movies, partII
ჩემი მორიგი პოსტი რჩეულ ფილმებზე.
ანუ ისეთ ფილმებზე, რომლებსაც ვუყურებ და ნახვის შემდეგ კომპიუტერის D დისკზე მდებარე ფოლდერ movies-იდან, ნანახი და არ წაშლილი ფილმების ფოლდერში გადადის.
Guess Who
ფილმი, რომელიც არანაირ ღრმა ფილოსოფიურ აზრებს არ შეიცავს და უბრალოდ უნდა უყურო და გაერთო. სტანდარტული ჰოლივუდური კომედია-მელოდრემის ელემენტებით, – გოგოს მიყავს თავის ბოიფრენდი მშობლებთან გასაცნობად რამდენიმე დღით. თავიდან არ ევასებათ და ბოლოს დაევასებათ :D
საერთოდ, ეშტონს იმიტომ ვუყურებ ხოლმე, რომ მსიამოვნებს. ჯერ ერთი კარგად გამოიყურება და თან საყვარელი ხმა და სიცილი აქვს და..
The Truth About Love

ეს ფილმი მომეწონა, ოღონდ ცოტა შემაშინა. არ მიყვარს ხოლმე, როცა ღალატზეა ფილმები, ტვინის რომელიღაც კუთხეში მიტკეპნილ ეჭვიანობას მიღვიძებს ხოლმე. მაგრამ კარგი ფილმია, სიამოვნებით ვუყურე.
სრულიად შემთხვევით ქალს დასთან ლაპარაკისას მოუვა აზრად, რომ გამოსცადოს ქმარი და ანონიმურად დაუწყებს მიწერას და “შებმას” იმაში დარწმუნებული, რომ არ შეებმება, სანაძლეოსაც უდებს დას :D ხოდა..შეებმება და თან სხვა რამეებიც გამოჩნდება. ბოლოს იასნა ნამდვილ სიყვარულს იპოვნის :bis:
50 First Dates

ამას დღეს ვიყურე. ფილმი არის მეხსიერება დაკარგულ გოგოზე, რომელიც იმ ავარიის დღეშია ჩარჩენილი, როცა მის მეხსიერებას ასე დაემართა. ანუ ყოველი დღე ის დღეა- მამის დაბადების დღე, ერთი და იგივე ტანსაცმელი, ერთი და იგივე კაფე და საჭმელი, რომელსაც იქ უკვეთავს.. გარშემომყოფებიც ხელს უწყობენ, რომ ვერ მიხვდეს რა ხდება. გაზეთებიც მამას ნაყიდი აქვს იმ დღის ბევრი და ყოველ დღე ერთსა და იმავეს აკითხებს. დღე გადის, იძინებს და ძილის შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება.
და გამოჩნდება კაცი, რომელსაც შეუყვარდება და შეუცვლის ყველაფერს. ყოველ დღე ახლიდან ეცნობა და ერთხელაც ეს გოგო გაიგებს რა ხდება..თუმცა იმავე ღამეს ხომ დაავიწყდა.. და ასე ყოველ დღე ახლიდან ახსენებენ რა მოხდა :P ფინალი აქვს ძაან კარგი :user:
Julie and Julia

ამ ფილმზე ნატალიამ და კიკიტომაც დაწერეს.
დაახლოებით ერთი თვის წინ (მეტიც..) ვუყურე და ძალიან მომეწონა. ალბათ ბევრმა თქვენგანმა ნახა უკვე და ბევრს არაფერ დავწერ. უბრალოდ, ვისაც არ გინახავთ, ნახეთ აუცილებლად :P
Love Me If You Dare

გავჭედე allmovies-ზე ჟანრში კომედიაც რომ ეწერა დრამასთან და მელოდრამასთან ერთად o_O WTF? :|
ეს არის ყველაზე შეგრძნებებ დამტოვებელი ფილმი. ძააალიან იმოქმედა. გოგო და ბიჭი ბავშვობიდან თამაშობენ თამაშს, რომლის გარშემოც მათი ცხოვრება ტრიალებს. უწევთ ერთმანეთის მოფიქრებული დავალებების შესრულება..
მოკლედ, ამ ფილმს ვერ აღწერ, ეს უნდა ნახო :D
ფინალი აქვს ისეთი, აი არც ერთი ფილმის ფინალს არ “მოაქვს” ეგრე!













“Julie and Julia” როგორ მიყვარს :შ ^^
<3
love me if you dare მარაზმია ბლიად :|
ხოდა ისა… პირველი არ მაქ მარტო ნანახი ეშტონის : ))
ამათგან ბოლო ორი განსაკუთრებით მიყვარს :)
Love me if u dare უსაყვარლესი ფინალი აქვს :)
http://www.youtube.com/watch?v=8maZBPq622k&feature=related
50 First Dates მიყვარდა ერთ დროს ძალიან! Julie and Julia არ მომეწონა მაინცდამაინც.
ვაიმე, რაფრა მიყვარს ალლმოვიეს.გე :D
ე.ი. სულ ყორიფერს მაქანა ვეძებ და ვბორიალობ შით. თან ერთი-ორი-სამი-ოთხი ჰოლივუდელი ნაშა მევასებ და მაგენის სურათებიც მაქანა როა, ძაან კაია. კიდო იმიტო მიყვარს, რო ყველა კინოს პოსტერებია.
თინი კი იმიტო მიყვარს, რო ის ფილმები უყვარს, რაც მე. ვისი დამსახურებაა ეს? რა თქმა უნდა, ჩემი. რატომ? რავიცი, ასე მინდა :P
პირველი და ბოლო ფილმი არ მაქვს ნანახი :) ბოლო მაინტერესებს, პირველი – არა :D
ეგ კი არა, Love Actually-ს ნახავ მინდა ბოლო დღეებია და ვერ მოვაბი თავი :( ჩემი საყვარელი ეპიზოდი იცი რომელია? კირა რომ მიდის თავის ქორწილის კასეტის სანახავად, აი უსაყვარლესი მომენტია! მეც კი ვერ მივხვდი თავიდან რომ იმ ტიპს უყვარდა :უსერ: და კიდევ ის მომენტი, ბოლოს რომ მივა და პლაკატებით უხსნის სიყვარულს :love: უნდა გადმოვწერო ეხლა :უსერ:
მე ვნახე საახალწლოდ:D 25 დეკემბრიდან მოყოლებული ვაპირებდი და რამდენიმე დღის წინ ვნახე :))
და მაგ ორ მომენტზე მე მეჭედება ვაბშე :D
განსაკუთრებით პლაკატებით რომ მივა, ამოჩემებული მქონდა ერთი პერიოდი, ძაან ბევრჯერ ვუყურებდი ხოლმე დღის განმავლობაში,მანიაკივით:|
50 First Dates მევასება ძაან <3 და ლავ მი იფ იუ დერ-მაც დატოვა შთაბეჭდილება :)))
ყველა ფილმი მაქვს ნანახი დ ა მგონი ფილმი არ დარჩა რაც არ მაქვს ნანახი და არადა ნახვა მინდა და რა ვქნა ? :(
დღეს ვუყურე Guess Who-ს, შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ. ხოდა კარგი ფილმია, ერთხელ სანახავად ღირს :)ეშტონი მართლაც საყვარელია :P
ბოლო უნდა გადმოვწერო ახლა! ნეტა ცოტა ადრე მომეფიქრებინა, “მულანს” ვუყურე ამ ავადმყოფობის ჟამს…
Love Me If You Dare- ამას მარაზმატიკული ფინალი აქვს იმენა,გაიჭედა რეჟისორი მემგონი :D