ეჰ, ნანკა, ნანკა..
დარწმუნებული ვარ, ამ დღეებში ინტერნეტ სამყაროში გადაიღეჭება ეს თემა, მაგრამ არ შემიძლია ღეჭვის პროცესში ჩემი წვლილი არ შევიტანო..
ლაპარაკია, რა თქმა უნდა, თეა თუთბერიძის “სიმართლის დროზე”. მოდი, პირდაპირ საქმეზე გადავალ:
პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა ტელეკომპანია “იმედი”-ს არაკომპეტენტურობას. თავიდანვე, სანამ ეთერში გავიდოდა გადაცემა, რასაც ქვია გამიზნული უარყოფითი ემოციები ჩაუნერგეს რეკლამით მაყურებლებს. შოუს ანონსი ერთი კვირის მანძილზე ტრიალებდა და ჟღერდა ასე:
“მისი გამოსვლები მკვეთრი და გამაღიზიანებელია.. მისი განცხადებები ბევრისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია. მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი. მისთვის არ არსებობს მორალური კრედო. ის რადიკალური ცვლილებების მოლოდინში და საკუთარი პრინციპების დასაცავად, მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს! მისთვის ახალი ძველის ნგრევას ნიშნავს. მისთვის თავისუფლება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული სუბიექტივიზმია. ის თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი ერთადერთი მისიაა ”
მშვენივრად გამოუვიდათ ერთ ციდა ტექსტში დიდი რაოდენობით აგრესია ჩაენერგათ:
- გამაღიზიანებელი-განგაწყობს უარყოფითად
- მისთვის არ არსებობს მორალური ბარიერი- ხომ იცით, ეს ფრაზა ქართველი ერისთვის რამდენს ნიშნავს? მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა კადრში ჩანს როგორ ეკითხებიან თეას, “სექსში თავისუფალი ხარ?”..
- მზად არის დაუპირისპირდეს ტრადიციულ ,ეროვნულ ღირებულებებს!- ამ ეროვნულს, ისე ომახიანად ამბობდა პრომოს “ხმა”, რომ ნებისმიერ ჭეშმარიტ ქართველს გაუღიზიანებდა ეროვნულობის ბუშტს.
- თავს აძლევს უფლებას, ილაპარაკოს მთელი ერის სახელით- ნუ რაღა ვთქვა..თუ ის მთელი ერის სახელით ლაპარაკობს და ერი ეთანხმება, ბედნიერი ვყოფილვარ :D
კარგი, მივატოვოთ ეგ საკითხი და იმაზე გადავიდეთ, რაზეც ერთი სული მაქვს ვთქვა:
ნანკა კალატოზიშვილი მე მომწონდა ძალიან.. ა,დასტური:
ეგ დიდი ხნის წინ გავაგზავნე,მართალია არ მიუღია, მაგრამ ახლა იმას ვფიქრობ უკან როგორ წავიღო ჩემი friend request :D ისე მომწონდა, რომ ისიც კი მივუტევე, ახალ წელს სცენაზე რომ ძლივს იდგა.. აი დღეს კი, უბრალოდ არ შემიძლია ისევ ისე მომწონდეს რა..
თავიდან ჩვეულებრივ შევუდექი შოუს ყურებას..პირველად მაშინ ვიგრძენი, რომ შტოტა ნი ტაკ, თავიდან გადაცემის წესებს და თანხებზე რომ უხსნიდა და რომ უთხრა “იქედან გამომდინარე,რომ შენ ახლა არ მისმენ, გასაგებია, რომ ეს თანხა შენთვის არაფერს არ წარმოადგენს,მაგრამ მაინც..” ოჰო, ნანკას ხმაში სწერვა შეერია :D
“თავს მართლმადიდებლად თვლით”?- ამ კითხვის წარმოთქმისას და დადებითი პასუხის მიღებისას რომ მოეკუმა ტუჩები სიბრაზისგან, გადაცემის ბოლომდე მასე დარჩა :| არ მიყვარს რელიგიაზე ლაპარაკი მაინცდამაინც და ამიტომ ამ თემას თავს ავარიდებ ამ პოსტშიც მაქსიმალურად. უბრალოდ, ნანკა, მცნება კიარა ცნება უნდა გეთქვა ამ შემთხვევაში :D (მაპატიეთ, ამ კონკრეტულ ლექსიკურ შეცდომაზე განსაკუთრებული გაჭედვა მაქვს).
მას შემდეგ, რაც ფეისბუქის სტატუსები აჭრელდა ამ თემით, რამდენიმეს მოვკარი თვალი ისეთ კომენტარებს, სადაც ამბობდნენ, რომ ნანკა უბრალოდ წამყვანია და ნუ ერჩითო.. ნუთუ წამყვანის ვალია თქვას ფრაზა “იმედია ხშირად ბანაობ” ცინიკური მზერით? თუ ის ევალება, რომ გაოცებული სახით იკითხოს “როგორ მოანათლინეს შვილი თვით ეშმაკს?”
ან იქნებ ის არის, რომ ვიზები სამოთხისკენ ნანკა კალატოზიშვილის მიერ გაიცემა? ნათლულებზე რომ ჩამოვარდა ლაპარაკი და თეამ თქვა რამდენი ნათლულიც ყავს, ნანკამ უთხრა ასეთი ფრაზა:
ადგილი გინდა სამოთხეში, მაგრამ არ გამოგივა!
მაპატიეთ, უნდა ვიუხეშო და ვინ ჩემი ფეხებია ნანკა კალატოზიშვილი, რომ ღმერთის კომპეტენციაში ერევა? :D
კრახი იყო, კრახი! “სიმართლის დროს” კრახი, ნანკა კალატოზიშვილის კრახი ხომ საერთოდ და ტელე იმედის კრახიც!
დადებითი ის არის, რომ თუ ცოტა საღი სადმე რამე შეგვრჩა, დაინახავდა ხალხი..იქ თეა სიმართლეს ამბობდა და თან იმ სიმართლეს, რომლის გაგონებისას და დეტექტორით დადასტურებისასაც ნანკას სიბრაზისგან თვალები ენთებოდა..
პ.ს. არც თეა თუთბერიძეა ჩემი ახლობელი/ნათესავი/ნაცნობი/თანამშრომელი და ა.შ.
პ.პ.ს. არც ნანკა კალატოზიშვილია ჩემი მტერი. პირიქით, გულწრფელად, ძალიან მომწონდა ამ გადაცემამდე..
პ.პ.პ.ს. აქ გამოყენებული ფრაზების გარდა,კიდევ ბევრი მაქვს ამოწერილი, მაგრამ ისე მეძინება თითები აღარ მემორჩილება. გადაცემას უყრეთ..
ბონუსი: აჰა, ნანკას თვალებაპყრობილი ფოტო სრულიად უფასოდ :D კაკრაზ, მანდ ამბობს “ალილუია”-ს და დაე გაიკრან სახლებში, კედლებზე და პოსტერებად, ვისთვისაც ამ გადაცემის შემდეგ ნანკა ზნეობის და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის ეტალონია!
ვისაც გადაცემა არ უნახავს, აგერ ლინკი: http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=23-02-2010%2022:03














მართლაც, ეჰ ნანკა ნანკა
არ მესმის მისი სწერვობა თითქმის ყველა გადაცემაში პროექტის ფორმატია თუ მისგან მოდის თუ გადაცემის ფორმატი ასე მოითხოვს გასაგებია ის მხოლოდ წამყვანია მაგრამ თუ მისგან მოდის ის აგრესია მართლა ვერ ვხვდები რატომ აძლევს თავს ამის უფლებას. ძალიან კარგი მსახიობია მე არ ვეთანხმები იმ ნათქვამს რომ ფიზიკური მხარის წყალობით გაიქაჩა მაგრამ ამ გადაცემით ნელნელა მეცვლება მასზე წარმოდგენა და ალბათ მე მარტო არ ვფიქრობ ასე. ერთიერთი გადაცემა გამახსენდა როცა კესო ყავდათ სტუმრად იმ გადაცემამ იმდენად ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა რომ იმ წუთში ნანკა შემზიზღდა თუმცა თეასგან განსხვავებით კესომ კარგად შეუტია რაც ძალიან მომეწონა არ ვიცი თეას შემთხვევაში კადრები ამოჭრეს თუ როგორ იყო თუმცა კარგი იქნებოდა თეასაც რომ კარგად ეპასუხა სხვა თუ არაფერი ნანკას გასარჩევი ნამდვილად არ იყო თეას ჰიგიენა სადგაც ეწერა ვინ დასუნა თეასო და მართლაც ალბათ ნანკამ :)))))))))
ნანკა ვისაც საჭიროა იმას ესწერვება და ვისაც არა იმას აარა.გადაცემა მოითხოვს იქ სერიოზულობას და ნანკას ადგილზე მეც ეგრე დაველაპარაკებოდი გინდ ტეა ტუტბერიძესაც და ბესო-კესოსაც ;) ადამიანი უწმინდესზე ეგეთ ვიდეოოს რომ დადებს იმ ადამიანს წესიერად არც უნდა ელაპარაკოს ადამიანი ღმერთი არ წამს მაგ თქვენ თეა თუთბერიდზეს :| მაგისგან განსხვავებით ნანკას მამაო ყავს და არ დებს ისეთ საზიზგარ ვიდეოებს უწმინდესზე
მოდი მოსამართლედ დავნიშნოთ ნანკა. ან სრულუფლებიან მესწერვედ (თუ მოსწერვედ) და დავიმშვიდოთ გულები.
აქ არავის უთქვამს რომ “ამ ჩვენს თეა თუთბერიძეს” მხარს უჭერს ვინმე და გულშემატკივრობს. მაგრამ ნანკა რომ ამაზრზენი იყო სრულიად ნათელია.
არ ვიცი იმედს რა ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ნანკას ფონზე ხალხის სიმპათია აშკარად თეასკენ გადაიხარა. (ხალხში იმ ადამიანებს ვგულისხმობ ვისაც გონება არ დაბნელებია ნანკას “მომხიბვლელი სწერვობით” და ნორმალურად აღიქვა რაც გადაცემაში მოხდა)თეა აშკარად გულახდილი იყო, და შეიძლება კითხვებს რომ ამზადებდნენ, ეგონათ არ აღიარებდა ისეთ რაღაცებს, რომ მაგალითად ხშირად დაუცინიათ მისთვის და ა.შ.
ყოველშემთხვევაში არა მგონია სასურველი შედეგი მიეღოს იმედს. (ნუ, ოდნავ მოაზროვნეთა შორის.)
სერიოზულობაში თუ სწერვობას ან ირონიას გულისხმობ მაშინ მართალი ხარ :)))))))))))))
შენ მადლობა უნდა მოუხადო ნანკას : D 2 გვერდი კომენტარები როდის გეღირსება კიდე :37:
და 1500 უნიკი კიდე :D
არადა მეც დიდ პატივს ვცემდი რასაც ქვია მაფანატებდა მასზე, მაგრამ ძალიან გამაღიზიანა… ისე რომ ვჩხუბობდი ტელევიზორთან :D შეიძლება პროფესიულად ჟურნალისტი არაა ვთქვათ რომ გავამართლოდ მისი საქციელი, მაგრამ როგორც მსახიობი თავი ხელში უნდა აიყვანო,რომც გეზიზღებოდეს ადამიანი… აუ ერთი სიტყვით მე წარმოდგენა დამეკარგა მაგ ადამიანზე და დარწმუნებული ვარ ბევრს…
ვერ დაგეთანხმებით რომ ნანკა თავის პოზიციას კი არ აფიქსირებდა ხალხო,თავის მოვალეობაში რაც შედიოდა იმას ამბობდა.სხვა რესპოდენტებთანაც იგივეს კაეთებდა ზუსტად! თავისი პოზიციის დაფიქსირება ცოტა სხვანაირად იცის მაგ ადამიანმა! და ნანკას სტერვობაზე და პატიოსნობაზე გეყოთ რააა..ძაან შურიანი ხალხი ვართ ეს ქართველები! მაგ გოგო ნიჭზე რატო არავინ არაფერს საუბრობს? იმიტომ რომ არავინ არ იცის! ტელევიზიის იქით რომ არ იხედებით! ხანდახან თეატრშიც უნდა იაროთ!!!!!!!!!!
ნუ ძახილის ნიშნებს თუ მოიშველიებ ძვირფასო მაშინ ყველანი ნანკას გავეფანებით
)))
აქ არავინ არ არჩევს მის არტისტიზმს სცენაზე, როგორც გადაცემის წამყვანი არ ვარგოდა იმ საღამოს და მორჩა.
)
სოფიკო მართალი ხარ ;) ისე მართალი რომ გითხრა ამ ხალხთან ლაპარაკს აზრი არ აქვს ადამიანს არ იცნობენ და ისე ლანძღავენ და არ ჯობია ჯერ გაიცნონ და მერე ილაპარაკონ? ისე მართალი რომ გითხრათ ნანკა ისეთი არაა როგორი წარმოდგენც გაქვთ თქვენ მასზე ;)
და თქვენ იცნობთ?:))))
ძაან გაინტერესებს? :*
მაგ ორს შორის ალბათ პირადულია :D:D
უკვე მეცინება თქვენზე! მართლა სასაცილოა! და გადაცემის წამყვანიც ძალიან კარგიი იყო და სწორედ მაგ საღამოს ზუსტად! ვერ ვხვდები რატომაა ნანკაზე ეგეთი რეაქცია და თეა თუთბბერიძე რატო გამოვიდა საწყალი დაჩაგრული კრავი! არტისტიზმსაც შეეხნენ ისე წინა კომენტარებში და მე იმიტომ გავამახვილე ყურადღება!და ნანკას კიდევ არავის გაფანება არ შჭირდება, იცით რატომ? იმიტომ რომ სულ ყველა სულ ცალ წიხლზე კიდიხართ!
ვაიმე რა იყო, ნანკა ხარ და გვიმალავ? :D რავარი ადვოკატი უშოვია :D
საღოლ სოფიკო აი ძლივს გამოჩნდა ნორმალური და სამართლიანი ადამიანი
არა საყვარელო ნანკა,რომ ვიყო ვიტყოდი.ადვოკატი იდევ არ ჭირდება. ნანკას ჩემგან განსხვავებით შეუძლია იგნორის გაკეთება.უბრალოდ აბა კარგად დაფიქრდით,მართლა უსამართლოები ხართ მის მიმართ!
Me sruliad getanxmebi. Adre nanka mec momconda, magram exla “stervas” rols tamashobs, rac dzalian etyoba da gamagizianebelia… Respodentebs isets kitxvebs usvavs, rom mere pasuxs veranairi fulit ver gamoisyidian :)
@ანი
არა :D შეიძლება ითქვას, ეგ რიტორიკული შეკითხვა იყო:))
ისე Tiny შენთან კამათი არ ღირს :) აშკარად ვიღაც შურიანი ადამიანი ხარ :) და რავარი ადვოკატი არა რაა :D როგორი ნუ ეს სწორი ფორმაა ;)და მართლა სასაცილოები ხართ! პრინციპში თუ ეგრე გიხარით ნანკას ლანძღვა თუ რამეს გმატებთ გააგრძელეთ,მაგრამ ჩემი რჩევა: ბოღმა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის ;):)
ხო,ძალიან შურიანი ვარ:)
ნანკას უტვინობის მშურს განსაკუთრებით.
ხომ ხედავ, ყველა გაჩუმებულია, მიწყნარდა ამბავი, შენ აგრძელებ მაინც, ვინ გამოდის ცალმხრივად მოკამათე? :D
დასტოვეთ ჩემი ბლოგი, არაა ასეთ კომენტარებს მიჩვეული :D
:DDD
ნწ ნწ.ხედავ რა შურიანი ხარ :D
შეიძლენა ითქვას არც ნანკას საქციელია გასამართლებელი, მაგრამ გული კი მომფხანა! როგორც თავად ქალბატონი თეა თითბერიძე (“სექსის დედოფალი”) ესწერვება მთელ ქართველ ხალხს და ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც საქართველოს პატრიარქს, იგივეს შეეცადა ნანკაც. თუ თეას აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება ასევე აქვს ყველას. მე პირადად ძალიან მეცოდება თეა თუთბერიძე, აშკარად მძიმე ბავშვობა გამოიარა ;)
და თქვენ უკაცრავად ახალი წლის კონცერტზე არ შეგძულდათ მობარბაცე ნანკაა?
რა ვიცი, ამ გადაცემის მერე ნანკაზე ისეთივე წარმოდგენა მაქვს, როგორიც მანამდე მქონდა… არც მევასება ეგ ტიპი და არც თეასავით მაღიზიანებს, თუთბერიძესთან მართლა არ მოქცეულა ცუდად და მაგის ადგილას მეც ისეთივე აგრესიული ვიქნებოდი… მართლმადიდებლობის ეტალონზე კი რა გითხრათ, ამის ღირსი მგონი ძალიან ცოტაა და შოუბიზნესში მათი მოძებნა არც სწორად მეჩვენება ….
http://www.myvideo.ge/?video_id=780289 am linkze shedit da tutberidzis komentars dakvirvebit mousminet… iqneb mivxdet rom tutberidze ar aris qali romelic sazogadoebis maxrdacheras imasxurebs…
პოსტი მომწონს მაგრამ თვითონ გადაცემა არ მინახავს. ამ ლინკით სიმართლის დროზე არ გადავყავარ. სადმე სხვაგან ხომ არ შეიძლება ვუყურო?