრიგაზე,ადამიანის ჭუჭყიანი თეთრეულის გამოფენაზე,სხვისი რა გითხრათ და მე კი მომბეზრდა.მგონი ჯობს ყველამ საკუთარი ცხოვრებთ ვიცხოვროთ.
ნანკა ძალიან მომწონდა და ამ გადაცემი მერე გული დამწყდა ასე რომ მოიქცა. თინი შენს პოზიციას ვეთანხმები და საერთოდ რა უბედურება რა, ყველა რეიტინგებზე და სკანდალებზე რატომ ჩალიჩობს ვერ გავიგე…ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი…
მე რომ ნანკას ადგილზე ვყოფილიყავი უარესად ვესწერვებოდი თეას დარწმუნებული ვარ :) ადამიანური რეაქციაა უბრალოდ ;)
ხოდა როგორც მაგ გადაცემის პრ-ს უნდოდა ისე დაამონტაჟეს და რა გაგიკვირდათ ვერ გავიგე :))
რაც შეეხება შოუს ანონს რამე სხვა რომ ეთქვათ ანონსში ის უფრო გამიკვირდებოდა… “მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი” და “მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს!” ამას არც თვითონ უარყოფს და მისთვის ზემოთ ხსენებული რამეს რომ ნიშნავს როგორც იქცევა ისე არ მოიქცეოდა..
არაფერში არ ჭირდება თეას ვინმეს დაცვა..
რაც შეეხება ნანკას ადამიანურად სრულიად მესმის მისი და ამ შემთხვევაში მკიდია მისი პროფესიონალიზნი (ან ვინ იცის იქნებ მას სწორედ ეგ დაავალეს)
ოხ, ოხ, ოხ რა ცხელი პოსტი გამოვიდა, თუხთუხა!..
სხვებს რომ აკრიტიკე და თავად რუსული ჟარგონებით ავსებ პოსტს……..ეგ რას ნიშნავს??? შენ არ მოგეთხოვება ქართულის ცოდნა???
ეს არის ჩემი პირადი ბლოგი და რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვწერ :D ქართული კარგად ვიცი,ყოველ შემთხვევაში, ნანკას ვაჯობებ :D
არც აქამდე მიდგებოდა თმა ყალყზე თეა თუთბერიძის ხსენებაზე და ამ გადაცემის შემდეგ ხომ საერთოდ :) უბრალოდ საქართველოში ძალიან ბევრი ვერ გაიგებს როგორ შეიძლება იყო ერთდროულად მართლმადიდებელი და ამავე დროს პატრიარქს არ თვლიდე “სულიერ მამად”… ))) მოკლედ.. თეა ცალკე თემაა..
მაგრამ ნანკაზე გული ამერია.. და ვინც ამბობს “ის მხოლოდ წამყვანია” ტიპის ფრაზებს, როგორ “წამყვანიც” არ უნდა იყო, ისეთი დაბალი დონის ვითომ “სწერვობების” ლაპარაკს, როგორებიც იქ ნანკამ იკადრა, სჯობს წახვიდე და აჯიკა ჭამო სუფრის კოვზით.
თეას აზროვნება რომ მიუღებელია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს უკვე ვიცით, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პატივი უნდა ვცეთ მის აზრს, რა ქნას ასე ფიქრობს და ხმამაღლა ამბობს… მგონია რომ ვერ ხვდება რა შარშია.. უბრალოდ ის უფრო მაღიზიანებს რომ თავს იდებილებს… ნანკას საქციელი მართლა არ მომეწონა, მაგრამ შეიძლება ისიც არის რომ “ასე დაავალეს”…
სიმართლე ფითხრათ ყოველ გადაცემაში ვგრძნობ ნანკას “სწერვობას” და ეს საშინლად მაღიზიანებს.. წადი რა და ითამაშე როლები.. დაილია პროფესიონალი ჟურნალისტები??
სიმართლე გითხრათ არ ღირს ამაზე ყურადღების გამახვილება, ნანკამ თავი ძალიან დაიგოიმა.. და მეორეს თუ უჭირს ვიცოლოთ რომ რამე ეშველოს!!
გეთანხმებით, რომ ნანკა მსახიობია და გადაცემაში დასმულ კითხვებსაც წინასწარ უმზადებენ სხვები. შეიძლება მას ევალება კიდევაც, გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, იყოს “იაზვა” და “სტერვა” თავისი სტუმრების მიმართ. მაგრამ თუ ეს ასეა, ნანკა ყველა სტუმარს ასე უნდა მოექცეს(“სტერვულად” და “იაზვურად”). თეას მიმართ რომ აშკარად ძალიან უხეში იყო ნანკა, ეს ალბათ ყველამ შეამჩნია. რა მნიშვნელობა აქვს, თეა ეშმაკია, ანგელოზია თუ ვინაა. პირადი სახის შეხვედრა ხომ არ ჰქონდა ნანკას მასთან. თუ გადაცემის წამყვანი გქვია (არა აქვს მნიშვნელობა რა პროფესიის ხარ, ხომ მიგყავს გადაცემა) უნდა გქონდეს განსაზღვრული სტუმრებთან მოქცევის წესები და უნდა ეცადო, რომ არ გადააჭარბო ზღვარს.
ერთიც ნაგავია და მეორეც.
არ შემიძლია არ დავეთანხმო ზემოთ მოცემულ მოსაზრებას :))
რა ბედნიერი ავრ მაგ გადაცემას რომარ ვუყურებ და + თჲთბერიძეც არ ვიცი ვინაა :შ თუ პირიქით?