more than his fans…
რამდენიმე საათის წინ, ლილიანმა ფეისბუქზე ლინკი დააშეარა და დამტაგა, რის გამოც ჩემი იმპულსურობიდან გამომდინარე კარგი ისტერიკა მოვაწყე ფეისბუქზეც და ისედაც ბევრი ვიჯიჯღინე. სინამდვილეში არც ის დაშეარებული ლინკი, რომელიც ბექას პოსტს წარმოადგენდა და არც ლილიანი, შუაში არ არიან. მაგრამ არის ზღვარი, როცა უბრალოდ ჩხუბსა და წივილ-კივილს იქით გზა აღარ გაქვს. ვინაიდან სახლში მარტო ვარ და კარგი საშუალება მქონდა მარტოს მეჯუჯღუნა და ხმამაღლა გამომელანძღა ჩემი აღშფოთების გამომწვევი არსებები, დავოკდი და სრულებით საღ გონებაზე მინდა მივუძღვნა ერთ საკითხს პოსტი.. ცოტა დიდი პოსტია, მე მომიტევეთ :user:
შესავლის სახით:
ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ლელა წურწუმია. ეს ყველა ჩემმა გარშემომყოფმა კარგად იცოდა.
- მისი ყველა კასეტა მქონდა
- ვაგროვებდი ჟურნალებს, რომლებშიც თუნდაც ერთი პატარა მონაკვეთი წერებულიყო და პატარა სურათი ყოფილიყო დართული, მაინც ვყიდულობდი.
- ვიცოდი ყველა სიმღერა ზეპირად, სიმღერაშიც ვბაძავდი და ხმა ისე მქონდა იმის ხმაზე დაყენებული, რომ მერე ერთი-ორჯერ რომ სცენაზე დამჭირდა გასვლა, ვოკალისტს კარგი ტანჯვა-წამება დასჭირდა, რომ ჩემს ხმაზე დავებრუნებინე იმდენად მქონდა გამჯდარი ლელას სტილი.
ღამეც ძალიან ხშირად მესიზმრებოდა და ისიც კი დამსიზმრებია როგორ აკეთებდა ჩემთან ერთად რემონტს ჩემს სახლში :D ვიცოდი დაბადების წელი, რიცხვი, სად სწავლობდა, სად ცხოვრობდა, რა უყავრდა, რა სძულდა…ვოცნებობდი როდის ვნახავდი, ვუწერდი წერილებსაც. ვხატავდი კიდეც ჩემი ნიჭის ფარგლებში:
ალბათ დღემდე ახსოვთ დედაჩემს და მამაჩემს ჩემი 164 გვერდიანი წერილი მისთვის მიწერილი ბლოკნოტში. ოღონდ აზრზე არ ვარ რა მეწერა ამდენი, არ მახსოვს… ვეძებდი ამასწინად იმ ბლოკნოტსაც და კიდევ რვეული მქონდა ძაალიან კეთილმოწყობილი კოლექციებით :D, მაგრამ ვერ ვიპოვე, შეიძლება დავხიე.
გარშემო ყოველთვის ისეთი ხალხი იყო, რომლებიც სულ აკრიტიკებდნენ ამ ჩემს ფანობას. მე კიდევ ვიდექი და ვამტკიცებდი, რომ რადგან ლელა ლიფით გამოვიდა სცენაზე, არ არის ბოზი! :D ხანდახან ამტირებია კიდეც ამის გამო.
გავიდა დრო, ცოტა გავიზარდე და სხვა მუსიკით დავინტერესდი, საბედნიეროდ. ამჯერად არაქართულით (იქამდეც ვუსმენდი კაცო სხვებს, აბა ლელამდე უმუსიკოდ კი არ ვიჯექი :D). ვიტნი ჰიუსტონი და ენრიკე ეგლესიასიც გამოვლილი მქონდა ლელამდე… მოკლედ, დავიწყე ლაითი როკის მოსმენა და მსგავსი რამეების. რაც უფრო “ბანძობაა და არა მოდურიიი” ხდებოდა ქართული ესტრადა, მით უფრო ხშირად მაძახებდნენ ამ ჩემს ბავშვობის გატაცებას და ისეთ გაგიჟებას ლელაზე. ეს კიდევ ჩემზე ძალიან მოქმედებდა იმიტომ, რომ არასდროს არ შემზიზღებია ლელა მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ აღარ ვუსმენ წლებია და საერთოდ არ შეესაბამება ჩემს მუსიკალურ გემოვნებას. ზუსტად ვიცი, არც არასდროს შემეზიზღება.
რა თქმა უნდა, ტენდენციების თანახმად ვერ შეიმჩნევ, რომ გაღიზიანებს ეს დამცინავი რაღაცეები იმიტომ, რომ შეიმჩნევ და მაშინვე ისევ დაგიწყებენ ცხვირთან ტრიალს- შენ ის არა ხარ მაგის ფანი რომ იყავი?… ნუ მაქსიმუმ ისღა დაგრჩენია შენც დაცინვა დაუწყო.
გავიდა დრო და გამოჩნდა მაიკლ ჯექსონი, რომელიც საქართველოში იდუმალებით მოცულ მოვლენად ითვლებოდა კარგა ხანს- კანის ოპერაციები, ზანგების უარმყოფელი, პედოფილი პოპის მეფე, რომელსაც კაცმა არ იცის ასე რატომ უწოდეს.
მე გავიცანი და გავიგე, რომ კანის ოპერაციები კი არა კანის დაავადება სჭირდა, ვიტილიგო, რაც ისეთი ცნობილი ამბავია უკვე, რომ გუგლში რომ დასერჩო, სურათებში პირველივე შედეგზე მაიკლს აუცილებლად ამოგიგდებთ. პედოფილობაზე სასამართლოს დასკვნის გარეშეც არ გამჭირვებია, რომ მის უდანაშაულობაში დავრწმუნებულიყავი…
მოკლედ, ნელ-ნელა შევეჩვიე.ფანობას მაინც ვერიდებოდი თავიდან და სხვადასხვა მუსიკასაც მივედ-მოვედებოდი. ნუ მაგრამ ხო ამჩნევ, რომ სხვა არაფრის მოსმენა არ გინდა…იქექები ინტერნეტში, იქნება რამე ახალი გაიგო, მაგრამ პლაკატები, ჟურნალებიდან ამოჭრები და მსგავსი რამეები არ შეიძლება! ჯერ ერთი იმიტომ, რომ როცა ასე ვიყავი მივიღე საკადრისიც თავის დროზე. მეორეც იმიტომ, რომ საქართველოში იმ დროს მაიკლ ჯექსონის ფანობა ყველამ ვიცით რადაც ითვლებოდა. არ ვამბობ, რომ საზოგადოების აზრს ჩამოვეკიდე, მაგრამ იმდენად მრცხვენოდა ჩემი ემოციების ლელასთან დაკავშირებით, რომ უბრალოდ აღარ დავუშვებდი იგივე კიარა ასჯერ უარესი დაენახათ თუნდაც ოჯახის წევრებს.
კიდევ გავიდა დრო…ერთ დღესაც კურიერის ნიუსებში განგაში ატყდა – პოპის მეფე 50 წლის ასაკში გარდაიცვალა! რომ გითხრათ, რომ მაშინვე წესიერად გავიაზრე რა მოხდა მოგატყუებთ…არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ მგონი ადამიანის ტვინი დიდ ტრაგედიას გვიან აღიქვამს. ჩემი “გვიანი” რამდენიმე საათით გვიან დაიწყო, როცა მეორედ, მესამედ, მეოთხედ…მოკლედ, როცა მთელი ტელევიზიები აწრიალდნენ ამ ამბით. (მაშინ სოციალურ ქსელებში აქტიური არ ვიყავი და ტვიტერითაც არ გამიგია ეგ ამბავი. თეორიულად ვიცი, რომ პირველად ტვიტერზე დაიპოსტა მისი სიკვდილის ამბავი, სიხარულით ყვებიან ხოლმე იმის მაგალითად, თუ რა ძალა აქვს სოციალურ მედიას)მივხვდი, რომ რაღაც დამაკლდა.
ტელევიზორში გამოჩნდნენ მწუხარე ქართული ელიტის წარმომადგენლები, რომლებსაც შეიძლება იქამდეც უყვარდათ, მაგრამ ტელევიზიებს რაში აინტერესებდათ? ჯეოსტარში სპეციალური ტურიც კი მიუძღვნეს, რომელიც დღემდე შავი ლაქაა ჯეოსტარის ისტორიაში (სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ) და მეტი არაფერი არ იყო, თუ არა ზედმეტი მატრაკვეცობა…
მოკლედ, აშკარად ნელ-ნელა ვამჩნევდი, რომ დღითიდღე აქტუალური ხდებოდა. არადა პირადად ნიჭიერამდე ერთი ფანიც არ გამიცვნია. კინოთეატრებში this is it-ც გამოჩნდა. სულ რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ჯექსონის რამდენიმე ფანის დამსახურებით, რომლებიც დღეში 9000-ჯერ რეკავდნენ და არეკვინებდნენ ახლობლებს კინოთეატრში, რომ გაეშვათ. მე კიდევ ვერ წავედი იმიტომ, რომ მარტო მაგის გამძლები მე არ ვიყავი. ტელევიზორში კიდევ ვუყურებდი რამდენი ხალხი მიდიოდა და სერიოზულად თვალები მეჭყიტებოდა, სად იყო ეს ხალხი ამდენ ხანს მეთქი, მაგრამ იმდენი ნამუსი მაინც მყოფნიდა გაჩუმებული ვყოფილიყავი იმიტომ, რომ არც მე გავკიოდი ფანი ვართქო.
აი, ნიჭიერის მერე დაიწყო და დაიწყო ბუმი…ან მე შევამჩნიე ამის შემდეგ იმიტომ, რომ მაშინ გავიცანი ილია თავისი ფანების არმიითურთ, რომლებიც პარალელურად ჯექსონის ფანებიც იყვნენ (?). + ფეისბუქზე დამემატა ძალიან ბევრი გვარით “jackson”-ი, რომლებიც სუულ ყოველთვის მოწყენილ სმაილებიან პოსტებს წერდნენ და რაღაცა საოცრად გამოხატავდნენ დაღვრემას. რა რეაქცია უნდა მქონდეს ამაზე? თავიდან ძალიან წყნარად და მშვიდად ვიყავი იმიტომ, რომ მე მეგონა მე ვიჯექი ვაკუუმში და უბრალოდ არ მქონდა შეხება ამათთან და კარგი ფანები იყვნენ, მაგრამ უმეტესობა არის ასეთი:
აქვთ 3-4 სიმღერა დაზეპირებული, აქედან ერთი აუცილებლად billie jean,მეორე you are not alone და თურმე იმიტომ, რომ გიორგი გოგიჩაიშვილს გადაუკეთებია ადრე “ჩემო სანთელო”-დ თუ რაღაც (არადა ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, კია გაპაპსებული მარა:D ). ნიჭიერის შემდეგ smooth criminal და dangerous-იც დაამუღამეს. მაგალითად, ამ ზაფხულს სრულიად საქართველოს “მაღალ ხმაზე მუსიკა ჩართული მობილურით ქუჩაში და ტრანსპორტში მოსიარულეთა ასოციაციამ” წარმატებით აითვისა ყველა მათგანი.
საქმე ის არ არის, რომ “ვაიმე გააპაპსეს”. პირიქით, კარგია, რომ აღარ აგინებენ მაინც და ხალხში თავი გამოგეყოფა ჯექსონის ფანი რომ ხარ, მაგრამ ეს მოდაში შემოსვლა მეტისმეტი იყო…კი ბატონო, უსმინონ ჰიტებს და თქვან, რომ უსმენენ, აი ამასთან ვის ვის და მე ნამდვილად არ მაქვს პრობლემა, მაგრამ როგორც კი “ორ სიმღერიანი” თინეიჯერი (თუ არათინეიჯერი) განაცხადებს, რომ ფანი ვარო, აი მანდ კონსტრუქციულ აზროვნებას ვემშვიდობები…
არც სიკვდილის მერე შეყვარებასთან მაქვს პრობლემა, თუ ვამჩნევ, რომ მართლა შეუყვარდა. უბრალოდ, ადამიანური მომენტია, რომ ხანდახან რაღაცას/ვიღაცას ვერ ამჩნევენ, სანამ ცხვირწინ არ დაუდებენ. ნუ მეორე საკითხია ის კატეგორია, რომელსაც აუცილებლად სიკვდილი სჭირდება ვინმეს შეყვარებისთვის. ჩარკვიანის მაგალითი ძაალიან კარგად მახსოვს და დიდად არ განსხვავდება მაიკლის სიტუაციისგან.
ბექამ დაწერა:
“შესაბამისად, როდესაც ჩვენი თაყვანისცემის ობიექტის სახელს მარმარილოს ქვაზე ამოტვიფრავენ (და განგება მართლაც საძაგელი რამეა), ჩვენ მყისვე რამდენიმეკვირიან დეპრესიაში ვიწყებთ ვარდნას (ალტერნატივა: ვიკლავთ თავს), ყოველწლიურად ცრემლით ვეგებებით მათი გარდაცვალების დღეს და აღვნიშნავთ (გულში მაინც) – დაბადებისას, მაზოხისტურად ვუსმენთ მათ სიმღერებს (ფილმი, რაც არ უნდა იყოს, მაინც გრძელი და მოსაწყენია), რის გამოც განუზომლად ვიტანჯებით და ჩვენს ვარამს (ტრაგიკული სტატუსებითა თუ გადაღუშული სმაილებით) “ამ უსამართლო სამყაროს” სხვა წარმომადგენლებსაც ვუზიარებთ.”
ჩემი თაყვანისცემის ობიექტი, ამოტვიფრეს მარმარილოს ქვაზე, რომელთანაც მიახლოებაზეც ისევე შეიძლება ოცნება გავაგრძელო, როგორც მაიკლის ნახვაზე ვოცნებობდი. დეპრესია რამდენიმეკვირიანი კი არა, სამწუხაროდ ძალიან ხშირად მეკუმშება გული ამ ამბის გამო ჯერ კიდევ. მაზოხისტურად არ ვუსმენ და არ ვუყურებ, ეს ჩემთვის ყოველდღიურობაა და დღეში რამდენიმე ლაივის ყურებაც კი შემიძლია და აი ტრაგიკული და გადაღუშული სმაილების რა მოგახსენოთ… რომ არაფერი ვთქვათ “სხვადასხვა სოციალურ ქსელში ჩვენი ვინაობის შუა მათი პიროვნების მაიდენტიფიცირებელ ჩანართსაც (ვაჟა ჯექსონ ჭავჭავაძე)”-ზე.
ზუსტად აი ეს ვაჟა ჯექსონ ჭავჭავაძეები ქმნიან ამ საერთო ფონს, რის გამოც ყველა ერთ ქვაბში იხარშება. თან თქვენ ხომ არ იცით რა ადვილია მიხვდე ვისი გადაღუშვა და ტრაგიზმია ნამდვილი და ვისი არა…
თუ ვინმეს სადმე მაიკლის ხათრი გაქვთ, ფსევდოებო- არც ჩემი ეგოისტური ხასიათის გამო (გუშინ ლილიანი მეუბნებოდა შენი საქციელი ეჭვიანობას ჰგავსო
), არც იმის გამო, რომ ვაიმე მოდაშია და სასწრაფოდ უნდა გადავიდეს იმიტომ, რომ მე ნერვები მეშლება (ისედაც ვიცი, რომ ეს პერიოდი გაივლის), უბრალოდ გთხოვთ, რომ იმის გამო მაინც, რომ აი ბექას რომ დასჭირდება მაგალითად პოსტის დაწერა, ჯექსონი არ ყავდეს სახსენებელი :))))
დაიწერეთ საკუთარი გვარები, რითი ნაკლებია ახლა ოსეფაშვილი ჯექსონზე ა? :D ნუ გადაჭედავთ ადნაკლასნიკებს და ფეისბუქს მოწყენილ სმაილებიანი სტატუსებით, თუ როგორ გენატრებათ, როგორ გიყვართ და ა.შ. იმიტომ, რომ სხვა ფანების არ ვიცი და მე მაშინვე ვხვდები როდის ნამდვილი ემოციითაა დაწერილი და როდის არა.
არც ადრე მეცვა ქუჩაში ჯექსონის მაიკები და არც ახლა ვიცმევ. ახლა განსაკუთრებით არ ვიცმევ- ვინმემ ნამდვილმა ფანმა რომ გაიაროს და დამინახოს მაიკით, ხომ ეგრევე იტყვის მოდას აყოლილი მორიგი ქართველიაო? :D მე მასე ვამბობ ხოლმე და…
ნუ გაგვიხადეთ დასამტკიცებელი ის, რომ “მე სიკვდილამდე ვუსმენდი”, “მე ნამდვილი ფანი ვარ“ და ა.შ. დღეს გუშინ დღე ძველი პიკზოს საიტის ძებნას შევალიე. არც პაროლი მახსოვდა და არც არაფერი, სადღაც ძველი მეილებიდან გავიგნე და იქ მეწერა რაღაცეები. ზუსტად ვიცი, კიდევ დიდხანს, თუ სადმე მომიწევს თქმა, რომ ჯექსონის ფანი ვარ, დამადასტურებლად 2009 წლის ჟურნალიდან ამოჭრილი პატარა ტექსტის, რომ ჯექსონი კონცერტს მართავს და ახლა უკვე ჩემი პიკზოც (სადაც ისეთი საოცარი წერის მანერით მიწერია, კინაღამ ბლოგერულ კარიერას წერტილი დავუსვი :D) “ფანობის მოწმობად” უნდა ვატარო.
http://tinatini-s.piczo.com/michaeljackson?cr=3&linkvar=000044
ისე კიდევ, რაც შეეხება იმას, რომ ბოლო დროს ყველა ავადმყოფს მეძახის :D მართლა, მამაჩემი ძლივს გადავაჩვიე, რომ წარა-მარა არ ეტრიალებინა ცხვირწინ რომ ადამიანის ასე გაფანება არ შეიძლება…
ისევ ციტატა:
“საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ჩვენ ჩვენივე თანასწორ ადამიანებს “უღმერთოდ ვაღმერთებთ” და ვერ წარმოგვიდგენია, რომ ბრედ პიტს ოდესმე შეიძლება თვალზე ჯიბლიბო გამოუვიდეს, რობი უილიამსის წინდა მოულოდნელად ნეკა თითთან გაიხეს, ან, ნახევრად მძინარე რობერტ პატინსონი ღამღამობით ფეხშიშველი (შესაძლოა, უკანალის ფხანითაც კი) საპირფარეშოში დადიოდეს“
მე წარმოდგენილი მაქვს როგორ ეჭუჭყებოდა მაიკლს თეთრი ნასკები. იმასაც ვფიქრობ, რომ ისე უყვარდა ხოლმე სახლში პიჟამოებით სიარული, შეიძლება გაღვიძებისას კბილებსაც არ იხეხავდა ხანდახან. ისიც ვიცი როგორ ოცნებობდა ბავშვობაში ლაკის ფეხსაცმელებზე და როგორ დაწყდა გული ერთ მაღაზიაში რომ უთხრეს პატარების ზომას არ ვკერავთო. ისიც ვიცი, როცა მისმა ალბომმა მსოფლიო რეკორდები მოხსნა, მთელი სახლის გარშემო დარბოდა, ყვიროდა და ხტუნავდა სიხარულისგან.
ფანობის ფენომენს რაც შეეხება, ერთხელ მამამ იცით რა თქვა? შეყვარებული სჭირდება, თორემ გადაჰყვა ჯექსონსო…
ზუსტად ვიცი, ძალიან ბევრი ფიქრობს მსგავს რამეებს, რომ ვინც ვინმეს ფანია პირადი ცხოვრება არ აქვს, მეტი საქმე არ აქვს და ა.შ. კი ბატონო, მე ამ მომენტში არც შეყვარებული ვარ და არც არავინ არ მომწონს. გაგონებაც არ მინდა relationship-ების და დაახლოებით ის პერიოდი მაქვს, როცა საერთოდ არ მესმის რატომ ვიღლიდი ტვინს ამდენი წლის მანძილზე და კიდევ კარგა ხანს ვაპირებ ასე ყოფნას.
ხოდა ერთი ადამიანი მინდა გაგაცნოთ:
თამუნა (ილიას და) (გენში აქვთ ამათ:D)
ახლა 4 შვილის დედაა…
მაგრამ არასდროს არ დაუნებებია თავი მაიკლისთვის. იმდღეს კომენტარიც კი დაუწერეს, დაასვენე ის კაცი საფლავში და მიხედე ოჯახსო და ცოტა გავბრაზდი. ეს ორი “სამყარო” სრულიად სხვადასხვა რამეა…
ვიცი, რომ ვინც არასდროს არავის ფანი არ ყოფილა, ეს პოსტი სასაცილოდ მოეჩვენება და მოუნდება 10 თითით დამცინოს :D ასე რომ, თუ არასდროს არ განგიცდიათ მსგავსი ემოციები, გეხვეწებით უბრალოდ არ შეიმჩნიოთ და დაე მივიდეს ადრესატებამდე პოსტი….
























მომწონს :)
ყოველთვის ვიძახდი არ მესმის ასეთი გაფანატებისთქო. თითქმის გიჟთან ვაიგივებდი. ვერც შენი საქციელი გავიგე სწორედ როცა კვარიათში სანთლით იჯექი ოთახში მარტო და გლოვობდი… ალბათ არც ეხლა მესმის ბოლომდე, რადგან არასდროს არავის ფანი არ ვყოფილვარ, თუმცა ამ პოსტის მერე გიჟი აღარ მეგონება ნამდვილი ფანი.
მომეწონა = )
დიდი მადლობა <3
უცნაური ქალაქია თბილისი.. უფრო სწორად თბილისელები ვართ უცნაურები.. 80%-ს საკუთარი აზრი არ გააჩნია, უფრო მეტი, საკუთარი ინტერესი არ გააჩნია.. არ აქვს თავისი, საკუთარი ცხოვრების სტილი, ლაპარაკის, ჩაცმის, სიარულის მანერა.. ეს ყველაფერი იცვლება თვეების, კვირეების მანძილზე იმის მიხედვით, რა მოხდება, იმის მიხედვით ვინ რას “შემოიტანს” ახალს..მერე ეს ახალი ხდება საყოველთაო მოდა, საყოველთაო მოწონების საგანი დროებით, რა თქმა უნდა, მანამ, სანამ ისევ რამე კიდევ უფრო ახალი არ გამოჩნდება..არ ვიცი სხვა საზოგადოებებში როგორაა, მაგრამ აქ თვითდამკვიდრების მცდელობები ისეთი ერთნაირი და ისეთია ბანალური გახდა რო საბოლოო ჯამში ის, რაც პოტენციურ “თვითდამკვიდრებულს” თვითდამკვიდრების პროცესი გონია, სინამდვილეში ძალიან ზედაპირული და ძალიან არამყარი ცდაა, რომლის მთავარი საფუძველი ტყუილი ხდება..მაგალითად “მე ვუსმენ მაიკლ ჯექსონს და გულის შეტევები მქონდა როცა გავიგე რო გარდაიცვალა და საზოგადოებავ, მოდი დამამკვიდრე!” ასეთი ადამიანების გამო პოსტები არ უნდა წერო თინი,მითუმეტეს არც რაიმეს მტკიცება დაიწყო,.. თუ მაინცდამაინც რა ქენი იცი? აი ჩამოუწერე კიდევ რითი შეიძლება დაინტერესდნენ, ვინ შეიძლება მოეწონოთ, როგორი მუსიკა არსებობს კიდევ, როგორი ტანსაცმელი, როგორი ლექსიკა ჰოდა ნახავენ რაღაც სხვასაც და დაანებებენ თავს სხვისი მოწონებულის მოწონებას.. მარა ეს რას შეცვლის, ეჰ…
შენ არ იცი როგორ ველოდები იმ ახლის გამოჩენას, რაც ამას გადაფარავს…
მტკიცებას და პოსტების წერას რაც შეეხება,როცა ასეთ ვინმეებთან ერთად ფაქტობრივად ერთ ქვაბში იხარშები, იძულებული ხარ ხმა ამოიღო. თვეებია ვიგროვებ ამ ბოღმებს და ბოლოს გავსკდი :D ლამის თერაპიებს ვიტარებ ხოლმე უკვე და თავს ვარწმუნებ, რომ ცოტაც უნდა მოვიცადო და გადაივლის:D:D:D
ხო,მგონი ალტერნატივები უნდა გადავუშალოთ მასეტებს:)))))
ისე მარტო საქართველოსი არ არის, მაიკლთან დაკავშირებით მსოფლიო ტენდენცია იყო ასეტი, უცებ იფეთქა. ოფიციალ ფან პეიჯზე, ფეისბუქზე, რამდენიმე თვის წინ ვნახე რაოდენობა. იმდღეს კიდევ ვნახე და 2 მილიონით მეტი იყო კიდევ :დ
აჰ ერთი კეთილი საქმე მაინც გამომივიდა :D შენ ვერ შემგილაწუნე”" მაგრამ პოსტის დაწერის მურამზე მაინც მოგიყვანე : ))))
სულ არაფერს ცუდი არაა , ასე რომ მე მაშასადამე მიხარია : ))))
ისე ფანატიზმი ფსიქოლოგიური აშლილობაა : ) (ამის დასტური სტატიები არის ნეტში სამედიცინო ფორუმებსა და გვერდებზე) :*
ხო,ეგ ნამდვილად, მუღამი იყო იმისთანა, რომ რამის 4 საათზე ვწერდი ლამის :D
ფსიქოლოგიური აშლილობა თუ ქვია ახლა ჩემს მდგომარეობას, ესე იგი ბავშვობიდან მასე ვყოფილვარ და რაღა ეშველება :D
ki შესაძლოა ბავშვობიდან გჭირს : ) არა აუცილებელი უცებ შეძენილი აშლილობა იყოს . ფსიქოლოგიური არასტაბილურობა გაქვს და ეგაა : ))
ხო შეიძლება, მაგრამ მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფსიქოლოგიური აშლილობით :D რას ამბობ, ეს რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა წარმოდგენაც არ მინდა:))))
წურწუმიას მეც ვუსმენდი ბავშვობაში. :D შენი არ იყოს და მეც ვბაძავდი ხმაში. ტვინი მიმქონდა 24 საათი :)))
ისე ფანი არ ვყოფილვარ არავისი. უბრალოდ ამოჩემებები ვიცი ხოლმე პერიოდულად და მერე მალე მავიწყდება
ამოჩემება მე ცალკეული სიმღერების მჩვევია მარტო..ნუ MJ-მდე შემსრულებლებისაც მჩვეოდა, მაგრამ კარგა ხანია აღარავინ ახალი აღარ მომისმენია,ვიპოვე ჩემი და :დ
ახლაღა მივხვდი რა არის ფანობა და სიყვარული. მაგარი პოსტია და მეც ვერ ვიტან ფსევდო ფანებს. ჯექსონი მეც მიყვარს, მაგრამ ფანობას ვერ დავიბრალებ :))
პ.ს. თინი შენ ხომ ხელოვნებათმცოდნეობაზე ხარ და კინოს ისტორიის აღებას ვაპირებ, თუ გავლილი გაქვს იქნებ მითხრა რთული საგანია? და ლექტორი როგორია? ჟღენტი არის ლექტორი :)) მადლობა წინასწარ
@თიკო
მადლობა <3
ხოდა კინოს ისტორია არც გამიგია,ანუ ჩემს საგნებში არ შედის და არც ეგ ლექტორი გამიგია არასდროს:(
ჰაჰ მეც მიყვარდა ლელა წურწუმია ბავშვობაში
რატო არ გვეყვარებოდა რა, მართლა სჯობდა დანარჩენებს ქართულ ესტრადაზე და :D
იცი რა მაინტერესებს? აი სტატუსებზე როგორ ხვდები ვის რა როგორი “გრძნობით” უწერია? იქნებ მეც ვისწავლო :)
ან რატო გგონია ვიღაცას თუ ჯექსონის მაიკა აცვია ის მორიგი მოდას აყოლილი “ქართველია”. ვინ .გეკითხება. რას ჩაიცმევს ის მორიგი ქართველი.
რამდენიმე წლის წინ (თუნდაც შარშან) სადმე გინახავს ჯექსონის მაიკიანი? მე არა :)
სტატუსებს რაც შეეხება, ძაან ადვილია ეგ, მაგრამ თუ ფანი არ ხარ ვერ მიხვდები :დ
კი მე მინახავს :D მამაგულაშვილები ჩემი მეზობლები იყვნენ ტაკ შტო ჯექსონის მაიკა კი არა ბევრი სხვა რამე მინახავს ტანსაცმლიდან დაწყებული მუსიკით და მაშინ ჩემთვის უცნაური ინსტრუმენტებით დამთავრებული :D
—-
შეენ თვითონ გიწერია ყველამ ვიცით ჯექსონის ფანობა რადაც ითვლებოდაო დაა იქნებ ზუსტად მაგ მიზეზით არ გინახავს.
ოჰ მამაგულაშვილებს გენში აქვთქო გითხარი მე შენ :D მაშინ არ ვიცნობდი სამწუხაროდ ;უსერ:
ხო,შეიძლება ეგ იყო მიზეზი მაგრამ რავი რა..მოკლედ,პაჟივიომ და უვიძიმ ვინ შერჩება მაიკლს. მოდიდან რომ გადავა გაიცხრილება ფანობა:D
@George
აუ ჩაგეთვალა :D გავიგუდე სიცილისგან :D:D:D:D
მგონი ჯექსონთან დაკავშირებით კომენტარები არ უნდა გაღიზიანებდეს. ანუ შენს ფანობას ვიღაცა ისევე ტრუხად თვლის, როგორც (შენს მიერ ნახსენები) ფსევდო ფანები არიან შენთვის და არ არის გასაკვირი. საქართველოში (და არა მარტო, მარა აქ უფრო მწვავედ) სიკვდილის მერე უყვარდება ხალხს ზნამინიტასწები. მეც დაგიწერე მსგავსი კომენტარი, გახსოვს? სიკვდილის მერე ყველას შეუყვარდათქო, მაგრამ არ არის ეს გასაბრაზებელი იმიტომ, რომ არა ჯექსონის ფანებისთვის ჯექსონის ფანების მოზღვავებული რაოდენობა (მისი სიკვდილის შემდეგ) უკვე ნერვების მომშლელია და ის, რომ შენ ნამდვილი ფანი ხარ, ხშირად არაფერსაც არ ცვლის :))
ხო, მე არ მიმაჩნია გაფანატება ნორმალურ რაღაცად, მარა იტზ იორ ლაიფ, ბეიბ
რომელი კომენტარები?ხო ნუ სანამ გაიგებდნენ სრულ ისტორიას, უმეტესობას მეც მაგათნაირი ვეგონე (ფუი ეშმაკს :დ). შენი კომენტარიც მახსოვს, თვალებიდან ნაპერწკლეპს ვყრიდი რო წავიკითხე :D
საქართველოში ყველაზე მწვავედ მართლაა, მაგრამ მაინც მალევე გადადის ხოლმე…ხოდა ველოდები მაგ “მალეს” :)))))) წარმოიდგინე თვითონ ფანები ვწუხდებით მაგით და ვინც არაა ფანი და წარა-მარა თვალში ეჩხირებათ, იმათი რეაქცია საერტოდ…
ძალიან მაგარი პოსტია!
მეც მქონდა ბავშვობაში ეგეთი “სამარცხვინო” ფანატიზმის ობიექტი – ბრიტნი სპირსი. დავწერ მერე პოსტს როგორც შეგპირდი…
მე არ მიყვარდა,მომწონდა ))
გული მერევა უკვე, მალე თუ არ გადავა მოდიდან არ ვიცი რა დამემართება.. ჩემთვის გარშემო ყველა ეგეთი “ფსევდოა” , საქართველოში მაქსიმუმ 5% უსმენდა ჯეკსონს სიკვდილამდე.. ახლა კიდე ყოველი მეორე “ფანია” და ბილი ჯინი და თრილერი “ხოდშია”.. არასდროს ვყოფილვარ ფანი, არც ახლა.. ის რომ, 3-4 სიმღერა მოგწონს ფანობა არაა.. იმ ადამიანზე უამრავი რამე უნდა იცოდე, მარტო სიმღერის მოსმენით არ შემოიფარგლება. ზოგი ისეტი პატარაა წესიერად ისიც არ ესმის რაზე მღეროდა ეს კაცი.. მოკლედ, ძალიან ჭამს ტვინს.. და ერთ რამეშიც მართალი ხარ,ვინც არაა ფანი იმისთვის უარესია..
Fეიკ ხალხი..
ბრიტნი კიდე 90′სთვის ძალიან კარგი იყო
მისი ფანობა “სამარცხვინო” არ ყოფილა არასდროს… ახლა არ ვიცი:) ესეც “მოდაა” რა.. თუ მოგწონს შეიძლება დღესაც უსმინო,უბრალოდ ახლა “ბანძობაა” და “რაღა დროსია”.. :)
ჰოდა, კიდე არ მესმის, თუ ჯეკსონს უსმენ, ეს იმას ნიშნავს რომ სხვას არაფერს უნდა მოუსმინო? ძაალიან ფართო არჩევანია.. ვერ წარმომიდგენია ჯეკსონის გარდა სხვას არ ვუსმენდე.. :\ ნუ, ეგეც გემოვნება რა:)
და პოსტის თემაზე ფიქრი აღარც ღირს.. დავაცადოთ,მოკვდება კიდე ვინმე და..
ხო,მაგას ვამბობ,რომ 3-4 სიმღერიანებმა არ უნდა თქვან ფანი ვარო.ბაზარი არ არის,თქვან ვუსმენთო, მაგრამ ფანობა შტოტა დრუგოე რა… მე რომ მთელი დღე ვუსმენ, ლაივებს ვუყურებ, ვიდეოებს ვუყურებ (სულ რომ 2 წამით ჩანდეს, მაინც :დ თან ვაგროვებ,კომპი გადაწვაზე მაქვს მაგის გადამკიდე), 24 საათი რაღაც ახალ-ახალს ვკითხულობ, რას ჭამს, რას სვამს,სიმღერის ტექსტები (ეგ კიარა ინტერვიუების ტექსტებიც შემომეზეპირა დროთა განმავლობაში), ბავშვობის ისტორიებიდან ბოლომდე ყველაფრით რომ გამოტენილი მაქვს ტვინი გიჟი კი არ ვარ :დ თუ ფანი ხარ, ბოლომდე ხარ და ბოლომდე ყველაფერი იცი…
სხვების მოსმენას რაც შეეხება, შიგადაშიგ კი,ცალკეული სიმღერები შეიძლება ამეკვიატოს სხვების და ფილმების საუნდტრეკები მეკვიატება ხოლმე. ძალიან ბევრი ფანი ვიცი, სხვებსაც ჩვეულებრივ უსმენენ. მე პროსტა არ მესმენინება სხვები. აი ადრე უფრო ვუსმენდი ხოლმე ბევრ რაღაცას ჯექსონთან ერთად, 16-17 წლის. ახლა აღარ მესმენინება რავი…
ისე ვინმეს სიკვდილზე მეც ვამბობდი, დაველოდებითქო…:დ
გუდ ლაქ
ოჰო. დისერტაცია დაიცავი! :D
მე,T.ale.N.ted-ი,ამ მაუსზე ვდებ ხელს და ვფიცავ,რომ ვარ აბსოლუტურად გულწრფელი და არ მამოძრავაებს არანაირი სუბიექტური ზრახვები! :)დედას ვფიცავარ,რამდენი ხანია ამ პოსტს ველოდები და კიდევ კარგი,რომ ძლივს მოვიცალე და წავიკითხე <3 მე არასოდეს არავის ფანი არ ვყოფილვარ და არაც არასოდეს ვიქნები არავითარ შემთხვევაში…მაგრამ…მეც კი,ასეთ "არაფანს",უბრალოდ მუსიკის მსმენელს,საშინელი პროტესტი გამიჩნდა ამ "ძალით ფანბის",მოდას აყოლილი "ჯექსნისტების" მიმართ და შენ,მართლა ნამდვილ ფანს,რა მოგდის,წარმომეგინა(ახლა უკვე ვიცი :D ).გითხარი კიდეც,რომ ჯექსონის მართლა ორი სიმღერა ვიცოდი სიკვდილამდე(და,ჰოი,თავხედობავ,არ მომწონდა :( ),ეგ კიარადა, მისი live-ები მქონდა ნანახი და ნერვები მეშლებოდა,რატო გაჰქონდათ საკაცეებით შეღონებული ფანატები :)არ მესმოდა უბრალოდ :) როცა მოკვდა და ასე გავრცელდა მისი ფანობა,მართლა ყველგან და ყველა,ვისაც MP3-ზე მაინც მიუწვდებოდა ხელი,ჯეკსონს უსმენდა,მეთქი დავჯდები და წესიერად მოვუსმენ,რა იცი რას მღერის ესეთს-თქო(თან მაშინ უკვე ინგლისურიც ვიცოდი :D ),და მოვუსმინე(და ტექსტიც გავიგე,ასე თუ ისე)…ნუ ეხა არ აღვფრთოვანებულვარ,მაგრამ მომეწონასავით(არ განრისხდე,თინათინ :D ) და კიდევ რამდენიმე სიმღერა მიემატა ჩემთვის ცნობილ მის სიმღერებს :) ეხა უკვე შვიდ სიმღერაზე მეტი ვიცი :))))))
ხო,ავხსნა რატო ვილაპარაკე ამდენი :)ასეთი "არავინ" ვარ მე მაგ მხრივ და მეც კი გადავღშფოთდი ამდენი “ორ სიმღერიანი” ვითომ ფანებით და შენ აქამდე როგორ უძლებდი,მიკვირდა… მაგრამ აქ ხომ არაფერი უნდა გაგკვირვებოდა,თუ ჩავუღრმავდებით,შენც ხო გაგახსენდა ჩარკვიანი,და გომელაური(თამამად ვამბობ,რომ გარდაცვალებამდე ყველასთვის(ნუ 97%-ისთვის მაინც, ერთი ნარკომანი მსახიობი იყო,შემდეგ_კუმირი)…ერთი ბოჯგუაზე არ მომხდარა ეგრე(კიდევ კარგი,მაგას მაინც გადავრჩით :D ).
სირცხვილი თუა იმის აღიარება,რომ ჯეკსონს ერთეულები(და კიდევ მამაგულაშვილების მთელი მოდგმა :D ) უსმენდა გარდაცვალებამდე,მაშინ სირცხვილი მე :)))და მერე თუ მართლა არ მომეწონა(ხო,რა იყო,ბოდიში :D ),სავალდებულა მაინც ვითამაშო,ვითომ გავგიჟდი?! ეგრე ჩემი მეზობელიც მოკვდა ორი თვის წინ,მაგრამ როგორც მანამდე მიყვარდა,ისე მიყვარს ეხაც :) (devil)
მოკლედ,ძალიან გავქაქანობავშვდი,მაგრამ არ შემეძლო სხვანაირად…
დედას გეფიცები,არ ვიცი როგორ გამოვხატო,მიუხედავად სიდიდისა,გულწრფელად ძალიან მომეწონა ეს პოსტი,ალბათ იმიტომ,რომ გულახდილი იყო,თანაც ველოდი ამას :)…საერთოდ არ მესმოდა ამ ფანობის ფენომენის,მაგრამ ახლა მივხვდი,რატომ შეიძლება აგატიროს ვიღაცის დაბადების დღემ(მითუმეტეს,თუ არასოდეს შეხვედრიხარ),რატომ შეიძლება უსმინო ერთსა და იმავე ადამიანს წლობით და ა.შ.ასე რომ,შენი წყალობით,ნამდვილო ფანებო ყველა ქვეყნისა,ქედს გიხრით :)) <3 <3
აუ,რა მაგარი კომენტარი იყო <3 თან ძალიან ამიჩუყდა გული. ბოლო ფრაზაზე განსაკუთრებით,ცრემლები მომადგა:)))))) (ხო არ გაგიკვირდეს,ვერ მოვიშალე ზედმეტი გულჩვილობა:D)
. shesavlidanve avgnishnav, rom didi komenatari unda davwero da visac gezarebat nu waikitxavt … mxolod is ar dawerot amis dawera ar gezarebodao ??? :))))) radgan martali tu gindat , mezareba .. dzalian , didi xani, vifiqre am , temaze .. mec velodi am posts.. aucileblad velodi!
daviwyeb iqidan, rom , arasodes ,arcerti msaxiobi tu momgerali ,ar myvarebia , ise rom mis gamo , metira ! me dzalian bevri janris msmeneli da shemfasebeli var. sheidzleba filmi chavrto , uintereso agmochndes , magram mainc , vuyureb , bolomde :) radgan maqvs interesi gavide , boloshi .. simartle gitxrat ჯექსონის ramodenime simgera vici .. isic , mashin mosmenili roca jer kidev , 9 10 wlis viyavi da bidzachemi mis yvela “plastinkas ” agrovebda :) ramodenime klipic maxsovs , romelic mxolod , mashin maqvs nanaxi :) metjer agar minaxavs .. me ar vusmen mas , magram vagiareb .. :) xom ici tini ertaderti blogeri xar , romlitac davinteresdi.. uzomod did pativs gcem ai ase “ucnob-nacnobs” .. magram , ar mesmis sheni agelvebis mizezi )) agixsni ratom : sheidzeba facebokze mec gamichndes survili,ჯექსონის safanetshi “gavwevriande”.. mxolod da mxolod intersesis gamo :) amis gamo aucileblad vigacam im orimilion “fsevdofans” unda mimatvalos da mxolod. imitom rom gavwevrdi damcinos aman ori simgera icis , da fanobas ibralebso ??? qristinem agnishna, aseti ram: rom umetess saqartveloshi , ar aqvs arc gemovneba , arc stili , arc azri da araferi .. isini cdiloben sxvisi , agqmuli samyaroti cxovrebas ase gamodis :) davijero :es mxolod saqartvelos exeba ??? davijero arsad aseti ram ar xdeba ??? chven , adamianebs bunebashi , gvaqvs shegrdzneba , shegrdzneba imis rom rac sheidzleba, bervs mivagwiot..yoveltvis , yvelani vecdebit , sxvebze , ufro lamazad, gvecvas .. sxvebze meti vnaxot , meti inteleqti gvqondes … es araa danashauli , tuki ugemovno adamiani , gemovnebianisgan, chacmas iswavlis .. amit , namdvilad ar daashavebs !!! magram misi , sircxvili is , iqneba tuki , daibralebs , rom man piriqit chaacva,gemovnebians .. :))) cotaxnis win , aseti tema “shemoagdes” :mxolod, saqartveloshi :))))) (bevri gimilebit) ! erterti , punqti iyo: mxolod saqartveloshi igebs gogo tavisit fotoebso :)))) mecineba ubralod, ashkarad tyuilia da sircxvilic … es sheidzleba im adamainma tqvas, romelsac arasodes ar gauxedavs saqartvelos , sazgvrebs garet .. ar icis arcerti qveynis kultura .. aseve iyo aseti punqti: mxolod, saqartveloshi “dzgeba” xinklit qalio :)))) am adamains albat ar unaxavs italiashi makaronit “gamdzgari qali “… “xinklischamia ” qartvlebeio :D am admains albat ar unaxavs italiashi , yoveldge makarons rom chamen :) yoveldge ! :))) martalia grdzeli magalitebi moviyvane, magram xalxno , daanebet , tavi am “qartvelebs” .. tu maincdamainc, ver anebebt , wadit ucxo qveyanashi da cud tvisebebshi ki nu , mibadazavt .. imashi mibadzet , sazgvargaret rom yvelas , tavis saqme , aqvs da mezoblis qmrebze da mezoblis sadarbazoshi shesul mamakacze ar aqvt , tvaltvali daprogramebuli :D qartvelebis , ertaderti minusi aris is , rom sxvis saqmeze daoben da sakutaris , ara ician ! rac sheexeba , piradad am temas , me 13 14 wlis asakshi ბრიტნი-ze vgijdebodi , savse mqonda kedlebi tu “sxavataazrebi” misi fotoebit , vusmendi yvela mis simgeras da zepirad vicodi , imis miuxedavad rom ena kargad ar vicodi :) visac unda tqvas rom “bandzi ” var :)) vaime rogor , sulertiiiaaa :)))))) mtavaria me vicode rom “bandzi” ar var ! ჯექსონს sul ar vusmen da albat , arc movusmen .. magram chemi dge samagierod ენიგმით, ბეთხოვენით,ბიორკით,ბიონსით,სელინ დიონით,მუსეთი, ნაითვიშით, ლედი გაგათი და ჰამლეტ გონაშვილით, გოგი დოლძით იწყება :) visac unda , is tqvas rasac fiqrobs kamatsac ki ar vapireb :) mtavaria me, vgrdznob rom me rac miyvars , imas vismen da ara imas rac sxvas uyvars da mec minda rom miyvardes :)) amit davasruleb , tin da boloshi davdzen: shen XOM ici ? rom misi fani xar :) rashi gaintersebs sxva vinaa :) ratom , fiqrob imaze rom misi safaneti miliardebit izrdeba :) shentvis rame sheicvleba ?? gaatare ra :) da ubralod “ikaife” im or simgerianebze ra :))))) imedia am postit , aravis gavanawyeneb .. mitunetes shen .. magram girchevdi naklebi ifiqro imaze rac aseti umnishvneloa :))))) cxovreba, iseti saintersesoa da iseti xanmokle :)) fanebtan “brdolas” ar girchevdi .. :))) (sheni , saqmis ki shen ici )! rac shexeeba , posts , ar shevafaseb )) , ubralod me “arafani” am posts ver vgrdznob :) P.s T.ale.N.ted sinamdvileshi , ver mivxvdi sheni komenatris, bolo abzacis , azrs .. arasodes aravis fani riti mixvdi am yvelafers :)))) mxolod , tinis sityvebit da emociebiit ????? :) arada , sakmaod bevri were imaze , rom sxvis emociebs ar unda avyvet :)))) :* tin , marad sheni da sheni blogis ketilis msurveli “თითების ადმირალი”.:))
sityvebi da emociebi aqamdec iyo da ara marto tinisgan :) tumca grdznoba,romelic am emociebs iwvevs,mgoni shesamchnevia :)ubralod,tiny iyo pirveli(yovel chemtxvevashi,chemtvis cnobil jecksonis fanebs shoris),vinc ase logikurad daasabuta,ras nishnavs iyo namdvili da ara fsevdo fani…me tinis emociebit jecksonis fani ki ar gavmxdarvar,ubralod davafase xalxi,romelic martla pativiscemit epyroba vigacas(vigaca deda an mama araa :) )…es emociebis ayoloa araa,es saertod fanobis arsebobis gamartlebaa(aqamde ver vamartlebdi)… me batumis otaxshi chaketvis da sentmentebis ambavic gamikvirda tinisgan,magram axla mivxvdi,rom es sruliad shesadzlebelia…martla arasworad gaqvs gagebuli ragaceebi :)
ნუ ამ პოსტში დიდად არ გამომიხატავს ემოციები, რაც შეიძლება თავშეკავებული ვიყავი (თორემ მთლად ყველაფერი რომ დავწერო, დავაფრთხობ ხალხს :D ) და შენ ის დაგეხმარა უკეთესად აღქმაში, რომ პირადადაც მაქვს შენთან ამ თემაზე ნალაპარაკები :)) <3
magis agnishvnvisgan tavi shevikave,mainc :)tore maqedan daiwyo yvelaferi :) <3
აუ არა არა არასწორად გაიგე რაღაცეები.კომენტარშიც ხომ დავწერე, რომ მარტო საქართველოში არ ხდებათქო. ვადევნებ კარგად თვალ-ყურს ძალიან ბევრ ფან პეიჯს და უმრავლესობა ახალგამოჩეკილი ფანია:)))მსოფლიო ტენდენცია იყო ასეთი. ხალხზე რა ვთქვა, ოჯახის წევრებიც მგონი სიკვდილის მერე მიხვდნენ ვინ მოაკლდათ.
მე არ ვამბობ გვერდების დალაიკებაზე. ესე მე ძალიან ბევრი მომღერლის ფან პეიჯზე ვარ გაწევრიანებული, მაგრამ ყველას ფანი ვარ? მაგაზე არ მაქვს პრობლემა და არც იმაზე, რომ რამდენიმე სიმღერა ძალიან აიტაცეს. ეს თავისთავად,ეგრეც უნდა იყოს. აბა როგორ დაამყარებდა ამდენი წლის მოუხსნელ რეკორდს, რომ მისი ალბომი ყველაზე გაყიდვადია მსოფლიოში, თუ ხალხმა არ მოუსმინა. იმდენი ჰიტი აქვს, ორი და სამი კიარა მეტიც უნდა იცოდნენ წესით, უცხოეთში გაცილებით მეტი სიმღერაა გაჰიტებული.
უბრალოდ ეტყობა კარგად ვერ აღიქვი, დაყოფა მინდოდა კატეგორიების, რომ არსებობენ მსმენელები და ფანები. მსმენელებს და უბრალოდ რომ მოსწონთ და ამბობენ, არანაირად არ ვერჩი და პირიქით, მიხარია ხოლმე. შენ უბრალოდ არ იცი ის კატეგორია, არ გაქვს შეხება,რომელზეც მე ვლაპარაკობ.
“მხოლოდ საქართველოს” ლოგიკა მეც ძალიან მაღიზიანებს…
ხოდა კიდევ,მადლობა კომენტარისთვის:)):*
გაიხარე , ჩემო თინი .. მე შენი ყველაფერი მომწონს :))) და პატივს ვცემ მაგრამ … ცჰემი კომენტარი უბრალოდ ნიშნავს რჩევას , რომელიც შეგიძლია ან წაიკითხო ან უბრალოდ გაატარო :)))) მე შენი ბლოგის , მხარდაჩერსა და გულშემატკივარს ვიცი რომ ცჰემი აზრის , ცოტა მწვავედ გამოხატვის უფლებაც მქონდა ….. “მხოლოდ საქართველოს ” თემატიკა კი სხვა კომენატრის ავტორს ეკუთვნოდა და ისიც კითხვად :))))) :* გმადლობთ , შენ რომ მომისმინე ))))
მე სიკვდილამდეც ვუსმენდი მაიკლ ჯექსონს,მაგრამ ვაღიარებ სიკვდილის შემდეგ უფრო დავიწყე მისი შემოქმედების გაცნობა… ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ადამიანმა… და თუკი დღეს მე ვუსმენ პოპის მეფეს ეს იმას სულაც არ ნიშნავს რომ უბრალოდ მოდას ავყევი… ჩემთან იმდენად ახლოსაა მისი მუსიკა სხვა შემსრულებლებს ძალიან იშვიათად თუ მოვუსმენ და რაც არ უნდა მოდიდან გადავიდეს ჯექსონი ის ჩემთვისს ყოველთვის საუკეთესოდ დარჩება… თქვენი ნებაა დაიჯერებთ თუ არა… რაც შეეხება პოსტს ძალიან მომეწონა,ყველაფერი სიმართლეა… მე მაგალითად ქუჩაში არ გამოვსულვარ და არ მიყვირია ჯექსონი ფანი ვართქოო,როგორც ამას ბევრი აკეთებს,ეს ყველაფერი თავისთავად მოხდა…სურვილი მაქვს სხვა ფანებიც გავიცნო… მაიკლმა დიდი სამსახური გამიწია,ბევრი მეგობარი მაპოვნინა.მე ყველასგან განსხვავებულ სიტუაციაში ვარ.ჩემს სანაცნობოში არავინ არც ერთი მომღერლის ფანი არ არის მითუმეტეს ჯექსონის,ამიტომ ყველა სულელად მთვლის ალბათ,თუმცა ეს სულ არ მაღელვებს :D:D:D ყველას თავისი აზრი აქვს
ერთხელ კონფერენციაში გავიმარჯვე ნარკომანიაზე იყო კონფერენცია და მიმიწვიეს უნივერსიტეტში…ხოდა იქ ვიღაც დეგენერატმა ჯექსონზე დაიწყო ლაპარაკი ნუ არც ისე კარგი რამეები ილაპარაკეს ხოდა ხმა რომ ამოვიღე და დავიცავი (ნუ ცოტა ხმამაღლა დავიცავი)გამომაგდეს დარბაზიდან და ჩემი კუთვნილი დიპლომიც აღარ მომცეს :D:D:D მასწავლებელმა იფიქრა შემარცხვენს ეს აქო, ხოდა მომტეხეს. ეს იმიტომ მოვყევი რომ ბევრი რამ ამიტანია ამ ყველაფრის გამო დაცინვაც,იმედგაცრუებაც.მაგრამ არ მაინტერესებს.ჩემს სანაცნობოში “ეგ მოდა” არ ჭრის,არც ჩემზე მოუხდენია რაიმე გავლენა,უბრალოდ მოვუსმინე მომეწონა და ეხლაც ვუსმენ მორჩა მეტი არაფერი
აჰა, არაფერია მაგაში ცუდი ხომ ვამბობ…უბრალოდ ფანობა მარტო სიმღერების მოსმენაზე და კლიპების ყურებაზე გაცილებით მეტია))
მაიკლზე ცუდი ჭორების თქმას რაც შეეხება,ლამის ყოველ დღე მიწევს რაღაცეების მტკიცება. ხოდა ამას ისეთი სახით ვაკეთებ, ძნელია მეორედ შემომბედო :D
ამიტომ გარშემომყოფებმა დაამუღამეს უკვე ჩემი რეაქცია. არის მომენტები, როცა რაღაცაზე შეიძლება მეც გავიხუმრო. აგერ, ამიკო რომ არის კომედი შოუში, ეგ ხომ იცი როგორი ფანიც არის, მაგრამ მაინც ხუმრობს ცხვირის მოძრობაზე და მსგავს რამეებზე :დ ანუ იმას გააჩნია რა განწყობით გეუბნებიან. აი თუ ეზიზღებათ და ზიზღით ამბობენ რაც პირზე მოადგებათ ყველა უაზრობას, მერე უვკე კონტროლს ვკარგავ :D
:)))
კარგი პოსტია, ჩემზე იმოქმედა ძალიან. საერთოდ ფანობა რატომ უნდა იყოს დასაძრახი არ ვიცი, ესეც ჩვენი ხშირად “უაზრო” აზროვნების ბრალია, თუმცა სავსებით გეთანხმები იმაში, რომ დღეს ბევრი ისეთი “აფანატებს” ჯექსონზე ვისაც მისი სახელიც კი არ გაუგია სიკვდილამდე და სიმღერის მოსმენაზე ხო საუბარიც ზედმეტია. მე კარგად მესმის რას ნიშნავს მოგწონდეს მომღერალი თუ მსახიობი, ისე რომ მის შესახებ ყველაფერი იცოდე, მისი სიხარული გიხაროდეს და მის ტკივილს განიცდიდე…ბავშვობიდან მიყვარს ბრედ პიტი, მისი ყველა ფილმი ნანახი მაქვს უთვალავჯერ, მასზე ინფორმაციებს გაზეთებიდან ვჭრიდი და სურათებსაც ვაგროვებდი, ოთახის კედლები მისი პლაკატებით მქონდა სავსე… და ასე მგონია ყოველთვის განსაკუთრებულად მეყვარება.:)
100%-ით გეთანხმები იმაში რომ რეალურ და “ვითომ” ფანს ეგრევე შეამჩნევ, მახვილი თვალი არ სჭირდება მაგ ამბავს:)))))))))
აჰა, მარტო ფანებს ესმით ეგ განსხვავება, რომელიც სტატუსებშიც კი შეიძლება შეამჩნიო :D
მომეწონა კომენტარი:))
ravici , ravici :))) mainc , mikvirs :)))) ra gaige magit :)))) mokled agar gavAmwvaveb , rogorc liberalur admaians ar sheemefereba am temaze kamati :)))) me chemi azri vtqvi da bolomde magas vfiqrob :) chemtvis sulertia vin , fania vin ara fani :)) me tu rame miyvars chemtvis , chumad miyvars :)) chemi siyvarulis , garda ar maintersebs kidev vis uyvars , an ratom an rogor uyvars konkretuli shemsrulebeli … ise ,T.ale.N.edt nu , imeoreb tinyis , sityvebs maincdamainc :))))))))))) tin , shen shen xar :) yvelaze metad es , momwons shenshi :)) shenshi 100% it var darwmunebuli rom , aseti iqnebi :) ai ar gicnob , da arc mchirdeba sheni gacnoba da maincdamainc , videotvalit da a.sh urtiertoba :))) ai ase vici , ubralod :)))) <3
davamatebdi , kidev :))) me shen ar miyvarxar da arc shemiyvardebi :)) magram me shen dzalian dzalian , momwonxar :) sheidzleba , raime komentarit , gagabrazo an shegawuxo :) magram gtxovdi , rom gulwrfeloba damifaso :)) (rasac, vxedav rom aketeb :* ) me , arasodes mogatyueb ,imis gamo rom gulebi damixato da kocnebi gamomigzavno .. ubralod , shen xar chemi rcheuli , blogeri :)))) gaixare da gagvaxare , sheni ambebit :* (angel)
me pas :) თითების_ადმირალი,gogo var me :))))))) tan araferi msgavsi ar mawuxebs :)mapatiet,tu rame arasworad gavige:)
ვიცი ფანობა რაც არის, ხოდა ეგ რომ იციან მიტო უკვირთ და მიტო ისვრიან უმისამართოთ იდიოტურ რეპლიკებს,რაც მართლა მაღიზიანებს… მაგათ გონიათ რომ რაკი ესეთი მომღერალი იყოო მხოლოდ მაგის გამო უნდა მიყვარდეს და არა პიროვნული თვისებების გამო… მე კი როცა ვუსმენ მუსიკას მიყვარს არა მარტო მუსიკა არამედ შემსრულებელიც თავის ყველაფრიანად.დავიღალე იმის მტკიცებით რომ მაიკლი არ იყო პედოფილი და საერთოდ ყველამ თავის თავს მიხედოს :@გეთანხმები იმაშიც რომ ბევრჯერ უთქვამთ შენ მეტი საქმე არ გაქვსო? რა შუაშია ეს ვერ ვხვდები. მაქვს და მერე რამდენი,მაგრამ ეს ისეთივე აუცილებლობა გახდა ჩემთვის და განუყოფელი როგორც რავი ჰაერი მაგალითად.
aucileblad , gapatieb :)))))) vici , rom gogo xar , saqmro myavs ar vedzeb megzurs :d tinis blogze magis ar shegeshindes :D ise eg shen ar gekutvnoda adresatma darwmunebuli var miigo :)))))))))))) da mixvda mag sityvebis dedaazrs :)))) “vso” morcha ,tin agar chavebmebi kamatshi , ar minda shens sivrceshi , cudi ram atmosfero sheiqmnas :)))) droebit :*
ისევ გაუგებრობა :) არაფერში გეკამათები :)მე ჩემს თავზე დადებითი ეპითეტები არ მიმიღია,რატომღაც ვიფიქრე,რომ მატყუარობა მე დამწამეს და გამეღიმა :) ბედნიერებას გისურვებთ(არ ვცინიკოსობ)…მე ის აღვნიშნე,რომ რაც მეტი გულშემატკივარი ეყოლება ამ ბლოგს,მით უუკეთესი,სხვასაც რომ უყვარდეს არა?
ჩვენ არ ვკამათობთ,ვსაუბრობთ,თინ :)
გავჩერდეთ , აშკარად არ გვესმის , ერთმანეთის .. ერთი , რამ გვაერთიანებს , თინის ბლოგი და პატივისცემა .. ამიტომ ეხლა რომ ისევ გითხრა , რაგაც შენც მთხრა და კიდევ და კიდევ არ ღირს უბრალოდ :))) წარმატებები :))))))))
მე არც ბლოგერი ვარ, არც არავინ, უბრალოდ შემოვიხედე რამოდენიმე ბლოგში, ზოგმა დამაინტეერესა და შევყევი კითხვას, ასეთი იყო შენიც… რატომღაც აღმოვჩნი ამ გვერდზე და მინდოდა ეს დამეწერა:
მე არ ჩამითვლიხარ სულელად როცა წავიკითხე რომ სანთელი დაუნთე(ეს წინა ნაწერებში ვნახე), არც მაშინ როცა გავიგე რომ მოსთქვამდი მთელი გულით, არც მაშინ როცა სურათები ვნახე შენს ფოტოში, სურათი რომელიც თან წაგიღია(არ მახსოვს სად მაპატიე), თუმცა თვითონ ალბათ სულელი რო ვარ ამას რომ ვწერ,მაგრამ მე ვიცი რატომ გიყვარს, არავის ფანი არ ვყოფილვარ ცხოვრებაში მის გარდა, და ეს უკანასკნელიც ისეთი იყო, არ მაძლევს უფლებას თავი ფანი(ვიღაც ფანატიკოსი) მეგონოს… მე ვარ ის ვისაც უყვარს ის,უბრალოდ, იმიტომ რომ უკეთესი გამხადა, იმიტომ რომ არ ვიცოდი თუ ხელოვანს ამდენის მიცემა შეეძლო და არც ის ვიცოდი თუ ადამიანებს ასე შეეძლოთ ერთმანეთის უსამართლოდ წამება.. აი ამიტომ და კიდევ იმიტომ რომ ისიც ადამინი იყო, ჩემნაირი და მან ჩემნაირმა ადამიანმა მოახერხა სამყარო ოდნავ უკეთესი გაეხადა… და ბავშვობიდან მომყვება ეს ყველაფერი.. მიხარია რომ ეს ახლა არ დაწყებულა…
მადლობა,რომ “გადამიკითხე” და მადლობა კომენტარისთვისაც:))როგორც ჩანს, ერთსა და იმავეს ვგრძნობთ:))
რაღაც აბდა-უბდად ვწერე… პროსტა ძაან ავნერვიულდი და.. თან ეგ თემა ჩემთვის ძალიან ემოციურია…მოკლედ მთავარია,რომ შენ მიხვდი რისი თქმაც მინდოდა…
კი,მივხვდი. ადვილია მიხვდე ასეთ რამეს, როცა იგივეს გრძნობ:)
ძაან მომეწონა პოსტი, პირველ ნაწილს რაც შეეხება რამდენიმე წინადადებას თუ ამოვაკლებთ ჩემი ისტორიააა :))) ჯექსონიც მიყვარს , მაგრამ ვერ ვიტყვი რომ ფანი ვარ , რამდენიმე სიმღერა მიყვარს ძალიან და მაღიზიანებს ვითომ “ფანები” სტატუსები და მაიკები :D:D:D კატასტროფააააააა!!